მოგეხსენებათ, გუშინ საქართველოს ნაკრებმა ბელგიასთან (79:76) დასანანი მარცხი განიცადა. გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა გოგა ბითაძემ, "ინდიანას" კალათბურთელმა 14 ქულა, 9 მოხსნა და 3 ბლოგი მიითვალა.

უცხოური გამოცემა Amolivia.com-ი გოგას შესახებ წერს და ქართველ ცენტრს მომავალ სეზონში მეტ სათამაშო დროს უწინასწარმეტყველებს.

"ბითაძე ნაკრებთან ერთად ევრობასკეტისთვის ემზადება. ქართველს გააჩნია ყველა საჭირო უნარი, რათა "პეისერსს" მომავალ სეზონში სარგებელი მოუტანოს. მაგრამ ამ მხრივ პატარა გაურკვევლობაა, "ინდიანას" ჰყავს მაილს ტერნერი და ჯეილენ სმიტი. სავარაუდოდ, ძირითადი შემადგენლობიდან თამაშს ეს 2 კალათბურთელი დაიწყებს. 2021 წელს გუნდმა დრაფტზე კიდევ ერთი ცენტრი, აიზია ჯექსონი აიყვანა და დანიელ ტეისის სახითაც მიიღო შევსება.

გასულ სეზონში, დომანტას საბონისის "საკრამენტოში" გაცვლის შემდეგ, გოგამ მომენტით კარგად ისარგებლა. ბითაძე საშუალოდ 11.8 ქულას, 5.1, მოხსნასა და 1.9 შედეგიან გადაცემას აგროვებდა, ესროდა 61.7 პროცენტის სიზუსტით. როდესაც ქართველს სათამაშო დრო მიეცა, თავი ბრწყინვალედ გამოიჩინა. გოგა ინტერვიუებში აცხადებდა, რომ გრძნობდა თავდაჯერებას, რადგან საკუთარ როლს გუნდის სისტემაში კარგად ხედავდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა ადგილს დაიკავებს ბითაძე "ინდიანა პეისერსის" 2022-23 შემადგენლობაში, თუმცა რთული წარმოსადგენია, რომ ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ასეთი შესაძლებლობების მქონე მოთამაშე უბრალოდ გაცვალონ. რიკ კარლაილს მოუწევს კრეატიული გზების მონახვა, რათა ქართველს მეტი სათამაშო დრო მიეცეს.

"უბრალოდ, მსურს, საუკეთესო ფორმაში ვიყო" - განაცხადა გოგამ რამდენიმე დღის წინ. როგორც ჩანს, ის თავდაუზოგავად ემზადება და NBA-ს ახალ სეზონს მომზადებული და მოტივირებული ხვდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბითაძეს ერთ კომპონენტში აუცილებლად მოსამატებელი აქვს. ლიგაში მოსვლამდე მის ერთ-ერთ მთავარ იარაღად 3-ქულიანი ტყორცნები ითვლებოდა, თუმცა NBA-ში ეს არც ისე კარგად გამოსდის. ბითაძისთვის ევრობასკეტი მნიშვნელოვანი განაცხადი იქნება და იმედია, ქართველი ამ გამოწვევას მიიღებს". - წერს გამოცემა.

მარი
გოგაზე სიახლე არაფერია?როგორ არის?
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა
კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
[VIDEO] ბითაძის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან
[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში - "ოკლაჰომამ" "ინდიანა" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
[VIDEO] "ინდიანას" საოცარი ქამბექი - "პეისერსმა" სტუმრად "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა
მამუკელაშვილმა სეზონი დაასრულა, ბითაძეს პლეი ოფის შანსი პლეი ინში აქვს
[VIDEO] ბითაძის 7 წუთი "ბოსტონთან" - "ორლანდომ" პლეი-ოფში მეორე თამაშიც წააგო
[VIDEO] "ინდიანა პეისერსმა" "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა და სუპერფინალში ითამაშებს
ბითაძის არასპორტული ჯარიმა პორზინგისზე [VIDEO]
[VIDEO] ბითაძის 4 წუთი - "ორლანდომ" "ატლანტა" დაამარცხა და პლეი-ოფში ითამაშებს
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
[VIDEO] ფრენჩაიზის ისტორიაში პირველად - "ოკლაჰომა" NBA-ის ჩემპიონი გახდა