მატჩის შემდეგ გაიმართა ტრადიციული პრესკონფერენცია, რომელსაც საქართველოს ნაკრების მხრიდან მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი და მატჩის ერთ-ერთი გმირი – სანდრო მამუკელაშვილი დაესწრნენ…

"სიტყვებს ვერ ვპოულობ, როგორ მივულოცო ჩემს კალათბურთელებს – განაცხადა ილიას ზუროსმა – დღეს ისინი საამაყოები იყვნენ ჩვენთვის, ყველასათვის, მთელი ქვეყნისთვის და ერისთვის. მათ პირველიდან ბოლო წამამდე იბრძოლეს. ჩვენ 50 წუთი კალათბურთი ვითამაშეთ! წამყვანი კალათბურთელები გვაკლია, თქვენ ეს იცით. გვაკლია გოგა, გვაკლია თოკოც. ზოგიერთმა თამაში ვერ დაასრულა (იცინის – რედ). ჩვენთვის ამ თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო! ასევე ვულოცავ ჩემს სამწვრთნელო შტაბს – მათ ამ დღეებში საოცარი სამუშაო გასწიეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ბერძენმა თავკაცმა გულშემატკივრებზე ისაუბრა: "გარდა ამისა, ასევე ვერ ვპოულობ სიტყვებს, როგორ გამოვხატო ჩემი სიყვარული ამ ხალხის მიმართ. გულშემატკივრებს ვგულისხმობ. საოცარი ატმოსფერო იყო, დაუჯერებელი გარემო. მათ ეს თამაში მოგვაგებინეს! მათ მოგვცეს ძალა, რომ უფრო და უფრო მაგრად გვებრძოლა. და ჩვენ მოვიგეთ ეს მატჩი შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ძალიან მაგარი კალათბურთელები და ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს. კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, ზეიმის უფლება ჯერ არ გვაქვს".

რა შანსები აქვს საქართველოს, რომ ჯგუფიდან გავიდეს? "აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ საქმე ჯერ ბოლომდე არ მიგვიყვანია. ეს მოგება უფრო თავდაჯერებისთვისაა კარგი. იმისათვის, რომ ჯგუფიდან გავიდეთ, კიდევ გვჭირდება გამარჯვება ბოლო თამაშში მონტენეგროსთან და პლუს გამარჯვება ბულგარეთთან, მანამდე. 3 მოგებით ჯგუფიდან გავალთ. თუ არადა, გვჭირდება 2 მოგება და დამოკიდებული ვიქნებით სხვა შედეგებზეც. კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, ზეიმის უფლება ჯერ არ გვაქვს. არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა მოხდა დღეს. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა იქნება მომდევნო დღეებში. კიდევ ერთხელ: ვულოცავ გულშემატკივრებს და თურქეთის ნაკრებს მომდევნო მატჩებში წარმატებას ვუსურვებ."

გამარჯვების მნიშვნელობასა და განცდილ ემოციებზე ილიას ზუროსმა განაცხადა: "ყველა გამარჯვებით სიამოვნებას ვიღებ – განსაკუთრებით, ასეთი დიდი გამარჯვებებით! საქართველოს ნაკრები ცდილობს, რომ გაიზარდოს და პროგრესი გააგრძელოს. სამწუხაროდ, წელს ყველა კალათბურთელი არ გვყავდა. ეს ისეთი ემოციებია, რაც არასდროს დაგავიწყდება. ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი კალათბურთელების გამო, ჩვენი ფანების გამო. გუშინ იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან არ ვიბრძოლეთ და შეცდომები დავუშვით, დღეს კი პირიქით, ბედნიერი ვარ, რადგან ვაჩვენეთ, ვინ ვართ. განსაკუთრებით დაცვაში ვითამაშეთ კარგად."

სანდრო მამუკელაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: "ეს შესანიშნავი გამარჯვება იყო. დარბაზში სასწაული ატმოსფერო იყო! ფანებს სათანადო მადლობას ვერც გადავუხდი. საოცარი გულშემატკივრები გვყავს, თამაში მოგვაგებინეს. საწყისი ორი მატჩი წავაგეთ და ხალხი მაინც ასე გვქომაგობს, ასე გვიდგას მხარში. ასეთ ატმოსფეროში თურქეთის მსგავს კარგ გუნდთან თამაში ძალიან მაგარია. ასეთ გარემოში ყველას გაუჭირდება. მინდა, მადლობა ვუთხრა მათ! როგორც მწვრთნელმა თქვა, გოგას და თოკოს სახით ორი საუკეთესო მოთამაშე გვაკლია. ყველამ საოცრად ითამაშა, ანდრონიკაშვილმა, ჯინჭარაძემ… ყველამ საოცარი სამუშაო შეასრულა. ახლა უბრალოდ კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ. უნდა დავმშვიდდეთ და მომდევნო მატჩებზე ვიყოთ ფოკუსირებულები."

GBF

alexandre
აი ის ხალხი გამაცნო, ვინც ასე ვერ იტანს ქართულ წარმატებას, ქართულ გამარჯვებას. ნეტავ რისთვის ცხოვრობენ საერთოდ, რა უნდათ, რა ახარებთ?! მაგათთან ერთად მაყურებინა ფილმი "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი"! აი მომღერალი რომ არის, ანონიმკებს რომ წერს, დღეს უფრო დაიხვეწნენ და აქ შეუძლიათ ხმამაღლა წერონ ანონიმკები! ძალიან მეცოდებიან, ასე სულ და გულგახეთქილები გამყოფოთ უფალმა, ქართულმა ჯიშმა და ჯილაგმა! ამინ! და მეორე! ნოდოს ვუპასუხებ. 88-0 არ გამოვა. ტედის ქულები უნდა მოაკლო, რაც დარჩება იმდენი: 71-00 :))DDDD !!!!!!!!!!!!! გაიხარე ნოდო!!! გთხოვთ დაბეჭდეთ!
123
მიყვარს ეს კაცი. იმიტორო ქართველია. მილტონ ჰეიგს გავს უყვარს საქართველო სულს და გულს დებს და ყოველ წამს ეტყობა. მიუხედავად ამისა მსოფლიოს საკვალიფიკაციოს ალბათ ჩაამთავრებს იმედია მსოფლიოზე გაიყვანს ნაკრებს და მსოფლიოს მერე უნდა წავიდეს და ალბათ ეგრეც მოხდება. ღმერთმა ქნას მსიფლიოზე გავიდეთ და ეს იქნება ზუროსის 7 წლიანი ისტორიის ლამაზი დასასრული.
ვითომ "მწვრთნელს"!
შენ, რომ აუცვა ამ საიტიდან, არა? ზუროსი მაგარი მწვრთნელია და კარგი ადამიანიც, აი შენ და შენნაირებს "ჩასაფრებულებო" რა გეშველებათ?
G.LA
დიდი მადლობა ბიჭებს. რასაც იტყვიან იომეს და ვისაც რა შეეძლო ის გააკეთეს, უფრო სწორად იმაზე მეტიც და საკუთარ თავზე მაღლა ახტნენ. ვერ ვიჯერებდი ბოლომდე განახევრებულ გუნდს (თოკოს და გოგა) კიდევ დამატებით ტაიმებში შერმადინი და სანაძე გამოაკლდათ. მამუკელაშვილი გმირი იყო, ანდრონიკაშვილი ძალიან მაგარი ბიჭია რა მაგრა ითამაშა. მაკფადენიც უკვე უკეთესი იყო და ყველა ბოლმდე დაიხარჯა. ასეთი თავდადებით აუვცილებლად გავალთ ჯგუფიდან. დიდი მადლობა და წარმატება ბიჭებო.
ნოდო
ჰოჰ :) ბევრს არ დავწერ სად მაქ ნერვები უბრალოდ ერთ მთავარს გეტყვი ტედს რო ეუბნები რო არ ჩაეგდოვო მსოფლიოს საუჯეთესო ლიგებიდან გაძეძგილ თურქეთსაც რო არ ჩაეგდო 88-0ს მოვიგებდიტ

თამაშის გმირი არის მამუკელაშვილი. ეს სურათიც მრავლისმეტყველია. სანდროს იმედი ჰქონდათდა მაგას აძლევენ დარიგებას. სასიამოვნოა, ასეთი მაღალი დონის , სანდო კალათბურთელი რომ გვყავს.
მწვრთვნელი
წადი ზუროს! ვერა ხედავ, რომ კომბინაციასაც ვეღარ ხაზავ და მარტო მამუკელაშვილის თავდადებით ფონს ვერ გადიხარ! თუ სიმართლეა თურქეთმა დაგვჯაბნა და ბოლოს ორი სამქულიანიდან ერთი რომ არ ჩავარდნოდა მაკფადენს წავაგებდით! თვითონ თურქები სათადარიგო სკამზე იყვნენ გაუგნებულები ასე ბრმად როგორ ჩააგდოო (ფარს ვერც ხედავდა ჩაგდების მომენტში მაკფადენი). მონტენეგროსთან თამაშში გაირკვევა ყველაფერი!
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
"კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა" - "სპორტინგმა" ქოჩორაშვილი წარადგინა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი
"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს
ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
"ინტერიდან" მიდის - ჰაქანი სამშობლოში ბრუნდება
მიქაუტაძე თუ კრსტოვიჩი? - რომში ორი ვარიანტი აქვთ
[VIDEO] ეს რა იყო - მესის შედევრი MLS-ში
შოკი და აღშფოთება პორტუგალიაში - რონალდო ჟოტას დაკრძალვას არ დაესწრო