საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ფრანგი სპეციალისტის თქმით, "კვარას" "ნაპოლიში" თამაში მხოლოდ წაადგება და უკეთეს ფეხბურთელად აქცევს.

"კვარაცხელია იტალიაში თავს კარგად გრძნობს. აქ თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი გამოცდაა. მშვენივრად ასპარეზობს, მისი ძალიან მჯერა. როგორც კი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გავხდი, "კვარას" საფეხბურთო უნარები მაშინვე შევამჩნიე. ქართველს გამორჩეული საფეხბურთო თვისებები და ეფექტურობის წარმოუდგენელი უნარი აქვს. ვფიქრობ, სპალეტის ხელში კიდევ უფრო გაუმჯობესდება, "ნაპოლის" ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს.

კვარაცხელია ახლა ზრდის ეტაპს გადის, მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს. ყოველთვის ერთ რამეს ვეუბნები - "გააგრძელე თავდაუზოგავი ვარჯიში და ბევრი იშრომე". უამრავი კარგი მოთამაშე გვინახავს, რომლებმაც ზრდა შეწყვიტეს და ახლა ჩვეულებრივი ფეხბურთელები არიან. არ მინდა, ხვიჩას შემთხვევაშიც ასე მოხდეს. ის ტოპმოთამაშე უნდა გახდეს, წარმატების საიდუმლო კი თავდაუზოგავი შრომაა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველაფერი კარგად არ მიდის.

მაკედონიასთან მატჩამდე, იმედი მაქვს, უფრო ძლიერი დაბრუნდება. ჩემი ნაკრების საკვანძო მოთამაშეა. ბულგარეთთან და მაკედონიასთან (პირველ შეხვედრაში) იდეალურად გამოიყურებოდა. ველოდები, რომ სანაკრებო თამაშებს კარგ ფორმაში შეხვდება", - განაცხადა სანიოლმა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ეგიდით მორიგ მატჩს მაკედონიის წინააღმდეგ 23 სექტემბერს გამართავს.

გოჩა
სამწუხაროდ ეგ გვაქვს სიზარმაცე რამდენი ნიჭიერი ფეხბურთელი ვიცით რომ არაპროფესიონალიზმის და სიზარმაცის გამო ვერ გამხდარა ის რაც შეეძლო გამხდარიყო და სამწუხაროდ ზოგიერთი მოქმედი ფეხბურთელიც ასეთია
beso
ვიზიარებ, რაც ითქვა სანიოლზე, მაგრამ კობი კარგი ფეხბურთელი იყო.
G.LA-ს
როგორ აგეწვა სექტანტო...
Las
კობიაშვილის ფანი არასდროს ვყოფილვარ. მაგრამ მადლობა მას ასეთი კაი კაცის- ვიკის მოყვანისთვის :)
G.LA
შესწორებამ სწორდ დაწერა. 7-შენგელია. 8 ჩივაძე და 11 დათო ახლა ვნახე ვიკიპედიაში,აღარ მახსოვდა ზუსტად. მე-5 პლატინი იყო.
G.LA-ს
რაო თქვენმა ქურუმმა ჭამა ფიები?
მიშა
შენგელია იყო მეხუთე და ყიფიანი, ცოტა დაბლა (მეც მერვე პოზიცია მახსოვს).
კარგით რა
პროფესიონალიზმშია მთავარი პრობლემა. სიმართლისთვის რატომ არ გიყვართ თვალის გასწორება. ის ცუდი დრო სხვებისთვის არ იყო? როგორ ითამაშეს თავის მაქსიმუმი ქეცბაიამ, არველაძემ და კობიაშვილმა ან პირიქით ეხლანდელ დროში ცოტა ტალანდტი გვყავდა ვარჯიში რომ ეკიდათ და მარად პერსპექტიულებად დარჩნენ? თუნდაც ჭანტურია აიღეთ. ან გაქვს პროფესიონალის მენტალიტეტი ან არა, რა შუაშია დრო და ამინდი
შესწორება
1981 წლის ოქროს ბურთზე: მეშვიდე იყო შენგელია მერვე ჩივაძე მეთერთემტე ყიფიანი
კ ო მ ბ ლ ე
ადრე ესე არიგებდნენ „ფაიტონს ერიდე, ფაიტონს, ეშმაკის მოგონილია მაი“! ეხლა კი, ბეემვეს ერიდე, ბეემვეს და ბენტლის, ეშმაკი უზის პედალზე, ეშმაკი“! ჩვენი ფეხბურთელების დევიზი იყო ვთამაშობ პირველ ბეემვემდე, ეხლა რაცხა იცვლება მგონია. ღმერთმა ქნას..
G.LA
ევროპაში ერთხელი იყო მე-5 ზე დათო იყო და მე-8 ზე რამაზ შენგელია. თუ არ ვცდები 1981-1982 წ. ქინქის იმედი გვქონდა და გაგვიცრუა იმედი სამწუხარიდოდ. ხვიჩას არა აქვს უფლება ჩვენი იმედების და სიყვარულის განიავების, ხვიჩა მწვერვალზე უნდა ავიდეს. დიდი შრომის ფასად მას ეს შეუძლია და მჯერა ხვიჩა ამას გააკეთებს. ხვიჩა გვიყვარხარ და მაგრად გვეიმედები მიდი მიაწექი.
ალეკო
სრულიად ვეთანხმები ვილის, ქინქლაზეს ცუდ დროს მოუწია თამაში, თორემ ეხლა რომ იწყებდეს სულ სხვა დონეზე ითამაშებდა
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
ტრანსფერზე ხმების პარარელურად - მიქაუტაძემ "ლიონში" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
სიის სათავეში დავითაშვილის ტრანსფერია - თურქული გუნდისთვის პრიორიტეტული ზურიკოს დამატებაა
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
"კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა" - "სპორტინგმა" ქოჩორაშვილი წარადგინა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი
"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს
ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
"ინტერიდან" მიდის - ჰაქანი სამშობლოში ბრუნდება
მიქაუტაძე თუ კრსტოვიჩი? - რომში ორი ვარიანტი აქვთ
[VIDEO] ეს რა იყო - მესის შედევრი MLS-ში
შოკი და აღშფოთება პორტუგალიაში - რონალდო ჟოტას დაკრძალვას არ დაესწრო
მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე
[VIDEO] ორი გაძევება და გოლის აღნიშვნა ჟოტას სტილში - 9-კაციანმა პსჟ-მ "ბაიერნს" მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
"ნუ ელოდებით, რომ ახალი "კვარა" გახდება" - "ნაპოლის" ლეგენდა "პარტენოპეიში" ნოა ლანგის ტრანსფერს გამოეხმაურა
"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი
საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია