ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"მადლობა და ბოდიში ფანებს" - ზუროსის კომენტარი

"მადლობა და ბოდიში ფანებს" - ზუროსის კომენტარი

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ილიას ზუროსი, ცხადია, უკმაყოფილო და საკუთარი გუნდის მიმართ კრიტიკული იყო…

"პირველ რიგში, ბულგარეთს ვულოცავ მოგებას, მათ ეს დაიმსახურეს. დღეს პარკეტზე არ გამოვსულვართ, გახურებიდანაც ჩანდა, რომ კალათბურთის სათამაშოდ მზად არ ვიყავით. თურქეთთან მოგებული მატჩის ემოციები გამოგვყვა და ვერ გავაანალიზეთ, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველა თამაშის მოგება გვჭირდებოდა. შეხვედრაზე ვერაფერს ვიტყვი, საშინლად გამოვიყურებოდით. ცუდად არა, საშინლად! 61 ქულა ორმა კალათბურთელმა ჩაგვიგდო. თამაშის წინ ბევრი ვისაუბრეთ დაცვაზე, განსაკუთრებით, ამ ორი მოთამაშის წინააღმდეგ. რაც ჩვენ გავაკეთეთ, ამას დაცვა არ ერქვა, რაღაც სხვა იყო, მაგრამ ბერლინში წასვლა თუ გინდა, დაცვა უნდა ითამაშო. მადლობა და ბოდიში ფანებს, ისინი შეუდარებლად კარგები იყვნენ. ხვალ შესაძლოა, პლეი-ოფში გასვლის შანსი მოგვეცეს. ჩვენზე არაა დამოკიდებული, მაგრამ, რაც მთავარია, კალათბურთი უნდა ვითამაშოთ".

"გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალიან ადვილი იყო იმის დანახვა, რომ მოთამაშეების სხეულები სათამაშოდ მზად არ იყო. თურქეთთან ჩატარებულ მატჩზე ორი დღე ვსაუბრობდით. გასაგებია, რომ თურქეთი ძლიერი გუნდია, მაგრამ 1 მოგება საკმარისი არ არის. წინა ევრობასკეტზეც ასე დაგვემართა, ლიეტუვას მოვუგეთ და 2-3 დღე აღვნიშნავდით, წავაგეთ უკრაინასთან და შემდეგ ეტაპზე ვერ გავედით. დღესაც მსგავსი რამ შეგვემთხვა: თურქეთს მოვუგეთ და ბულგარეთთან უმნიშვნელოვანესი მატჩი წავაგეთ. სამწუხაროდ, შემდეგ ეტაპზე გასვლა ჩვენზე დამოკიდებული არაა, მაგრამ თუ საქმე ჩვენამდე მოვიდა, 40 წუთი გვექნება, რათა შანსი გამოვიყენოთ და ბერლინში გავემგზავროთ. სული უნდა ვიპოვოთ, კალათბურთი ვითამაშოთ, პუბლიკის წინაშე გამოვიდეთ და მოვიგოთ. რაც დღეს გავაკეთეთ, ასე ვერ მოვიგებთ. თუ დაცვა გვექნება, მოვიგებთ. კალათბურთი მარტივი თამაშია, თუ ენერგიას არ დებ, თუ ჭკვიანურად არ მოქმედებ, ვერ იგებ. სამწამიანში უპირატესობა გვქონდა და რატომღაც სამქულიანების სროლა დავიწყეთ. სამწამიანში თამაში შევწყვიტეთ, დაცვა არ გვქონდა და შესაბამისად, შედეგი სავსებით ლოგიკურია".

"გოგა დღეს თავს უკეთ გრძნობდა და მისი გამოყენება გადავწყვიტეთ. მას კარგი მომენტები ჰქონდა და ცუდიც, როგორც მთელ გუნდს. შესაძლოა, ხალხს არ ესმოდეს, რამდენად რთულია ყოველ ჯერზე პარკეტზე ახალი მოთამაშეები გყავდეს. ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპზე მძიმე ფორვარდად თორნიკე შენგელია თამაშობდა, მან კი ტრავმა მიიღო. ბითაძე ამერიკაში წავიდა, რადგან დაზიანება მიიღო, ისიც არ ვიცოდით, ევრობასკეტზე თამაშს შეძლებდა თუ არა. მამუკელაშვილმა 5 ნომერზე თამაში დაიწყო, 4 ნომერზეც, როცა ბითაძე ჩამოვიდა, ის მსუბუქ ფორვარდად გადავიყვანეთ, გოგას ტრავმის შემდეგ ისევ მძიმე ფორვარდის პოზიციაზე გადავწიეთ. სხვადასხვა გზას ვეძებდით, სხვადასხვა კალათბურთის თამაშს ვცდილობდით. როცა ბითაძე გამოკეთდა, პარკეტზე დავაბრუნეთ. კალათბურთი გუნდური თამაშია, დაცვასა და შეტევაში სათამაშო რიტმი უნდა იპოვო. ჩვენ ეს ვერ შევძელით. ცხადია, როგორც გუნდი, ვერ ვმოქმედებთ, უპირატესობის მიღებას მხოლოდ მოთამაშეთა ინდივიდუალური საშემსრულებლო ოსტატობის წყალობით ვახერხებთ. მონტენეგროსთან მატჩში დუბლევიჩის წინააღმდეგ გოგა გვჭირდება, მაღლებით უნდა ვითამაშოთ, რადგან სამწამიანში თამაშის მაღალ ხარისხს ვაჩვენებთ, თუმცა მხოლოდ სამწამიანი საკმარისი არაა".

"გიორგი ცინცაძემ ამ გუნდს საკუთარი გული მისცა, ის ნაკრებში ყოფნას იმსახურებს. ზაფხულში ტრავმა მიიღო და თითქმის მთელი სეზონი გაუცდა, თუმცა დასაბრუნებლად ძალიან ბევრი იშრომა. მას უდიდესი, დაუჯერებლად მაღალი საკალათბურთო IQ აქვს. ფიზიკურად 100%-ით მზად არ არის, მაგრამ ესეც გასაგებია, რადგან დიდხანს არ უთამაშია და ამის გათვალისწინებით, ძალიან მაგრად გამოიყურება. მთელი გულით მინდა მადლობა გადავუხადო იმის გამო, რასაც გუნდისთვის აკეთებს. თითქმის 7 წელია საქართველოში ვარ და გიორგი სულ ბოლომდე იხარჯებოდა. რთულ მომენტებში ნაკრების დახმარებას ცდილობს. ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა, მაგრამ აქ ყოფნას იმსახურებს, ის განსაკუთრებული ხასიათისა და IQ-ს მქონე კალათბურთელია".

GBF

• თენგაბი

კოკოშკოვმა 2015 მიაღწია ისეთ შეთამაშებას, რომ მოთამაშეები ერთმანეთს ლამის დაუნახავად გრძნობდნენ. ამის ნათელი მაგალითია ცინცაძის ცნობილი პასი და გუნდის წარმატებული გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე, როდესაც ლიტვასთან წაგება ლამის ტრაგედიად იყო აღქმული. მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებებმა სხვა გადაწყვეტილება მიიღეს.

• ლადო

და რატოა წარმოუდგენელი? როცა კაცს ტოვებ სამქულიანში ჩაგიგდებს აბა რა იქნება. მაჩფიქსი იყო ჩვეულებრივი.

• 123-s

ზუროსი რა შუაშია? რა ზუროსი ეუბნებოდა მოთამაშეებს, არ ისროლოთ სამიანებიო და წააგეთო? კარგით რა? თურქებთან მოიგეს და აუუ რა მაგარი მწვრთნელი ყავსო ნაკრებსო, წააგებენ და წადი ზუროს! ფუი თქვენი სუყველასი...

• ნუგზარ ნუცუბიძე

Nugzar Nutsubidze 235 friends Intro Photos Friends 235 friends Gio Bregadze Avtandil Baindurashvili გურამ ქართველიშვილი სულხანი ნუცუბიძე Archil Surviladze ალექსანდრა ზედანია Tamriko Gigani Jelini Sardanadze Ia Pipia Privacy · Terms · Advertising · Ad Choices · Cookies · · Meta © 2022 Posts Nugzar Nutsubidze seoptdnrSo m 5i e u 8g t 3 fa8 ic M 9 p gf 2 1 1 3 b e e 12m P 1 a t l : t S it1t07 r 31 · Shared with Your friends ქალბატონებო და ბატონებო ახლა მივხვდი თუ რა ჩასჩურჩულა დუდა სანაძემ თურქს......დასაბმელი რო გაგვიხდა...მე შენ გჯობივარო!!!!...ჩვენთვის კი ჯობიხარ ყველა თურქს....მაგრამ!!!!!ხო ხედავ როგორ იმოქმედა.....ასეთ რამეს დიდ ჩხუბში არ ეტყვიან გინდა თურქიც რო იყოს....კაცს თავი ერთერთ უძლიერს კალათბურთელად მიაჩნია და სიმართლის მარცვალი ..... თქვენი მონამორჩილი კალათბურთს როგორც მინიმუმი 65 წელია ვქომაგობ..რასაკვირველია ქართულ გუნდებს უპირველეს ყოვლისა....აქ მინდა ჩემი აზრები ხმამაღლა მოგახსენოთ: დავიწყოთ იქიდან რომ არ მახსოვს როდესმე სათადარიგო სკამზე კალათბურთის მწვრთნელთან ერთად ერთ თანაშემწეზე მეტი ყოფილიყოს...ახლა ყველა გუნდის მწვრთთნელს რამდენიმე თანაშემწე ყავს..ჩვენ ჩემი აზრით ყველას გადაუჯოკრეთ და თანაც ყველა შავ ფორმაში..ალბათ ამიტომ შეარჩია ვლადიმერ ბოისამ კალათბურთელებისათვისაც შავი ფორმა რომ ასე თვალში საცემი არ იყოს თანაშემწეების რაგინდარა რაოდენობა. ( ასაკით ვერ გაარჩევ თუ ძალიან არ მოინდომე) ....და თუ სხვა გუნდებში თანაშემწეების როლი მეტ ნაკლებად გასაგებია..ჩვენი ასაკობრივი ( ყველასი) ნაკრებების სამარცხვინო გამოსვლების შემხედვარე ერთერთი ასაკობრივის მწვრთნელის ( გვარი გლიგოროვიჩია მე მგონი-ზუსტად არ მახსოვს) ჭკვიანი სახით ზუროსის გვერდზე ყოფნა მრჩევლად ნამდვილად საკვირველია. ასევე საკვირველია ანატოლი ბოისას ყოფნა წლების განმავლობაში ( ალბათ როგორც კალათბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის ძმა) სათადარიგო სკამზე ...არც როგორც მოთამაშე გახლდათ დიდი ბედენა ..და ვერც მწვრთნელობას დააბრალებ კაცი..კულტმასოვიკის როლი აქვს ახლა შეთავსებით --დროდადრო დასჭექავს ...ვითამაშოთ ბიჩებო. ( თუ მაგისთვის ყავთ გუნდში ..მაშინ მე წამიყვანონ ...უკეთეს ქართულს მაინც მოისმენთ ) "არაფერი პერსონალური" როგორც ტესი კარლეონების საძმოდან ბრძანებდა ნათლიმამაში..მხოლოდ ბიზნესი......ეხლა კი მთავარზე... .ერთდროს ძალიან გამიხარდა ტურძელაძის...ფევაძის ...კორსანტიას.. ბაქრაძის..ანდრონიკაშვილის...ჯინჭარაძის გამოჩენა ..ვიფიქრე არიქა გვეშველა ახალი სისხლი ნაკრებში ..ამ ჩამოთვლილი მოთამაშეებიიდან ერთღადერთი ჯინჭარაძე ცდილობს სტაბილურად სარგებლობის მოტანას...ტურძელაძე...ფევაძე..კორსანტია. ზუროსმა რატომღაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე..ჩამოალაბარანტა....ანდრონიკაშვილი.ძალიან არასტაბილურია ახალგაზრდითვისაც კი....... ბურჯანაძე ....მაკდაფენი ..აშკარად რეგრეს განიცდიან სლოვენიაში შეკრების შემდგომ!!! შერმადინს საერთოდ არ უდგას კარგი დროება..ყველას აქვს ცხოვრებაში ჩავარდნის პერიოდი ..მას იმდენი აქვს გაკეთებული ქართული სპორტისთვის რომ არაა საჭირო მასზე აქცენტების გამახვილება!!!! ზუროსის საეჭვო სიჯიუტე ...ეს თამაშები ამხანაგურია და მერე ნახეთ რას ვიზამთო!!!! რა ჩვენთვის ამხანაგურია და სხვებისთვის სამამულო ომია!!!! და ბულაშვილის ..ისიანის. ტურძელაძის ..ფევაძის თამაშით უარესი რა უნდა მოხდეს როცა უნგრეთთან აგებ... ამ ახალგომომცხვარმა პრეზიდენტ ..ვიცეპრეზიდენტებმა აგვიხსნან რატომ არ არიან გუნდში ზემოთ ჩამოთვლილი მოთამაშეები ..როგორც მინიმუმი კორსანტია ..ფევაძე..ტურძელაძე...რომლებმაც საკმაოდ ომახიანად შემოაბიჯეს ნაკრებში!!!!აგვიხსნან თბილისში ამდენი კალათბურთის მოედანი აშენდა..რატომ იყო აუცილებელი მაინდამაინც სლოვენიაში წასვლა..საინტეტრესო ისტორია მოგვაწოდეს კიოლნის მატჩის ტრანსლიაციის დროს ( გერმანია-საფრაგენთის მატჩი) თურმე ჰოლანდიელებმა ორიოდ წლის წინ გადაწყვიტეს უფულობის გამო ეროვნული ნაკრების მოღვაწეობა კალათბურთში დროებით შეეჩერებინათ!!! ჰოლანდიელებმა ხალხო!!!! მერე გამოჩნდა ხალხი ..ფანდრაიზერი ( (ფონდები მოიძიეს) მოაწყვეს ..იპოვეს სპონსორი...და ახალი უკეთესი გუნდი შეკრეს..ეს ახალი გუნდი თითქმის სამი მეოთხედი ტოლსწორად ეთამაშა სერბებს გუშინ!!ჩვენ ხომ მოგვიგო. და მოგვიგო...!..რასაკვირველია ჩვენ ვერ შევედრებით ჰოლანდიას ეკონომიკაში მაგრამ..ვხარჯავთ ოთუსბირს ავსტრიაში სამთომოთხილამურეების თვეობით მოსამზადებლად და მერე ეს ნალოლიავებული სპორტსმენები მე-70-ე მე 80-ე ადგილებს იღებენ შეჯიბრებაზე..პლიაჟის ფრენბურთელ ქალებს და კაცებს წლობით ვინახავდით ( ალბათ სხვადასხვა გემოვნების ხუტა უფროსებისათვის).თვეობით ვამზადებთ ნაკრებს შუაგულ ევროპაში-სლოვენიაში რაც ასევე ძალიან ძვირია და გუნდი ნავარჯიშების გარდა ყველაფერს გავდა!!! .ზუროსმა აგვიხსნას რისი იმედით იძახდა ამ 6 ამხანაგური მატჩის შემხედვარე რომ ევრობასკეტზე ყველაფერი კარგად იქნებაო!!! რავა ეს უკვე 30 წელს გადაცილებული მოთამაშეები დაიწყებდნენ ფრენას და პერიმეტრის დაცვას...სიტყვაზე მაგალითად ყველამ ამოავსო საქართველოს ნაკრების კალათა სამქულიანებით..ვერ შევცოდებ და ვერ ვიტყვი რომ სანაძე..მაკდაფენი...და ძმანი მისნი არ ცდილობდნენ ..მაგრამ....!!!!! აშკარად ჩანდა რომ მოკლე სათადარიგო სკამის გამო გადაღლილი ძირითადი 5-6 კალათბურთელი ვერ ასწრებდნენ პერიმეტრზე მოთამაშეების გაცვლას..რასაც მოსდევდა თავისუფალ პოზიციაზე დარჩენილი კალათბურთელი..და გაუთავებელი წარმატებული სამქულიანები......ამის შემყურე ზუროს უნდა სერიოზული განგაშის ზარები შემოეკრა..მან კი ჯიუტად აბა ორთაჭალის ბაღში მნახეთ ვინა ვარო...ვნახეთ ორივე ფეხით მხტომიარე და მკივანი..და კიდე ამ კივილ-წივილისთვის გაუთავებელი ტექნიკურების ამღები.....ახლა ალბათ გვიანია ორ ფეხზე ახტომა და წივილკივილი..მე ისევ ჩემ აზრზე ვარ..როგორც კი რაღაც იმედის სხივი დაიწყებს ბჟუტვას..ეგრევე ხან ვაისი დადგება ჯორივით და არავის შეცვლის მაკედონიასთან თამაშის დროს (პარალელს ფეხბურთან ვატარებ) ახლა კიდე ზუროსის დამოძღვრილი გუნდი ბითაძის და მამუკელაშვილის გარდა აბსოლუტურ პროსტრაციაშია..ძალიან დიდ როლს თამაშობდა აქამდე თორნიკე შენგელია..ძალიან საწყენია ყველა ასპექტში მისი ტრამვა...და კიდევ ერთი ....მილანიდან..კიოლნიდან და პრაღიდან თამაშების ყურება ერთი სიამოვნებაა....ერთხელაც კი არ მოხდა შეფერხება.თბილისიდან რეპორტაჟი!!!! ყოველ წუთს იჭედება..დიდი ხანია ვაკვირდებით ვიდეოკლიპებიც კი იჭედება..რას აკეთებთ ამისთანას საზოგადეობრივ მაუწყებელში?????? იქნებ ვინმემ აგვიხსნას……ასე არ შეიძლება რომ გაგრძელდეს...დაგვიყენეთ გვერდში ემოგრაცია......და კიდევ ორიოდ სიტყვა.... ისე რა გახდა ასეთი ..ტურძელაძე ..ფევაძე ..კორსანტია...ამხანაგურებში მაინც რატო არ ათამაშეს???? ასე ლიმონივით რომ გამოწურე ზუროს ექვსი კაცი და თანაც პოხოდუ გვაბოლებდი აი ახლა ნახეთ რას ვიზამო.. და მერე ხელები გაშალე შეცდომებს უშვებდითო..როსტომ წერეთელს რო რუსი ეთამაშებოდა და აშიბკა აშიბკაო..მერე და ვინ არის პასუხიმგებელი??? ეტყობა ცუდი მაგალითი გადამდებია..შენ მოინდომე კლუბის გაწვრთნა...ნაკრების გაწვრთნა ( პარლამენტარობა დაგაკლდა) და თანაც ეტყობა ქართველი თეატრალები გავარჯიშებდნენ საუკეთესოდ შესრულებულ კლიპებში რომლებიც ნებისმიერ საშინელებების ფილმს დაამშვენებდა.....როგორც იტყოდა არაკაიდედმამიშვილი ლენინი "'რა ვაკეთოთ"???....მადლობა ღმერთს გვყვავს დიდოსტატები შენგელია...მამუკელაშვილი...ბითაძე..შერმადინი....დიდი იმედი მაქვს ანდრონიკაშვილის დაღვინება -დაფრთიანების..მას აშკარად ხელეწიფება დიდი კალათბურთის თამაში.....მაკდაფენსაც ნუ ჩამოვწერთ მთლიანად......სასწრაფოდ საჭიროა კიდევ ერთი ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელი!!! საფრანგეთი და გერმანია არ თაკილობს???!!!! !ამ ბირთვის გარშემო უნდა შეიკრას გუნდი ..ჯინჭარაძე ..ფევაძე..კორსანტია....ტურძელაძე ...ბექაური..ბაქრაძე...მაპატიეთ თუ ძალიან მამაღლა გამოვთქვი ჩემი აზრები..მაგრამ უთქმელობამ გამოგვაზუროსა ..ღმერთი იყოს საქართველოს შემწე.......ამინ!!!

• tngh

წარმოუდგენელი რამ მოხდა... 19 სამქულიანი ერთ თამაშში ერთი გუნდისგან??? ვერ წარმოიდგენდა ვერავინ. ამ 3 ქულიანებმა კალათბურთი გააფუჭა...

• მამუკა

მწვრთნელის კვალიფიკაცია არის ისეთივე დაბალი, როგორიც დანარჩენი კალათბურთელებისა, სანდრო მამუკელაშვილის გარდა, რომელიც ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ამ ოთხი თამაშის. სამწუხაროა, მაგრამ ამ გუნდს არაფერი ესაქმება ბერლინში. თუ შემთხვევით მონტენეგროს მოვუგეთ, რიც საეჭვოა და საფინალო ეტაპზე მოვხვდით, იქ უარესად შევრცხვებით. ფედეარაცია უნდა ხვდებიდეს, რომ გუნდს ახალი მწვრთნელი სჭორდება.

• Master

ბურჯანაძე პატარა ბიჭი რომ იყო საშუალოდ 15 ქულას აგდებდა ნაკრებში.ასეთი რეგრესი როგორ განიცადა 28 წლის ბიჭმა ესპანეთში საოცარია.სროლა როგორ უნდა დაგავიწყდეს წარმოუდგენელია.ტაფორასავით ისვრის ბურთს კალათში.ამას რა უნდა ნაკრებში ან ათამაშებენ საერთოდ კლუბში?

• Master

სატურნირო თვალსაზრისით ბულგარეთთან მოგებას არანაირი აზრი არ ქონდა.მონტენეგროსთვის რომ ვერ მოგვეგო მაინც ვერ გავიდოდით ჯგუფიდან.მართალია,მთლად ჩვენზე აღარაა დამოკიდებული,მაგრამ თითქმის შეუძლებელია ბულგარეთმა ბელგიას მოუგოს.ამდენ სამიანს ბელგია არ მიიღებს,შანსი არაა.სხვანაირად კი ვერ მოუგებს.არ აქვს ასეთი სუსტი დაცვის გუნდს იმის რესურსი რომ ორ დღეში ორ უშუალო კონკურენტს მოუგოს.თავიდანვე ასე ჩანდა რომ მონტენეგროსთან იქნებოდა გადამწყვეტი თამაში და ასეც მოხდა.ალბათ უმეტესობას არ სჯერა,მაგრამ დღეს საქართველო ფლეი-ოფში გავა!!! p.s.ევრობასკეტზე ბევრი წყალქვეშა დინებაა.ამ დინებების შედეგი მგონია თურქეთთან თამაშიც და ბულგარეთთანაც.....

• დ

ამ მაკფადენმა რაღა ახლა ჩაისვარა, რამდენი თამაში მოგვაგებინა, მაგრამ ევრობასკეტზე ძალიან სუსტად გამოიყურება.

• aburjga

მე ვფიქრობ, რომ ბულგარეთთან მარცხი ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული. ბულგარეთი ეძახე და ძალიან კარგი კალათბურთელები ჰყავს, რაც მთავარია კალათბურთს თამაშობენ ანუ კალათში ბურთს აგდებენ! სანამ ვეზენკოვის დონის მსროლელი (მომხსნელი) კალათბურთელი არ გვეყოლება, მანამ წარმატება იქნება შემთხვევითი და არა კანონზომიერი!

• მოქალაქე

დავიწყებ იმით რომ მწვრთნელი ...ამან კომენტარი არ უნდა გააკეთოს საერთოდ და გაუშვათ ერთ ადგილზე...რატო გეტყვით 2 ნბა ს მოთამაშე 1 ნკკა სმოთამაშე...3 ესპანეთის ლიგაში მოთამაშე...1 პოლონეთის ლიგაში მოთამაშე..მწვრთნელს რომ ამ კალათბურთელების შეთამაშება რომ არ შეეძლება და ეთ მუჭად შეკვრა უნდა გაუშვა ერთ ადგილზე. ასეთი ძლიერი კალათბურთელები რომ გვყავს ჯერ არ გვყოლია და ეს კალათბურთელები სუ ძაგება და წაგება გატეხავ სულიერად....ჩვენი ეს ნაკრები მართლა იმსახურებდაფინალურ ეტაპზე გასვლას მაგრამ ვერ შეკრიბა ერთ მუჭად...პოტენციური 3 ნომერი არ გვყავს ჯერ და რატო არავინ მოძებნეს ლეგიონერი.მწვრთნელი რომ ამ ლაფსუსებს ვერ ხედავს და ვერ ხვდება რატო გვყავს საერთოდ...სანიკიძე ჩრდილში ნუღარ.

• ანდრი

კოკოშკოვს იგივე პრეტენზიებს უყენბდნენ ჩვენთან რასაც ზუროსს. ბიყაძეს ვერ გაზრდის ზუროსი, მაჰარია, მაგრამ ზედმეტს ბაცნობს მოედანზე, სანაძეს და ბურჯანაძეს რა ჭირთ? რა ქნას მწვრთნელმა? გვყავს საერთოდ კალათბურთელები?

• კახა

არაა ამ გუნდის ადგილი ბერლინში ვიყოთ ობიექტურები.

• PIRLO

19 სამქულიანს საშუალო დონის გუნდი რომ გიგდებს ე.ი ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს, 1 2 3 4 5 ხო უნდა მიხვდე რომ ყრიან და მიდი ახლოს რაა, ჩვენ არაპროფესიონალები ვხვდებით მაგდენს და თქვენ??? სანაცვლოდ კიდე მოდი ვაღიაროთ რომ საშუალო დისტანციიდან ნახევარზე მეტი ვერ ისვრის, მაკფადენის სროლის წასვლა არ წასვლაზე ვართ დამოკიდებული, და მთავარი.... როცა ფარქვეშ ერთად 3 კაცი გიდგასს 210 სმ ზე მაღალი, ზედიზედ რამოდენიმეჯერ საკუთარ ფარზე არ უნდა გიხსიდნენ ბურთებს თან რამდენჯერ.

• PIRLO

საერთოდაც რა მიკვირს იცით? გვარებს არ დავასახელებ მაგრამ ნაკრებში რამოდენიმე კალათბურთელია უბრალოდ სროლა არ იცის კალათში, კარგი მებრძოლიაო. ბრძოლაც კარგია და ჟინიც მაგრამ კალათბურთი იმიტომ ქვია რომ კალათში ბურთი უნდა ჩააგდო, ვარჯიშებზე კალათში ბურთს არ ესვრით? არ ვარჯიშობთ ბურთის ჩაგდებაზე??? აბა მხოლოდ ბრძოლა თუა კალათბურთი მასე მეც ვიბრძოლებ და საერთოდაც ვათამაშოთ ჩვენი უეფსის მებრძოლები ან რაგბისტები მაშინ

• 123

მადლობა და ნახვამდის ზუროს, კარგი კაცი ხარ მაგრამ ამოწურე თავი, წარმატებები

• "ობიექტური შემფასებელი"

ჩვენ რომ გვეუბნები სამწამიანში უნდა გვეთამაშა და ამის მაგივრად 3ქულიანებს ისროდნენო,ამ დროს რატომ დაუყოვნებლივ არ იღებდით წუთშესვენებებს და სამქულიანების უაზროდ მსროლელებს(გვარებს თქვენ თვითონ მიხვდებით)დაუყოვნებლად არ მიუჩენდით ადგილს სკამზე? კომენტატორებს უხაროდათ ჯერ საჯარიმო არ აგვიღიაო!, ამასობაში სამქულიანებით ამოგვავსო ორმა მოთამაშემ და საჯარიმოების აღება მათ წინააღმდეგ სწორადაც აუცილებელი იყო, რატომ არ ქონდათ ასეთი დავალება იმ კალათბურთელებს, რომელთა თამაში თავდასხმაში არავითარ პოზიტივს არ ქმნიდა? რისთვის და ვისთვის ვინახავდით საჯარიმოების ლიმიტს? შვენგან განსხვავებით ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელმა იცოდა რა,რომ ფარქვეშ მაღლებთან აგებდა,მათმა ორივე ცენტრმა 4-4 პერსონალური მიიღო, რომ ჩვენი მაღლები რამენაირად გაენეიტრალებინათ, შედეგსაც მიაღწიეს, ჩვენ კი ახლა დავიწყეთ წუწუნი ეს უნდა გვექნა ის უნდა გვექნაო...

• გუსანი

გვყავს რამდენიმე 3-4 კალათბურთელი რაღაც დონეზე,ისინიც არასტაბილურები, დანარჩენი უბრალოდ თვლიან თავს კალათბურთელად. მიუხედავად ამისა ნათლად იკვეთება უკვე მერამდენედ ზუროსის ფიასკოც, ზუსტად ამის გამო გაუშვეს 1 წელში საბერძნეთიდან 2012 წ. საკვალიფიკაციო ვერ დაძლია საბერძნეთმა...

• თენგაბი

ზუროსმა ბევრი კარგი მომენტი აჩუქა ქართველ გულშემატკივარს, მაგრამ ახლა მადლობა უნდა ვუთხრათ და დავემშვიდობოთ, თორემ სხვანაირად ვაისს ნომერ ორს მივიღებთ. ჩემთვის დღემდე გამოცანად რჩება თუ კოკოშკოვს რატომ არ გაუგრძელეს 2015-ში კონტრაქტი. იმდენ ხანს გაუჯანჯლეს, სანამ სლოვენიამ არ წაიყვანა. საჭიროა კოკოშკოვის სტილის ან თანამედროვე ამერიკული კალათბურთის მცოდნე პიროვნება, რომელიც გუნდს აზროვნებას და პარკეტზე მოძრაობას, ხელსაყრელი პოზიციებისაკენ გადაადგილებას ასწავლის. ერთი სიტყვით გვჭირდება ტაქტიკოსი. ვთხოვოთ ფაჩულიას, მან კარგად იცის ეს კონტინგენტი და ვიღაცას შეგვარჩევიებს. ჩვენს ეროვნული ლიგის კალათბურთელებს და ზოგიერთ სხვასაც მივმართავ - პროფესიონალი კალათბურთელები გქვიათ და მთელი ცხოვრების კალათბურთისათვის მიძღვნას აპირებთ - სირცხვილია ელემენტარულ ბურთებს ვერ აგდებთ კალათში. ვარჯიშის გარეშე არაფერი გამოვა. სადღაც წავიკითხე ლარი ბერდი ყოველდღიურად რამდენიმე საათს თითო პოზიციიდან სამქულიანის ჩაგდებაში ვარჯიშობდა. სტეფ კარი ექვს საათს ვარჯიშობდა ყოველდღე სროლებში. თქვენ ნასროლს რომ ვუყურებ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს თამაშის დროს ეჩვევით ბურთს. პრობლემები ბევრია და ამას სერიოზული ანალიზი სჭირდება.

• USA-დან .

NBA-ს მწვრთნელი სასწრაფოდ,საწრაფოდ მეტი ნიჭიერი ქართველი სახელმწიფოს ხარჯით ამერიკის კოლეჯებში სტუდენტურ კალათბურთის გუნდებში თამაშით,და შეძლებისდაგვარად,ეროვნული ჩემპიონატის გაუმჯობესება,თუმცა მეეჭვება იმდენი ფულის მოყვარული და არაპროფესიონალთა ამ სახეობაში და საერთოდ ქვეყნის სათავეებში.

• ზურა

სანდრომ თამაში,რომ დაგლიჯა თავის პოზიციაზე თამაშობდა! ასე ბითაძეს არ გაუბრწყინია მაგ პოზიციაზე!გუშინ სანდრო ისევ მანდ უნდა მდგარიყო!

• სოსო

ზუროსი ევრობასკეტის მერე წავა ნაკრებიდან,თვითონაც აღარ უნდა ამ უდონო კალათბურთელების გაწვრთნა!!!!

• აბო

ფედერაციაც უკან გაიყოლე ზუროს.

• ტარასი

მაღალი IQ აქვსო ცინცაძეს - თუ არ თამაშობს, თუ არ ათამაშებთ, თუ ბურთებს ვერ ყრის - მაშინ ვინმე დოქტორი ან პროფესორი დავიმატოთ, აი მაღალი IQ მაშინ ნახე - იჯდება ისიც სკამზე და არაფერს მაინც არ დააშავეს.

• G.LA

ბოდიში აღარ შევლის ამას. ნახვამდის!

მოჰიკანი , შემეშალა.

• ა

და არა მარტო ზუროს, მაკფადენიც აჩრდილის იმისა,როგორიც მახსოვს

სრულ სიმართლეს ამბობს. მაგარი კაცია. ასისტენტებზე მე დავამატებ. უვიცები არიან. არ თამაშობენ ქართველი ბავშვები კალათბურთს, ფაქტია. ნაკრებში შესაბამისად. ცინცაძე უკანასკნელი მოგიკანია. ფედერაციას მხოლოდ მაღლებზე ჰქონდა აქცენტი და შედეგად შევარდნაძის შემდეგ ცენტრების გარდა სხვა ნომერი აღარ გაზრდილა.

• ანდრი

ძნელია არ დაეთანხმო. P.S. ნუ ..ეცით ზუროსს, თურქებივით სხვას ნუ დავაბრალებთ საკუთარ წარუმატებლობას.

• შიშველი სიმართლე

წადი და თან გაიყოლე მაგ შენი შტაბის ყველა უცხოელი, მაკფადენიანად

• xuta

დიდი მადლობა და კარგად ბრძანდებოდე, ზუროს!

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი

ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა

მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა

მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე

გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა

ტრანსფერზე ხმების პარარელურად - მიქაუტაძემ "ლიონში" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

"ბორდოს" ყიდვა მინდა" - ცნობილი მუსიკოსი დავითაშვილის ყოფილი გუნდის შეძენას აპირებს

თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში

სიის სათავეში დავითაშვილის ტრანსფერია - თურქული გუნდისთვის პრიორიტეტული ზურიკოს დამატებაა

უარი 2 მილიონ ევროზე - დიოკერეში "არსენალში" ტრანსფერისთვის ყველაფერს აკეთებს

"კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა" - "სპორტინგმა" ქოჩორაშვილი წარადგინა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი

"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა

ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ

Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა

მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს

მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს

ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა

ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს

ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?