ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა [VIDEO]

საქართველოს ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა [VIDEO]

<p>2022 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ დღეს საქართველოს ნაკრები მონტენეგროს დაუპირისპირდა და 73:81 დამარცხდა.</p><p>ქართველთა მხრიდან გამოირჩა სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც 15 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.</p><p>მონტენეგროს ნაკრებიდან კარგი შეხვედრა ჩაატარა იგორ დრობნიაკმა, "ბუდუჩნოსტის" კალათბურთელმა 22 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.</p><p>ილიას ზუროსის გუნდმა 1 გამარჯვებითა და 4 მარცხით ჯგუფში ბოლო, მე-6 პოზიცია დაიკავა და პლეი-ოფის საგზური ვერ მოიპოვა.</p><p>A ჯგუფიდან გასვლა შეძლეს: ესპანეთმა, თურქეთმა, მონტენეგრომ და ბელგიამ.<br></p>

  • მოქალაქე

    ფედერაციას და კალათბურთელებს თუ უნდა მსოფლიოზე გასვლა ხომ ზუროსი დ მისი ასისტენტები რატო არ აკეთებენ გადადგომის თაობაზე განცხადებას...კიდო ამან უნდა გაიყვნოს გუნდი...შანსი ნული გვაქვს ამ შემთხვევაში...მიყვარს რატო არ გადადგა მწვრთნელი და მთლიანი შტაბი...ბოისასი და მარკოიშვილი გამკვირვებია

  • Idki

    საოცარია რა, ასეთი ჩავარდნა და ფედერაცია და ზუროსი დუმს, არ აპირებენ გადადგომას. უცხოელებს მაინც შეხედეთ, ორი-სამი ჩავარდნა და ან თვითონ მიდიან, ან ფედერაცია გადადგება მწვრთნელიანად. მარა ამათ არც მორალი, არც ზნეობა და არც თავმოყვარეობა გააჩნიათ.

  • ფერიდე

    ქართველ კალათბურთელებს შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ,მაინც მაგრები არიან.

  • გიორგის

    დაგვცინებენ აბა რა, იატაკის მოსაწმენდი ჯოხებიც არ ჰქონდათ.თურქეთთან, ფეხით და ხელით უსვამენ ტილოს

  • საქართველო

    ფევაძე ტურძელაძე კორსანტია ამ ბიჭებს რას ერჩოდით?

  • ტტტ

    დავანებოთ თავი იმას, რომ უსინდისობაა ამხელა თანხა გამოართვა მაყურებელს და მერე იქ მისულმა მოედანი წესიერად ვერ დაინახოს.დავანებოთ თავი დარბაზს და კალათბურთზე ვთქვათ. ჯერ რა იყო თამაშის თოკოზე აწყობა. თოკო კლასია მაგრამ არც დონჩიჩია არც იანისი და არც იოკიჩი. ხოდა საერთოდ რა საჭირო იყო ერთ კაცზე გუნდის აწყობა. ამან ხომ არც მოსამზადებელ ეტაპზე გაამართლა ,სადაც ყველაფერი წავაგეთ, მერე ტრამვა და საერთოდ... დავიჯერო ფევაძის ბულაშვილის , ისიანის, თუნდაც სულ ახალგაზრდა მერკვილაძისათვის მოსამზადებელ თუნდაც ერთ მატჩში შანსის მიცემა რატომ არ შეიძლებოდა, იმ ფონზე რომ სათადარიგო სკამი პრაქტიკულად ნულია. და იმ თამაშებშიც ნული იყო.ზუროსს ქონდა კარგი თამაშები, მაგრამ ბევრიც ჩააგდო. საერთოდ მისი წასვლის დროა. ისევე როგორც მისი სამწვრთნელო შტაბის მთლიანად.

  • Archili

    აწმყმო თუ არა გვწყალობს მომავალი ჩვენია-10 წლის მერე ნაკრების ხუთეული: ცინცაძე; შერმადინი; სანიკიძე(ფორმაში ჩადგა და ბევრ ახალგაზრდას ჯობია); სანაძე(მსროლელად- მერე რა რომ ვერ ისვრის, 12 სროლიდან 2 ცალი ჩავარდება და გვიხარია); ლონდარიძე- მასაც ხომ უნდა თამაში, ძირძველი წევრია ჩვენი ნაკრების

  • Archili

    ვინ უნდა გამოიღვიძოს? ნაკრების და ფედერაციის გარდა ყველაფერია:);;))

  • ანდრი

    ქალაქი ისე ჩაბეტონდა აღარ დარჩა ასაშენებელი ადგილი, პარკებშიც სახლები ჩადგეს, და ამათაც ყველაზე ცუდ ადგილას ააშენეს ეს საკუბოვე სასახლე.

  • ანდრი

    ჯინჭარაძე?! საცემად დასდევდა ხალხს მოედანზე.

  • ნუგზარ ნუცუბიძე

    ქალბატონებო და ბატონებო ახლა მივხვდი თუ რა ჩასჩურჩულა დუდა სანაძემ თურქს......დასაბმელი რო გაგვიხდა...მე შენ გჯობივარო!!!!...ჩვენთვის კი ჯობიხარ ყველა თურქს....მაგრამ!!!!!ხო ხედავ როგორ იმოქმედა.....ასეთ რამეს დიდ ჩხუბში არ ეტყვიან გინდა თურქიც რო იყოს....კაცს თავი ერთერთ უძლიერს კალათბურთელად მიაჩნია და სიმართლის მარცვალი ..... თქვენი მონამორჩილი კალათბურთს როგორც მინიმუმი 65 წელია ვქომაგობ..რასაკვირველია ქართულ გუნდებს უპირველეს ყოვლისა....აქ მინდა ჩემი აზრები ხმამაღლა მოგახსენოთ: დავიწყოთ იქიდან რომ არ მახსოვს როდესმე სათადარიგო სკამზე კალათბურთის მწვრთნელთან ერთად ერთ თანაშემწეზე მეტი ყოფილიყოს...ახლა ყველა გუნდის მწვრთთნელს რამდენიმე თანაშემწე ყავს..ჩვენ ჩემი აზრით ყველას გადაუჯოკრეთ და თანაც ყველა შავ ფორმაში..ალბათ ამიტომ შეარჩია ვლადიმერ ბოისამ კალათბურთელებისათვისაც შავი ფორმა რომ ასე თვალში საცემი არ იყოს თანაშემწეების რაგინდარა რაოდენობა. ( ასაკით ვერ გაარჩევ თუ ძალიან არ მოინდომე) ....და თუ სხვა გუნდებში თანაშემწეების როლი მეტ ნაკლებად გასაგებია..ჩვენი ასაკობრივი ( ყველასი) ნაკრებების სამარცხვინო გამოსვლების შემხედვარე ერთერთი ასაკობრივის მწვრთნელის ( გვარი გლიგოროვიჩია მე მგონი-ზუსტად არ მახსოვს) ჭკვიანი სახით ზუროსის გვერდზე ყოფნა მრჩევლად ნამდვილად საკვირველია. ასევე საკვირველია ანატოლი ბოისას ყოფნა წლების განმავლობაში ( ალბათ როგორც კალათბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის ძმა) სათადარიგო სკამზე ...არც როგორც მოთამაშე გახლდათ დიდი ბედენა ..და ვერც მწვრთნელობას დააბრალებ კაცი..კულტმასოვიკის როლი აქვს ახლა შეთავსებით --დროდადრო დასჭექავს ...ვითამაშოთ ბიჩებო. ( თუ მაგისთვის ყავთ გუნდში ..მაშინ მე წამიყვანონ ...უკეთეს ქართულს მაინც მოისმენთ ) "არაფერი პერსონალური" როგორც ტესი კარლეონების საძმოდან ბრძანებდა ნათლიმამაში..მხოლოდ ბიზნესი......ეხლა კი მთავარზე... .ერთდროს ძალიან გამიხარდა ტურძელაძის...ფევაძის ...კორსანტიას.. ბაქრაძის..ანდრონიკაშვილის...ჯინჭარაძის გამოჩენა ..ვიფიქრე არიქა გვეშველა ახალი სისხლი ნაკრებში ...ტურძელაძე...ფევაძე..კორსანტია. ზუროსმა რატომღაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე..ჩამოალაბარანტა....ანდრონიკაშვილი.ძალიან არასტაბილურია ახალგაზრდითვისაც კი....... ბურჯანაძე ....მაკდაფენი ..აშკარად რეგრეს განიცდიან სლოვენიაში შეკრების შემდგომ!!! შერმადინს საერთოდ არ უდგას კარგი დროება..ყველას აქვს ცხოვრებაში ჩავარდნის პერიოდი ..მას იმდენი აქვს გაკეთებული ქართული სპორტისთვის რომ არაა საჭირო მასზე აქცენტების გამახვილება!!!! ზუროსის საეჭვო სიჯიუტე ...ეს თამაშები ამხანაგურია და მერე ნახეთ რას ვიზამთო!!!! რა ჩვენთვის ამხანაგურია და სხვებისთვის სამამულო ომია!!!! და ბულაშვილის ..ისიანის. ტურძელაძის ..ფევაძის თამაშით უარესი რა უნდა მოხდეს როცა უნგრეთთან აგებ... ამ ახალგომომცხვარმა პრეზიდენტ ..ვიცეპრეზიდენტებმა აგვიხსნან რატომ არ არიან გუნდში ზემოთ ჩამოთვლილი მოთამაშეები ..როგორც მინიმუმი კორსანტია ..ფევაძე..ტურძელაძე...რომლებმაც საკმაოდ ომახიანად შემოაბიჯეს ნაკრებში!!!!აგვიხსნან თბილისში ამდენი კალათბურთის მოედანი აშენდა..რატომ იყო აუცილებელი მაინდამაინც სლოვენიაში წასვლა..საინტეტრესო ისტორია მოგვაწოდეს კიოლნის მატჩის ტრანსლიაციის დროს ( გერმანია-საფრაგენთის მატჩი) თურმე ჰოლანდიელებმა ორიოდ წლის წინ გადაწყვიტეს უფულობის გამო ეროვნული ნაკრების მოღვაწეობა კალათბურთში დროებით შეეჩერებინათ!!! ჰოლანდიელებმა ხალხო!!!! მერე გამოჩნდა ხალხი ..ფანდრაიზერი ( (ფონდები მოიძიეს) მოაწყვეს ..იპოვეს სპონსორი...და ახალი უკეთესი გუნდი შეკრეს..ეს ახალი გუნდი თითქმის სამი მეოთხედი ტოლსწორად ეთამაშა სერბებს გუშინ!!ჩვენ ხომ მოგვიგო. და მოგვიგო...!..რასაკვირველია ჩვენ ვერ შევედრებით ჰოლანდიას ეკონომიკაში მაგრამ..ვხარჯავთ ოთუსბირს ავსტრიაში სამთომოთხილამურეების თვეობით მოსამზადებლად და მერე ეს ნალოლიავებული სპორტსმენები მე-70-ე მე 80-ე ადგილებს იღებენ შეჯიბრებაზე..პლიაჟის ფრენბურთელ ქალებს და კაცებს წლობით ვინახავდით ( ალბათ სხვადასხვა გემოვნების ხუტა უფროსებისათვის).თვეობით ვამზადებთ ნაკრებს შუაგულ ევროპაში-სლოვენიაში რაც ასევე ძალიან ძვირია და გუნდი ნავარჯიშების გარდა ყველაფერს გავდა!!! .ზუროსმა აგვიხსნას რისი იმედით იძახდა ამ 6 ამხანაგური მატჩის შემხედვარე რომ ევრობასკეტზე ყველაფერი კარგად იქნებაო!!! რავა ეს უკვე 30 წელს გადაცილებული მოთამაშეები დაიწყებდნენ ფრენას და პერიმეტრის დაცვას...სიტყვაზე მაგალითად ყველამ ამოავსო საქართველოს ნაკრების კალათა სამქულიანებით..ვერ შევცოდებ და ვერ ვიტყვი რომ სანაძე..მაკდაფენი...და ძმანი მისნი არ ცდილობდნენ ..მაგრამ....!!!!! აშკარად ჩანდა რომ მოკლე სათადარიგო სკამის გამო გადაღლილი ძირითადი 5-6 კალათბურთელი ვერ ასწრებდნენ პერიმეტრზე მოთამაშეების გაცვლას..რასაც მოსდევდა თავისუფალ პოზიციაზე დარჩენილი კალათბურთელი..და გაუთავებელი წარმატებული სამქულიანები......ამის შემყურე ზუროს უნდა სერიოზული განგაშის ზარები შემოეკრა..მან კი ჯიუტად აბა ორთაჭალის ბაღში მნახეთ ვინა ვარო...ვნახეთ ორივე ფეხით მხტომიარე და მკივანი..და კიდე ამ კივილ-წივილისთვის გაუთავებელი ტექნიკურების ამღები.....ახლა ალბათ გვიანია ორ ფეხზე ახტომა და წივილკივილი..მე ისევ ჩემ აზრზე ვარ..როგორც კი რაღაც იმედის სხივი დაიწყებს ბჟუტვას..ეგრევე ხან ვაისი დადგება ჯორივით და არავის შეცვლის მაკედონიასთან თამაშის დროს (პარალელს ფეხბურთან ვატარებ) ახლა კიდე ზუროსის დამოძღვრილი გუნდი ბითაძის და მამუკელაშვილის გარდა აბსოლუტურ პროსტრაციაშია..ძალიან დიდ როლს თამაშობდა აქამდე თორნიკე შენგელია..ძალიან საწყენია ყველა ასპექტში მისი ტრამვა...და კიდევ ერთი ....მილანიდან..კიოლნიდან და პრაღიდან თამაშების ყურება ერთი სიამოვნებაა....ერთხელაც კი არ მოხდა შეფერხება.თბილისიდან რეპორტაჟი!!!! ყოველ წუთს იჭედება..დიდი ხანია ვაკვირდებით ვიდეოკლიპებიც კი იჭედება..რას აკეთებთ ამისთანას საზოგადეობრივ მაუწყებელში?????? იქნებ ვინმემ აგვიხსნას……ასე არ შეიძლება რომ გაგრძელდეს...დაგვიყენეთ გვერდში ემოგრაცია......და კიდევ ორიოდ სიტყვა.... ისე რა გახდა ასეთი ..ტურძელაძე ..ფევაძე ..კორსანტია...ამხანაგურებში მაინც რატო არ ათამაშეს???? ასე ლიმონივით რომ გამოწურე ზუროს ექვსი კაცი და თანაც პოხოდუ გვაბოლებდი აი ახლა ნახეთ რას ვიზამო.. და მერე ხელები გაშალე შეცდომებს უშვებდითო..როსტომ წერეთელს რო რუსი ეთამაშებოდა და აშიბკა აშიბკაო..მერე და ვინ არის პასუხიმგებელი??? ეტყობა ცუდი მაგალითი გადამდებია..შენ მოინდომე კლუბის გაწვრთნა...ნაკრების გაწვრთნა ( პარლამენტარობა დაგაკლდა) და თანაც ეტყობა ქართველი თეატრალები გავარჯიშებდნენ საუკეთესოდ შესრულებულ კლიპებში რომლებიც ნებისმიერ საშინელებების ფილმს დაამშვენებდა.....როგორც იტყოდა არაკაიდედმამიშვილი ლენინი "'რა ვაკეთოთ"???....მადლობა ღმერთს გვყვავს შენგელია...მამუკელაშვილი...ბითაძე..შერმადინი....დიდი იმედი მაქვს ანდრონიკაშვილის დაღვინება -დაფრთიანების..მას აშკარად ხელეწიფება დიდი კალათბურთის თამაში.....მაკდაფენსაც ნუ ჩამოვწერთ მთლიანად......სასწრაფოდ საჭიროა კიდევ ერთი ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელი!!! საფრანგეთი და გერმანია არ თაკილობს???!!!! !ამ ბირთვის გარშემო უნდა შეიკრას გუნდი ..ჯინჭარაძე ..ფევაძე..კორსანტია....ტურძელაძე ...ბექაური..ბაქრაძე...მაპატიეთ თუ ძალიან მამაღლა გამოვთქვი ჩემი აზრები..მაგრამ უთქმელობამ გამოგვაზუროსა ..ღმერთი იყოს საქართველოს შემწე.......ამინ!!!!

  • ნუგზარ ნუცუბიძე

    მაგას ვიძახი რა ხანია....უარესი რა შეიძლებოდა მომხდარიყო ფევაძეს..ტურძელაძეს..კორსანტიას..ბულაშვილს ..ისიანს რო ეთამაშატ რამდენიმე წუთი ამხანაგურებში???? ვერ ჩააგდებდნენ ბურთს? სანაძე და ძმანი მისნიც ვერ აგდებდნენ!!!

  • ATP 16

    დათვალეთ ის ხარჯი , რაც სახელმწიფომ გაიღო დარბაზის ასაშენებლად , ბავშვთა კალათბურთში რომ ჩადებულიყო ეგ ინვესტიცია და რამდენიმე გუნდი ჩაგვერთო ასაკობრივ ჩემპიონატებში ევროპის მაშტაბით , ძალიან წინ წავიდოდა საქმე . ჩავფლავდით და შეგვრჩა დარბაზი , რომელიც ყველამ დაიწუნა ხილვადობისა და არქიტექტურის კუთხით . საოცარი ქვეყანაა მართა , ტვინს არ აყოლებს საქმეს არავინ , მხოლოდ ემოციებზე და ხალხის ნერვებზე თამაში შეგვიძლია . ეხლა მაინტერესებს , ყველა ასაკობრივი ნაკრების ჩაფლავება რას უნდა დაბრალდეს , რას მოიფიქრებს გურასპაული ?!

  • დააT

    დადებითი მხარე: 1) ევრობასკეტის ერთი ჯგუფი საქართველოში 2) სანდრო მამუკელაშვილი. ყველას მაგივრად უნდა ესროლა პერიმეტრიდან, ფარქვეშიდან, ფარიდან უნდა მოეხსნა ბურთი და ყველაზე რთულ დროს ბოლო წამებზე უნდა ესროლა საჯარიმოები, ანუ საქართველომ მხოლოდ მაშინ მოიგო როცა მამუკელაშვილმა გააკეთა ყველაფერი ის რაც მთელ გუნდს უნდა გაეკეთებინა. უარყოფითი მხარე: 1) შენგელია, ბითაძე - ორი შუშა დაიმსხვრა 2) შერმადინი - უცებ ბოლო სამ თვეში დაბერდა. ვერ ხტებოდა ბურთზე, ძალიან შენელებული იყო და საჯარიმოებს აცილებდა 3) მაკფადენი - ძალიან ბევრ სროლას აფუჭებდა პერიმეტრიდან 4) სანაძე - დავიწყებია სამიანები 5) ანდრონიკაშვილი - მსოფლიოს შესარჩევში ესპანეთთან თამაშის მერე მეგონა უფრო გაბედული იქნებოდა თუმცა, ევრობასკეტზე მხოლოდ ესპანეთთან გამოიჩინა თავი 6) სათადარიგო სკამი - კოშმარი, მხოლოდ 12 კაციანი განაცხადის შესავსებად იყო ახალი სპორტის სასახლის დადებითი მხარე: 1) დიდი სათამაშო სივრცე სადაც შესაძლებელია რელსების დაყენება კამერის სამოძრაოდ და ბოლობოლო გვეღირსება ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება სპორტის სასახლის უარყოფითი მხარე: 1) სასაფლაოს მახლობლად სპორტული ღონისძიებები სირცხვილია, ჰკითხეთ თქვენს მშობლებს დედ-მამას, ბებია-ბაბუას სასაფლაოზე აშენებულ ველოტრეკზე რატომ აღარ ჩატარდა პირველი შეჯიბრების მერე არცერთი შეჯიბრება? 2) 10 000 კაცზე გათვლილ სპორტულ დარბაზში ძალიან ვიწრო დერეფანია და კიდევ უფრო ვიწრო კიბეები. ღმერთმა დაგვიფაროს რაიმე უბედური შემთხვევისგან, ხალხი ერთმანეთზე გადაივლის 3) მეორე იარუსზე ვიჯექი 1 და 14 ცენტრალურ სექტორებში, 1 რიგშიც, მე-3 რიგშიც და მე-4 რიგშიც. 1-ლ რიგს ეფარება ღობე, მე-3 რიგს ნაწილობრივ ეფარება ღობე, მე-4 რიგი გეგონება მთვარეზე ზიხარო ისეთი შორეა რომ კალათბურთელები წერტილებივით ჩანს. ეს ყველაფერი ცენტრალური სექტორიდან, ახლა წარმოიდგინეთ რა ხილვადობაა მე-2 იარუსის სხვა ადგილებიდან, ალბათ დურბინდია საჭირო. დასკვნა: 1) თავმოუბმელი სახელმწიფო, რომელმაც 2019 წელს ფიბაევროპა მოატყუა, რომ ააშენებდა 15 000 დარბაზს დიღომში, რის გამოც მოგვცეს მასპინძლობის უფლება. თბილისში დაბრუნებული დელეგაცია აცხადებს რომ დარბაზის აშენება ძვირი დაჯდება და არ ააშენებენ, მერე გადაწყვიტეს რომ მიცვალებულების გვერდით 2000 კაციან დარბაზს გადააკეთებდნენ 10 000-ად და ბოლოს გადაწყდა რომ მიცვალებულების გვერდით აშენდებოდა ახალი 10 000-იანი დარბაზი, ამაში დაიკარგა დაახლოებით ერთი წელი და 2020-ის ბოლოდან დაიწყეს მშენებლობა რომელიც ვადაგადაცილებით აშენდა. 2) ჩვენთვის ისტორიული ევრობასკეტისთვის კალათბურთელები საერთოდ არ იყვნენ მზად

  • kvara

    ვერაფერი გავიგეე, ევრო ბასკეტი ასე სამარცხვინოთ ჩააგდეს,რომელსაც ასე პომპეზურად ველოდით, გრანდიოზული სპორტის სასახლეც კი ავაშენეთ ამ ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტის ფულით სპეციალურად და ამდენი კომენტებიდან თითქმის არ გვხდება კრიტიკული მოთამაშეების,ფედერაციის და სტაფის მიმართ[ზუროსის გარდა]--ორი ვარიანტია ან არ აქვეყნებთ კრიტიკულ კომენტებს ან კიდევ.............

  • სოსო

    სანიკიძე!ამ შედეგისთვის მოხვედი ფედერაციის ხემძღვანელად???

  • tngh

    წარუმატებლობას ბევრი მიზეზი აქვს... მათ შორის ობიქტურიც!!! იმედია, ტრამვებს მოიშუშებენ ბიჭები და ისევ გაგვახარებენ.

  • გიორგი

    კალათბურთელებო მაგარი ზარმაცები ხართ! არ ვგულისხმობ რომ თამაშის დროს არ ინდომებთ, უბრალოდ არ შეგიძლიათ რადგან სხვა დროს ცოტას ვარჯიშობშ.კობიმ თქვა დიდებული კალათბურთელი თუ გინდა გამოხვიდეო დღეში საათნახევარი უნდა ივარჯიშოო ყოველდღე.ჩვენ ხალხი 10 საათი ვ მუშაობთ და თქვენ ორი სასთი ვარჯიში გევალებათ მხოლოდ.!

  • ანდრი

    სანდროს თითქოს თავდაჯერება აკლდა, შეიძლება ტყორცნაც დასახვეწი აქვს. გოგა შოუმენობაში უფრო იხარჯებოდა, პროფესიონარულად არ უდგება საკუთარ განვითარებას, სანდროზე მაგას ვერ ვიტყვი, პირიქით.

  • geo

    არავისგან კრიტიკა რო არ ისმის, არც ჟურნალისტებისგან, არც ყოფილი ვეტერანი კალათბურთელებისგან? კომენტატორები ხო ყველაფერზე არაუშავს იძახიან მიკერებული აქვთ ეს სიტყვა. თითქოს რაღაცის ეშინიათ ან რაღაცას გაურბიან. მხოლოდ ჩვენგან გულშემატკივრებისგან არის კრიტიკა და ეს არ მოსწონთ. სახლში საკუთარ დარბაზში ბოლო ადგილზე გასვლა ძალიან კრიტიკულად უნდა შეფასდეს და მოეთხოვოს ყველას ვისი ბრალიცაა

  • ბექა

    დიდი რეგრესი აქვს ქართულ კალათბურთს,ყველაზე ცუდი გუნდი ვიყავით ამ ევრობასკეტზე!!

  • Irakli

    ვუერთდები ამ სამართლიან და ლოგიკურ თხოვნას!

  • კახა

    ზუროსის ბრალია 99 პროცენტი ჯგუფში ჩარჩენა ახლაც და წინა ევროზეც!

  • პაატა

    საინტერესოა ვიღაცამ ხომ უნდა აიღოს პასუხისმგებლომა, მწვრთნელები ამ დროს გადადგებიან ხოლმე. სიმბოლურად მაინც!!!

  • ცაიტნოტა

    ჯერ კიდევ არ წასულან ფედერაცია და ზუროსი? რას ელოდებიან ძალიან გვაინტერესებს.

  • კაკაო

    ვინ რას იზამს და როგორ უზამს გრამაფონში წერია.ხუთი კაცით ვერ მოიგებს ვერცერთ თამაშს შიო გაიარა ახა მსოფლიო მოდის და იქ უნდა უბალეშიკოდ რომ იგებდნენ კარგი იყო ხო

  • ირაკლი

    საკანდელიძე 21 წლის უკვე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს საუკეთესო დამცველი იყო. მეგონა გოგას და სანდროს ნბა-ში ჩაგრავდნენ და სათამაშო დროს არ აძლევდნენ - ახლა მიკვის საერთოდ რომ გამოყაბვთ

  • კოკო

    და სხვა ფედერაციები?

  • რონი

    ბედი ჩვენს კალადბურთელებს... ამათ სლოვენია რას უზავდა იცით???? ალბათ ბურთს მთელი ცხოვრება შეაზიზღებდნენ... არ ხართ ბიძიკო მზად დიდი თამაშებისთვის დისციპლინა თქვენ არ გივარგათ სამიანებს თქვენ ვერ ისვრით გარბენი გამორბენი ჩხუბი ღრიალი რო იცით მაგით შორს ვერ წახვალთ...

  • კოტე

    ავადმყოფობის სწორად მკურნალობისთვის, ზუსტი დიაგნოზის დასმაა წინაპირობა. თქვენი რედაქციისგან მოვითხოვ დაწეროთ ამ ტურნირში ჩვენი გამოსვლის ობიექტური კრიტიკა. გთხოვთ სათითაოდ დაუწეროთ ქულები ყველა მოთამაშეს, როგორც ეს კეთდება ხარისხიან უცხოურ გამოცემებში. ასევე, უნდა დაისვას კითხვები სამწრთვნელო შტაბის გადაწყვეტილებების ეფექტურობაზე. თუ გვინდა წინ წასვლა, არ უნდა დავხუჭოთ თვალი დაშვებულ შეცდომებზე და მათზე ღიად ვილაპარაკოთ.

  • არტ

    თუ სიტუაცია ქართულ კალათბყრთში არ გაჯანსაღდა, უარესი გველის ახლო მომავალში. ძმაკაცობას და ქართულ ჯიგრულ პონტს ვგულისხმობ.ჩამოვთვლი: 1. ვილი ისიანი 24 წლის, ამერიკის სტუდენტური ლიგიდან ესპანეთის მეორე ლიგის მოწინავე გუნდში აიყვანეს წელს სადაც ძალიან გაუხარდათ, წერდნენ შესანიშნავი მ ს რ ო ლ ე ლი (!) ავიყვანეთო. არ გააკარეს ნაკრებს, ისევე როგორც ბულაშვილი, ისევე როგორც

  • ავერსი

    ფარმაცევტულ კომპანიებთან არიან შეკრულები საგულე და წნევის წამლების გაყიდვაზე )))

  • Joseph

    ზუროსის ერთადერთი სიახლე იყო ის, რომ ყველა გადამწყვეტ მომენტში სამქულიანზე ტოვებდნენ ჯინჭარაძეს. ჩემს გარშემო, ვინც კალათბურთში ერკვავა ყველას ვკითხე ამის მოზანი რა იყო და ალბათ მაყურებლის გაოცებაო! )))

  • გოგა

    არ უნდა გავსულიყავით და ვერც გავედით, ძან დაბალი დონის გუნდი გვყავს, იქნებ გამოიღვიძოს ფედერაციამ და ახალგაზრდებს მიხედოს,3 და 4 კაცით თამაშებს ვერ მოიგებ, მითუმეტეს 7 დღეში 5 თამაში

  • f

    მილოშა მაინც წავა.

  • Joseph

    მართალია, მეც ძალიან შემეცოდნენ. ღვინის დაძალება გამიგია და კალათბურთის დაძალება რა უბედურებაა! არ შეუძლიათ და რა ქნან, თორე ასე არც დაცვა, არც ორგანიზებული შეტევა, არც სისწრაფე, არც მოხსნა, არც პასი, უაზრო დაკარგვები, სროლაზე აღარც ვლაპარაკობ - კარგი ქართველებში ვერ ავარჩიეთ ვერავინ, ყველა გუნდმა, შედარებით სუსტებმაც კი როგორ მოახერხეს ჩვენზე უკეთესი ნატურალიზებული მოთამაშის ყოლა! დიდიმადლობა მაკფადენს ყველაფრისთვის რაც გაუკეთებია და ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ უსაზიზღრეს ფორმაში რო იყო და მოსამზადებელ ეტაპზეც რო ჩანდა ეს ყველაფერი, რატო რამე არ ვიღონეთ? მოკლედ, სანდროს - წარმატებები და წინსვლა! მჯერა დიდ წარმატებებს მიაღწევს! გოგა ალბათ უკეთესია ევროპაში დაბრუნდეს აქ იყოს წამყვანი, ვიდრე ამერიკაში სკამზე. დანარჩენებს ვერც ვერაფერს ვერ მოვთხოვთ, რა, შეუძლიათ და არ აკეთებენ? კალათბურთი ბურთი ბურთის კალათში ჩაგდებაა და როცა ვერც ახლოდან, ვერც შორიდან და ვერც ვერანაირად ვერ ახერხებ ამას (როგორც აღმოჩნდა ყველას ჩვენზე უკეთესად შეუძლია), მაშინ სხვა ყველაფერი უბრალოდ უაზრობაა. კომენტატორებზე - და არა მარტო კალათბურთის! არც შავზე თეთრის თქმა და არც არც მაყურებლის შეურაწყოფა არ არის კომენტატორობა! ისეთი შთაბაჭდილება რჩება , რომ მაგათ გონიათ, არავის არსად არ უნახია არც კალათბურთი, არც ფეხბურთი და არც არაფერი და წარმოდგენა არა გვაქვს რა არის კარგი თამაში და რა ცუდი, ან კიდე ის, რომ ტყუილის თქმა დიდი მხარდაჭერაა! სიმართლე უნდა ითქვას, თუ გვინდა წარმატება და წინსვლა!

  • 12

    მორჩა ამათი ტანჯვა-წამება და ჩვენიც

  • მიშა

    სასწრაფოდ გადადგეს პრეზიდენტის პოსტიდან ვიქტორ სანიკიძე და ზუროსიც ზედ მიაყოლონ.

  • გუსანი

    მადლობა ზუროს და აუცილებლად ნახვამდის, ისე ნამუსი თუ შერჩენია თავად უნდა წავიდეს, სხვა შემთხვევაში ფედერაციამ უნდა მოსთხოვოს, სანიკიძეს თუ არ უნდა ლაფში ამოსვაროს თავისი სახელი უნდა იმოქმედოს...სამწუხარო კი ისაა რომ არანაირი პერსპექტივა ჩვენ კალათბურთს 4-5 წელი არ ექნება, შერმადინს პიკი გადავლილი აქვს, მალე თოკოს ჯერია, სანდრო, გოგა და რატი, მხოლოდ სამი პერსპექტივა,რომელთაც ბევრი რამე აქვთ სასწავლი და გამოსასწორებელიც, პირველ რიგში დისციპლინა და ნაკლები დაკარგვები, ბევრ უაზრო ჯარიმებს იღებენ, ცოტა ავანტურისტულ გადაწყვეტილებებთან ერთად, დანარჩენები მხოლოდ ჰობის სახით არიან კალათბურთში. 16,18.და 20 წლიანებშიც სრული ფიასკო. რა მსოფლიოზე გასვლა? უაზრო და უსაფუძვლო მოლოდინებს ნუ შეიქმნით, შეეშვით ფრთებშემოცილი ცაში ფრენაზე ოცნებას....

  • თათკა

    ძალიან დამწყდა გული, ვიტირე, მაგრამ გული არ გაიტეხოთ ბიჭებო, შემდეგზე აუცილებლად გავალთ ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრებს ვუსურვებ დიდ წარმატებას.

  • ანდრი

    სიმბოლურ ადგილას აშენდა ეს ბეტონის სასახლე. სპორტში თუ ქალაქში, ყველა პერსპექტივა საკუთარი ხელით მოვსპეთ, დავიმსახურეთ გ'ნაციც, მეჩტაც და ჯინჭარაძეც .

  • Idki

    სამარცხვინო მწვრთნელი და უფრო სამარცხვინო მოთამაშეები. ქართველობასთან რა კავშირი გაქვთ თქვენ?! აქ მეტი რეალური შეფასების დაწერა არ შეიძლება, არ გამოაქვეყნებენ, თორემ ზუსტ შეფასებას დაგიწერდით!!!

  • aburjga

    სასაფლაოდან 150 მეტრში აშენებული .... რა ვქნათ ახლა? ბოლოს სასაფლაოზე წაგვიღებენ ყველას. სასაფლაოს მახლობლად უნივერსიტეტის კორპუსიცაა, ხევის გაღმა საცხოვრებელი კორპუსები. მინდა გითხრათ, რომ თქვენი ჩამოთვლილი სხვა მიზეზები არაკეთილმოსურნის ჭორაობას გავს! ერთი ობიექტური მიზეზი კი კარგად მოგიყვანიათ, წავაგეთ იმიტომ, რომ სხვა გუნდებს უკეთესი მოთამაშეები ჰყავდათ. თუმცა ბთაძე და მამუკელაშვილი ნბა-ში თამაშობენ ჯერ-ჯერობით მაინც ვერ არიან პანათიანაიკოსში მოთამაშე ბულგარელი ვეზენკოვის დონის ნახევარიც კი!

  • თემური

    ჯერ კიდევ გუშინდელ შეხვედრამდე ვბრაზობდი, ახლა კი ჩვენი ნაკრების საცოდავობით გული მტკივა, რადგან იმაზე მეტი მოვთხოვეთ რაც შეუძლია. მე პირადად შემრცხვებოდა ეს გუნდი ჯგუფუიდან, რომ გასულიყო....

  • rigiti

    მგონი ამხანაგურებში ისე დავმალეთ ჩვენი თამაში რომ ვეღარ მივაგენით (ან მსოფლიოსთვის ვინახავთ)

  • zz

    ტონა ფული გაკეთდა ამის აშენებაში და მალე ვნახავთ ძველი სპორტის სასახლესავით

  • .......

    კარგი დავუშვათ ვარჯიში, სირბილი და ახტომა გეზარებათ და სროლა, დაცვა და ბურთის მოხსნა არ იცით, მაგრამ ეს ამდენი ბურთის დაკარგვა რა არის რა უბედურებაა?! რამეს ეწევით ან იყნოსავთ თამაშის წინ?! აააა მაგ კომპონენტში მაინც ვიყოთ პირველები?! ხოოო გასაგებია!!! სამარცხვინოები ხართ მოთამაშეებიან კომენტატორებიანად კრიტიკას რომ ვერ ბედავენ ეშინიათ!!! ამხელა ქალაქში სასაფლაოს გარდა ადგილი არ მოინახა ჟეშტით და გიფსოკარდონით მოპირკეთებული ბოსელის ნაცვლად ნამდვილი სპორტის სასახლე რომ აგეშენებინათ?! კიდევ კარგი კოვიდი დაგემთხვათ თორემ ვადებში მაგ ბოსელსაც ხომ ვერ მოასწრებდით!!!

  • *გიორგი

    მადლობა ბიჭებო და ფედერაცია,თურქების დასაცინები რო გაგვხადეთ!!!!ყველა საკალათბურთო საიტზე დაგვცინიან

  • გუსანი

    თქვენი პათოსი რეალობას მოწყვეტილია, ასეთი ფიასკოს მერე როგორც მინიმუმ მწვრთნელები მიდიან, ეტყობა კარგად ვერ ერკვევით კალათბურთში, შეიძლება წააგო მაგრამ მცდელობა ქონდეს რაღაცის შეცვლის თამაშის მსვლელობისას, ზუროსის მუშაობა არც ერთ ეტაპზე არ მიგვრძნია, არადა ზუსტად ასეთ შემთხვევებში ჩანს მწვრთნელის ხელი, შეილება არ გამოგივიდეს მაგრამ ჩანს....წესით ზემდგომებმა პასუხი უნდა მოთხოვონ ფედერაციას...

  • dato128

    ლოგიკური შედეგია.მეტსაც გეტყვით,შემდეგ ევროპაზე საერთოდ ვერ მოვხვდებით.სულ ახლახან ჩატარდა ევროპის პირველობები 16.18 და 20-წლიანების.უკვე მრავალი წელია ბ-დივიზიონში ვთანაშობთ და მთავარ ამოცანად ა-დივიზიონში გადასვლა კი არაა,ც-დივოზიონში არგავარდნაა.არანაირი პერსპექტივა.

  • მიხა

    როგორ უნდა ისწავლონ სამქულიანების სროლა!? დაუღალავი ვარჯიშით!

  • dato128

    ამ თაობას გრეგ პოპოვიჩიც ვერ უშველის.

  • !!

    ეჭიმეთ ეხლა უკრაინელების მწვრთნელ ბაგაცკის,როგორ თქვა?!მეტი განათლება არ გაწყენთოოო!!

  • გელმეზა

    რატომღაც ვფიქრობ რომ ეს ჩვენი ბოლო ევრობასკეტი იყო და შემდეგ ევრბასკეტებზე ვეღარ გავალთ კარგა ხანი აგერ მე აგერ თქვენ

  • თენგო

    ზუროსმა გუნდი არ ათამაშა. ვერ კი არა არა ათამაშა! დაანგრია გუნდი! რაღაც სხვა მიზეზი უნდა იყოს!

  • klimenti

    დაგვასვენეს!

  • საქართველო

    რამე არასწორი ინფო დავწერე,რომ დამაყარეთ დისლაიქები?!

  • 912

    ორგანიზებულ შეტევას ვერ ვაკეთებთ, თავისუფალი მოთამაშე 3 ქულიანების 90% ვერ აგდებს ან აცილების შიშით არ ესვრის მოხსნებში გადაგვხსნეს დაცვაშიც და შეტევაშიც ყველა გუნდმა... პროფესიონალიზმი 0 შემართება 0 კლასი 0 მწვრთნელი 0.... სამარცხვინოები ხართ... თუ თავი არ გაქვთ არც უნდა გამოხვიდეთ სათამაშოდ

  • საქართველო უპირველესად

    ნახვამდის ევროპააა!!!

  • გივი

    რა ვიცი რა ვთქვა. ძალიან გული დამწყდა. ყველას სიკეთეს და ბედნიერებას გუსურვებთ!

  • .

    სად გადარჩა დონჩიჩი თორემ ფეხს მოტეხდა ჯინჭარაძე პლეიოფში რომ გავსულიყავით, ჩემი აზრით ერაყის ან ავღანეთის ჩემპიონატში უნდა წავიდეს, იმაზე მაღალი დონის გუნდში მაინც იქნება ეხლა სადაც არის! აი როგორც კომენტატორმა თქვა დააცადეთ ხალხო შევიდეს ბურჯანაძე და სანაძე ფორმაში და ნახავთ ყველაფერს! ეხლა მნიშვნელოვანი ფაქტი ბელგიის კალათბურთელები არ თამაშობენ ნორმალურ გუნდებშიც კი ნახევარი ბელგიის ჩემპიონატში თამაშობს, გაგიგიათ ბელგიის რომელიმე კლუბი?! აი სანიკიძევ ერთადერთი რაც გევალებოდა მთავრობისგან უნდა აგეღო ფინანსები და აგეშენებინა კარგი არენა როგორც გერმანიაშია და სხვა ქვეყნებში სადაც ტარდება ეს ჩემპიონატი, ააშენე 7000 იანი არენა როდესაც 15000 იანი არენა უნდა აგეშენებინა. ჩემპიონატში არაფერი ხდება გუნდები ისევ ვერ გადიან ევროტურნირებზე და აბა ოცნებაში რა გინდა აი რას აკეთებ მანდ ხომ მაგათიანი ხარ რას აკეთებ აბა?! შენც ფულს ჭამ კაცო გადამრევენ ეს ქართველები რა ერთ პატიოსანს კი ვერ იპოვი, სულ ხარბები.

  • ეჰჰ

    ესე იგი ეგ გადადექო გადმოდექი ხასიათში გაქვთ ერს უკვე რა.

  • სოსო

    საქართველოს კალათბურთის ფედერაცია=საძმაკაცოს ფედერაციას!

  • თემური

    ქართული კალათბურთის სრული ფიასკო და კრახი...

  • სოსო

    ნეტა საერთოდ არ ჩატარებულიყო საქართველოში ეს ტურნირი!!!!!

  • Zviads

    არაუშავს, ყველაფერი ხდება. ცუდად დაემთხვა ამდენი ტრამვა, ბიძათე, ცინცაძე და შენგელია, პლიუს შერმადინი დღეს ის არ არის რაც 1 და 2 ის წინ იყო, პლიუს სანაძე და ბურჯანაძე( ეს განსაკუთრებით) ვერ არიან ფორმაში და მეტი რაღაა... ზუროსი კარგი მწვრთნელია, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ..მადლობა ბიჭებსაც, რაც შეეეძლოთ გააკეთეს, თავი არავის დაუზოგავს. უკეთესები ვიქნებით ხვალ დარწმუნებული ვარ!!!

  • საქართველო უპირველესად

    სანიკიძეე გადადექიიი!!!!!!!!!!!!!

  • იბერია

    ტურნირის მოკლე შეჯამება: ცინცაძე - 36 წლის - 44 წუთი - 5 ქულა ბურჯანაძე - 28 წლის - 46 წუთი - 12 ქულა ჯინჭარაძე - 29 წლის - 77 წუთი - 11 ქულა ბერიშვილის - 25 წლის - 10 წუთი - 6 ქულა ბოქოლიშვილი - 30 წლის - 26 წუთი - 5 ქ. ბექაური - 31 წლის - 37 წუთი - 3 ქულა ნახევარი გუნდის ჯამური მონაგარი მთელ ტურნირზე 42 ქულა. ცნობისათვის მხოლოდ დღეს პერიმ, დრობნიაკმა და რადონიჩმა 48 ქულა ჩააგდეს. მორალი - ნახევარმა გუნდა ითამაშა ისე როგორც ითამადა. მართალს ამბობდა უკრაინის მწვრთნელი დავკეთოთ 2 - 3 ლიდერი და თამაში მოგებულიაო. ნახევარი გუნდი ოფიციალურაფ ბურთს ვერ აგდებს. ზოგადი სიტუაციის შეჯამება: ფაქტი 1. ფულის გულისათვის სასაფლაოდან 150 მეტრში აშენებული არენა, რომლის დასრულებასაც გულის ფანცქალით ელოდა მთელი ქვეყანა და ძლივს მოესწრო. ფაქტი 2. ფულის გულისათვის მოწვეული პარტნიორი თურქეთის ნაკრები რომელმაც მსოფლიოს მასშტაბის შარში გაგვხვია. ფაქტი 3. ცარიელი დარბაზი ყველა თამაშზე (საქართველოს გარდა რა თქმა უნდა) - ფედერაციის სრული კრახი. ფაქტი 4. პარლამენტარი ფედერაციის პრეზიდენტი რომელიც როგორც მინიმუმ რომელიღაც სამსახურს იმ დროს აკლებს რაშიც ფულს იღებს. ფაქტი 5. კალათბურთელებთან და ფედერაციასთან ჩაბრატებული და მშიშარა ჟურნალისტები რომლებიც კრიტიკას ვერ ბედავენ და მეტიც ჯინჭარაძის თამაშითაც კი არიან აღფრთოვანებულები. ფაქტი 6. არასასიამოვნო კომენტარებზე დისლაიქების ღილაკებთან ჩასაფრებული მეგობარ ნათესავები რომლებიც 10 ამხანაგური მატჩის წაგების მიუხედავად რაღაც გადამალულის აღმოჩენით რო იმუქრებოდნენ.

  • დდდ

    დ

  • v

    სანიკიძე რა შუაშია , მანამდე ვინც იყო რა აკეთა. მილიონები რიცხა ესპანეთში. და ერთი რატი მივიღეთ. რომელიც საკუთარი ნიჭის წყალობით ახერხებს ზოგჯერ. კალათბურთი მაგანაც არ იცის. მოსთხოვეთ ლიპარტელიანს, გაბრიჩიძეს, გურასპაულს, ქართველიშვილს და ა. შ. ის ოქროს თაობა იყო . კოკოშკოვს გაუმართლა.

  • ყოჩაღი ოლეგი

    გეთანხმები, თუმცა გურასპაული რომ იყო, ხო აყვავდა კალათბურთი. უბედურება ის არის, რომ ბავშვებისთვის ელემენტარული ინფრასტრუქტურა არ არის სავარჯიშოდ და არც პერსპექტივაში სჩანს რამე. გარეუბნებში საერთოდ რთული მოსაძიებელია კალათბურთის სკოლა. აქ დაიწერა, რომ 2 წელი ასაკობრივი შეჯიბრებები არ ტარდებოდა, მართლა დიდი წყვეტა გვექნება ახალ თაობაში, ისედაც ასაკობრივები ბ ლიგაშიც ძირს არიან!!!

  • საქართველო

    მადლობა ზუროსს და ნახვამდის. ამ ბიჭებს თანამედროვე სჭირდება ვინმე,არ შეიძლება ამ თაობის დაკარგვა,ისლანდიასთან ძალიან გაგბიჭირდება სტუმრად, ბითაძე და მამუ არ გვეყოლება და თოკოს თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშაა,

  • KOSTAKURTA

    არც არაფრის დაწერა ღირს და არაფრის გარჩევა.ისედ და ისევ სრული უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი.ვარაუდზე გათვლილი, დაუმუშავებელი კომბინაციები და ალალბედზე ნასროლი 3 ქულიანები, იქნებ ჩავარდეს..... ერთი მაგალითი: ბითაძემ როგორც იქნა აისრულა ოცნება,ჩატენა ბურთი კალათში და .... 3 წამი ცალი ხელით კალათზე იყო ჩამოკონწიალებული.ამასობაში მონტენეგროელების სწრაფი შეტევა და მორიგი 2 ქულა და გოგაც დაეშვა პარკეტზე.NBA-ს კალათბურთელის შესაშური და მისაბაძი მაგალითი! მაკფადენის 3 გარბენი, სანაძის 3 გარბენი, ჯინჭარაძე ხომ საერტოდ 0 პლინტუსს ქვემოთაა.მოდით რა, ჩვენ შეგეშვებით და თქვენც დაგვანებეთ თავი! ნერვებს ნუ გვაწყვეტთ! წადით და ეზოს Kალათბურთი ითამაშეთ! კიდევ კარგი რომ ამ სამყაროში არსებობს LUKA დონჩიჩი: Lukas DONCIC

  • რრრ

    ზუროსი, რომ მაღალი დონის მწვრთნელია ორი აზრი არაა, მარა ვფიქრობ ცოტა მოძველებული სქემები აქ, თუმცა მთავარია სუპერ ლიგის გაძლიერება, უნდა გაკეთდეს თუნდაც ერთი საბაზო გუნდი, რომელიც მუდმივად იქნება ევრო ტურნირებზე და მაგ გუნდის მწვრთნელი უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი.

  • ლონდონიდან

    საჩქაროდ ნიჭიერი ბიჭები ამერიკის კოლეჯებში სასწავლოდ საქართველოს სახელმწიფოს ხარჯებით და სტიდენტურ ამერიკულ ტურნირებში თამაშით,ენბეადან მწვრთნელი არანაკლებ კოკშკოვისა, და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ნორმალურად ჩატარება,რაც ძალიან მეეჭვება,ქვეყანაში დაბალი სოციალური ყოფის გამო და არაპროფესიონალიზმისა ქართულ კალათბურთში.ერთმა მამუკელაშვილმა ითამაშა სათანადოდ,ბითაძე ეტყობა ტრამვა აწუხებდა,დანარჩენები ევრო კალათბურთის დონეზეც კი ვერ თამაშობდნენ,ჩამანდრაჟდბულნი და ქაჩვა გამოქაჩვის გარდა,ვერაფერს აკეთებენ მოედანზე,პატრიოტიზმის ნაკლებობაზე,რომ არაფერი ვთთვავთ,მაყურებლის,გულშემატკივრების მაინც რცხვენოდეთ,სამქულიანებს ყველა ევროგუნდთან ვაგებთ.....

  • ****

    რა სამარცხვინოა, ეხლა უკრაინას უგულშემატკივროდ

  • ????

    მოდით გვიქომაგეთო და მერე ეხლა რა ხდება ?!

  • კატასტროფა!!!

    არაფერი პირადული!!! ეს ნაკრები არ არის ეს არის ორღობის გუნდი სახელწოდებით კატასტროფა, ბანდა ან დოყლაპია. რომელიც უფრო მოგწონთ... ამის მერე ამათ არ შერცხვებათ ვინმეს უთხრან მოდით გვიქომაგეთო?! კიდევ კარგი მსაჯები გვეხმარებოდნენ თორემ თურქეთსაც ვერ მოვუგებდით!!!!! მოიცა ჯერ ცინცაძე ბურჯანაძე სანაძე ბერიშვილი და მაკფადენი შევიდნენ ფორმაშიიი!!!! აააა უკვე გამოვვარდით და გვიანია?! უი, უკაცრავად!!!

  • ვალერი

    გაცილებით მეტი მოლოდინი მქონდა ამ ტურნირზე. სამწუხაროდ გავწბილდი მწარედ. არაფერი მომეწონა ამ კონდეციის ნაკრებში. ჩემი აზრით ზურისი წავა მაგრამ ამით პრობლემები არ მოგვარდება. ჩვენს სენს უნდა შევეხო, პარლამენტარები არ უნდა იყვნენ ფედერაციის პრეზიდენტები!!!!

  • Master

    ასეთი სუსტი ნაკრები ევრობასკეტზე არ გვყოლია.ეს ლოგიკურია.რა კეთდება კალათბურთისთვის საქართველოში?საიდან უნდა მოვიდნენ კალათბურთელები,ჩემპიონატი უსუსტესი.ევროთასებზე 10 წელში ერთხელ გაგვყავს გუნდი.როგორ უნდა გაიზარდოს ის სამქულიანის მსროლელი?ბიჭებმა რაც შეეძლოთ გააკეთეს,იბრძოლეს და შენგელიას ტრავმა რომ არა ალბათ ჯგუფიდანაც გავიდოდით,მაგრამ ფინანსები თუარ ჩაიდო,ჩემპიონატი თუარ გაძლიერდა,კლუბები თუ ვერ გავიყვანეთ ევროთასებზე სულ ასე სამი-ოთხი კაცის იმედად ვიქნებით.სულ ასე იყო იმ თაობის დროსაც რომლებმაც ცოტა ამოწიეს ეს სპორტი.ზუროსმა კი თავი ამოწურა აშკარად ამ ნაკრებში,მაგრამ ახალი მწვრთნელი მოგვაგებინებს ისლანდიასთან თამაშებს?მითუმეტეს არც ბითაძე გვეყოლება,არც მამუკელაშვილი და სავარაუდოდ არც შენგელია.შერმადინი ფორმიდანაა ამოვარდნილი,მაკფადენიც ის აღარაა რაც იყო.ვინ დარჩა?მხოლოდ რატი და სანაძე.არვიცი აშკარა რეგრესია კალათბურთში და საიმედოც არაფერი ჩანს სამწუხაროდ.

  • gurulo

    როგორ ვთქვა,მაგრამ დავისვენეთ.მომკლა ამ ქაოტური,ინდივიდუალების იმპროვიზაციაზე დამოკიდებული კალათბურთის ყურებამ და ნერვიულობამ.ერთი თამაში მითხარით გააზრებული,კომბინაციური და ჩვენი დომინირებით მიმდინარე რომ ყოფილიყო.ბიჭებს მადლობა,უჯიგრობას ნამდვილად ვერ დააბრალებ.

  • !!!!

    ძალიან ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მეგობრებო ნაკრების ბოლო 15 მატჩის ზოგადი და დეტალური სტატისტიკა ნახეთ და ამ ფონზე სურვილი კი მაგრამ სხვა მოლოდინი რატომ გვქონდა?

  • ოთო

    სამწუხაროა,მაგრამ რეალობა ეს არის!!! მე ვფიქრობ უფრო ღრმად არის პრობლმა და ის კალათბურთის ფედერაციიდან იწყება და ბოლოს უშუალოდ კალათბურთელებით მთავრდება! მხოლოდ მარტო იმას ავიღებ რომ,არ შეიძლება ფედერაციის პრეზიდენტი შეთავსებით იყოს პარლამენტარი,ბიზნესმენი,ფრაქციის წევრი თუ რაც ქვია! სხვა უამრავ პრობლემაზე არაფერს ვამბობ! პ.ს დიდად არც ველოდები სერიოზულ შედეგს ამ ნაკრებით, მაგრამ არც ამ ჯგუფში ჩარჩენას ველოდები!!!

  • : )))))))

    ძმურად, ერთ შეტევაში ასჯერ რომ ვისროდით და ერთს გაჭირვებით ძლივს ვაგდებდით, ეგ რაღა იყო?

  • Guderian

    მკვდრები, სხვა რა უნდა ვთქვა და ზუროსის ქმედება საერთოდ ყველა ლოგიკას ცილდება, მერამდენედ გადამწყვეთ მომენტებში, ანუ თამაშის ბოლოს გუნდს სქემა არ აქვს, რომელ ბლოკის დაყენებაზე და სამ ქულიანის სროლაზეა ლაპარაკი როდესაც ვინ უნდა გააკეთოს ისიც არ იხაზება... 10 წამით ადრე წუთშესვენება როცა 8 ქულას აგებ, ხალხის დაცინვაა..

  • Guderian

    რატომ ძმაო ოთხი, ექვსი ამხანაგურიც მიათვალე უკრაინაც და დავინახავთ რომ ერთი და იგივე? უსქემო კალათბურთს ვთამაშობთ, თუმცა ამ ჩემპიონატზე "ნათამაშებმა დახურა"

  • mirosan

    და მოთამაშეები თუ არ/ვერ ასრულებენ მწვრთნელის დავალებას მაშინ?

  • ზაზა

    მადლობა გადაუხადოთ ბიჭებს როგორც შეეძლოთ ისე ითამაშეს შენგელია რო ყოფილიყო სულ სხვა შედეგი იქნებოდა ოთხი კაცით ევრობასკეტზე თამაში არ შეიძლება

  • ჟორა გაბრიჭიძე

    ასეთი ქართული გამოთქმა არსებობს: ერთი შეწვი მეორე წაუსვიო, ანუ როგორც მწვრთნელი ისე კალათბურთელები ერთი-ერთმანეთზე უარესები არიან. ბოლო 20 თამაშია სამიანების ჩაგდების პროცენთი ათს არ აშორებია, ამიტომ მწვრთნელმა ამ დროს უნდა მოსთხოვოს გუნდს თამაშიდან ისროლონ, ამ დროს მოწინააღმდეგისთვის ჯარიმების აკედაც კარგად ხერხდება.

  • a a

    ორი წელია ახალგაზრდული ჩემპიონატები არ ჩატარებულა, კორონას იმიზეზებენ. მაშინ როცა ყველა ჩემპიონატი ტარდება დარბაზის. უამრავი ბავშვი გავიდა კალათბურთიდან, სერიოზული თაობათა წყვეტა გვექნება რამოდენიმე წელში სამწუხაროდ.

  • ალიბეგ

    რაც მე კალათბურთს ვუყურებ ასეთი სუსტი ნაკრები ჯერ არ გვყოლია.შეიძლება ერთი თამაში არ წაგივიდეს მაგრამ ოთხი?

  • ირაკლი

    მოდი ვაღიაროთ არ ვიმსახურებდით გასვლას.მეტიქე რო საკუთარ ფარზე ყველა!!!! ბურთს მოგიხსნით რა გინდა შემდეგ ეტაპზე.

  • vava

    ეხლა იტყვიან კალათბურტის მამები რომ უნდა ვიამაყოთ ჩვენი კალათბურთელებით, რა გვაქ საამაყო ნეტა, ეს ჯინჭარაძე ვაფშე ვინაა ჩაგდება მაგან არ იცის მარტო უაზრო ფოლებს იღებს, ზუროს წადი რა ამოცურე უკვე თავი

  • ლევანი

    დასანანია ძალიან, ეხლა დავიწყოთ: მსაჯის ბრალია, ამისი, იმისი, ჩვენი ბრალი ხომ არაფერი არ არის. კი არ მიხარია, რომ ვამბობ, მწვრთნელია ძალიან დაბალი დონის. სასწრაფოდ, წესიერი მწვრთნელი და ბევრი მუშაობა, როდისღაც ხომ უნდა ვისწავლოთ, რომ სწორი მიდგომის გარეშე საქმისადმი, ვერაფერს მიაღწევ. დიდება საქართველოს!

  • S.O.S.

    მხოლოდ ფაქტები!!! სამქულიანს სტაბილურად ვერ ვაგდებთ, ორქულიანს სტაბილურად ვერ ვაგდებთ, ევროპის ჩემპიონატის გუნდებს შორის პირველ ადგილზე ვართ ბურთვის დაკარგვის რაოდენობებით, სტაბილური დაცვა არა გვყავს, საკუთარ ფარზე ბურთს ბვერ ვხსნით, ავიღოთ ნაკრების უკანასკნელი 10-15 მატჩის სტატისტიკა რომელიც ცალსახად უარყოფითია..... ამ ყველაფრის ფონზე შევხედოთ ჩვენ ქვეჯგუფს და მივხვდებით, რომ სადაც უნდა ვყოფილიყავით იქ ვართ სამწუხაროდ, უნდა გავუსწოროთ რეალობას თვალი დაააა ივარჯიშეთ ბიჭებო მეტი ივარჯიშეთ მათ შორის სროლებში... კომენტატორებს: მარტივი მოცემულობაა, ყველა იმიტომ ატარებს ჩვენთან თავის კარიერის თამაშს, რომ ვაძლევთ ამის საშუალებას!!!

  • -

    არგინდათ ახლა ბიჭების და მწვრთნელის ლანძღვა. ვინც თვალს ადევნებს ქართულ კალათბურთს, სიურპრიზი არ უნდა იყოს. გიო შერმადინს რესპექტი.

  • ეეე

    მთლად მაგ 2 წამის გამო წავაგეთ რა.დდდდდდდდდდდდ

  • Gia

    Zurosi sheni dro amoiwura,wadi saxlshi da bitazes enbeashi ra unda.am nakrebisgan gundi ver dadga.makfadenic gasashvebia,anu axali damrigebelia sachiro.am gunds germaniashi arc araferi esaqmeboda.

  • : )))))))

    სრულიად ლოგიკური შედეგი და ადგილი თამაშის ხარისხიდან და რეალობიდან გამომდინარე.

  • Vako

    ძალიან სუსტები ვართ. თითქმის ყველა თამაში ცუდად ითამაშეს. სირცხვილო

  • რრრ

    მადლობა თადს, სასწრაფოდ მოსაყვანია ახალი ნატურალიზებული თორემ ისლანდიასთან შანსი არ გვექნება, სამომავლოდ კი თუ სუპერლიგას არ მივხედეთ ასე ვიცოდვილებთ ყოველთვის.

  • მლესავი

    გაუჭერდებოდათ

  • ნოდო

    ეს იყო პირდაპირ მსაჯის ბრალი მესამე მეოთხედის ბოლო 2 წამის დროს ბურთი აუტში იმათგან გადავიდა შეიძლება ქულა ვერ აგვეღო მარა ვერც ისინი ჩააგდებდნენ იმ სამ ქულიანს მარა იქნება და 2 ან სამიანს ვაგდებდით გასაგებია რო იყო შეცდომები მარა სად მინუს 6 ით დაწყება ბოლო მეოთხედის და სად უარეს შემთხვევაში მინუს სამით დუნლევიჩი მეორე მეოთხედში გასაგდები იყო მეტი რა უნდა ექნა რო გაეგდოთ

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი

ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა

მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა

თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში

"კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა" - "სპორტინგმა" ქოჩორაშვილი წარადგინა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი

"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა

ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ

Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა

მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს

მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს

ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა

ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს

ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?

უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა

"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა

"ინტერიდან" მიდის - ჰაქანი სამშობლოში ბრუნდება

მიქაუტაძე თუ კრსტოვიჩი? - რომში ორი ვარიანტი აქვთ

[VIDEO] ეს რა იყო - მესის შედევრი MLS-ში

შოკი და აღშფოთება პორტუგალიაში - რონალდო ჟოტას დაკრძალვას არ დაესწრო

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

მონტენეგროელების დასაფასებელი საქციელი საქართველოს ნაკრებთან თამაშის შემდეგ - მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა [PHOTO]

ვილი სანიოლი: ფიზიკურად ჯერ ბოლომდე მზად არ ვართ - მოსამზადებლად კიდევ ცხრა დღე გვაქვს

რობერტ პროსინეჩკი: საქართველოს ნაკრებს წარმოუდგენელი კონტრშეტევები აქვს

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

სანიოლმა მონტენეგროსთან მატჩში სასტარტო შემადგენლობა დაასახელა

2:0. პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები მონტენეგროს ამარცხებს [VIDEO]

მშვიდად და დამაჯერებლად - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს 3:1 სძლია [VIDEO]