ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ლივერპული“ 4:1 დაამარცხა.

„ნაპოლიმ“ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ხვიჩა კვარაცხელია კი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს არათუ არ შეუშინდა, არამედ ტურნირზე თავის სადებიუტო შეხვედრაში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ. მის ანგარიშზე ნეაპოლურ გუნდში 6 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ვერავინ წარმოიდგენდა, თუ მასპინძლები „ლივერპულს“ პირველ ტაიმში ასე დაჯაბნიდნენ და სამ უპასუხო გოლს გაუტანდნენ. დებიუტში ანგარიში ზილენსკიმ პენალტით გახსნა. მე-18 წუთზე ოსიმენმა თავის მიერვე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, შემდეგ კვარაცხელიას პასი გაუკეთა და მისი დარტყმული ბურთი ცარიელი კარიდან ვან დეიკმა გამოიტანა. მალე ნეაპოლელებმა მეორე გაიტანეს - ხვიჩამ ბურთი გომესს აართვა, ანგისას მისცა, რომელმაც ზილენსკისთან კედელი გაითამაშა და ალისონის კარი დალაშქრა. 44-ეზე კი ხვიჩამ ფლანგზე ალეკსანდერ-არნოლდი და გომესი დაჯაბნა და ტრავმირებული ოსიმენის ნაცვლად შეცვლაზე შესულ სიმეონეს „ნაპოლიში“ სადებიუტო გოლი გაატანინა. შესვენებამდე აგრეთვე აღსანიშნავი იყო, როგორ ჩამოიცილა მოედნის ცენტრში ლამაზი ფინტებით ორჯერ ფაბინიო.

მეორე ტაიმის დასაწყისში ზილენსკიმ დუბლი შეასრულა, მალე დიასმა ანგარიში შეამცირა. 57-ე წუთზე კვარაცხელია სწრაფი კონტრშეტევისას მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ დარტყმა დაუბლოკეს და სპალეტიმ შეცვალა. მის არყოფნაში ნეაპოლელთა შეტევები ნაკლებად შემოქმედებითი და ულამაზო გახდა, თუმცა სპალეტიმ გუშინ თქვა, რომ ფუნდამენტური ლამაზი ფეხბურთი კი არა, არამედ ეფექტურობა და კონკრეტიკაა. სხვათა შორის, მოედნიდან გასვლისას ხვიჩა უკმაყოფილო იყო, დარჩენილ დროში საიერიშოდ სივრცეები უფრო გაეხსნებოდა, მაგრამ გრძელი სეზონისა და მჭიდრო კალენდრის გათვალისწინებით, მწვრთნელმა პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო.

13 სექტემბერს, მეორე ტურში, „ნაპოლი“ გლაზგოში „რეინჯერსს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - ლივერპული 4:1

გოლები: 1:0 ზილენსკი (5, პენ), 2:0 ანგისა (31), 3:0 სიმეონე (44), 4:0 ზილენსკი (47), 4:1 დიასი (49)

გამოუყენებელი პენალტი: ოსიმენი (18)

ალექს
პასს, რომელსაც მოყვა საგოლე დარტყმა, რომელიც ხელით შეაჩერეს ,ამიტომ დაინიშნა პენალტი , რომელიც გაიტანეს, არ ითვლება საგოლე პასად ?!
Მეზღვაური
ისე მომავალი წლის U21 ევროპაზე კარგი შემადგენლობა გვეყოლება.დიდი არჩევანია ფეხბურთელების და კარგი სკამიც გვეყოლება.ეროვნული ნაკრების ძირითადის ფეხბურთელებს+ახალგაზრდა,პერსპექტიული,მოტივირებული ახალგაზრდები,რომელთაც საკუთარი თავის წარმოჩენა სურთ.მარტო კვარა და მამარდა რომ იქნება გუნდში ეს ყველაფერს ნიშნავს უკვე. მამარდაშვილი,აზაროვი,მექვაბიშვილი,კვარაცხელია,წიტაიშვილი,დავითაშვილი,მიქაუტაძე,ჩაკვეტაძე(23წლის ფეხბურთელებს შეუძლიათ თამაში,ჩაკვეს აგვისტოში უსრულდება 24), ეს ეროვნულის ძირითადის ფეხბურთელებია თითქმის ყველა და ამათ + ხარაბაძე,ხვადაგიანი,კალანდაძე,გელაშვილი,ჯინჯოლავა,გოჩოლეიშვილი,კაპანაძე,ნონიკაშვილი,ოსიყმაშვილი,მოისწრაფიშვილი,მორჩილაძე,ლუკა და ნიკა გაგნიძეები,ძმები ხორხელები,გულიაშვილი,გაგუა.დიდი არჩევანია ღრმა შემადგენლობით და თუ ყველა ფორმაში იქნება შემდეგ წელს მჯერა,რომ შორს გავალთ ევროფორუმზე!
tngh
თბილისის "დინამოს" შემდეგ, "ლივერპული" 3 ბურთის სხვაობით "ევროტურნირებზე" არავის არ დაუმარცხებია!!! გავიხსენოთ 1979 წლის 3:0... თბილისის "დინამოს" შესანიშნავი გამარჯვება!!!
tngh
თბილისის "დინამოს" შემდეგ, "ლივერპული" 3 ბურთის სხვაობით "ევროტურნირებზე" არავის არ დაუმარცხებია!!! გავიხსენოთ 1979 წლის 3:0... თბილისის "დინამოს" შესანიშნავი გამარჯვება!!!
Მეზღვაური
ჩ.ლ-ის 1/4 ფინალამდე რომ მიაღწიოს ნაპოლიმ წელს ძალიან მაგარი იქნება! მჯერა ადრე თუ გვიან ხვიჩა აუცილებლად გადავა მისი ოცნების გუნდში,მადრიდის რეალში.ნიჭი ისეც აქვს,შრომაც არ ეზარება და ფეხბურთს იგივე ვასკესზე,ვალვერდეზე და როდრიგოზე კარგად რომ თამაშობს ესეც ნათელია.ყველაფერს თავისი დრო აქვს და ადრე თუ გვიან აისრულებს ხვიჩა ოცნებას.ფილმი "გოლი" მახსენდება სულ ხვიჩას შემთხვევაში.და საერთოდ შეიძლება 2 ქართველი ვიხილოთ ოდესღაც რეალში,მამარდაშვილსაც ისეთი მონაცემები და კლასი აქვს უკვე რომ ჩემი აზრით კურტუას წასვლის შემდეგ არამგონია რეალმა მის ყიდვაზე უარი თქვას.კეილორ ნავასიც ლევანტედან იყიდა რეალმა და 4 სეზონი ძირითადის მეკარე იყო თითქმის.თან მამარდაც ნავასზე ბევრად ნიჭიერი და კლასიანი მგონია.
კაპიტან გარდენბურგი
თვითონ ხვიჩას შეიძლება სულ ოდნავ გული წყდება, რომ ვაიდა არ დაუფასეს სათანადოდ ის, რომ მას შეეძლო ინდივიდუალურად ყველა ვარიანტის გაგრძელება და ამ დროს გუნდზე ითამაშა. რადგან შეიძლება ფიქრობს, რომ შეიძლება ვინმემ იფიქროს- რადგან პასები გააკეთა, შეიძლება მას არ შეეძლოო დასრულება და ასე.შ, მარა ძალიან კარგად ხვდება ყველა და ჩანს ვინ მოაგებინა გუნდს და რა შეუძლია კვარას. ჩანს როგორ გააკეთა მთელი თამაში ამ პატარა ბიჭმა. ზუსტად ასეთ დროს ხდება რომ ამხელა ანგარიშით იგებს გუნდი! როცა რომელიმე ფეხბურთელი თვითონ ოდნავ იკლებს სიტუაციისთვის. უმაგრესი იყო, სრულიად ტოპ თამაში! ნუ ელოდები რომ ყველა ყოველი თამაშის მერე სათანადოდ იქნება მადლიერი, დ აყველა გაიგებს ყველა ნიუანსს, ეგ არაა მთავარი, მთავარია რომ სადაც თამაშობს ეს კაცი სასწაულები ხდება, სხვებიც იწყებენ ტოპ თამაშს მისი დახმარებით
ლევანი
რა ბედნიერებაა, რა მაგარია შენი თამაშის ყურება, ჩვენო ბრილიანტო. კალათბურთი სულ დამავიწყა. კაშკაშებს, კაშკაშებს ქართული ვარსკვლავი, და ჯერ კიდევ სად ვართ...
გუჯი
დეტალებს რომ თავი დავანებოთ, ევროპის ყველა დიდი გამოცემა წერს რომ ლივერპულმა ამოისუნთქა ხვიჩას გასვლის შემდეგ. ამით ყველაფერია ნათქვამი. ამ ბიჭმა გუშინ მილიონებს გააცნო და ზემოთ ასწია საქართველოს სახელი!
papai
ვერ ვიტყოდი რომ ეს მხოლოდ საგოლე გადაცემა იყო.. ეს იყო გოლი რომელიც მთლიანად ხვიჩამ შექმნა და რომელზეც ლეგენდა ტირიე ანრიც კი აალპარაკა.. თან 20 წლის ბიჭის ემოციას ნუ შევადარებთ 30-სას
arxiv.//
არ ხარ შენ "საქართველო".
O.k.
მეტი გოლი უნდა გაეტანა ნაპოლის, გეთანხმები, კარგია ხვიჩა და ყოჩაღ უბრალოდ მინდა ხვიჩას ვუთხრა მეტი იმუშავე საკუთარ თავზე და იმაზე რომ გუნდმა მოიგოს შენი საქციელით და არა მარტო შენ.. გაიხარე ხვიჩა მადლობა მთელი საქართველოს სახელით..
ჯუჯის
მარტო ეს თამაში მოაგებინა მარტომ ნაპოლიის??სხვა თამაშებისთვის არ გიყურებიაა??თითქმის ყველა თამაშში გადამწყვეტი როლი ითამაშა ხვიჩამ ვერონასთანაც სპალთანაც ლაციოსთანაც და ლივერპულთანაც პირველ 2-3 გოლს თავად ქმნის ან იტანს ან ატანინებს და უკვე გაკეთებულ თამაშზე ცვლიან ხოლმე,,მე არ ვიცი ეს რა ფეხბურთელია არც ადაპტაცია ახალ გუნდში არც შეჩვევა ახალ გუნდელებთან მივიდა ნახა გაიტანა მოიგო აი ამაზეა ზედ გამოჭრილი ეგ ნათქვამი,,იმედია ძალიან დიდ ხნიანი კარიერა ექნება ესე აეწყვიტოს ფეხბურთელს უცებ მბაპე და ჰალანდი მახსოვს და ახლა უკვე კვარა,,მესის და რონალდოს კარიერის დასაწყისიც თვალწინ მიდგას და მსგავსი არაფერი უქნიათ,,კვარა უდიდეს წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში შენს მაისურზე ვოცნებობ ამხელა კაცი ისე მაბედნიერებს შენი თამაში,,მთელი ოჯახი ვჯდებით და უყურებთ როცა თამაში გაქვს,,კაცი ქალი ბავშვი მოხუცი ყველა,,უნდა გენახა ბებიაჩემი ვანდაიკს როგორ წყევლიდა გოლი რო წაგართვა
dddd
ობიექტური სიმართლე, მეც ეს შთაბეჭდილება დამრჩა რომ 4:0 ის შემდეგ არ მოეწონა სპალეტის ხვიჩას არაგუნდური თამაში. ასეთ დონეზე, რასაც ქვია ჩემპიონთა ლიგა და ლივერპულთან შეხვედრა, ეს მიუღებელია.
ნიკას!
კარგი რჩევაა ხვიჩასთვის! მართლაც არაა აფიშირება საგოლე გადაცემაზე, ისედაც ყველა ყველაფერს ხედავს! ხვიჩა ყველაფერს დაუკვირდი ფროფესიონალურად!!! თემური
gio
ამ ბიჭმა გაგავაგიჟა, შენ გაიხარე ხვიჩა
100%
გასახდელიდან, რომ ამოდიოდნენ გუნდები, თუ დააკვირდებით სალაჰის წინ მოდიოდა ჩვენი ბრილიანტი და ისე გახედა (ცერად) სალაჰმა, რომ პირველი ვიოლინო ვინ იყო, უკვე გასაგები გახდა. მგონი არ ვცდები. დააკვირდით))).
საქართველო
ქართველ კომენტატორებზე არანაკლებად გახარებულია ეს რუსი კომენტატორი ხვიჩას წარმატებაზე. რა გიკვირთ თუ რუსებსაც ჰყავთ ბოღმიანი და შურიანი შურნალისტები,როცა ზოგიერთ ქართველ ჟურნალისტიც კი კრიტიკით ავსებს ხვიჩას,შურიანებს რა დალევს ამ ქვეყანაზე,ჩვენ ჩვენი ვიჯავროთ და სხვებმა თავისას მიხედონ.
ნიკა
ვულოცავ ხვიჩას წარმატებას, რა ოქრო გვყავს ვიცით ყველამ. ახლა ცოტა კრიტიკა - 1. რიგ ეპიზოდებში დრიბლინგს იწყებს კარგად, შედის საჯარიმოში და ჩერდება (იჭედება) ადგილზე, რის შემდეგაც ბურთს კარგავს ამაზე უნდა იმუშაოს. 2. საგოლე პასის შემდეგ არაა საჭირო აფიშირება, რომ გოლი შენ შექმენი ეს ისედაც ჩანს და არაა ლამაზი. 3. მემგონი შეცვლის მერე მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა - ეს არ შეიძლება. 4. 4-0 შემდეგ მხოლოდ მარტო უტევდა და პასებს არ აკეთებდა. ესეთებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, რომ იდეალური მოტამაშე გახდეს.
Zaza
Xvicha sheni tamashi golebze yketesi iko golebi mxolod statistikaa xachapyri dzalian momecona cota ymi iko genacvalos dzia
ჯუჯი
ფაქტიურად ხვიჩამ მოაგებინა ნაპოლის პირველი სამი ბურთი მისი აქტიური ის შედეგია.ბრავო.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
ეს კომენტარია და ზევით სტატია? )))
რა მაფიაა
შეცვლით ნუ ვიქნებით უკმაყოფილოები, ძალიან გრძელი და ძალიან დატვირთული სეზონი ექნება, რუბინისნაირი კვარა და რობოტი კვარას, ასე ჯობია მისთვისაც და გუნდისთვისაც. საკვანძო ფეხბურთელია და სპალეტის ჭირდება ფორმაში. არ შეიძლება პირველივე სეზონზე სრულად დატვირთვა ეგრევე
სიმართლე
პირველი სამი გოლი ხვიჩამ შექმნა და მესხის ილეთიც ჩაატარა. გოლის გატანას ჯობდა ხვიჩას ასისტები. ამოუწურავია ხვიჩას შესაძლებლობები,დამცველი საერთოდ სხვა რამეს ელოდა და გაამრავალფეროვნა ხვიჩამ შეტევები და აწი უფრო დამფრთხალნი დაუდგებიან წინ, იფიქრებენ ეხლა რას აპირებს ახალსო................
arxiv.//
"ნეაპოლი დუღს: ჩვენთან მოდის ფენომენი" - ხვიჩას ტრანსფერზე რუსული მედიის შურიანი და ირონიული წერილი ხვიჩა კვარაცხელია ჯერ არ ჩასულა "ნაპოლიში", მაგრამ უკვე მისი ვარსკვლავი გახდა გეორგი კუდინოვი - მოწვეული ავტორი "სპორტ-ექსპრესის" კორესპონდენტი სიგიჟეზე, რომელიც თან ახლავს ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერს. "ნეაპოლური გუნდი აპენინებზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. დიახ, გულშემატკივრების რაოდენობით ჩამორჩება დიდ სამეულს - "იუვენტუსს", "მილანს" და "ინტერს", თუმცა ამ მხრივ პრაქტიკულად სხვებს სჯობნის. ამასთან თვითონ ნეაპოლი და მისი დაბერებული ჭკუიდან შეშლილი სტადიონი, რომელიც ახლა დიეგო მარადონას სახელს ატარებს, მთელი იტალიური ფეხბურთისთვის თაყვანისცემის ადგილია. ახლა ნეაპოლიტანელები დიდი ინტერესით ელიან 14 ივლისს. ამ დღეს ქვეყნის შორეულ ჩრდილოეთში, ტრენტინო-ალტო-ადიჯეს რეგიონში "ნაპოლი" თავის პირველ საზაფხულო საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. მეტოქე ტრენტინოს ფარგლებს მიღმა ყველასთვის უცნობი სამოყვარულო "ანუნიაა". სწორედ ამ შეხვედრაშია მოსალოდნელი 21 წლის ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი. მის შესახებ უკვე აღფრთოვანებით წერენ ნეაპოლშიც და იტალიის ცენტრალურ სპორტულ მედიასაშუალებებში. ჩვენთვის "ლოკომოტივსა" და "რუბინში" ასპარეზობით ნაცნობმა შემტევმა ნახევარმცველმა, არც ისე დიდი ხნის წინ შეათანხმა "ნაპოლისთან" კონტრაქტის პირობები, სადაც ბათუმის "დინამოდან" გადადის, თუმცა ამ დროის განმავლობაში ადგილობრივმა პრესამ, თანაც არა მხოლოდ სამხრეთის რეგიონებისამ, მოასწრო ხვიჩასგან სერია A-ს ახალი ვარსკვლავის შექმნა. განსაკუთრებით ცხელი თავები ნეაპოლში უკვე იმდენად აღეგზნენ, რომ კვარაცხელიას "აძურის" 31 წლის ექს-კაპიტნის ლორენცო ინსინიეს ღირსეულ მემკვიდრედ ასახელებენ - ევროპის 2020 წლის ჩემპიონი უზარმაზარი ფულის გამო თამაშის დასასრულებლად MLS-ში, "ტორონტოში" გაემგზავრა. მართალია, არიან ისეთები, რომლებიც ასეთი დასკვნების გამოტანას არ ჩქარობენ, მაგრამ ისინიც ირწმუნებიან: ბიჭი იმდენად კარგია, რომ სრულად შესაფერისია "ნაპოლის" ახალი ლიდერის როლისთვის. გვხვდებიან, რა თქმა უნდა, აბსოლუტური სკეპტიკოსები, ეიფორიას სიფრთხილით რომ ეკიდებიან, მაგრამ მათი რაოდენობა ყოველდღე სულ უფრო და უფრო მცირდება. საიდან მოვიდა აღტაცებულ ნეაპოლელთა ცნობიერების ამდენად ქარიშხლისებრი ნაკადი? უპირველეს ყოვლისა სურვილით მიიღონ კაშკაშა ვარსკვლავი, რომლის გარეშეც ნეაპოლს არსებობა არ შეუძლია და რა თქმა უნდა, ინტერნეტის ტელევიზიასთან ერთად მეშვეობით. მსოფლიოს ქსელის მომხმარებლებმა შეისწავლეს ბათუმის "დინამოში" გაზაფხულზე ხვიჩას თამაშის ამონაჭრები და გოლები. Sky Sport Italia-მ კი ივნისის პირველ ნახევარში ყველა სტადიონიდან ჩართვა განახორციელა, სადაც ერთა ლიგის მატჩები მიმდინარეობდა: ყველამ ნახა კვარაცხელიას გოლები და საგოლე გადაცემები საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ოთხ შეხვედრაში მოპოვებულ სამ გამარჯვებაში (გიბრალტართან, ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან) ბულგარეთთან ერთ ნულოვან ფრესთან ერთად. ეს ჩვენ შეგვწევს უნარი ობიექტურად ჩავუფიქრდეთ იმას, თუ როგორია საქართველოს ჩემპიონატის და მისი ნაკრების მეტოქეების რეალური დონე და არა ყველა გაგებით ცხელ იტალიურ სამხრეთში, სადაც აჟიოტაჟის დაბადებისთვის სავსებით საკმარისი აღმოჩნდა ლამაზი ტვ-სურათები. დიახ, ადგილობრივი ჟურნალისტებისა და ყოფილი ფეხბურთელების უმეტესობა, რომლებიც ყოველ კუთხეში მოგითხრობენ ხვიჩას უნარებზე, მის შესახებ მხოლოდ ყურმოკვრით იციან. ხანდახან კი უბრალოდ გულწრფელად ხმაურს ტეხენ. თუმცა, საერთო ნაკადის ცნობიერებაში ყველა ეს ციტატები იმდენად დამაჯერებლად ერთიანდება, რომ ნეაპოლი უკვე დუღს: "ჩვენთან ნამდვილი ფენომენი მოდის !" და ვინაიდან ფენომენია, კვარაცხელიას ჟღერადი მეტსახელი უნდა ჰქონდეს. იმის გათვალისწინებით, რომ იტალიელთათვის მისი გვარის წარმოთქმა პრაქტიკულად შეუძლებელია, ნეაპოლური ცხოვრების წესის მიხედვით, უკვე შეარქვეს ზიზი. დაე ამ თიკუნმა ხვიჩას აპენინებზე წარმატება მოუტანოს. "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ზიზის ივლისის პირველ დეკადაში ელის, მაშინვე გაიმართება ახალწვეულის ოფიციალური წარდგენა. ნეაპოლელებმა პროგნიოზირებადად უარი უთხრეს "დინამოს" თხოვნაზე დაეტოვებინათ კვარაცხელია მათთან 6 ივლისამდე, როდესაც ბრატისლავაში ადგილობრივ "სლოვანთან" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი რაუნდის პირველ მატჩს ჩაატარებენ (სხვათა შორის, ამ წყვილში საუკეთესო შემდეგ სტანისლავ ჩერჩესოვის "ფერენცვაროშსა" და ყაზახეთის "ტობოლს" შორის გამარჯვებულს ეთამაშება). სპალეტი და მისი გუნდი შეკრებას 9 ივლისს ტრენტინო-ალტო-ადიჯეში, დიმაროში დაიწყებენ, ხოლო 14-ში გაიმართება სწორედ ის შეხვედრა, რომლის მიხედვით დაანონსებულია იტალიურ ფეხბურთში ზიზის კაშკაშა კარიერის დასაწყისი".
რატი
მაგარი იყო. :))))) კომენტარებში ხვიჩაა თუ საბ ზეროო. :) წარმატებები ხვიჩას! ყველაფერი ახლა იწყება.
გულშემატკივარი
ჩვენი ბრილიანტი და მარგალიტი ხარ ხვიჩა!!! უმაგრესად ითამაშე!!! უფალი გფარავდეს!!! გილოცავ შესანიშნავ დასაწყისს!!! წინ და წინ უამრავი წარმატებისკენ!!!
roma bejanidze
მეორე ტაიმში რატომ გამოიყვანა გამიკვირდა. მადლობა კვარაააააააა.
G.LA
ხო აი ამ მომენტზე გიჟივით მეცინებოდა რა უქნა, რა ახტუნავა და მერე არნოლდს ნაძვის ხესავით ურბინა DDDD და საგოლე პასი რომ მისცა.
გეგი
კიდევ ერთი კარგი თამაში და კიდევ ერთხელ ვეტყვი კვარას არ მოუკლოს სულ შომა მეტი და მეტი რაც შეიძლება.ბევრი წარმატება გოლი საგოლე პასი ჯიგარი ხარ კვარაა.რაც შეეხება შეცვლას,მემგონი სპალეტიმ უკეთ იცის თავისი საქმე და ვაცალოთ,ნელნელა აჩვევს და უადვილებს ადაპტაციას ჩემის აზრით,წინ დიდი და დატვირთული სეზონია.
ჯუჯი
საუკეთესო მაინც ხვიჩა იყო.პირველი სამი გოლი მისი აქტიური ის შედეგია.
არტ
ძალიან კარგი ხარ კვარა! დიდი სიხარული მოგვანიჭე. წინ კიდევ უკეთესი თამაშებია!
ლომი
რატომ ცვლიან ასე ადრე რა სისულელეა სწრაფი და მაგარი ტექნიკურია კონტრ შეტევებზე მაგარია
დავით 67
კარგი დებიუტია ნამდვილად. ოსიმენის პასით რომ გაეტანა, საერთოდ ბომბა იქნებოდა, არადა გასატანი იყო . თუმცა არაუშავს. მაინც მაგარი ხარ! დღეს ზელინსკის დღე იყო! ყოჩაღ მასაც!
G.LA
ყოჩაღ ხვიჩა ძალიან მაგარი იყო. ბრავოოო. სიხარულისგან გიჟივით ვიცინოდი. კლოპი გასახდელში გაიქცა ის გოლი რომ გაატანე შესვენებაზე, ხაჭაპური უნდა გამოვაცხოო..DDD მადლობა. გილოცავ და წარმატებას გისურვებ. პ.ს. არნოლდს დაურეკე ნაწყენი არ დაგრჩეს.
გადასარევი გიორგი
https://twitter.com/i/status/1567614847222677505
juve
bravo xvichanchura
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
მხითარიანი: ეს იარაა - პსჟ-სთან წაგების გამო ტკივილი არ ყუჩდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
"კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა" - "სპორტინგმა" ქოჩორაშვილი წარადგინა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი
"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს
ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
"ინტერიდან" მიდის - ჰაქანი სამშობლოში ბრუნდება
მიქაუტაძე თუ კრსტოვიჩი? - რომში ორი ვარიანტი აქვთ
[VIDEO] ეს რა იყო - მესის შედევრი MLS-ში
შოკი და აღშფოთება პორტუგალიაში - რონალდო ჟოტას დაკრძალვას არ დაესწრო
მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე
"ეს უსამართლობაა, ახლახანს ეროვნულ ნაკრებში ერთად ვიყავით და ცოტა ხნის წინ დაქორწინდი" - რონალდუ ჟოტას გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] ორი გაძევება და გოლის აღნიშვნა ჟოტას სტილში - 9-კაციანმა პსჟ-მ "ბაიერნს" მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?
რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
"ლივერპულიდან" "ლევერკუზენში" - ქვანსა ბუნდესლიგაში გადაბარგდა
ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
ოფიციალურად: მამარდაშვილს "ლივერპულის" მეკარის სტატუსი მიენიჭა და ცნობილია, როდის შეუერთდება ახალ გუნდს
"ნუ ელოდებით, რომ ახალი "კვარა" გახდება" - "ნაპოლის" ლეგენდა "პარტენოპეიში" ნოა ლანგის ტრანსფერს გამოეხმაურა
"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი
"ლივერპულის" დიდებული ჟესტი ჟოტას ოჯახის მიმართ
"ლივერპულმა" ჟოტას გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა