ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დიდი დაპირისპირების მოლოდინი გვაქვს, პსჟ "ლივერპულის" წინააღმდეგ. ხვიჩა კვარაცხელიას ამ ინგლისურ კლუბთან თამაშის სასიამოვნო გამოცდილება გააჩნია, როცა "ნაპოლიში" და ევროპულ ფეხბურთში "ახლადშეჭრილი" იყო. კიდევ ერთხელ, უცვლელად გთავაზობთ 2022 წლის 9 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიას. შეგახსენებთ, ქართველი გარემარბი ამ სეზონზე ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს...

ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლებლობები ბოლომდე გააზრებული გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით სრულად მაინც გვიჭირს აღვიქვათ, რომ ქართველ ფეხბურთელს შეუძლია ისეთი კლუბის წინააღმდეგ, როგორიც "ლივერპულია", ერთ-ერთი გამორჩეული იყოს და მაღალი დონის მეტოქეები უშანსოდ დაჩაგროს. ალბათ, სწორედ ამის გამოა, რომ მატჩამდე ვამბობდით, მისი ვიზავი ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი ცუდ ფორმაშია და ეს ხვიჩას დამატებით შანსს აძლევსო. ბოლომდე დარწმუნებით შეგვიძლია თქმა - მოწინააღმდეგის დონეს, მომზადებასა თუ კლასს კვარაცხელიასთვის მნიშვნელობა არ აქვს, მას ყველგან შეუძლია მათ თავბრუ დაახვიოს, ფინტები გამოიყენოს, კარგი პასი გააკეთოს და გაიტანოს.

უკვე საქმე იმ კალიბრის მოთამაშესთან გვაქვს, რომელზედაც მოთხოვნაც იმავე "ლივერპულს" არც ისე შორეულ მომავალში გაუჩნდება. ამ ქართველ ბიჭში თანამედროვე ფეხბურთისთვის იმდენად ცოტა სატრანსფერო თანხაა გადახდილი და უმოკლეს დროში ის ძალიან გაზრდილია.

კვარაცხელია სულ სხვა დონეზე ავიდა და როგორც კიდევ უფრო მეტი რესურსი, სამუშაოც ჯერ კიდევ ბევრი აქვს. მიუხედავად ამ დრიბლინგების, დროული პასების, ზუსტი დარტყმის, ართმევების და ფიზიკურად საკმაო სიძლიერისა (ვნახეთ, კორპუსი როგორ გამოიყენა), ჯერ კიდევ მინიმალური შესაძლებლობები აქვს გამოვლენილი და ეს ფაქტი კიდევ უფრო გვახარებს, მით უმეტეს, მისი მსგავსი შრომისმოყვარე და ჟინიანი ადამიანისგან, დიდი მიზნები რომ აქვს.

"კვარას" სულ უნდა, ბურთისგან ხიფათი შექმნას, მის მოსაპოვებლად ბოლომდე იბრძვის, გატანაც ძალიან აბედნიერებს, თუმცა თავს უფლებას არ აძლევს, ბურთი არ დათმოს, როცა მის ადგილას ბევრი სხვაგვარად მოიქცეოდა და პასი არ გააკეთოს. ცხოვრების გარკვეული პრინციპი ხომ ესაა, რაც მეტს გასცემ, მეტს დაიბრუნებ და იმ ემოციებს, რაც ჯოვანი სიმეონემ გოლისას მიიღო, ხვიჩა როგორც ისევ მოედანზე, ასევე მის გარეთაც, აუცილებლად უკან მიიღებს და შეისრუტავს. ფეხბურთი მხოლოდ კარის აღება არაა, არამედ ის, რასაც ქართველი გარემარბი აკეთებდა - მან სამი გოლის შექმნას სათავე დაუდო.

ახალი სახეები ასე იბადებიან. ორი დღის წინ ვნახეთ, რომ მოჰამედ სალაჰს არაფერი გამოუვიდა. გავა წლები და ამ მატჩს გაიხსენებენ, როგორც ვარსკვლავის ამონათებას. კვარაცხელიას ამისთვის ყველაფერი აქვს და მალე მისი ისეთი კარიერა უნდა ვიხილოთ, ბევრ აქამდე ნანახს რომ გადაგვიფარავს.

გამოჩენილ ქართველ მწერალს, რევაზ ინანიშვილს აქვს მოთხრობა - "ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა". მის შინაარსს არ ჩავუღრმავდებით, უბრალოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ "კვარაც" ძალიან ყოჩაღია, ჩიტივით თავისუფალი და ლაღი. ისიც მზადაა, ყოველგვარ "გრიგალს" გაუძლოს და დიდი ისტორია შექმნას. მას ამხელა მოლოდინების ზურგით ტარება მოუწევს და ეს მარტივი არაა, მაგრამ ჩვენ უკვე ყოველგვარი ეჭვი უნდა მოვიხსნათ, სადაც შეძლო "ლივერპულთან", შეძლებს სხვა გრანდთანაც!

დიმიტრი
ღია წერილი ჩვენ ბიჭს!ხვიჩავიღაცამ უნდა გითხრას დაემბელე,ბარკოლა და სხვებიც როგორ არიან დაგეშილები მეკარის მოედანზე და გოლზე.შენ ბურთს ან გადმოვარდნილვ ბურთს საჯარომო ზედა კუთხედსთნ ელოდები.ეგ ნახევარდამცკარზე წნეხი დაგოლი მთავარიაველის საქმეა.სამწუხაროდ ამ ორმა ცუდმა წელმა დაგაკარგინა სხარტი სასტარტო სიჩქარე და ზუსტი გამიზული დარტყმა.მიაქციე საყრდენი ფეხის სიმყარას.
ხ4ჯ5
ფსიქოლოგი ვერ არის ფორმაში, იმიტომაც მრუდედ აფასებს ვითარებას. ყველა ხედავს ხვიჩას რეგრესს და "გაძღომის" სინდრომს.
ლაშს
სკვინჩა:-)
Fsiqologi
ავადმყოფი ხარ(თ) პატივცემულო და ტვირთად აწევხართ ასეთი ავადმყოფებიც ხვიჩას. შეუძლებელია თქვენი დაკმაყოფილება ჩა@@მული ბავშვებივითა ხართ, სულ უკმაყოფილო სულ ტირიხართ 21 წლისა ბრწყინავდა თურმე და ეხლა აღარ ბრწყინავს. არადა თავს დებს მოედანზე იბრძვის ყველაფერს აკეთებს
rembo
ეგრეა
გიორგი
პსჟ-ში ხვიჩა ცენტრსა და მარჯვენა ფლანგზე თამაშობს. მისი მეტოქე არა არნოლდი, არამედ ვანდეიკი, კონატე და რობერტსონი იქნებიან სავარაუდოდ. თუ ღმერთმა ინება გაიბრწყინებს, ისეთი პარტნიორები ჰყავს, ბარკოლას, ვიტინიას და დემბელეს სახით.
ასე მგონია
საუბედუროდ არსებობენ ხვიჩას ტვინგაყინული ფანები რომლებიც ხვიჩას კრიტიკას აღიქვავენ როგორც ბოღმად და შურად.სინამდვილეში მე პირადად ხვიჩას რუსეთიდან მოყოლებული ვქომაგობ.უბრალოდ გული მწყდება რომ 21 წლის ხვიჩა ბრწყინავდა,მის თამაშებს სიხარულით ველოდებოდით და ახლა 24 წლისა იმ დონეზე ვეღარ თამაშობს.არადა ფეხბურთისთვის უფრო მეტი ყურადღება რომ დაეთმო ახლა შეიძლებოდა იმ ვარსკვლავებს შორის ყოფილიყო რომლებიც ოქროს ბურთის კანდიდატები არიან.მიმაჩნია ჯერ კიდევ აქვს შანსი დაიბრუნოს ნაპოლის პირველი სეზონის ფორმა.
მალხაზ ჯობავა, ყალბ მალხაზ ჯობავას.
შენ ძამია სახელი და გვარი არა გაქვს? ან კლიჩკა მაინც, მაგალითად. ჩემი გვარით რო წერ რაღაცას, არაა მაგი კაი საქმე, შენი ოჯახისთვისაა ცუდი. ამიტომ გირჩევ, არავისი სახელით არ დადო რაიმე სტატუსი!
tngh
ჩემის აზრით, ხვიჩა და მისი ოჯახი უკვე შეგუებულია "ბოღმის" და "შურის" დიდოსტატების მესიჯებს!!! ტყუილად ცდებით!!!
პატრიოტი
მე ძალიან მიყვარს ხვიჩა და მოუთმენლად ველი მის თამაშებს, მაგრამ ამდენი ქება და მხატვრული შედარებები, ვფიქრობ, საჭირო არ არის, დავიცადოთ და ველოდოთ ახალ გაბრწყინებებს, მაგალითად, ლივერპულთან...
გივი, შენ ხარ ?
მოკლე გრამატიკა გივის: სახელობითი : გივი მოთხრობითი : გივიმ მიცემითი : გივის : ნათესაობითი : პუტინის ...
არა და
ნაღდი ტროლი ხარ და შენი "გურჯობა" არ გაიშვა ! --------- პ.ს. საერთოდ ქართველი ხაარ, რო ?:(
Nukri Kvaracxelia
Maimuni tavi gabia da verc xvdebi amas
მალხაზ ჯობავა
ბიჭო ნთქვენ კვარას მძაგებლებს კალა გიდევთ თავში თუ თუთია, ვერ ნახეთ გუშინ ვინ იყო ჩამოსული ინგლისის ნაკრების საყურებლად, პირველი ნაკრების მწვრთნელი, ე. ი. ამ ნაკრებები თამაშები არის ახალგაზრდების ასარჩევად და არა უკვე პროფების საყურებლად გამართული თამაშები. გაიგეთ ხიხოებო.
nika
ქვეყანა ვისაც ჰკიდია ჩანს კარგად. არაფრად რომ არ ჩააგდეს ხვიჩას ამდენი გარჯა, მონიჭებული სიხარული, ქვეყნის მსოფლიოში წარმოჩენა და ფიზიკურად/ფსიქოლოგიურად გამოფიტულს, კიდევ მეტს ითხოვენ, რაღაც ცინგლიან ტურნირზე როგორ არ გამოხვედიო, ქვეყანა ჩამოვიშალეთო ამის გამო, არადა იქმადე არც უყურებდ არავინ.
ირაკლი ქუთაისელი
ახალგაზრდულს თავი დაანებეთ. არც მთავარ ნაკრებში იკლავს თავს უკვე. აგერ თქვენ და აგერ დანარჩენი თამაშები. ვნახავთ კიდია თუ არა ნაკრები , ქვეყანა და ხალხიც. თქვენც ბატონო ჩემო მათ შორის
გიო
ისევ აჯაფსანდალი, არავინ იცის რა როგორ, სამწუხაროდ ისევ მოგვიწევს სხვა კლუბების ქომაგობა, აბა სხვა რა გზაა, წარმატებები ყველას,
nika
გააზრებული რაც არ აქვს ბევრს ისაა, რომ ახალგაზრდული ტურნირი არის ახალგაზრდების განსავითარებლად და არა – გულშემატკივრის ეგოს დასაკმაყოფილებლად. მაგისთვის არსებობს საქართველოს ეროვნული ნაკრები. ახალგაზრდული ტურნირები კი არაა ტიტულისთვის ან ქანცის გასაწყვეტად, ეგაა ბავშვების წარმოსაჩენადაა. ზედმეტს რომ თხოვენ ამ ასაკში იმიტომაა, მერე რომ ვეღარ თამაშობენ.
nika
აუფ, თურმე მაგრად სჭირდებოდა ქვეყანას ახალგაზრდული და როგორ არ მოგვეხმარა გადამწვარი ხვიჩა. შვედეთმა რომ საერთოდ მოიგო ეგ ტურნირი მაგით რამე, დიდი ისტორია დაწერა? ვინმემ გაიცნო? სულ მათზე ლაპარაკობდნენ? ქართველების უმეტესობას გაგონილიც არ ექნება და არც ის ოლიმპიადას უყურებდა აქ არავინ, ახლა რომ ლოყებს იხოკავენ, რა შანსი დავკარგეთო. არავის არ აინტერესებს ეგ ახალგაზრდული, მაგის მიზანია ბავშვების აღმოჩენა და არა გამოწურვა რაღაც უაზრო ტიტულისთვის. ტიტულები ფასდება პროფესიონალურ დონეზე, საქართველოს ნაკრებში, სადაც გამოდის ხვიჩაც და ყველა დანარჩენიც.
აუუ
მალადეც! დადიოდი ხო გამჭრიახობაზე? ფენომენალური ანალიტიკა)) თქვი რა კიდე რამე,
Georgian
ბევრს ეს გააზრებული არც აქვს. რათქმაუნდა შეთანხმები!
გურჯი
როგორ უნდა ვუყურო
გურჯი
ვუყურებ ფინალს . გული მწყდება იმ მაიმუნმა ნაკრებს 10 წუთი ვერ დაეხმარა თურმე გადაღლილია. გამოდით ეხლა და უგულშემატკივრეთ ნაპოლს ფთუი
givi
აურევენ ამ ბიჭს საბოლოოდ.. 20 წლამდელებზე აღარ დავწერ.. და რაღაც რომ დააწერინეს ამ გაზაფხულზე, ევროპაო თუ რაღაც სისულელე, უფრო სწორედ ბოროტება, ბავშვები რომ გამოეყარათ გარეთ მაგას ვგულისხმობ, მამამისს უთქვია ფედერაციიდან დაურეკეს და თხოვესო, ტყუილი მგონია, იმიტომ რომ კობიაშვილი ქოცია და არ დაურეკავდა და არც ვინმეს დაარეკინებდა, მად არველაძის ხელი მგონია, მაგანაც დაწერა მსგავსი რაღაც, ასე რომ ფრთხილად ხვიჩა და მამამისო...
გულნატკენი უბრალო ქართველი
როდესაც საქართველოს ყველაზე მაგრად ჭირდებოდა მაშინ არ გამოგვადგა და ნაპოლში რას იზამს და რამდენ მილიონს იშოვნის აღარ მაინტერესებს.ოლიმპიადის გამაზვა ჩვენი ფეხბურთისთვის დიდი ტრაგედიაა.
დინამიტი
რამდენი გინდა დისლაიქიც დაწერეთ მაგრამ საერთოდ ვერაფერს ვერ იზავს ამ სეზონში.მიზეზებზე არ დავწერ ისედაც ბევრი ამბობს მაგრამ ჯობია აზრზე მოვიდეს სანამ გვიანი არ არის.
ბადრი
სადმე არის ტრანსლეაცია?
G.LA
ბოლოდან გავაგრძელებ. სადაც შეძლო "ლივერპულთან", შეძლებს სხვა გრანდთანაც! სადაც შეძლო ხვიჩამ სხვამაც უნდა შეძლოს მის ნაირი თუ არა, მიახლოვება და მერე ავფრინდებით. ახლაგაზდულს რომ უყურებდი იმედი მომეცა და ვნახოთ რა იქნება. მარტო ხვიჩა ასაფრენად ცოტაა. წარმატება ხვიჩას.
Lebron
სანაია გამომრჩა:))))))))
ქ. გ.
ხვიჩა - თვის მოთამაშე https://www.youtube.com/watch?v=-EtMlMqmSw0
ქ. გ.
შემდეგი თამაში:Napoli - Spezia ხვალ 17:00 თბილისის დროით
გური
თემო, 100%-იანი, მართალი ხარ!
Zaza
Didi pativiscema iyrgen klops ver gavige ra daemarta chem gyndso is daemarta rom napolishi gadavida kvicha da magari gyndi ypro gaadzliera
aburjga
თავიდან რაღაც ამრეზილი ვუყურებდი ნაპოლისაც და სერია ა-ს, მაგრამ თურმე ეს უცოდინარობით მომდიოდა! დღეს ამაზე უფრო ოპტიმალური გუნდი და ჩემპიონატი არ არსებობს. ვიჩას ნაპოლიშიგადასვლაში ღმერთის ხელი ურევია! ნაპოლიში უნახავთ რას აკეთებდა მოედანზე მარადონა, ამიტომ ხვიჩასთვის კვარადონას შერქმევა მიუთითებს როგორი ფეხბურთის დამფასებელია ნეაპოლი, იტალიელი ხალხი და როგორ გულით შეიყვარეს ჩვენი ხვიჩა! ხვიჩა შენს ხელში ნაპოლი მოიგებს სერია ა-ს და ჩემპიონთა ლიგასაც! აბა შენი იცი ქართველო, კოლხო სახელოვანი გვარის შვილო - კვარაცხელია!!!
ხვიჩა
არუნდა ახლა აქანა ამდენი აჟიოტაჟი, მაცადეთ თამაში :)
თემო
მოდით რა? ხვიჩას დავუტოვოთ არჩევანის უფლება, მომავალში, სად გადავიდეს და სად არა! ნამეტანი ნუ ვერევით, მის პირად საქმეში! ჩვენი საქმეა, ვუყუროთ მის თამაშენს, ვუგულშემატკივროთ და გავიხაროთ!
ჩელე
მაინც,როგორ ტექნიკურად მოახერხეს მავანმა კვარას წარმატება, ჩვენი, თუნდაც ფეხბურთის გულშემატკივების ერთსულოვნებასა, სიამაყისა და მისი თამაშის ცქერით ტკბობისა, მაინც ამ ავადსახსენებელ ნაცებათ და ქოცებათ დაყოფა.......ხოდა წავიდა ახალი ძალით ერთმანეთის ლანძღვა გინება, ახლა უკვე კვარას გამო...........კი ვხვდები ამის მიზეზს და სათავეს, საიდანაც მოდის და იმართება, მაგრამ................
ქ. გ.
ხვიჩა! ნაპოლიში უნდა დარჩე. ნაპოლისთან ერთად შეგიძლია მოიგო ყველაფერი. კარგ ქალაქში და კარგ გუნდში ხარ. ნაპოლის გულშემატკივრებმა შეგიყვარეს. ცხოვრების და ვარჯიშის პირობები კარგია. მწვრთნელი და კლუბის მფლობელი კარგად გეკცევიან. ერთი კაცი, რომელიც შენი რეალში ან ბარსელონაში გადასვლის შემთხვევაში სარგებელს ნახავს, არის მამუკა ჯუღაევი.
Zaza
Xvicham 3 byrtis gatanashi miigo monacileoba tanac rogori aki tamashade davcere matchis beds gadackvets metki es xom namdvilad gadackvetaa?
lebron
გვარამია. მშვილდაძე მარქარიან :))))))))))) პაკაააააააა:))))))))))))
კრაზანა
კარგი სტატიაა. მადლობა.
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
"მილანმა" სათადარიგო მეკარე შეცვალა - "როსონერიში" სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
როცა ოცნება რეალობად იქცევა — საქართველოში „A.C. Milan-ის“ საფეხბურთო ბანაკი იწყება
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
პსჟ კოლო მუანის გაასხვისებს - ფრანგს მსურველები არ აკლია
[PHOTOS] ურთიერთობა დადასტურდა - ვინ არის კვარაცხელიას თანაგუნდელ ჰაკიმის ულამაზესი ტოპ მოდელი ახალი მეგობარი გოგონა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ალმადა მიქაუტაძის "ლიონში" აღარ ითამაშებს - ფეხბურთელი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს
კონკურენცია ყველა პოზიციაზე უნდა იყოს - "ნაპოლი" მეკარესაც იმატებს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
ოსიმენის ვენდეტა და დე ლაურენტისი სასამართლოში - ვიქტორის და ხვიჩას ტანდემი პსჟ-ს სჭირდება
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
კვარაცხელია და ოსიმენი კვლავ ერთად? - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პსჟ-მა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო