"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ, Corriere dello Sport-თან ხვიჩას ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

ჯუნტოლის თქმით, ნეაპოლელებს მისი შეძენა ჯერ კიდევ მაშინ სურდათ, როდესაც გუნდს ჯენარო გატუზო თავკაცობდა.

"მისი თამაშის ვიდეო პირველად პანდემიის დროს ვნახე, მე და გატუზოს მაშინვე მოგვეწონა. მახსოვს, კახა კალაძეს დავურეკე და მის შესახებ მეტი ინფორმაცია ვთხოვე, მოსკოვის "ლოკომიტივში" ჰქონდა ნათამაშები, მაგრამ "რუბინში" კიდევ უფრო უკეთესი გახდა, ყაზანელებმა 30 მილიონი მოგვთხოვეს, ჩვენს შორის კონტაქტი შეწყდა, ოსიმენი ახალი ნაყიდი გვყვავდა 19 წლის ბიჭის სანაცვლოდ ამხელა თანხის გადახდას ვერ გავრისკავდით, თუმცა ქართველი მაინც ჩემს გონებაში დარჩა, როდესაც თებერვალში უკრაინაში ომი დაიწყო, ხვიჩა ბათუმის "დინამოში" გადავიდა, მოლაპარაკებები განვაახლეთ და 10 მილიონ ევროდ ტრანსფერი დავხურეთ.

ჩვენ "იუვენტუსს", "რომასა" და "სოსიედადს" დავასწარით, რადგან მას ყოველთვის ვაკვირდებოდით, სპალეტისაც მაშინვე მოეწონა, როდესაც "კვარა" კონტრაქტის გასაფორმებლად იტალიაში ჩამოვიდა, ლუჩანოს სახლში, მილანში გავუშვი, მათ ერთმანეთს მარტივად გაუგეს. ხვიჩაზე დიდი ზეწოლა იყო, რადგან ქართველს ინსინიე უნდა შეეცვალა, ჩვენ რისკი გავწიეთ და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ გავიმარჯვეთ. ხვიჩას ხელფასი გადასახადების გარეშე 1.2 მილიონია, გადასახადების ჩათვლით კი 1.7 მილიონი, ინსინიე 9.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, სხვაობა თავად განსაჯეთ" - განაცხადა ჯუნტოლიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ შეხვედრას ხვალ, 10 სექტემბერს "სპეციას" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

გლახუნას
რატომ?
ჰაჰა
მაგ 1.2 მილიონიდან ალბათ ნახევარიც არ რჩება.
სინამდვილე
წარმატებები კვარა,მართლაც დიდი სიხარულს გვანიჭებ,მოუთმენლად ველოდები შენს თითეულ მატჩს. ისე ჯეკოს,მერტენს,იბრას და მსგავს ხალხს 5 მილიონი უნდა ჰქონდეს და ხვიჩას 1,2 მილიონი ხელფასი!? ალბათ ეს ამბავიც მალე გამოსწორდება!
ლევანი
ხოდა მოუმატეთ ხელფასი, 6-7 აუყვანეთ!
სოსო
სპალეტი რუსეთში მუშაობდა და თქვენზე კარგად ეცოდინებოდა,ხვიჩას თამაში.
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა