ქართველი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიას თამაშში ბოლომდე არიან ჩართულნი და "ნაპოლის" თითოეულ მატჩს დიდი მოლოდინით ელიან, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სანაკრებო შეხვედრები კარს მოგვადგა. ვილი სანიოლი მალე "ჯვაროსნების" შემადგენლობას დაასახელებს.

საქართველოს ნაკრები "ერთა ლიგის" C დივიზიონის ჯგუფს 10 ქულით ლიდერობს და ერთი ლიგით (B) დაწინაურებასთან ძალიან ახლოსაა. 23 სექტემბერს ჩრდ. მაკედონიას უნდა ვუმასპინძლოთ, რომელიც პირველობაში გვეცილება და ჩვენზე 3 ქულით ნაკლები აქვს, სამი დღის შემდეგ კი ჯგუფურ ეტაპს გიბრალტარში დავასრულებთ. ვილი სანიოლის გუნდი გასვლით შეხვედრებში უფრო დამაჯერებელი და წარმატებული იყო, ჩრდილომაკედონიელებსაც სტუმრად დიდი ანგარიშით (3:0) ვძლიეთ და მათი დამარცხების იმედი ახლაც გვაქვს. მით უმეტეს, თბილისში მათი უკანასკნელი სტუმრობა მწარედ გვახსოვს, როცა მეტოქემ ევროპის ჩემპიონატის საგზური გაიფორმა. მოგეხსენებათ, ჯგუფების საუკეთესოები ევროფურიმისკენ გზას ახლაც აგრძელებენ.

ვილი სანიოლს ნაკრების ძირითადი ბირთვი გამოკვეთილი ჰყავს და განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველით, თუმცა არსებობს პოზიციები, სადაც უფრო დიდი კონკურენცია და გარკვეული სიახლეები საჭიროა. თანაც, შესაძლოა, ამის დრო ახლა უფრო მეტად იყოს, ვიდრე მაშინ, როცა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ანაც "ერთა ლიგის" პლეი-ოფი იქნება გასამართი.

ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ახალი ფეხბურთელი მინდვრის ცენტრში სჭირდება. ფრანგმა დამრიგებელმა შანსი თბილისის "დინამოს" შუახაზელ ანზორ მექვაბიშვილს მისცა, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო თამამი და აქტიური გახდა - გამამწვავებელ პასებს უფრო ხშირად აკეთებდა, ვიდრე სანაკრებო შანსის დასაწყისში. მოსალოდნელია, რომ სანიოლმა ამ რგოლში კონკურენცია უფრო გაზარდოს.

რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ლუკა გაგნიძემ მინიჭებული უფლება ვერ გამოიყენა და მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გრძელვადიანად არ შეაჩერა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვაკო გვილიას "რაკუვში" მას ბევრი შანსი არ ჰქონია. რუსეთის პრემიერლიგა ახლა ლეგიონერებისგან დაცლილია და მათ ევროტურნირებზე გასვლის პერსპექტივაც არ აქვთ. ლუკა გაგნიძე მოსკოველთა გუნდში ნამდვილად შესამჩნევია. 19 წლის ფეხბურთელი თავის თაობაში გამორჩეულია, აზრიან და თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს. რამდენად მიიღებს ის სანაკრებო შანსს ახლა, რთული სათქმელია.

თუკი ისევ ეროვნულ ლიგაზე ვისაუბრებთ, თბილისის "დინამოს" 20 წლის ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი მოედნის კარგი ხედვით გამოირჩევა, თამაშის დალაგებაც ეხერხება და გოლებიც გააქვს.

ჩვენს ეროვნულ ნაკრებს შეტევაში თამაში საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს. ფორვარდები - ბუდუ ზივზივაძე და გიორგი მიქაუტაძე, კარგ ფორმაში არიან, ხვიჩა კვარაცხელია ხომ მშვენივრად გამოიყურება და მიუხედავად იმისა, ზურიკო დავითაშვილის "ბორდოში"

დებიუტი გაიწელა, მისი გვეიმედება. გიორგი ჩაკვეტაძე ოპტიმალური ფორმისკენ მიდის. ამის მიუხედავად, "ახალი სისხლი" მაინც საჭიროა. მაგალითად, თორნიკე ოქრიაშვილი ახლა უკლუბოდაა, ვაკო ყაზაიშვილს კი ხანგრძლივი მგზავრობა ხელს საკმაოდ უშლის, განსაკუთრებით, ნაკრების სასტარტო შეხვედრაში. კარგია ისაა, რომ საბერძნეთში ლევან შენგელია ფორმაში შედის.

ქუთაისის "ტორპედოს", კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით, 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ამ გუნდში ერთ-ერთი მთავარი შემტევი ძალა გიორგი არაბიძეა. 24 წლის ფეხბურთელმა ბოლოს "გაგრას" ულამაზესი გოლი გაუტანა, პერიოდულად კი იმ გიორგის გვახსენებს, მინდორზე ძალიან დასამახსოვრებელი რომ იყო და ნაკრების მაისურითაც გაუტანია. ის რთულ ფეხბურთელად მიიჩნევა, თუმცა სანიოლი კომუნიკაციით გამორჩეულია და თუკი არაბიძეს სანაკრებო შანსი ისევ მიეცემა, იქნებ ეს ამ ფეხბურთელის მეორედ დაბრუნებისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელი გახდეს. გვახსოვს 17 წლის არაბიძე, რომელიც დონეცკის "შახტარში" ჩაირიცხა, თუმცა მისი კარიერა შემდეგ სათანადოდ ვერ განვითარდა.

გასაგებია, ევროტურნირებზე ფიასკოს შემდეგ ეროვნული ლიგიდან ნაკრებში ამდენი ფეხბურთელის შესაძლო გამოძახება ზოგიერთისთვის იქნებ მიუღებელი იყოს, თუმცა ჩვენ დასაკარგი რესურსი არ გვაქვს და ვერც მხოლოდ ლეგიონერების იმედად ვიქნებით. ეს ნაკრების დამრიგებელსაც კარგად ესმის და მატჩებსაც ესწრება. ვილი სანიოლმა მარცხენა ფლანგზე სათანადო კონკურენცია შექმნა (წიტაიშვილი, აზაროვი, გიორბელიძე), მარჯვნივ კი საბა ლობჟანიძეს პირდაპირი კონკურენტი არ ჰყავს (კაკაბაძე უფრო მცველია).

თუკი ნაკრების ფრანგი მწვრთნელი მარჯვნივ ახალი ფეხბურთელის გამოყენებაზე იფიქრებს, ასეთი შესაძლოა "საბურთალოელი" გიორგი გოჩოლეიშვილი იყოს. ის თბილისურ კლუბთან ერთად კონფერენს ლიგაზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ეს სვლა შიდა ჩემპიონატში განაგრძო. რთული სათქმელია, 21 წლის ფლანგელს რამდენად ჰქონდა უცხოური შეთავაზებები, თუმცა ფაქტია, ის ისევ თბილისურ კლუბში აგრძელებს.

"ჯვაროსნების" რიგებში მე-3 მეკარის პოზიციაზე ახალ სახეს ნამდვილად ველით. ეს სტატუსი ლაზარე კუპატაძეს ჰქონდა, რომელიც ახლა უკლუბოდაა. ლუკა გუგეშაშვილს "ყარაბაღში" აზერბაიჯანის ჩემპიონატში თამაშის უფლება, ძირითადად, ეძლევა, ევროტურნირებზე კი სათადარიგოა.

თუკი აქაც იმას დავუშვებთ, რომ ლორიასა და მამარდაშვილის გარდა, მეკარე ეროვნული ლიგიდან მიიწვიონ, მაშინ რა ვარიანტები არსებობს? სამწუხაროდ, თბილისის "დინამოელ" დავით კერესელიძეს ოპერაცია დასჭირდა. ვეტერანი "ჯვაროსნის", ქუთაისის "ტორპედოს" მეკარე როინ კვასხვაძის გამოძახება მაინც ნაკლებად გვგონია. დიდი შანსია, სიაში დებიუტანტი, წყალტუბოს "სამგურალის" კარის დარაჯი ლევან შოვნაძე იყოს. 24 წლის მეკარეს ეროვნულ ლიგაში 10 "მშრალი" მატჩი აქვს, რაც სერიოზული მაჩვენებელია, მისი გუნდი კი ლიდერთა შორისაა. რა თქმა უნდა, არც "საბურთალოელი" თორნიკე მეგრელიშვილი გვავიწყდება.

დაველოდოთ, რას გადაწყვეტს ვილი სანიოლი. სავარაუდოდ, მან შემადგენლობა მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა დაასახელოს.

გულშემატკივარი
ქვილითაიას ერა დასრულდა ნაკრებში.არადა რა კრიშა ყავდა სლოვაკ მწვრთნელის დროს,გამოვიდოდა,იძუნძულებდა და იმატებდა ნაკრებში თამაშის რაოდენობა,თუ თამაში ეთქმოდა მის თამაშს რა თქმა უნდა.ყოჩაღ სანიოლს,თავის რეპუტაციას უფრთხილდება და სლოვაკივით ფეხებზე არ კიდია.წინ ბიჭებო კიდევ მრავალი გამარჯვებებისთვის.
ლაშა
კუპატაძე საერთოდ დაკარგეს...
მათე
სწორად აღნიშნა ქვემოდ ნინუას დაკარგავ როგორ შეიძლება . უნიჭიერესია. და თუ საქართველოს ჩემპიონატზე ვსაუბრობთ მაშინ აუცილებლად უნდა მისცენ შანსი კირკიტაძეს თბილისის დიმაოდან. ძაან სწრაფი და კაი ფეხბურთელია. მარჯვნივ საბას გარდა არავინაა ნაკრებში და კირკიტაძე იდეალური ვარიანტია. მთავარი პრობლემა მაიც ცენტრალური ნახევარმცველია, საყრედენი, და ვფიქრობ ბაშალეიშვილს უნდა მიეცეს შანსი. მექვაბიშვილს და მოისწრაფიშვილს ნაღდად არ ჩამოუვარდება თუ უკეთესი არა. ზამთარაძე სადაც მიდის თან მიყავს. თელავი, სამგურალი.. მოკლედ ეროვნული ლიგიდან უნდა მეტი ძიება. რესურსი არის..
მირო
მოკრძალებული აზრით ერთს ვიტყვი,მარცხნივ კი ბატონო მოძლიერებულები ვართ მაგრამ,აზაროვი ვერ თამაშობს და ეგ ცალკე თემაა,ხოდა ჩეხეთის საკმაოდ მძიმე და ძალისმიერ ჩემპში ჭანტურიშვილმა სეზონის ყველა მატჩჩი 90 წუთს თამაშობს,საგოლე პასიც 2 აქ გაკეთებული.აბა ის ჯიგარი კიპრზე გადავიდა და გუშინ 91 წუთზე შეიყვანეს და დაამთავრა 40 წამში მსაჯმა.((
QT
უალტერნატივობა რა შუაშია, სადაც არაბიძეზე და შენგელიაზე წერ, მანდ მაგ ბიჭის გამოტოვებაც არამგონია მართებული იყოს, მითუმეტეს მარჯვენა შემტევია და ბათუმშიც ურიგოდ არ თამაშობდა.
რრრ
მერედა ვისი აბრალი მაგას ჟურნალისტებს? ნინუა პოხ---ობს და არ თამაშობს ჯურნალისტებმა როგორ უნდა გააპიარონ?
სიმართლე
ეგ კიდე თამაშობს ფეხბურთს? ქეცბაიასთან იყო და 1 წუთი არ უთამაშია, ფაქტია პრობლემა აქვს
ელგუჯა
სადაური მეგრელია შენგელია, სამტრედიიდანაა როგორც კვირკველია.
რიკი
ნიკა ნინუაზე რატომ არ წერთ არაფერს? ჟურნალისტები ხართ დაურეკეთ ან მიწერეთ რას შვრება ეგ ბიჭი. ტიპი დინამო თბილისის კაპიტანი იყო ტრანსფერში პაოკმა მილიონი გადაიხადა და განახცადში ვერ ხდვდება ორი წელი გავიდა უკვე...
simartle
ხორხელებს არავინ არ აკვირდება ან შოთა ნინიკაშვილს ან ლევანს? შენგელიასგან არაფერი გამოვიდა ამდენი ხანი არც არაბიძისგან, რომელიც დაცვაშიც არ ჩადის და დგას ბურთს ელოდება. ერთი გოლი გაიტანა და ფორმაში შედისო.. კარგით რა მანდ ცხოვრობთ დადიხართ საერთოდ საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე?
მინდია
საკმაოდ ობიექტური ანალიზია და ეს მინუსები ალბათ გაგნიძეს უკავშირდება. მართლა არ გვყავს დასაკარგი ხალხი მეგობრებო და აქ კარგადაა განხილული
amberგ
პოლიტიკა არაფერშუაშია მსოფლიოსგან იზოლირებულ ქვეყანაში თამაშის გაგრძელებასთან. ეგ უფრო ფსონის დადებაა სამომავლოდ, რომ აი რა ერთგული .ვერი ვარ... სამწუხაროდ ამ ბიჭს არავინ ურჩია ან ვინმემ პირიქით არასწორად ურჩია, რომ ეს სირთგულება დაუფასდება.
amberგ
ვინც რუსული ჭაობიდან წამოსვლის შანსი არ გამოიყენა, ე.ი. ეს მათი არჩევანია. ნაკრებში ბაყაყები არ გვჭირდება.
QT-ს
გაფრინდაშვილს ნამდვილად არ აქვს ის დონე, უალტერნატივოდ განვიხილოთ. მე სხვა გვარებსაც დავამატებდი მაგრამ ყველაზე ვერ იმსჯელებს ავტორი. გიორბელიძეს რაც შეეხება, აზაროვი ფორმაში რომ იყოს, მისი ადგილი არც ჯქნება, ახლა კი წიტაიშვილიც უთამაშებელია და გურამი იქნებ სასტარტოშიც ვნახოთ
ჯონდო
პერსპექტიური ფეხბურთელი, მიუხედავად მიცემული შანსისა, რუსულ ჭაობში, რომ ჩარჩება ან დიდი არაფერია ან მენტალური პრობლემები აქვს, რომელი ერთი გჭირდება ნაკრებში?
tngh
სამწუხაროდ, კიტეიშვილი ტრამვირებულია... ის ნახაევარდაცვას ძალიან სჭირდება.
QT
გაფრინდაშვილი რატომ არ გაგახსენდათ ? ზაგლებნიეში გიორბელიძესთან ერთად მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს, ზუსტად შუახაზელია და თან მარჯვენა შემტევი. კარგად გადახედეთ ლეგიონერებს.
ბაჩი
მა მაინც შენგელიასკენ ვარ,გამოცდილებაც აქვს სანაკრებო და მარჯვენა ფლანგზე კარგია,თუ კი ფორმაში შევა უეჭველი მას გამოიძახებს ვილი,თან იცის ამანაც და სხვებმაც იცოდნენ რომ მეგრელ ბიჭებზე უნდა აეწყოს ნაკრები...
ვენეციის კომისიას
ავტორი განიხილავს ეროვნული ლიგიდან ნაკრების კანდიდატებს და მოტივაციას როგორ უკლავს? პორიქით. კი, ბევრი ფიქრობს რატომ უნდა მოიწვიო ამ ლიგიდანო და ლოგიკურია მაგის განხილვა
ქ. გ.
ხვიჩას ინტერვიუ https://www.youtube.com/watch?v=8HMOIspRH4U
ვენეციის კომისია
რატომ გგონიათ რომ ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელების გამოძახება შეიძლება ვინმესთვის მიუღებელი იყოს? ვისთვისაც მიუღებელია ის საერთოდ ვერ ერკვევა საკითხში და მისთვის ჯობს ბალეტზე ან ჟოპასტენკაზე ისაუბროს! მოკლავთ ამ საუბრებით ეროვნულ ჩემპიონატს და იმ მცირე სტიმულსაც გაუქრობთ აქ მოთამაშე ბიჭებს რაც ეროვნული გუნდის მწვრთნელისთვის თავის მოწონება და ნაკრების კანდიდატობისთვის ბრძოლა ჰქვია... ცხრა მთის იქიდან ჩამოსული სანიოლი ხვდება ამას და აქაური ჟურნალისტები ვერ ხვდებით?! თქვენი შეხედულებით რუსეთში უნდა წავიდნენ აუცილებლად რომ გამოიძახონ? კაი რაა ძალიან გააიმასქენით ამ ბოლო დროს, დაფიქრდით ცოტა რას წერთ...
qomagi
გაგნიძეს აუცილებლად უნდა მიეცეს შანსი, რადგან ნახევარდაცვის ცენტრში კიდევ მეტი კონკურენცია აუცილებელია,თან გაგნიძე საკმაოდ კარგ დონეზე გამოდის მოსკოვის დინამოში და მუდმივად ძირითადშია.
სოსო
ყველამ ვიცით, გიორგი არაბიძის შესაძლებლობები და ველით მის გახსნას.აშკარაა რომ უმატებს და როგორც აქ წერთ,ხანდახან უკვე გვაგონებს ძველ არაბიძეს.მართლაც ხანდახან.გიო,უფრო მეტი გვჭირდება შენგან.მაშინ 17-18 წლისა იყავი,ახლა კი,24 წლის ხარ და თამაშიც ისეთი მოგეთხოვება,24 წლისას რომ უნდა გეთამაშა.მთელ საქართველოს გვაქვს შენი იმედი და ცდა არ მოაკლო,შვილო.ვიცი,რომ შეგიძლია,ჩამორჩენის ამოქაჩვა.არ შეიძლება შენი ტალანტის დაკარგვა.არ გაქვს,ამისი უფლება.
georgia
იმ წუთს ველოდები დიდი ხანია როდის ახსენებდნენ სერიოზულად არაბიძეს ნაკრებისთვის. იმედია გამოიძახებენ
ენძო
ვის გამოიძახებს სანიოლი ეს მისი გადასაწყვეტია.სატურნირო მდგომარეობა ისეთია,რომ მაგედონიასთან მინიმალური ანგარიშით მარცხის შემთხვევაშიც კი პირველ ადგილზე გავალთ(გიბრალტარს თუ ვერ მოვუგეთ მაშინ ან ევროპის ჩემპიონატზე რა გვესაქმება?) ამიტომ ხვიჩას მაკედონიელებთან ჯობია რომ დაასვენოს.ელმასის გამო აუცილებლად მძიმე ტრავმას მიაყენებენ.
ვანჩოპე
მიხარია არაბიძეზე ამდენი დადებითი კომენტარი რომ დაიწერა. გამოდის რომ უმეტესობს გვჯერა მისი გაბრწყინების. რთული ხასიათი აქვსო და ეს ალბათ ბავშვური ხასიათი უფრო იყო. ახლა ზრდასრული ფეხბურთელია და მონდომებაც ეტყობა. მიდი გიო შეუბერე. ამ ნაკრების მეიმედება
ახალი
გაგნიძე გამოსაზახებელია და ნელ ნელა გავახალგაზრდოთ ნაკრები
odala
მე პირადად არაბიძისნაირი ფეხბურთელი მირჩევნია კანკავასნაირ მოჭიდავეს მოედანზე და მგონი არც არაფერი აქვს მაგ ბიჭს დასამტკიცებელი. უთამაშია ნაკრებში და საკმაოდ კარგადაც.
odala
შრატი სად არის, მოსცხოს ერთი პატრიოტული კომენტარი გაგინეძეზე.
odala
არაბიძეს ვგულშემატკივრობ. ძალიან დასანანი იქნება გიორგიმ ისე დაასრულოს კარიერა, რომ ვერ გაიბრწყინოს. იქნებ სტაბილურ გარემოში ჩადგეს კარგ ფორმაში. ეს 'ევროფურიმი' რამე ახალი სიტყვაა და არ ვიცი?
geo
არაბიძე ნაკრებში ძაან გამიხარდება და დარწმუნებული ვარ გააძლიერებს ნაკრებს
რაბუ
არაბიძეს ვგულშემატკივრობ, ძალიან ნიჭიერია მაგრამ ქართული სენი სჭირს. იმედია გამოასწორებს და ამ სიტყვებს უკან წამაღებინებს
ზაზა
არაბიძე ძაან მაგარი იყო. სამწუხაროა, თუ მას შანსს არ მიცემენ. ეგეთები იშვიათობაა.
ტარიელი
გაგნიძე პარლამენტში იყრის კენჭს ??? შეეშვით ამ ურა-პატრიოტულ ფიქრებს სპორცმენების მიმართ . წაიყვანა ვინმემ მოსკოვიდან და არ წაჰყვა ? და თუნდაც , არ წაჰყოლოდა , 19 წლის ბიჭს რატომ სთხოვთ პოლიტიკურ აჯაფსანდალში ღრმად ჩარევას , ტახტის მემკვიდრეა თუ პრემიერმინისტრობის კანდიდატი ? გვინდა სწორედაც გაგნიძისნაირი ახალგაზრდები ნაკრებში მოტივაციისა და მომავლისათვის .
lebron
კარგით არაბიძე??!! ჯერ დაამტკიცოს ტორპედოშ 5 გოლის გატანის გამო ნაკრებში არ უნდა მიიწვიონ!!!!
zaza
შეეშვით ოქრიაშვილს და ყაზაიშვილს - გულითადი მადლობა მათ , რაც გააკეთეს აქამდე , იმისათვის !ლობჯანიძე მართლაც ძალიან საჭიროა მარჯვენა ფლანგზე , ორი აზრი არაა , მაგრამ თორნიკე კირკიტაძის არ გამოყენება , შანსის არ მიცემა ჩემთვის გაუგებარია . მისცენ ამ ბიჭს მოტივაცია და დარწმუნებული ვარ თავს არ შეირცხვენს . ლაზარე კუპატაძე კიდევ , მგლის ბილეთით გაუშვეს თუ ბევრი გვყავს მაგ დონის მეკარე ეროვნულ ლიგაში ? ოლივერ კანმა მსოფლიოს ფინალში დაღუპა გერმანია , რასაც ჰქვია , მაგრამ კი არ მოუძულებიათ . ადამიანების დაფასება ვისწავლოთ .
Givi
Gagnidze aucileblad gamosadzaxebelia sistematiurad tamashobs dziritadshi,arabidzec sheidzleba da gocholeishvilic an shengelia saberdznetidan...
ეეე
იწვევდა ვინმე და არ წავიდა? რას ქვია ვერ შეელია?
gio gio-ს
დაცვა რანაირადაა პრობლემა, როცა ლოჩოშვილის ადგილი არაა. კვირკველია,კაშია,ხოჭოლავა და დვალი უყვარს ვილის. კაკაბაძეც ცენტრშია ხოლმე
ბათუმელი ექსპერტი
ფლამარიონზე რა ისმის, ვიწვევთ ნაკრებში თუ არა? გიბრალტართან გამოცდა იქნებოდა მისთვის კარგი შანსი.
gio gio
არაბიძის გასინჯვა შესაძლებელია.გაგნიძემ ჯერ ახალგაზრდულში ჯობია მისინჯოს ძალები,მგონია რომ პრობლემური უფრო დაცვაა სადაც შესაძლებელია ირანში მოთამაშე გველესიანის შემოწმება.
გიორგი
და გაგნიძე გვინდა ნაკრებში? რუსეთს რო ვერ შეელია
beqa
არაბეიძე/? ეს რომელია 15 ასაკში იდაყვებზე ვარსკვლავები რო დაიხათა და დინჯი სიარული როააქ?
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
ოსიმენის ვენდეტა და დე ლაურენტისი სასამართლოში - ვიქტორის და ხვიჩას ტანდემი პსჟ-ს სჭირდება
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კვარაცხელია და ოსიმენი კვლავ ერთად? - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პსჟ-მა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია