13 სექტემბერს მადრიდში უეფას მასობრივი ფეხბურთის კონფერენცია გაიხსნა.

კონფერენციის მონაწილეებს უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა და უეფას ტექნიკური განვითარების ხელმძღვანელმა ფრენკ ლუდოლფმა მიმართეს. სიტყვის გამოსვლისას ხაზი გაესვა მასობრივი ფეხბურთის ახალ წესდებას, რომელიც განვითარების ახალ სტანდარტებს დააწესებს.

კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა სტრატეგიული განვითარება იყო, სადაც საქართველოს მაგალითზე განიხილეს, თუ როგორ უნდა მოხდეს მასობრივი ფეხბურთის ინტეგრირება ფეხბურთის სტრატეგიული განვითარების გეგმაში. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კონფერენციის მონაწილეების წინაშე სფფ-ის პრეზიდენტი ნიკოლოზ ჯღარკავა პრეზენტაციით წარდგა, რომლის ფარგლებშიც სფფ-ის მიერ შემუშავებული სტრატეგიული განვითარების გეგმის შესახებ ისაუბრა, სადაც მასობრივი ფეხბურთის განვითარება ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს.

ოთხდღიანი კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას ასევე იღებენ სფფ-ის მასობრივი ფეხბურთის მენეჯერი თამაზ კვერნაძე და ქალთა ფეხბურთის მენეჯერი ქეთი ყიფიანი.

კონფერენცია, რომელიც 2019 წლიდან პირველად იმართება, 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონფერენცია მიზნად ისახავს გამოცდილების გაცვლას და მასობრივი ფეხბურთის განვითარებისთვის სამომავლო ხედვის ჩამოყალიბებას.

GFF.GE

Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
"კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა" - "სპორტინგმა" ქოჩორაშვილი წარადგინა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი
"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს
ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
"ინტერიდან" მიდის - ჰაქანი სამშობლოში ბრუნდება
მიქაუტაძე თუ კრსტოვიჩი? - რომში ორი ვარიანტი აქვთ
[VIDEO] ეს რა იყო - მესის შედევრი MLS-ში
შოკი და აღშფოთება პორტუგალიაში - რონალდო ჟოტას დაკრძალვას არ დაესწრო