ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სპალეტი: "კვარა" ქმნის სიგიჟეს, მაგრამ ეს თქვენთვის იგებს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი თამაშს

სპალეტი: "კვარა" ქმნის სიგიჟეს, მაგრამ ეს თქვენთვის იგებს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი თამაშს

ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" ნამატჩევს (3:0) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე კომენტარი გააკეთა.

"კვარაცხელია? თქვენ მასზე ამბობთ, რომ ძლიერი, ძლიერი, ძლიერია. შემდეგ მეკარესთან ახლოს რჩება, კარში ურტყამს, როდესაც გვერდით თავისუფალი პარტნიორი ჰყავს. ნდომბელეს გოლი ვინ შექმნა? ანგისამ. გოლი მისი დამსახურებაა.

"კვარა" გუნდისთვის ბევრს აკეთებს, მეტოქის დაცვას წელავს, კარისაკენ დრიბლინგს აკეთებს, ძალიან ძლიერია, მაგრამ უნდა იცოდეს, სწორი გამოსავალი როგორ მოძებნოს. პოლიტანომ გრძელი გარბენი გააკეთა, შემდეგ კი არანორმალური პენალტი გაიტანა, სუპერპენალტი. შევცვალე, რადგან ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული.

ისინი განსაკუთრებულები არიან, რათა უფრო ძლიერები გავხდეთ. თამაშს ჩვენთვის ერთი ფეხბურთელი არ იგებს, ეს თქვენთვის იგებს ერთი. თუ კიმი ყველა საჰაერო ორთაბრძოლას არ მოიგებს, თუ ლობოტკა და ანგისა ნახევარდაცვაში ბურთს ვერ გაათამაშებენ, მაშინ "კვარა" ბურთს ორჯერ შეეხება. მას აქვს ხარისხი და ალღო, ქმნის განსხვავებას, სიგიჟეს, ჯანსაღ სიგიჟეს, თუმცა გუნდის ყველა წევრი მნიშვნელოვანია", - ციტირებს სპალეტის Tutto Napoli.

• უვიცი

ახალკაცი სხვა თემაა და ფერგიუსონიც პრინციპში, ახლა მაგხელა დროს მწვრთნელებს არავინ აძლევს. მაგათ მთლიანად კლუბი გარდაქმნეს

• ზ.მ.

სპალეტი ვერაა ვერც ახალკაცის და ვერც ფერგიუსონის დონის,ნუთუ ვერ შენიშნა,რომ სამ ოთხ თამაშში მათ შორის კუნძულელებთანაც,გარდატეხვა გოლამდე შექმნით,კვარაცხელიამ ითავადა ნუთუ სპალეტი ვერ ხედავს,რომ ოსიმენის ტრამვამდეც და ეხლაც,უმრავლესი მისი გუნდის მოთამაშენი პასს ნაკლებად აძლევენ,მარიო რუით დაწყებული და ზელენსკით დამთავრებული ,და ეჭვი არავის შეგეპაროთ რომ ხვიჩიას მიერ შექმნილი პენალტის არ დარტყმის უფლება სპალეტის ბრძანებით მოხდა და მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ხვიჩიას უადგილო კრიტიკაც უადგილო დიდი ანგარიშით გამარჯვების შემდგომ,თავისი რენომეს ასაწევად თქმული,გუნდში მისი ლიდერობის თვის იყო გახმოვანებული და თუ ხვიჩამ ასევე ძლიერად განაგრძო თამაში,ამგვარად მის გაკრიტიკებას,ვეღარ შეძლებს,რაც არ უნდა ირტყას მჯიღი გულში რომ გუნდის შემქნელი იგია სპალეტი.კი გუნდი მან შექმნა ,მაგრამ სკუდეტოს მოსაგებად კვარაცხელიას ნაირი ფენომენებიცაა საჭირო,ამგვარ აქსიომას კი ლუჩიანო ღრმად ვერ აცნობიერებს.

• კახელი პაპა

ვერ დავიჯერებ, რომ სპალეტის ჩვენზე მეტად არ უნდა ხვიჩას ვარსკვლავობა, ვაცადოთ რაა ორივეს. სპალეტიმ ჩემზე კარგად იცის ფეხბურთი და მგონია, რომ თქვენზე მეტადაც...(ნუ ჩამქოლავთ)

• ლევან მაღლაკელიძე

სპალეტი ხვიჩას ზრდის, და თუ დაუჯერებს, მოიგებს. 10 მილიონი გადაიხადეს და როგორ ფიქრობთ, რა ღირს ეხლა? ერთ გოლს შეაგდებს ლიგაზე და მისი ფასი 100 ლიმონი გახდება. და ეს სპალეტიმ არ იცის? იცის რა თქმა უნდა, ასევე მისმა ხელმძღვანელობამაც და ამიტომაც პრესავენ. თუ მას ის თვისებები არ ექნა, რაზედაც მიუთითებენ რომ ჰქონდეს, ამხელა კუშს ვერ აიღებენ. არადა ამის რეალური შანსია. ეგ ბიჭი ოქროს ჭუჭულია მაფიოზი ნეაპოლელებისტვის. მიდი კვარა, დაუჯერე მას და რეალშიც მზადაა შენი ადგილი.

• აბო

ეშმაკობს სპალეტი! არ უნდა რომ ხვიჩა ნამეტანი გაბლატავდეს, მაგალითად ოსიმენივით, ხვიჩას ჩარჩოში მოქცევას ცდილობს. არ დაუჯერო ხვიჩა, არ ჩახვიდე დაცვაში, ვერც იქ ივარგებ და შეტევაშიც აღარაფერი გამოგივა, მაქსიმუმ ერთი ტაიმი გაქაჩო, მერე ელმასით შეგცცლის და იმასაც არ აწყენინებს. სპალეტის ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლა უნდა. მაქსიმალურად გამოგიყენოს და ყველა ათამაშოს. პირვყლ რიგში შედეგზე ფიქრობს და თავის თავზე. ვინ რამდენ ბურთს გაიტანს მაგას სულ ფეხებზე კიდია, აი შენ კი კჭირდება სტატისტიკისათვის. გუცაევს ან მესის დაცვაში რომ ერბინათ დარჩებოდნენ წიტაიშვილის დონეზე (დიდ პატივს ვცემ გიორგის). რა უნდა ბულბულს გალიაში? აკეთე ის რაც გეხერხება ხვიჩა. იფრინე მხოლოდ მეტოქის ნახევარზე და ბევრ შედევრს აჩუქებ მსოფლიოს. წარმატებები!!!

• რა გვეშველება?

მგონი ხვიჩქს კრიტიკოსები, ბოლო დროს რომ იხრჩობოდნენ, ახლა სპალეტის ნავს შეეხიზნენ, ისეთ კომენტარებს ვხედავთ. სპალეტი აშკარად გაღიზიანებულია იმით, რომ ჟურნალიტებს ხვიჩა აწერიათ პირზე. ამაში საკუთარი შრომის დაუნახაობას ხედავს. ეს იმის ნიშანია, რომ ტოპი მაინც არ არის - ანჩელოტი და კლოპი ასეთ რამეს არ იკადრებდნენ. არ შეიძლება ფეხბურთელზე თქვა, ბურთს მხოლოდ 2-ჯერ შეეხებოდაო, როცა 3-ჯერ სწორედ მან ამოიტანა ბურთი საკუთარი საჯარიმოდან, შეწყვიტა რა მეტოქის შეტევა, კიდევ 3-ჯერ აართვა მეტოქეს ბურთი, 10 ორთაბრძოლა მოიგო, უამრავი პასი დაარიგა და თუ 8-ჯერ დაარტყა კარისკენ, ამ დარტყმებმა მოიტანა შედეგად ნაპოლის უპირატესობა და გამარჯვების მომტანი პენალტიც. თუ ასე გაგრძელდა, დარჩება პოლიტანოს იმედად და აქოს და ადიდოს სასწაულად შესრულებული პენალტის გამო. ხვიჩას კრიტიკას ჯობია თამაში გადაახვიოს, უყუროს და მანუელ რუის ჰკითხოს - როგორ მოახერხა განაპირა მცველმა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ერთი პასიც არ მისცა თავისივე ფლანგელ შემტევს? მესმის, რომ ხვიჩაზე მცველები გადადიან და ეს სხვა ფეხბურთელებწს ხელსაყრელ პოზიციაში ტოვებს, მაგრამ ხვიჩამ ვერც მაშინ მიიღო მისგან პასი, როცა თვითონ მოიპოვა უმჯობესი პოზიციზია და ტყუილად რომ არბენინებენ პოზიციის მოსაპოვებლად, ამაზე ცუდი გუნდში არაფერი არ მოხდება არასდროს. ამას უნდა ხედავდეს მწვრთნელი და არა პოლიტანოს სასწაულ პენალტს, რომელიც სულაც არ იყო სასწაული და რომელიც სწორედ ხვიჩამ მოიპოვა.

• გიორგი

სპალეტის უნდა რომ თვითონ იყოს ავტორიტეტი გუნდში, კვარას პოპულარობა აშინებს.

• კახა ქ.

გასაგებია,ჩვენ ყველას გვინდა რო. ხვიჩამ დაარტყას პენალტი,მაგრამ ეგ მწვრთნელის პომპეტენციაა და ნუ ჩევერევით მაგაში.თან მანამდე 2გააფუჭეს.მაგრამ რომ იძახის სუპერ დარტყმული იყოო,მაგაში ნამდვილ ვერ დავეთანხემები.კინაღამ აუღო,რა სუოერი..აგრამ იქიდან გამომდინარე თქვა,რომ ორი გაფუჭებულის მერე,ბოლო-ბოლო გავიდა.

• კახა

ძაან ცუდი სიტუაციაა...მახსოვს მსგავს სიტუაციაში რუბინში სრული იგნორი მოუწყო გუნდს და სპეციალურად არ თამაშობდა სირიკოები ახალი სახე ჯერ ადაპტაციაა არააქვს გავლილი პენალტი მოიპოვა და უნდა დაერტყა არა მარტო მაგისთვის ისედაც ეკუთვნოდა ზელენსკის მერე! ცუდი არ მოხდეს

• las

უკკვე ახურებს ეს სპალეტი. ვუყურე ამ თამაშს და სხვებმაც ბევრი მაზეს ხელსაყრელ მდგომარეობაში. ბოლო ბოლო 2 პენალტი გამაზეს. რა უნდა ამას კვარაცხელია რამდენჯერაც დაარყმას ყველა გოლით დასრულდეს? და რამდენ პასსს გააკეთებს ყველა ერთი-ერთზე დატოვოს თანაგუნდელი? 100 მილიონიანი აყლაყუდა რომ ყავს და 1 გოლი აქვს გატანილი სულ გავიდა ნახევარი სეზონი ეგ არაფერი? :)

• სიმართლის მოყვარული

სპალეტის პასუხითან ჩანს, რომ შეკითხვა საკმაოდ გამაღიზიანებლად და უტაქტოდ იყო დასმული. სამწუხაროდ, ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ შეკითხვის მომცემი სპალეტის პირველად არ ხვდება პრეს-კონფერენციაზე და უკვე მოაბეზრა თავი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულებით. ამ ფონზე, ვფიქრობ, პასუხი საკმაოდ ღირსეული და გაწონასწორებული იყო... თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველი გულშემატკივრისთვის აბსოლუტურად გასაგებია თუ რა "სამსახურს" უწევს ასეთი ჟურნალისტის აქტივობა თავად ხვიჩას და რამდენად ჯდება ეს ყველაფერი ჩვენთვის სიხარულის მომტანი ყმაწვილის ინტერესებში... და რადგან ეჭვიც არ მეპარება, რომ ზემონახსენები ჟურნალისტი ეროვნებით ქართველია - პირდაპირ მოუწოდებ ძირფესვიანად გადახედოს პრეს-კონფერენციების მიმართ დამოკიდებულებას და შემდგომში გამოვიდეს, პირველ რიგში, თავად ხვიჩა კვარაცხელიას და ყველა ქართველი გულშემატიკივრის ინტერესებიდან... როგორც ერთ-ერთი ვარიანტი, გთავაზბთ - ამავე საიტზე მიეცეს ჩვენს გულშემატკივრებს შესალებლობა ჩამოაყალიბონ მათთვის საინტერესი შეკითხვები კონკრეტული მატჩის ირგვლივ. და საიტმავე გამოყოს ჟურნალისტი, რომელიც ამ შეკითხვებიდან ყველაზე საინტერესოებს შეარჩევს და გააჟღერებს შესაბამის პრეს-კონფერენციაზე...

• gogi

პ.ს. ისე სპალეტიმ მაგ პრესკონფერენციაზე კიდევ ბევრი რამე საინტერესოზე თქვა, არა ხვიჩაზე, და კარგი იქნებოდა ეგეც დაგეწერათ. ნუ მოვიხარშებით მსოლოდ საკუთარ ქვაბში.

• Givi

Spaletis sitkvebshi erti rame ikitxeba;xvicha jer varskvlavi ar aris,aba pasis micema mostxove mesis an ronaldos...meore dges daweren gazetebi mwvrtnelma ojaxuri mizezebis gamo datova tanamdebobao...asea cota dro unda chven varskvlavs da gabrwkindeba da maset sisuleleebze agar dauwkeben kirkits...

• კოტე

გუნდში რომ თერთმეტი კაცია და ერთი რომ ვერ ითამაშებს მხოლოდ ვიცით ყველამ კარგად.მაგრამ ერთმა შეიძლება მართლა სასწაულები აკეთოს,გუნდის გამარჯვებას დაუდოს სათავე და,ამავდროულად გულშემატკივრებს დიდი ესთეტიკური სიამოვნება-ტკბობა მიანიჭოს.ასეთთაგანია ჩვენი ხვიჩა და ვუსურვოთ მას დიდხანს მოენიჭებინოს ჩვენთვის გამარჯვებებითა და ულამაზესი თამაშით გამოწვეული სიამოვნება-ბედნიერუება...

• მერაბი.

გუნდურ თამაშშიც მაგარია ხვიჩა და ინდივიდუალურადაც უბადლო.თამაშისას ყველაფერი ხდება,მაგრამ მას რომ პარტნიორთა იგნორირება დასწამო,დიდი უსამართლობა მგონია.სტატისტიკა არ ტყუის,ბევრი მაჩვენებლით საუკეთესო შედეგი ჰქონდა.კიდევ უფრო მძლავრი გახდება სულ მალე,ჯერ მხოლოდ რვა შეხვედრა ჩაატარა "ნაპოლიში"....

• გიორგი

რასაც სპალეტი ამბობს ეს მომდინარეობს ფეხბურთის ცოდნიდან და არა უცოდინარობიდან. ხვიჩამ ყური უნდა მიუგდოს სპალეტის ამ რჩევებს თუ სურს რომ განვითარდეს და უფრო დიდ გუნდებში მოხვდეს. ეს გუნდები იგივეს მოითხოვენ თავის ფეხბურთელებისგან რასაც სპალეტი მოითხოვს მისგან და არა იმას რასაც მისი 'ფანები' წერენ სხვადასხვა საიტებზე. ხვიჩამ აქამდე ჭკვიან სპორტსმენად აჩვენა საკუთარი თავი და მიხვდება რომ სწორედ სპალეტის უნდა დაუჯეროს რომ წინ წავიდს ტავის კარიერაში. ეს მარტო მას კი არა ქართულ და რატომ მარტო ქართულ, მსოფლიო ფეხბურთსაც სჭირდება რომ მისგან დიდი ვარსკვლავი დადგეს.

• ლევანი

ეე, ჩვენი ძმა, გუნდურობაზე რომ ლაპარაკობ, კი კაია მაგრამ პენალტი რომ არ დაარტყმევინეს ხვიჩას, ეს რა იყო? თვითონ არ უნდა იგრძნოს გუნდისაგან პატივისცემა? ჰააა?

• თენგო

კვარას რომ არ დაერტყა და ხელზე მცველს არ მოხვედროდა პირველი გოლი არ იქნებოდა. გოლი, რომელიც წყვეტს უმრავლესობა მატჩის ბედს. გვერდზე რომ პასი მიეცა ამაზე მეტს რას დაარტყამდნენ? პენლის მომცემი დარტყმა. რომელი არტყამს ხვიჩაზე ეფექტურად რომ მიაწოდოს ბურთი კართან ახლოს. ან გოლის მომწიფება ვისგან მოდის, და გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება? მაგრამ სპალეტი, ჩემი აზრით განზრახ აკრიტიკებს, რომ არ გაექცეს ხვიჩა და უფრო მაგრად რომ მოქოქოს. მაგას ვერ ვასწავლით. ისე ძალიან რომ შეაყვარა ხვიჩამ თავი საულვაშეში ეტყობა

• ქუთაისი

მასე თუ გინდოდათ, მაშინ გეყიდათ ვინმე კოზლოვი, ან ივანოვი...კვარაცხელიას რატო ყიდულობდით.

• papai

მართლა სამარცხვინოა უკვე.. ყველა უბრალო ფოტოზე ან სტატუსზე კვარადონას წერა და ნაპოლის სხვა ფეხბურთელების ლანძღვა არის უკვე ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა.. ლამის ვინატრო რომ კვარამ 3-4 თამაში ჩააგდოს, რომ დაანებონ თავი და ბიჭმა შეძლოს წყნარად თამაში და ვარჯიში, რომ მართლა ვარსკვლავად იქცეს რამდენიმე წელიწადში. წარმატებები ჩვენს იმედს

• jordan beli

სპალეტი რას მიაც მააცომ?კობი ბრაიანტს რო სუ პასები ერიგებინა არ იქნებოდა კობი ბრაიანტი!ჩემი აზრით კვარას უეჭველი ბევრი რამე აქ სასწავლი,მაგრამ კვარას უნდა ისეთი გუნდი და მწვრთნელი,რომელიც მისცემს სრულ თავისუფლებას მოედანზე და სწავლით ასწავლის ვარჯიშებზე!!!

• da

პასი უნდა ისწავლოს პასიიიიი, თუმცა მასაც არ აძლევენ პასს ხშირად

• zura

აი ძაან არ მომწონს მეც რა, გადავიდა ნაპოლიში და შევესიეთ ფეისბუქ გვერდს კალიებივით და გადავფარეთ ყველაფერი, კარგით მართლა ხალხო ცოტა უნახავივით მოგვდის, ყველას გვიხარია მაგრამ დამშვიდდით რა, ტეხავს, ცოტა თავშეკავება არ გვაწყენს.

• zurabi

ნუ ფიქრობთ რომ სპალეტი ხვიჩას აკრიტიკებს ეგ პირიქით ისევ ხვიჩასთვისა თორემ ჩვენ არ ვიცით ბავშვი სად თამაშობდა სულ რაღაც სამი თვის წინ და სად უწევს დღეს ყოფნა .ნამდვილ საგიჟეთში მოხვდა კაი გაგებით და თან როგორ ნაპოლის თამაშებს აკეთებს ლაცოსთან ლივერპულთან რეინჯერსთან .მეტი რა დავწერო აზრი არ აქვს .

• semi

ასეა ყოველთვის დიდ ფეხბურთში შექებას მოყვება კრიტიკა და პირიქით, არაფერი ამაში ტრაგიკული არ არის, ისევე როგორც შექებამ არ უნდა გაგვაამაყოს. ეს ქართველებს გვაქ თავში ავარდნილი და გვგონია ყოველთვის მართლები ვართ. რას აკეთებთ ნაპოლის ფეისბუქ გვერდზე არ გრცხვენიათ ქათველებო? ასე ლანძღვა გინება უშვერი სიტყვებით რაიმეში წაადგება ხვიჩას? გიფიქრიათ ამაზე?

• მალაქია

სპალეტი შე კაი კაცო, ხვიჩას მაგ "სიგიჟეებს" შეაქვს გარდატეხა თამაშში და ზუსტად ეგ "სიგიჟეებია" რაც კვარას განასხვავებს სტანდარტული და "შტამპოვკა" ფეხბურთელისგან. რაც შეეხება პარტნიორის დროულად დანახვას და გადაცემის გაკეთებას, ამასაც ისწავლის, თუმცა როგორი გადაცემის გაკეთება შეუძლია ყველამ ნახა წინა თამაშებსი. აი გუშინ რაც პოლიტანომ გააკეთა სად იყო პარტნიორობა?, პ...ი ბავშვივით არ დაანება ხვიჩას პენალტის დარტყმა, მანამდე ზელინსკისთვის გამოერთვა მეორე პენალტი. კვარა შენი სიგიჟეებისთვის და ლამაზი თამაშისთვის უყვარხარ ყველას აქაც და იქაც, ეგრე გააგრძელე.

• zura222

ძალიან ცუდი რაღაცა ხდება ნაპოლის ფეისბუკ გვერდზე @ 10-15 "ქართვეკლი პაწრიოწი" შესეულია იმ გვერდს და რას აკეთებენ--ხვიჩას კი არ ლანძღავენ ლანძღავენ სპალეტის ფეხბურთელებს იქვე მყოფ ნაპოლის ფანებს @ და უწერენ თქვენ საერთოდ არაფრის მაქნისები არ ხართ ხვიჩას გათრევთ მთელ გუნდსო ხვიჩა რომ არ გყავდეთ წელს სერია ა დან გავარდებითო და ეგეთებს @ საუკეთესო მოთამაშედ პოლიტანო რომ დაასახელეს ცალკე იმას ლანძღავენ და რას არ ეძახიან @ უწერენ -- შენ კვარას 1% ფასი არ ხარო @ ანუ იმ ვირთხებმა ტაქტიკა შეცვალეს და ხვიჩას ლანძღვიდან გადავიდნენ ნეაპოლელების(ფეხბურთელების მწვრთნელების და ფანების) ლანძღვაზე და უნდათ რომ მთელ ნეაპოლს შეაზიზღონ ხვიჩაც და მთელი საქართველოც @ სასწრაფოდ უნდა იმ ....ბს მიხედვა თორემ რაღაცა ძალიან ცუდი აქვთ ჩაფიქრებული და აუცილებლად აასრულებენ @ აქ ალბათ ფედერაცია ან სახელმწიფო სტრუქტურები უნდა ჩაერიონ და გამოავლინონ ის ...."პაწრიოწები"@@

• ქართველი

ამას წინათ რომ ვთქვი, კარგი იქნება თუ ხვიჩა მეტი პასებით მოამარაგებს პარტნიორებს მეთქი, ყველამ დიზლაიქი დამიდო კომენტარზე. ახლა სპალეტიც იგივე ამბობს და ყველა ეთანხმება. ხვიჩა ძლიერი და ნიჭიერია, ეფექტურ და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს, თუმცა მიმაჩნია, რომ მისი მარგი კოეფიციენტი ბევრად დიდი იქნება გუნდისთვის, თუ დროულ პასებს გააკეთებს. ამგვარად ის ნაკლებადაც დაიღლება და 90 წუთიც ითამაშებს.

• ქართველი

ამას წინათ რომ ვთქვი, კარგი იქნება თუ ხვიჩა მეტი პასებით მოამარაგებს პარტნიორებს მეთქი, ყველამ დიზლაიქი დამიდო კომენტარზე. ახლა სპალეტიც იგივე ამბობს და ყველა ეთანხმება. ხვიჩა ძლიერი და ნიჭიერია, ეფექტურ და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს, თუმცა მიმაჩნია, რომ მისი მარგი კოეფიციენტი ბევრად დიდი იქნება გუნდისთვის, თუ დროულ პასებს გააკეთებს. ამგვარად ის ნაკლებადაც დაიღლება და 90 წუთიც ითამაშებს.

• mirosan

აშკარად თვალშისაცემი იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში ხვიჩას ინერტულობა... თითქოს უგულოდ , შებოჭილად ირჯებოდა, ერთი გარღვევის მცდელიბა არ ქონია.... ეგრევე უკან უბრუნებდა პასს.... რაღაც რო ხდება ფაქტია! და ისიც ფაქტია რომ ეს "რაღაც" აშკარად არა ხვიჩას სასარგებლიდ მოქმედებს!

• gio gio

რა თქმა უნდ რომ 21 წლის ფეხბურთელს ექნაება ხარვეზები,რასაც მწვრთელის დახმარებით და მითითებით და ასევე საქმისადმი სწორი მიდგომით გამოასწორებს,წარმატებები ხვიჩას.

• ILIA

აგენტი და ახლობელი ვერაფერს იზამს, მაგრამ იქნებ რაიმე ინფორმაცია გაგვეგო. რაღაც ხდება უთუოდ. 3-4 თამაშია, ნაღვლიანი მეჩვენება ჩვენი ოქროს ბიჭი. "ნაპოლის" ვეტერანების ნაწილს, ბუნებრივია, შურს ხვიჩასი, მაგრამ იქნებ კიდევ სხვა მიზეზიცაა...

• ჯიმი

პელეზე ფილმიდან მახსოვს მწვრთნელი როგორ ეჩხუბება ახალგაზრდა პელეს რომ პასები აკეთოს და დრიბლინგებს თავი ანებოს მასაც თამაში არ გამოსდის მერე ისეთ გოლებს გაიტანს მწვრთნელი ეტყვის რაც იცი ის აკეთეო. იმედია სპალეტიც მალე მიხვდება ამას.

• gogi

მართალია სპალეტი - მარტო შოუ საქმე არაა, ეფექტიანობაა მთავარი. კი გააკეთა ყველაზე მეტი დარტყმა მაგრამ უშედეგოდ. მაგას ეუბნება უფრო გუნდურად ითამაშეო. ფაქტია ისიც რომ თანაგუნდელებთან ჯერ ბოლომდე შეხმატკბილებული არაა. აქ შეიძლება ენობრივი ბარიერის ამბავიც იყოს.

• Master

აბა გამოჩნდნენ ფეხბურთის სპალეტიზე უკეთ მცოდნე ქართველი ექსპერტები მამა-პაპური გინებით?

• foodboll

ხვიჩას პირველ რიგში მოთამაშეებისგან სჭირდება დამსახურება და ნდობა, თუ არ შეუწყვე ხელი და არ აუბი მხარი მხოლოდ ხვიჩა ვერ გაჩარხავს გოლებს.

• lex

აი მაგიტო უნდა წასულიყო პრემიერლიგაში

• gia

გუშინ დავინახეთ რომ სპალეტი სწორად იქცევა როცა 70 წუთზე მეტს არ ათამაშებს, ძალიან დაიღალა ხვიჩა. ნელ-ნელა მოუმატებს რა. ისე პენალი დაარტყევიეთ ბოვშვს ბიჭო მანდ არ მომიყვანოთ.

• ქ. გ.

სპალეტიმ იცის, რომ ხვიჩა დიდ როლს თამაშობს. ყოველთვის 2 მცველი დგას ხვიჩასთან და ხშირად მესამე და მეოთხეც ეხმარებათ. ამ ლაპარაკს უფრო ფსიქოლოგიური მიზეზი აქვს: 1. სხვა ნაპოლის ფეხბურთელებს რომ ნაკლებათ შეშურდეთ და ნეგატიურად რომ არ განეწყონ ხვიჩეს მიმართ; 2. მოწინააღმდეგე გუნდებმა რომ ნაკლები ყურადღება მიაქციონ ხვიჩას და ნაპოლის სხვა ფეხბურთელებსაც "მიხედონ".

რაღაც ვერ არის კარგად სპალეტის გუნდში. მწვრთნელი აკრიტიკებდა საჯაროდ კვარას თამაშამდეც და თამაშის მერეც, როცა მეკარემ მიიღო მხოლოდ მასზე მეტი შეფასება, თან იმის ფონზე რომ შეზღუდული ქონდა მოქმედებები: მარცხნიდან ნაკლებად იტვირთებოდა ფლანგი, ცალკე 30 გადაცილებულ მარიო რუის უწყობდა ხელს რომ აერბინა შეტევაში?! და 2 მცველი ყავდა თავისთან სულ. თუ დაცვაში მორბენალი უნდა, ათამაშოს ელმასი, კვარა ქმნის სანახაობას და ჩარჩოებში მოქცეული დაკარგავს სილაღეს გახდება რიგითი ფლანგელი "მუშა" რომლებიც ისედაც მრავლად არიან ფეხბურთში და არაფერს ქმნიან დასამახსოვრებელს. პ.ს. საჯაროდ საერთოდ გაუგებარია მწვრთელისგან ეს, კვარასთან კი ბატონო, ისაუბროს ცალკე. პ.პ.ს. პენალტი კვარას უნდა დაერტყა, მითუმეტეს ძირითადი პენალტისტი როცა აფუჭებს ორს და სხვას არტყმევინებ. დიდ გუნდებში ასეც იქნებოდა.

• T.t

მწვრთნელია და ასე გადაწყვიტა.აგენტი ან ახლობელი ასეთ დროს რას იზამს?

• გიო

კომენტარებს რატო აქვეყნებთ შერჩევით,დაგღუპავთ ეგ საქციელი

• დ

ვერც კვარა და ვერც ვერავინ ვერ იგებს მარტო თამაშს, კვარა ძალიან უყვარს სპალეტის და ცდილობს მისგან მაქს. სასარგებლო მოთამაშე გახადოს. ყოველ შემთხვევაში ამ ასაკში ასეთი სრულყოფილი ფეხბურთელი მე არ მახსენდება, რუნის დებიუტიც მახსოვს და რონალდუსიც, ერთადერთი ალბათ მესი იყო უფრო სასარგებლო ამ ასაკში.

• ჯუჯი

არ აკრიტიკებს,პირიქით იცის მისი შესაძლებლობები და მეტს თხოვს. გუშინ თითქმის ბოლომდე ათამაშა.ვფიქრობ უნდოდა რომ ხვიჩას გოლი გაეტანა.თანაც უფრთხილდება.18 ში ხომ მილანია.

• Sinister

რა გაბურღა ტვინი ფილოსოფოსობით, კი ტაქტიკა, დაცვაში სირბილი მაგრამ ტიპს მესი ჩაუვარდა ხელში 21 წლის ასაკში და ჩარჩოში ჩასმა უნდა

• zviadi

სიმეონეს ვინ მისცა პასი ლივერპულთან

• zaza

სპალეტის რაც არ მომეწონა ანგისა რომ მოიყვანა მაგალითად, ტიპმა პირველ ტაიმში ყველა ორთაბრძოლა წააგო და აგორავეს, მერე არცერთი ნორმალური პასი არ გააკეთა. აი გოლის შემდეგ რომ გაიხსნა რეინჯერსი მერე კი შეძლო თამაში. ამ ინტერვიუზე ყველა კვარაზე ეკითხება და ზედმეტს არ აქებს და ეს ბუნებრივიც არის. პასის არ გაკეთებაზე პოლიტიანოზო რატომ არაფერი არ თქვა ეგაც ტენდენციური იყო ბევჯერ გავიდა ფლანგიდან და ერთი პასი არ გააკეთა. თან ისიც აღვნიშნოთ რომ კვარასკენ იყო დიდი ყურადღება, ამით ხელფეხი გაეხსნა პოლიტანოს. ტავერნიე რომელიც მაგარი აქტიური, თითქმის დაბმული ჰყავდა კვარას და წინ ვერ მიდიოდა. 16 დან 10 ორთაბრძოლას რომ მოიგებს რეინჯერსის დონის ძალისმიერ გუნდთან ეს ძალიან მაგარი რამეა. 8 ჯერ კარისკენ დარტყმა ამხელა ყურადღების ფონზე, დრიბლინგები, მოპოვებული პენალტი.

• zurab

კრიტიკა აუცილებელი და უფრო გამოადგება კვარას, ვიდრე ქება, თუნდაც ძალიან დამსახურებული.

• roni

პოლიტანოა თუ რაღაც ოხრობა ეგეც გააკრიტიკე ღორი ბავშვივით სულ კარისკენ რო ურტყავს და კარგ პოზიციაში კვარას არ იმჩნევს.... ბიჭმა პენალი მოიპოვა და ისიც არ დაარტყმევინეს

• Devkalioni

ხვიჩა უძლიერესია და პროგრესირებს ,მაგრამ დასრულების მომენტში უფრო მარტივად უნდა იმოქმედოს,8 ჯერ დაარტყა კარში ,გარდა ამისა ორჯერ ერთი ერთზე იყო მეკარესთან და კარს ააცილა ,იმიტომ რომ ცდილობდა შორეულ ცხრიანში და რაღაცა ზებუნებრივი გოლის გატანას,

• მალხაზი

ქებამ აწყინაო ხომ გაგიგონიათ,ჯანსაღი კრიტიკაც აუცილებელია ადამიანისთვის რომ არ მოდუნდეს.სპალეტიმ იცის რასაც აკეთებს და ამბობს,ხვიჩას მისგან უდიდესი ნდობა აქვს რასაც ამართლებს.

• ილია

100%

ლივერპულთან ვინ გაუკეთა პასი სიმეონეს. არ ვეთანხმები ამ კრიტიკას, თუმცა სულ ქება-დიდებას ჯობია ცოტაოდენი კრიტიკა, რომ გამოფხიზლდეს ახალგაზრდა ფეხბურთელი. და მაინც გოლზე დაგეშილია კვარა და სულ გოლის გატანას ცდილობს, ალბათ იმიტომ, რომ მის გოლზე იმხელა მოლოდინია, უგოლო თამაშს არ უთვლიან კარგად ჩატარებულად. ძალიან დოდი ზეწოლაა ამ ბიჭზე, საქართველოში აღარ ვსაუბრობ, ზოგადად. რა გოლებიც გაიტანა აქამდე ყველა ერთი მეორეზე უკეთესები იყო სილამაზით და ყველა თამაშზე ელიან რომ იგივეს გააკეთებს. როგორც ჩანს ინდივიდუალიზმს უწუნებს მწვრთნელი და კვარას გარდაქმნა უნდა. მერე ყველას მართლა მარტო კვარა აკერია პირზე. მე მინდა ისეთი დარჩეს როგორიც არის, ყველა დიდი ფეხბურთელი ეგოისტობდა ყოველთვის და ამაში გასაკვირი არაფერია. პუბლიკას არანორმალურად შეუყვარდა და უფრო და უფრო მეტი სიხარულის მინიჭება უნდა გოლებით. პასუხისმგებლობას გრძნობს. მაგიტომაც დაარტყა ამდენჯერ კარში

• შავი კაცი

სპალეტი ატრაკებს..

• ენძო

არ ვიცი ახლა როგორაა,ჩემს ბავშვობაში კი,სკოლაში კარგად თუ სწავლობდი მასწავლებელი შენგან ითხოვდა ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყავი.სპალეტი მაგარი მწვრთნელია და იცის რასაც ლაპარაკობს.მთელი ქვეყანა ხვიჩას აქებს,ვინმემ ხომ უნდა უთხრას შეცდომის შესახებ.კეისარს კაცი დაყვებოდა და როცა ბრბო ყიჟინით და აღტაცებით დასდევდა,ეს კაცი კეისარს სულ ახსენებდა რომ ადამიანი იყო.

• რა მაფიაა

არ უარყოფს მერე მაგას, მარა ჯინაობა ვინ უფრო სასარგებლოა არ ივარგებს გუნდისთვის. ეს ჩვენ, გვაქვს დამსახურებული აჟიოტაჟი შექმნილი, თორე რეალურად მართლა მთელი გუნდი დაფრინავს და სპალეტი პიარ ეჯინავება, აყალიბებს როგორც დიდ ფეხბურთელს. ძაან სწორსაც შვება, ხვიჩას მაჯაზე ხელი უჭირავს და აკონტროლებს სადმე არ გაექცეს... ხვიჩა დადგება რეალური სუპერმენი ამის ხელში...

• ივან

საინტერესოა კვარაზე ასე რომ ისაუბრა, შეკითხვის ავტორი ვინაა, ვინმე ქართველი ჟურნალისტი ხომ არა? ამასწინათ სენტანტაზე ვნახე როგორი პასუხი გასცა სპალეტიმ ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას კვარაზე - ყოველთვის ასე ადრე რატომ ცვლიო. სპალეტიმ, გუნდში კვარას გარდა გენიალური ფეხბურთელები მყავსო. თუ ეს შეკითხვაც ისევ ქართველმა ჟურნალისტმა დაუსვა, გასაგებია სპალეტის გაღიზიანება. მგონი ზედმეტია ასეთი ტრიპაჩობა. კვარა ისედაც მაგარია, დავაცადოთ ამ ბიჭს ადაპტირება.

• მოსეხონელი

რათქვა კაცმა ცუდი აბ რათქვას დანარჩენები არაფერს აკეთებენო?ყველა მაგრად თამაშობს.სიგეჟეს ქმნის მგონიი კოპლიმეტიაა და კრიტიკა კიარ თქვ ამას გასხდელში აუხსნიდა და ასწავლიდა ხვიჩა 21 წლისაა იტალელები კი ტაკტიკაში უძლიერესებიბარიან ჯობი ასწვალოს მოდუნების საშვალება არ მიცეს არ დაგავიწყდეთ ხვიჩას ბევრი რამეე აქ მოსაგები და ახლა თუ თავზე გადაუსვებნ ხელს მარტო და ყველაფერს მოუწონებენ ვერ განვითარდება.სწორად უდგება სპალეტი უყვარს ეს ბიჭი და წრთვნის წინ მთელი წელიაა.მე მინდა ოქროს ბურთი სკუტედოც ლიგის თასი ეს ტიტულები ქონდეს მალე ამიტომ უნდა აკრიტიკონ და მეტი ასწვლონ რო მინუსი აღარ გქონდეს

• ILIA

ბოლო თამაშებში ხვიჩა უხასიათოდ მეჩვენება. გუშინ მოპოვებული პენალტი წაართვეს, მწვრთნელმა გვერდით ხაზს მიაჯაჭვა, პასებს ხშირად არ აძლევდენ, სპალეტი აკრიტიკებს... რა ხდება? კარგი იქნება მის აგენტთან ან ვინმე ახლობელთან ინტერვიუ ყოველივე ამაზე.

• კახა

არა აქოს სულ!? კი გვაქვს ბევრი მაგალითები რა ემართებათ ქართველ ფეხბურთელებს!

• zura222

ისე საინტერესოა ხვიჩამ სხვადასხვა გამოცემებმა რატომ შეაფასეს 7.0-თ და დანარჩენები ზოგი 7.5 7.8 და 7.9-თ ??? ვიზე ნაკლებად ითამაშა და ვიზე მეტი შეცდომა დაუშვა ?? პირიქით საუკეთესო იყო ! მერე რა რომ გოლი ვერ გაიტანა ? სამაგიეროდ პირველ ორ გოლში მიიღო მონაწილეობა პენალიც გააკეთა და მეორე გოლის კომბინაციაც მაგან დაიტყო და სანამ დაიწყებდა სამი მცველი გადმოვიდა მარცხნივ მართალია სამივე ხვიჩასთან არ გადმოვიდნენ მაგრამ დაცვაში რომ გაჩდა დერეფანი ზუსტად ის გამოიყენეს და გაიტანეს მეორე გოლი!

• zura222

ისე სადღაც მართალია სპალეტი-ხვიჩა ყველაფერს ძალიან მაგრა აკეთებს და გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია-უბურთოდ 1-2 კაცი რომ დარაჯობს ბურთსს რომ იღებს 3-4 ჩდებიან და ამ დროს თავისუფალი ადგილები რომ რჩება ამას სპალეტი კარგად იყენებს(რასაც ვერ იყენებდნენ სლუცკი და რუბინი) ხვიჩამ ამის მერე ვერცერთი გოლი და საგოლე პასი რომ ვერ გააკეთოს მაინც ძირითადში დააყენებს ყოველთვის იმიტომ რომ ხვიჩა ქმნის რიცხობრივ უპირატესობებს შეტევაში და ესაა მთავარი გოლებს სხსვებიც გაიტანენ და სპალეტისთვის ესაა მთავარი ! ერთი რაღაცა მართლა აქვს გამოსასწორებელი --მოედნის ხედვა საჯარიმოში(საჯარიმოს გარეთ რომ აქვს ხედვა ნებისმიერს შეშურდება) ბოლო მომენტში ხშირად ვერ აკეტებს ოპტიმალურ სვლებს-ჩვენც და ნეაპოლელ ფანებსაც მაგრა მოგვწონს ხვიჩას დარტყმები და ფინტები მაგრამ უნდა შეხედოს პარტნიორებს და სწრაფად შეაფასოს სიტუაცია ! რამდენჯერაც შეაფასა იმდენი საგოლე პასი გააკეთა და ეს თუ გამოასწორა მაგის ფასი უკვე ეხლა არ იქნება არავინ !

• ლომი

არა ზილენსკი ჯობია ორი პენალტი რომ გააფუჭა ორ წუთში. რა შეჭამა რა სულ საჯაროდ აკრიტიკებს. ყველა თამაში დიდი სარგებელი მოაქვს. ეგ რომ არ გყავდეთ დაუმარცხებელი არ იქნებოდით.

"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე

მხითარიანი: ეს იარაა - პსჟ-სთან წაგების გამო ტკივილი არ ყუჩდება

"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი

ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა

მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა

თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში

"კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა" - "სპორტინგმა" ქოჩორაშვილი წარადგინა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი

"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა

ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ

Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა

მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს

მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს

ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა

ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს

ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?

უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა

"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა

"ინტერიდან" მიდის - ჰაქანი სამშობლოში ბრუნდება

მიქაუტაძე თუ კრსტოვიჩი? - რომში ორი ვარიანტი აქვთ

[VIDEO] ეს რა იყო - მესის შედევრი MLS-ში

შოკი და აღშფოთება პორტუგალიაში - რონალდო ჟოტას დაკრძალვას არ დაესწრო

"ერთადერთი გამოსავალი სპალეტის გადადგომაა" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუჩანო გააკრიტიკა

"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს

ანჩელოტის შვილს შეთავაზებები აქვს - მან შესაძლოა დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერა დაიწყოს

"რეინჯერსი" სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს

"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება

პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] ორი გაძევება და გოლის აღნიშვნა ჟოტას სტილში - 9-კაციანმა პსჟ-მ "ბაიერნს" მოუგო და ნახევარფინალში გავიდა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?

ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?

"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი

ლუჩანო სპალეტი: კვარაცხელია ტოპია და დიადი საქმეების გაკეთება შეუძლია

მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე

"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო

ევროპა ლიგა. V ტური: ოდიშარიას და სილაგაძის "რიგასი" "პაოკთან" დამარცხდა

სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...

"რატომ ვეღარ თამაშობს "კვარა" ისე, როგორც "ნაპოლის" საჩემპიონო სეზონში? ხვიჩა მგრძნობიარე ბიჭია" - სპალეტიმ ქართველს რჩევა მისცა

გამორჩეული ოდიშიარია და "რიგასის" საპატიო ფრე "ანდერლეხტთან" [VIDEO]

ევროპა ლიგა. III ტური: მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ლიონის" წარმატებული სერია დასრულდა

ევროპა ლიგა. II ტური: მიქაუტაძის გარეშე - "ლიონმა" "რეინჯერსს" დამაჯერებლად მოუგო

"ნუ ელოდებით, რომ ახალი "კვარა" გახდება" - "ნაპოლის" ლეგენდა "პარტენოპეიში" ნოა ლანგის ტრანსფერს გამოეხმაურა

სპალეტიმ პოლიტანოს უგანა - ლუჩანომ იტალიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

არანაირი ყურსასმენები, "ფლეისთეიშენი" და ხუმრობა ვარჯიშზე - სპალეტიმ იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს აკრძალვები დაუწესა

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა