ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ქართველ გულშემატკივრებში იმხელა ემოციებს იწვევს და "ნაპოლის" თითოეულ შეხვედრას ისეთი მოუთმენლობით ველით, რომ მის ირგვლივ ბევრი რამ გვაინტერესებს. ყველაფერზე ვნერვიულობთ - "65-ე წუთისთვის შეცვლიან", "პასი რატომ არ მისცეს?", "პენალტი უნდა დაერტყა"...

კარგია, როცა ქართველმა ფეხბურთელმა ყველა ასე გააერთიანა და სიხარულის გამოხატვის საშუალებად იქცა, თუმცა, თავად ხვიჩას ინტერესებიდან გამომდინარე, მეორე უკიდურესობაში გადავარდნაც თავიდან უნდა ავირიდოთ და ამაზე ადრეც დაგვიწერია...

რა ვნახეთ გლაზგოში? ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი - ბევრ ორთაბრძოლაში გამარჯვება, ართმევები, მის წინააღმდეგ ხშირად დარღვეული თამაშის წესი, დრიბლინგები, პასები და მოპოვებული თერთმეტმეტრიანი. ყველაფერი ეს სასიამოვნო იყო. ის, რომ ნეაპოლელთა მთავარ მწვრთნელ სპალეტის კიდევ უფრო მეტი სურს და "კვარასგან" დაცვაში აქტიურობას და მეტ გაცემულ პასს ელის, ეს ერთგვარი კრიტიკა თითქოს, გულდასაწყვეტია, თუმცა, ამავდროულად, ლუჩანო სპალეტი ზუსტად გრძნობს, რამხელა პოტენციალთან აქვს საქმე. მას სურს, კიდევ უფრო სრულყოფილი კვარაცხელია ნახოს და ეს ეს შენიშვნები ხვიჩამ განვითარებისთვის გამოიყენოს. სპალეტისთან დაკავშირებით ზუსტად ასეთივე მოსაზრება საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაც ვილი სანიოლსაც აქვს.

"რუბინის" დამრიგებელი ლეონიდ სლუცკიც სულ ქართველი ფეხბურთელის ირგვლივ ტრიალებდა, შეხვედრის დროს ხშირად მიმართავდა, ეძახდა და პრესკონფერენციებზე კრიტიკულადაც ახსენებდა. ეს ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. მთავარია, "კვარაზე" ყველაფერმა ამან მხოლოდ დადებითად იმოქმედოს...

კი, მთელი თამაში საგანგებოდ თუ დააკვირდებოდით, კვარაცხელიას ფლანგზე მოთამაშე მცველი მარიო რუი ხვიჩას გავლით შეტევას, ფაქტობრივად, არ აგრძელებდა. კი, მას შემდეგ, რაც ზელინსკიმ ორი პენალტი (ახლიდან შესრულება დასჭირდა) ვერ გამოიყენა და თერთმეტმეტრიანის უფლება უკვე ქართველმა გარემარბმა მოიპოვა, სამართლიანი იქნებოდა, ის თავად ჩვენებურს შეესრულებინა. ხვიჩა იმ ტიპის ფეხბურთელი არაა, ბურთი აეღო და კატეგორიულად მოეთხოვა, უნდა დავარტყაო. ამის დროც მოვა, როცა კვარაცხელიას მიმართ მეტი ნდობა იქნება და გამოცდილებაც თავისას გააკეთებს, ახლა კი სანერვიულო არაფერია - "კვარა" ნეაპოლელი გულშემატკივრების რჩეულია.

სტანდარტულების შესრულებაზე კი ყურადღებას ისევ მივაპყრობთ. წინა შეხვედრის შემდეგაც ვწერდით, რომ მწვრთნელს ქართველი შემტევი რატომღაც მხოლოდ ე.წ. გადმოვარდნილ ბურთებზე წარმოუდგენია. "რეინჯერსთან" შეხვედრაში ერთადერთხელ ვნახეთ, რომ ასეთ ზონებში ბურთი პირდაპირ ხვიჩას გაუთამაშეს, რასაც მწვავე ეპიზოდი და ისევ კვარაცხელიას კარში დარტყმა მოჰყვა. მაინც ცოტა გაუგებარია, როცა რაღაც არ ამართლებს, მისი შეცვლა პერიოდულად მაინც რატომ არ უნდა სცადო?! ვინმემ ისე არ გაიგოს, რომ ჩვენ სუბიექტურად, მხოლოდ ხვიჩას ირგვლივ ვტრიალებთ, "ნაპოლის" ქება ეკუთვნის, მათ ჩემპიონთა ლიგაც წარმატებით დაიწყეს და სერია "ა"-შიც ლიდერები არიან.

შემდეგი გაჩერება "მილანია" - "ნაპოლის" ფეხბურთელები მეტად უნდა ენდონ კვარაცხელიას, ის ამას გაამართლებს!

rateqs
ჩემი აზრი ესეთია სპალეტის განცხადების შესახებ, რომ პირველრიგში, რომ მოითხოვს მეტს ხვიჩასგან და მეორე, ფეხბურთი გუნდური თამაშია და, როცა ერთ მოტამაშეზე ესეთი აჟიოტაჟია რაც არუნდა დანარჩენი ფეხბურთელები დადებითად იყვნენ განწყობილი ხვიჩას მიმართ, მაინც შინაგანად უჩნდებათ პროტესტის გრძნობა, ადამიანები არიან და ესე ვთქვათ "ეგოიზმის" "სოჩიკი" ჩაირთო მათში, სპალეტი ხვდება ამ ყველაფერს და მსგავსი განცხადებებით აბალანსებს ფსიქოლოგიურ სიტუაციას გუნდში, თორე ხვიჩაში, რომ ეჭვი არ ეპარება ამაზე ორი აზრი არ არსებობს
ფეოლა-ს
გინება იმისთანა უნდა, გაბუნიამ რომ პუტინს აგინა . . . და რა? აფხაზეთი დაგვიბრუნა რუსეთმა, თუ სამაჩაბლო? გინება რომ საქმეს შველოდეს . . . საქართველოს ერთი ლამაზი აღმოსავლეთის რეგიონი, ყველაზე წარმატებული იქნებოდა მსოფლიოში.
კახა ქ.
სამწუხაროდ ბევრმა ძაან ისე გაიგო,რომ სპალეტიმ ხვიჩა გააკრიტიკა.შეიძლება ცოტა სხვანაირადაც შეიძლებოდა ყოველივე ამის თქმა თქმა, მაგრამ მე არ მეგულება ისეთი მწვრთნელი,რომელსაც თავისი გუნდის წევრისთვის ცუდი უნდოდეს,ყოველ შემთხვევაში სპალეტი ნამდვილად არ განეკუთნება ჩემი აზრით ასეთ მწვრთნელთა რიცხვს.მიუთითა იმაზე,რაც ხვიჩას უფრო ძლიერ და უფრო უმაღლესი კლასის ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.რაც შეეხება პენალტს,პენალტი, მწვრთნელის პრეროგატივაა თუ ვინ დაარტყამს თამაშის დროს,ასე რომ...წარმატებები და წინ სვლა ჩვენ ოქროს ბიჭს.პ.ს.ისე ეტყობა ვიღაც ჟურნალისტი(ქართველი ჩემი აზრით)ყოველი მატჩის შემდეგ სულ ხვიჩაზე ეკითხება და ამასაც ამოუვიდა ყელში,რადგან მართლა გუნდი იგებს თამაშს და არა ერთი ფეხბურთელი.ნაპოლის მართლა კარგი ნახევარდაცვა ყავს და ისინი კიდევ იტყვიან თავის სათქმელს კიდევ უფრო ხმამაღლა.ანგისსა მომწონს განსაკუთრებით.რა თქმა უნდა ხვიჩას მერე....ფორცა ნაპოლი!!!
ფეოლა
რეალურად სპალეტის აქვს პრობლემა, ნეტავი რომელიმე ჟურნალისტი კითხავდეს თუ რა მიზანი აქვს ამ სეზონზე ნაპოლის, დარწმუნებული ვარ არ იტყვის ჩემპიონობას და ლიგის მოგებას.
ფეოლა
ხვიჩა ნაპოლის ფანებმა იმიტომ შეიყვარეს რომ თავიდან არავინ იცოდა რისი მაქნისი იყო და როდესაც აჩვენა ვინ იყო ყველა გადაირია, ახლა კიდევ ჩარჩოში აქცევენ და არ აძლევენ საკუთარი სტილით თამაშის უფლებას. კი ბატონო სპალეტის მიმდინარე სტილი შედეგიანია მაგრამ მაგასაც გაუშიფრავს მოწინააღმდეგე და მერე რას მოიფიქრებს? ავტობუსს ჩააყენებს? სპალეტის ის პრობლემა აქვს რომ არ მოელოდა ასეთ შედეგებს და მზად არ არის თვითონ სკუდეტოს მოსაგებად და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად. მახსოვს თავიდან იძახდნენ ამ სეზონზე მეხუთე ადგილი თუ დავიკავეთ მაგარი იქნებაო და არადა ყველგან პირველზე არიან და არ იციან როგორ გააგრძელოს. ნახავთ როგორ დაანგრევს ნაპოლის რომელიმე გუნდი ძალიან მალე. მერე მისცემენ კვარაცხელიას თავისუფლებას. ეგ არის ქართული პასპორტის ბრალი. არგენტინელი ან ბრაზილიელი რომ იყოს ეგრევე სხვანაირად მიიღებდნენ.
ფეოლა
სხვასთან ყველგან სირცხვილი და შიშით როდემდე უნდა ვიყოთ ქართველები, პოლიტიკაში, ომში, მეზობლობაში და ა.შ. სადაც მოსათხოვი და საგინებელია უნდა მოითხოვოს და იგინოს. გვეყოფა დამარცხებულის მენტალიტეტი. წინ ხვიჩა, ოქროს ბიჭი არ უნდა დაიცაგროს და ყველაზე ხმამაღლა და ყველაზე მეტად ეს ჩვენ უნდა ვიყვიროთ.
თემო
სპალეტიმ რა იცის ფეხბურთის? მუშტაიდის ბაღში იკითხება უნდა რჩევები)))
Thomas
ვერ ვხვდები რა მოთქმა-გოდება გამართეს ამ პენალტის გამო. რატომ უნდა დაარტყას ხვიჩამ პენალტები, გუშინდელმა მისულმა, ის ისედაც ბევრ საქმეს აკეთება და ისედაც საოცრებება ჩადის მოედანზე, არც ლამაზი გოლები აკლია და არც დრიბლინგი.. რად გინდათ ეგ ზედმეტი სტრესი. არ გახსოვთ რუბინში პენალტი რომ გააფუჭა და როგორ იტირა თამაშის მერე. ძალიან ემოციურია და ისედაც ამხელა წნეხშია. მაგან მოიპოვის და სხვებმა შეასრულონ, 21 წლია ახალგაზრდა ფეხბურთელს რატომ უნდა შეტენონ პენალტების დარტყმაც. ჩვენც უფრო მშვიდად ვიქნებით და ხვიჩაც. მაგას რომ ზელინსკივით ორი პენალი გაეფუჭებინა ალბათ მთელი საქართველო გადაუვლიდით კომენტარებში. კარგით რა
რა მაფიაა?
პოლიტანოს პენალტი არის ერთადერთი ის თემა რომ მანამდე გოლი გაიტანა რომელიც არ ჩაუთვალეს სხვისი დაუდევრობის გამო და მიიღო მეორე შანსი... ადროვეთ ცოტა, სპალეტის ჩვენზე არანაკლებ უნდა ხვიჩას ბოლომდე გახსნა და ჩვენზე ბევრად მეტი იცის უკვე მისი შესაძლებლობების შესახებ... ასევე ეს რიტორიკა რონმარტო ათრევს გუნდს, მესიცნკი არ ათრევდა მარტო გუნდს, ასე რომ გუნდურობას რაც მეტად ისწავლის, მით უკეთესი მისთვის... უფრო მალე დაღვინდება და ვინ იცის ოქროს ბურთზეც გაიწიოს და გაიწევს კიდეც... ნაპოლი კიდე ეხლა ჩვენ ხვიჩას თამაშ ვუყურებთ ლუპით, თორე რეალურად სხვებიც ძალიან კარგად თამაშობენ ხშირ შემთხვევაში და თვითონ გუნდია ეაღაცნაერი კარგი, თან მაგარ "ხოდზე" არიდ ელ მ ერთი ორგანიზმიდან გამოყოფა არაფრით იბარგებს... თუ რამეს მოიგებს ნაპოლი, ხვიჩას წვლილს აუცილებლად დააფასებენ ისეც რომ ბევრი არ ვიბაქიბუწოთ ჩვენ აქედან... დიდი ამბები გველის სეზონის ბოლოს
L.J .
Da rato gindoda gaemaza napolis warmateba gkidia iasnia xo???
L.J .
Anu qvela shemtevi cudia???kargi raa...gundi lamaz da shemtev pegburts tamashobs golebic gaakvs xvicha sastartoshia da erterti sauketesoa isiamovnet pegburtit da ar unda aravis landzgva mitumetes tanagundelebis
ვე გეშერა
ფლანგზე გახსნილ ხვიჩას რომ პასს არ აძლევენ ეგ ტაქტიკის ნაწილია,ამ დროს ფლანგელი მცცელი ხვიჩას უდგას პერსონალურად და ერთერთი ცენტრალური მცველი აზღვევს ფლანგელს მცველს,ცხადია ასეთ დროს შეტევის მოწინააღმდეგის შესუსტებული ფლანგისკენ განვითარებას წარმატების უფრო დიდი ალბათობა აქვს ვიდრე იმას რომ ხვიჩას ორ კაცში მისცენ პასი,ანუ გუნდებს ეშინიათ ხვიჩას უნარების და სპალეტი ამასაც იყენებს თავის ტაქტიკაში,და მისი ეს როლი ხვიჩასაც ესმის მაგრამ ცხადია რომ არ მოსწონს ასეთი შეზღუდულობა,რაღაც მომენტში "ფეთქდება" ხოლმე და პირდაპირ კარზე მიდის ისე რომ სულ არ აინტერესებს ვინ სად ეხსნება,ამის გამო არამგონია რომ ხვიჩა სკამზე დასვან იმ უბრალო მარტივი მიზეზის გამო რომ ხვიჩასი უკვე ყველას ძალიან ეშინია,სპორტული თავხედობა უნდა შეინარჩუნოს და ამავდროულად თამაშის ხედვის უნარებშიც იმეცადინოს,ჯერჯერობით სპალეტი ხვიჩაზე არ აწყობს თამაშს,მხოლოდ მოწინააღმდეგის ხვიჩასადმი შიშს იყენებს თავის ტაქტიკაში,თუმცა იქნება მომენტები როცა ხვიჩას დრიბლიგები დასჭირდება გუნდს და თუ მაგ მომენტებში მისი დრიბლინგები გაამართლებს მაშინ ავტორიტეტი გაეზრდება და პასებსაც მეტს მიიღებს და არ გაცემულ პასებზეც ნაკლებად ილაპარაკებენ
Politano
მესამე პენალტის აცილება ძაან დიდი რისკი იყო
დავითი
პოლიტანო არაფერ შუაშია,ალბათ სპალეტიმ ჩათვალა რომ პოლიტანო იმსახურებდა ამ თერთმეტმეტრიანის შესრულებას და მას დაარტყმევინა,კარგად გამოჩნდა მატჩის შემდგომ პრესკომფერენციაზე ეს ყველაფერი,გამოჩნდა ისიც რომ სპალეტი გაბრაზებულია ხვიჩას მოქმედების გამო მოედანზე,თუ ასე გააგრძელა კვარამ,დასვავს სკამზე უეჭველი.ეხლა ჯერჯერობით ვერ გააკეთებს ამას ფანები ვერ გაიგებენ და კრიტიკის ქარცეცხლს დაიტეხავს თავზე,მაგრამ თუ კვარამ თამაში სწორად თამაში არ ისწავლა და ეფექტურობაშის მოუკლო ეს მოხდება უეჭველი.
კარგით რა
ხვიჩა მარტო ათრევდა რუბინს, მარტო ათრევს ნაპოლის და მარტო გაათრევს რეალს. ხვიჩა არაორდინალური და ფეთქებადი, სრულიად არაპროგნოზირებადია. ამიტომაც ჭირდება სრული თავისუპლება მოედანზე! დესპოტოვიჩს ატანინებდა სულ და რუსები დასცინოდნენ 2 გოლი არა აქვს გატანილი სეზონშიო. ხვიჩასი ყველას შურს და არც არის გასაკვირი. სადაც მივიდა მაშინვე ლიდერი და გამორჩეული გახდა. ასე იქნება რეალშიც! როგორ ფიქრობთ, რანაირ ხასიათზე იქნება ელმასი, როცა ხვიჩამ სკამზე დასვა? არც ოსიმენს გაუხარდება ა არც სხვებს. ვერ გამოიჩენ თავს და დაგსვამენ სკამზე. ეს არ ეხება ანგისას, ხვიჩას და კიდევ ოსიმენს. დანარჩენი ყცელა იღორებს. არაა ხვიჩას საქმე დაცვის დახმარება, წინ ვეღარ გაქაჩავს. ფოზიკა და დოხანია აკლია. ყველა თამაშის მოგებაში მაინც ლომის წილი მიუძღვის და მიხედოს ჯობია სპალეტიმ სხვა ფეხბურთელებს, თორემ ხვიჩა უგუნდოდ ნაღდად არ დარჩება და ნაპოლი რასაც უმაგისოდ მიაღწევს, მაგასაც ვნახავთ. წარმათებები ხვიჩას! პოლიტანოს ბლატაობა დროებითია, მალე აქეთ შესთავაზებს ხვიჩას პენალტის შესრულებას. უბრალოდ ძალიან ახალბედა ხვიჩა, ასაკითაც პატარაა და მაინ უცხო გარემოშია, ენის პრობლემებიც აქვს. ხვიჩა შენ ითამაშე მხოლოდ შენი თამაში, მაგისთვის უყვარხარ ყველას! წარმატებები!!!
G.LA
პოლიტანო საერთოდ რა შუაში იყო პენალტის დარტყმასთან, ის ძირითადის მოთამაშეც არ არის. ხვიჩას თავდამბლობა უფრო იყო მე მგონია.
შოთა-მილანი
როგორ ცუდად ვიქცევით, ამ ნაპოლის ფეისბუქსა და სხვა სოციალურ გვერდებზე. როგორ ლანძღავენ სპალეტის და ზოგიერთ ფეხბურთელებს. სირცხვილია ხალხნო! გეყოთ რა მართლა! კვარას ავნებს ეს პირველ რიგში.
შალვა
არაფერი საგანგაშო არ არის, ხვიჩას განვითარება-როგორც პროფესიონალის-გეგმაზომიერად მიმდინარეობს...
ბიძინა
ა ბიჭო კაცი, განიხილავს უაზრო პანიკის და ერთიდან მეორე უკიდურესობაში გადასვლის გარეშე. სულ მგონია ახალს რას წავიკითხავ და ვკითხულობ
რონი
გასაბრაზებელია და მაგიტო ვბრაზდებიტ როცა გახსნილია როცა მარტო დგას ან ერთი მცველი უდგას წინ არ ხედავენ ვერ ხედავენ არა..არ ხედავენ არ იმჩნევენ და როცა გადადიან ორი მცველი მერე ტენიან ბურთს.. პოლიტანო ძაან კაი დრიბლიორია მაგრამ ეგოისტია მასე რამდენი გარღვევაც ექნება კვარას ყველა კარებში რო არტყას ალბათ გაატყავებენ და რატო მაგ პოლიტანოს არ აკრიტიკებენ? ჟელენსკი კარგი ნახევარმცველია მაგრამ მასე აკეთებს ეგეც ყვიჩას მაშინ ამჩნევს როცა გადასულია ორი დამცველი.. მარიო რუიც არ ითვალისწინებს.. შური ბოღმა ალბათ თორემ რატომ არუნდა შეიმჩნიონ? ხვიჩა სიმეონესთან უფრო კომბინირებს ვიდრე სხვებთან.. მასე არ გამოვა. მახევარდაცვა ათამაშებს გუნდს და შემტევებს ისეთ დროს უნდა მისცენ ბურთი როცა მეტი შანსი აქვს გამწვავების. თან უკრძალავენ ბურთის დაკარგვას და თუარ გარისკე ისე ვერც მესი და ვერც ვინი ვერ ატყუებს ყველას როცა უნდა..
გიო
კი,შეიძლება,ხვიჩას პასს არ აძლევენ და ბურთი სხვა ფლანგზე გადააქვთ,შეტევაში სხვა გაგრძელებას ირჩევენ,მაგრამ კვარაცხელია დამაგვირგვინებელ ფაზაში არ აძლევს პასს მასზე უკეთეს პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს,რამდენჯერმე ისეთი მახვილი კუთხიდან დაარტყა კარში,როცა თანაგუნდელები გახსნილები იყვნენ,რომ ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში ეპატიება ფეხბურთელს-თუ გაიტანს,ხვიჩას კი მგონი 8 მცდელობა ჰქონდა კარში დარტყმის და აქედან მხოლოდ ერთი წავიდა კარისკენ,რაც ძალიან,ძალიან ცოტაა.ასე თუ მოიქცა დამაგვირგვინებელ ფაზაში შემდეგ თამაშებშიც,ვშიშობ, დაკარგავს ადგილს ძირითადში,რაც ძალიან არ მინდა,მის გამო დავიწყე კვლავ ფეხბურთის ყურება,როცა ცვლიან,მის მერე აღარც ვუყურებ თამაშს.სხვა საქმეა, თუ მას ასე აქვს ფეხბურთის თამაში ნასწავლი,ალბათ გაუჭირდება,მაგრამ აუცილებლად უნდა აწიოს თავი კარის სიახლოვეს და საუკეთესო გაგრძელება აირჩიოს.
გუსანი
მე ვფიქრობ კარგია პენალტი რომ არ დაარტყა, სრულად, ყველა პუნქტში ვეთანხმები სპალეტის, ის ხვიჩას პროგრესს ელოდება და ქებას და დატუქსვასაც აბალანსებს, გასაგებია ყველას გვიხარია ხვიჩას წარმატება:დღეებს, საათებს და წუთებს ვითვლი თამაშიდან თამაშამდე, მაგრამ საჯაროდ, სოც ქსელებში ატეხილი ქარიშხალი გადაჭარბებული მგონია და ვშიშობ ცუდი გავლენა არ იქონიოს ხვიჩაზე...
გიო
თავიდან კარგათ ჩანდა რო ბურთის წამოსაღებად წავიდა პენალტი რო დაერტყა და ამ ხამმა პილიტანომ არ დაუთმო,თან თვითონ ხვიჩას მოპოვებული,ვნატრულობდი გაემაზა:D
სოსო
ახალგაზრდა ანანიძე სპარტაში სამი მატჩი სრულად ათამაშეს,შემდეგ საბერძნეთში პირველ ნაკრებში, მეორე დღეს თურქეთში გადააფრინეს და ახალგაზრდულში ათამაშეს მივიღეთ ინვალიდი ფეხბურთელი.

უბრალოდ წარმოიდგინეთ ის ორი პენალი კვარას რომ გაემაზა და არა ზელინსკის. ჯერ ხო მთელი საქართველო გადაუვლიდა და მერე სპალეტი დააყრიდა კრიტიკას. ზელინსკიზე არაფერი უთქვამს. მაგასაც კვარამ გამოუსწორა საქმე ის პენალი რომ მოიპოვა და თამაში მოიგეს
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა