საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები სექტემბრის სანაკრებო პაუზის პერიოდში 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი 24 სექტემბერს ქალაქ კუვლიანში პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 27 სექტემბერს სტამბოლში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის ქასიმფაშას სტადიონზე, თურქეთს შეხვდება.

პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრებთან მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეზობელი თურქეთის ახალგაზრდულ გუნდთან - 21:00 საათზე. მატჩების შესახებ სხვა დამატებითი სახის ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აღნიშნული მატჩებისთვის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთ-ერთი, თელავის 19 წლის შემტევი გიორგი კვერნაძე, ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად არის გამოძახებული.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო, თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (შუქურა, ქობულეთი).

მცველები: ივა გელაშვილი (სიონი, ბოლნისი), სანდრო კალანდაძე (დინამო, თბილისი), დავით სამსონია (შუქურა, ქობულეთი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ლევან ხარაბაძე (პაფოსი, კვიპროსი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი), ბექა ხარაიშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), მათე აბულაძე (ტორპედო, ქუთაისი).

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (უმრანიესპორი, თურქეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ლუკა გაგნიძე (დინამო, მოსკოვი), ლუკა ხორხელი (სიონი, ბოლნისი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო, თბილისი), ოთარ ფარულავა (გაგრა), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო, თბილისი), ნიკა ხორხელი (სიონი, ბოლნისი).

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (თელავი).

მოახლოებული მატჩების, სასელექციო პროცესის და ახალგაზრდული ნაკრების გარშემო მიმდინარე პროცესების შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ვრცლად ისაუბრა.

რამაზ სვანაძე (21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "დიდი დრო აღარ დარჩა ევროპის ჩემპიონატამდე და ვცდილობთ, რომ ის რესურსი, რაც ჩვენს ხელშია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ. წინ ორი რთული, თუმცა, ამავე დროს, საინტერესო თამაში გველოდება. პირველი მატჩი გვაქვს პორტუგალიის ნაკრებთან, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ბოლო გათამაშების ფინალისტი და კონტინენტზე ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. ძალიან კარგია, რომ ასეთ გუნდებთან ვთამაშობთ, რადგან ასეთ მატჩებში ჩანს ის, თუ რეალურად სად ვიმყოფებით, ჩანს ჩვენი ძალა და ის მინუსები, რომლებზეც შემდგომ გვექნება სამუშაო. ასევე რთულ თამაშს ველოდებით თურქეთში, თუმცა, ვფიქრობ, რომ ჯერ აქცენტი უნდა გვქონდეს პორტუგალიასთან მატჩზე.

რაც შეეხება მზადების პროცესს, ის, რაც აქამდე დავგეგმეთ, ნორმალურად შესრულდა ყველაფერი და ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩვენ წარსულში არ ვიყურებით და მუდამ მზად უნდა ვიყოთ ახალი გამოწვევებისთვის. დღეს გუნდში გვყავს ახალწვეული - გიორგი კვერნაძის სახით, რომელსაც ჯერ კიდევ 19-წლამდელთა ნაკრებიდან ვადევნებთ თვალს. მას აქვს პროგრესი და ნამდვილად დაიმსახურა ის შანსი, რომელსაც მიიღებს. დანარჩენი უკვე მასზე იქნება დამოკიდებული.

სელექციის კუთხით გვაქვს პრობლემები რამდენიმე პოზიციაზე. ვისურვებდი მეტ კონკურენციას და ვისურვებდი, რომ რამდენიმე ფეხბურთელს კლუბში უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. ზოგადად სელექციის კუთხით ცოტა განსხვავებულ სიტუაციაში ვართ, რადგან ეს არ არის მზადება მხოლოდ ერთი კონკრეტული მატჩისთვის, ჩვენ ვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის და არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ამ ტურნირის ჭრილში აღვიქვამთ და როდესაც სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას ვახსენებ, სწორედ მათ მოვიაზრებ. რადგან მომავალში მათი გვეიმედება, სწორედ ამიტომ ისინი ამ შეკრებაზე ჩვენთან ერთად იქნებიან, მაგრამ ეს ვერ გაგრძელდება დიდხანს. ნებისმიერმა ფეხბურთელმა პირველ რიგში უნდა იფიქროს იმაზე, რომ კლუბში ჰქონდეს პრაქტიკა და შეხვდეს ევროპის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში.

ასევე, მინდა შევეხო ლუკა გაგნიძის თემას. პირველი და რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია, ჩვენი, ამ შემთხვევაში პირადად ჩემი და მთლიანად ფეხბურთის ფედერაციის, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, არა მარტო ლუკა, არამედ ნებისმიერი ფეხბურთელი, რუსეთის ჩემპიონატში არ უნდა თამაშობდეს, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს დღეს ჩვენ. ეს არის ჩვენი მყარი და ურყევი პოზიცია. თვითონ სპორტულ მიმართულებას რაც შეეხება, იგივე ლუკასთან მიმართებით, ის არის ჩვენთვის ერთ-ერთი იმედის მომცემი ფეხბურთელი, რომელიც მომავალში არა მარტო საქართველოს ნაკრებს, არამედ მთლიანად ქართულ ფეხბურთს უნდა გამოადგეს. ჩვენ გვქონდა მასთან კომუნიკაცია, ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებსაც ჰქონდათ მასთან კომუნიკაცია. ამიტომ მან იცის ჩვენი პოზიცია, მან იცის ჩვენი მიდგომის შესახებ ამ საკითხის მიმართ, ჩვენ მოვისმინეთ ფეხბურთელის პოზიციაც და საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ამ შეკრებაზე ჩვენთან ერთად იქნება და პირველი მოტივი, ის, რის გამოც ლუკა დღეს ჩვენთან ერთად იქნება, არის ის, რომ მან რაც შეიძლება მალე იპოვოს ის მომავალი, რომელიც უკავშირდება ევროპას და რომელიც ასე საჭიროა მისი განვითარებისთვის".

წყარო: nakrebi.ge

გაერკვიეთ ფეხბურთში
საინტერესოა, სხვა რომელი მწვრთნელი გეგულებათ უკეთესი? საძმაკაცოში გყავთ ვინმე და ის გინდათ? შედეგებს გადახედეთ, წარმატებით გამოდის ახალგაზრდული ნაკრები და იმედია ასე გაგრძელდება!

და იქნებ საქართველოს21-წლამდე ნაკრებსაც უკეთესი მწვრთნელი უნდა ყავდეს, ვიდრე შენ ხარ სვანაძე.
qomagi
იღბლიანს. ათასი პროცენტით ვეთანხმები,მწვრთნელი ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. ახლა კი რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელები მინდა ჩამოვთვალო,კვარაცხელია იგივე,დავითაშვილი,მეკარე ლორია,ამისულაშვილი,ოქრიაშვილი, ახლო წარსულში ასათიანი,ჯამარაული,დემეტრაძე,შელია,ცხადაძე,აშვეთია,კობიაშვილი,ყაველაშვილი, ჯანაშია,დავით მუჯირი. ვიზე ნაკლები ფეხბურთელები და ვიზე ნაკლები პატრიოტები არიან ეს ბიჭები ვინმემ თქვას.მწვრთნელმა თავის საქმეს უნდა მიხედოს და ერთერთი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი, 19-წლის ბიჭი არ უნდა აბულინგოს.
იღბლიანი
ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია და ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მწვრთნელს შეეშალა ასეთი საჯარო განცხადება რომ გააკეთა თავის ფეხბურთელზე!!! მესმის რომ ყველას თავის აზრი აქვს, მაგრამ ეს მთლიანად შიდა სამზარეულოა და ასე საჯაროდ არ უნდა აკეთებდე ასეთ განცხადებას!!! 19 წლის ასაკში სულ სხვანაირად ფიქრობს ადამიანი და 30 წლის სულ სხვანაირად. ამ განცხადების შემდეგ რამდენი ვაიპატრიოტი დაუწყებს ლანძღვას რომელსაც სპორტული ცხოვრების შესახებ არც კი სმენია, ხომ წარმოგიდგენიათ?! პირიქით ჯობია ყველა ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით და გავამხნევოთ ერთმანეთი! სვანაძისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავდ, ამ განცხადებით როგორც ყოფილი ფეხბურთელი, მეც შეურაწყოფილად ვიგრძენი თავი!
ტარასი
იაგო
იმის გამო რომ რუსეთს უკრაინასთან ომი აქვს ჩვენ პერსპექტიულ ფეხბურთელებზე რომელიც რუსეთში თამაშობენ უარი უნდა ვთქვათ? თუ ამ პოლიტიკის გატარება გვინდოდა მაშინ უნდა გაგვეტარებინა როცა რუსეთმა წერიტორიები წაგვართო. უკრაინის გამო არავის არ უნდა დავუპირისპირდეთ. და კიდევ: პოლონეთში და კვიპროსში თამაშს რუსეთის სანქცირებულ ჩემპიონატში სჯობია თამაში კლასის დასახვეწად. ნეტა ჩაკვეტაძეც ბელგიის ნაცვლად რომელიმე რუსულ კლუბში გადასულიყო 2-3 წლით და დარწმუნებული ვარ დღეს ტოპ ლიგაში იქნებოდა მაჩანჩალა სლოვანის ნაცვლად
შვედუნა
არავინ არ გეკითება შენ ვინ სად ითამაშებს. ლუკა გაგნიძე ამორალურს არაფერს აკეთებს. ასეთ დამადლებულ გამოძახებას რა ვუთხარი. გაგნიძის ადგილას არ გამოვცხადდებოდი მაგარი შესამკობია ეს სვანიძე გაგნიძის მხრიდან
გიო
მხოლოდ ფაქტები: - ეროვნული ნაკრები მხოლოდ სპორტი არ არის. - აბსოლუტურად ყველა (!!!) ნაკრებისათვის მეტ-ნაკლებად გამოსადეგი ქართველი ფეხბურთელი დროზე ადრე ჩაქრა რუსეთში. - რუსეთს არც ამერიკის და არც ევროპის ტერირორიები აქვს ოკუპირებული და იქ სელექციური (შერჩევითი) ეთნოწმენდა ჩატარებული.
ანდრი
ნეტავ აქამდეც ეგრე გვეფიქრა მობურთალს თუ მოჭიდავეს (რუსეთის დროშით რომ პოზიორობდნენ).
simartle
ეს ნაცპოლიტიკოსია? მიხოს დავალებებს ასრულებ?რაო სვანაძე შენმა ბელადმა მიხომ?
ქართველს
100 %-ით მართალი ხარ! იცით რა არის კიდევ საოცარი? მამუკა ჯუღელი და სხვები ადრე ცდილობდნენ ვინმე თუ ოდნავ გაფხაკურდებოდა ეგრევე რუსეთის გზას გაუყენებდნენ, იგივე ასათიანი და სხვ. ნიჭიერი ფეხბურთელი, ახლა ომი დაიწყო და სხვა გზა აღარ აქვთ... კი მაგრამ, ქინქლაძე, კობიაშვილი, არველაძე ვინც წაიყვანა, იგივე იაშვილი, ხიზანიშვილი, მათ შემდეგ დავიჯერო კონტაქტები გაწყვიტეს და მხოლოდ რუსული პრემიერლიგა იყო იდეაფიქსი? ჩემპიონატი კარგი, დაბალი დონის გვქონდა ყოველთვის, მაგრამ აგენტები რატომ მხოლოდ რუსეთისკენ იყურებოდნენ? დავიჯერო ტალანტები არ მოდიოდნენ, მაგრამ რუსეთი და მხოლოდ რუსეთი, სადაც ფეხბურთელი სასურველ დონეს რათქმაუნდა ვერასდროს ვერ მიაღწევს და ტექნიკური ფეხბურთელისთვის არც ინგლისის პრემიერლიგა მგონია საუკეთესო არჩევანი.
shoda
რატომ არ უნდა თამაშობდეს? იქნებ გაგვანათლო. - ეს სპორტული გაზეთი კი არა სორსის უწყებანია, შიგადაშიგ ბორდერის ამბებითაც ხშირად უხარებენ გულს მკითხველს!
ციციკორე
ღირსეულმა რუსებმა კაი ხანია დატოვეს რუსეთი, ან ციხეში ზიან,ან მიწაში არიან. სწორედ კეთროვანივით უნდა მოექცე, რომ მიხვდნენ რას და ვის უჭერენ მხარს. არსებობს კოლექტიური პასუხისმგებლობის ცნება. თან პუტინს ირჩევდე, ეგუებოდა, ხმას არ იღებდე და თან პატივისცემას ითხოვდე, ეგრე სად არის?! მართალია ეს კაცი. 1992-93 წლის მერე, რაც აფხაზეთში გაგვიკეთეს, ქართველი ფეხბურთელი მანდ მართლა არ უნდა თამაშობდეს. ვინც ითამაშა, მაგრად მიქარა. რომ არა უკრაინის ომი და ევროტურნირებზე ბანი, კვარაც რუბინში იქნებოდა.
Kkkk
მართალი ხარ
tngh
გერმანიაში მოთამაშე შ. ოგბაიძე რატომ არ გამოიძახეთ???
ქართველი
გეთანხმები არუნდა თამაშობდეს,მაგრამ უკრაინის ომამდე რატო არამბობდი იგივეს პრესკონფერენციაზე? აფხაზეთში რო საჯიშე ბიჭები დაგვიხოცეს,2008 ში რო აგვიწიეს ქვეყანა ჰაერში და საერთოდ ბოლო 200 წელია დანას გვირტყამენ ეგ არიყო საკმარისი? მაინდამაინც უკრაინაში უნდა ეომათ ეს როგეთქვათ? ჯერ თქვენი დაასაფეთ და გაითავისეთ უკეთესიიქნება
კაპიტან გარდენბურგი
არც წავიკითხავს ამ სტატიას. ერთი დისლაიქი ჩემია. რუსეთში თამაშობდა კვარაც, დავითაშვილიც და უამრავი ქართველი ფეხბურტელი და ათი თავით მაღლაა ეს ჩემპიონატი თურქეთისაზეც და პოლონურ- უნგრულზეც და ასე.შ რაც შეეხება პოლიტიკას, სუპერმარკეტში რომ შევდივარ ვცდილობ უკვე წლებია რუსული ნაწარმი არ ვიყიდო, ან ძალიან იშვიათად. პირადად ჩემი საქმით რუსეთში არ დავდივარ, ესეც პროტესტის ნიშნად, მარა ეს ფეხბურთია და სხვა ხალხის არჩევანია, ყველამ თავად გადაწყვიტოს რა და როგორ. ნუ მოუწოდებთ ამ რაღაც ვაიპატრიოტული სულისკვეთებით ვითომ სხვებს რა უნდა ქნან! რუსი ხალხის ცხოველებად გამოცხადება და შეურაცხყოფა არ მიმაჩნია სწორად. უამრავი ღირსეული და გადასარევი ადამიანია რუსეთში, თუნდაც იგივე სიომინი ფეხბურთში და ასე.შ რომელი პუტუნის მაქებარი სიომინი ნახეთ. ასე რომ რომელიმე ფეხბურთელს თავზე თუ ყვებიან, დავუფასოთ ეს და ნუ ვიქნებით დაუნახავი ტლუები. ხოლო როცა რამეა მართლა პრინციპული დასაცავი აი იქ ნუ შევრცხვებით! ნუ გავიყიდებით თხებივით! და ნუ ვიქნებით გაუნათლებელი მონები და ვეცადოთ ერთმანეთს მივეხმაროთ მეტი, ნაცვლად ამ ხმამაღალი კვირილისა
qomagi
მწვრთნელი უნდა არჩევდეს ფეხბურთელს მისი ფორმის მიხედვით და დირექტივებს არ უნდა იძლეოდეს ვინ სად ითამაშოს,რუსთში დღეს ბევრი უცხოელი თამაშობს ფრანგიც, ხორვატიც, ჰოლანდიელიც, ალბანელიც, გერმანელიც, ლიტველიც და თვითონ უკრაინელიც,რაღა ქართველზეა ამხელა გართულება,მეტსაც გეტყვით რუსეთს ცალი ხელით ვითომ ებრძვიან და ცალი ხელით მასთან თანამშრომლობენ მაგალითისთვის, ამერიკა დღემდე რუსეთიდან სასუქს და სხვა სამეურნეო ნივთიერებებს ყიდულობს და ამავე დროს სხვას ასწავლიან ჭკუას რო რუსეთთან არ ითანამშრომლოთო,ასე რომ გაგნიძეს თავი დაანებეთ და ამ პატარა ბიჭს აცადეთ ნორმალური განვითარება,მწვრთნელმა კი თავის საქმეს უნდა მიხედოს და თავი დაანებოს პოლიტიკურ განცხადებებს,უკრაინაში ომის პროვოცირებას ვინც ხელი შეუწყო იმან უნდა იდარდოს და იგრძნოს პასუხისმგებლობა,აქ გაგნიძე არაფერ შუაშია.არ დაბლოკოთ ეს კომენტარი თავისუფალო მედიავ, არ დაბლოკოთ.
Zura
ყოჩაღ რამაზ, კაცი ხარ!
G.LA
მართალს ბრძანებთ და არა მარტო სპორტში, საერთოდ ყველაფერში უნდა გავემიჯნოთ მაგ ქვე ყანას.
დააT
რამაზ სვანაძე - ნიმუში როგორი უნდა იყოს თავმოყვარე ქართველი. მე დავამატებდი რომ არამარტო ფეხბურთში, არამედ არცერთ სპორტში არ უნდა იყოს ქართველი, იმ საქათმე ქვე ყანაში.
ლაშა
რუსეთი, ადრე საბჭოთა კავშირი... მესხი, მეტრეველი, ბარქაია... ამ ფეხბურთელებს რომ ეთამაშათ ლა ლიგაში, ბუნდესლიგასა თუ სერია ა-ში გაცილებით ძლიერები იქნებოდნენ ისევე, როგორც ასათიანს და სხვებს...
დ
მე მოვუსმინე ამ კომენტარს და სიმართლე გითხრათ სასიამოვნოდ გამიკვირდა, რომ ეს მხოლოდ მისი აზრი კი არაა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოზიციაცაა, ესე იგი სწორ გზაზე დგას ფედერაცია და არ იზიარებს ზოგ-ზოგიერთების აზრს.
david
რუსეტიდან მოვიდა კვარაცხელია მანდ დაიცკო კარგატ ტამაში მანდ რო არ წასულიკო ვერ სად ვერ იტამაშებდა
G.LA
კარგი განცხადება, მაგრამ ნათქვამად არ უნდა დარჩეს. ეს განცხადება გაგნიძეს ეხება ალბათ და ის ნაკრებშია მაინც.
ჯონდო
ჰოდა და ნუღარ იძახებთ.
Io
ჯიგარი ხარ !
ვენეციის კომისია
ის 1 დისლაიქი ალბათ ვიქტორ ონოპკომ დამიწერა...
გურჯი
სოლიდური
მერაბი
ყველასთან შეგვიძლია ტოლ-სწორად თამაში და გამარჯვება.მწამს,რომ ქართული ფეხბურთის აღმავლობის ხანა დგება!!!
nba
სალიდნი კაცი და მაგარი სტაფი ყავს სვანას წარმატებები
ვენეციის კომისია
ყოჩაღ რამაზ სვანაძე! აი ასე მკაფიოდ და გარკვევით უნდა იყოს ჩამოყალიბებული პოზიცია! კაი და მართალი კაცი ხარ!
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
ტრანსფერზე ხმების პარარელურად - მიქაუტაძემ "ლიონში" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
სიის სათავეში დავითაშვილის ტრანსფერია - თურქული გუნდისთვის პრიორიტეტული ზურიკოს დამატებაა
"კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა" - "სპორტინგმა" ქოჩორაშვილი წარადგინა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი
"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს
ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
რამაზ სვანაძე: საინტერესო ჯგუფია და რთული მატჩები გვექნება
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე
გიორგი კვერნაძემ "ბარის" ეფექტური გოლი გაუტანა [VIDEO]
რამაზ სვანაძემ ხორვატიასთან მატჩებისთვის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
რამაზ სვანაძის ახალი კონტრაქტი | 2024-2028
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
გიორგი კვერნაძე სერია A-ს უახლოვდება - ქართველის დამატებას ორი გუნდი ცდილობს
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
რამაზ სვანაძე: რთული მატჩები გველოდება - მერჩივნა პირველი თამაში სტუმრად ჩაგვეტარებინა
ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ინტერვიუ. კვერნაძე იტალიაზე, "კვარას" როლზე, მისი თაობის წარმატებასა და ევროპის ჩემპიონატზე
კვერნაძემ ლამაზი გოლი გაიტანა და "ფროზინონეს" ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა [VIDEO]