ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით უკმაყოფილოა, სრული სიცრუეა. ამის შესახებ ინფორმაციას Areanapoli.it-ის ჟურნალისტი გაეტანო ბრუნეტი ავრცელებს.

მისი თქმით, სპალეტი კვარაცხელიას უბრალოდ უფრთხილდება და ქართველზე ზეწოლის შემცირებას ცდილობს.

"ხვიჩა კვარაცხელია უდავოდ არის ფეხბურთელი, რომელმაც იტალიელი გულშემატკივრები თავისი თამაშით ყველაზე მეტად გააოცა. მისი ტექნიკური, ხავერდოვანი მოძრაობები არც პროფესიონალებს გამორჩენიათ და ქართველის შესახებ ბევრს საუბრობენ. აქ ჩამოსვლამდე ხვიჩა ევროპელი ქომაგებისთვის უცხო იყო, "კვარას" შესაძლებლობების ბევრმა არ ირწმუნა, გარდა "ნაპოლის" სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლისა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ "რეინჯერსთან" გამართული მატჩის შემდეგ (0:3) განაცხადა, რომ კვარაცხელიას ასეთი თამაშით სულაც არაა გაკვირვებული. ამ მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ლუჩანო სპალეტის განცხადებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

"კვარაცხელია? თქვენ ამბობთ, რომ ძლიერი ფეხბურთელია, თუმცა შემდეგ მეკარესთან ახლოს რჩება და კარში ურტყამს მაშინ, როდესაც გვერდით თავისუფალი პარტნიორი ჰყავს, "კვარა" გუნდისთვის ბევრს აკეთებს, მეტოქის დაცვაზე ზეწოლას ახდენს, ბევრ დრიბლინგს აკეთებს და გუნდისთვის უპირატესობას ქმნის, მაგრამ სწორი გამოსავლის მოძებნა უნდა ისწავლოს" - განაცხადა სპალეტიმ.

იტალიელმა სპეციალისტმა თითქმის მსგავსი განცხადება გააკეთა "მონცასთან" მატჩის შემდეგაც:

"ქართველი ძლიერი მოთამაშეა, კარგი საფეხბურთო მონაცემებით, მაგრამ დღეს ძალიან დაძაბული იყო, დიდ ზეწოლას გრძნობს და იცის, რომ ნეაპოლელი ქომაგი მისგან ბევრს მოითხოვს, ამიტომ საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდება" - აღნიშნა ლუჩანომ.

"სპალეტის სიტყვები ინტერნეტში სულ სხვა ინტერპრეტაციით, ჭორის სახით გავრცელდა, თითქოს მწვრთნელს ფეხბურთელის მიმართ "შურიც" ჰქონდა, სიმართლე კი სულ სხვა სახისაა - ლუჩანოს უდიდესი გამოცდილება აქვს და იცის, როგორ მოუფრთხილდეს ფეხბურთელს. მისი სიტყვები ხვიჩასთვის მხოლოდ სტიმულის მიმცემია და "კვარას" გაუმჯობესებას ემსახურება. ქართველზე ზედმეტი ყურადღება შესაძლოა მავნე იყოს. "ინტერისა" და "რომას" ყოფილ თავკაცს ეს ძალიან კარგად ესმის და კვარაცხელიაზე ზეწოლის შემცირებას ცდილობს" - წერს იტალიელი ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მეშვიდე ტურში "მილანს" დაუპირისპირდება. შეხვედრა 18 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. მატჩის ხილვას "სეტანტა სპორტს ჯორჯიაზე" შეძლებთ.

Napoli
არ გესმით არაფერს არ აკრიტიკებს სპალეტი პირიქით აქებს და რაც მაგას უქია ისე არავის არ უქია მაგარი კაციაო ეგეც კი თქვა ეგ უკვე აღარ გახსოვთ. მაგრამ რაც საჭიროა იმაზეც სწორად უთითებს ჯერ კიდევ ბევრი დასახვეწი აქვს. და ნაპოლიში სხვა დიდი ფეხბურთელებიც არიან მაგალითად ზამბო ანგისა მისი დაუფასებლობა არ შეიძლება, ეგეც რო არ დარჩენილიყო ნაპოლიში საერთოდ ყოფა ეტირებოდათ გუნდი არ იქნებოდა. ბურთსაც მაგრა იჭერს და მაგრადაც ათამაშებს ნახევარდაცვაში ბურთს, მაგარი მოთამაშეა ტექნიკურია და გამოცდილია. დანარჩენები ხეები არიან მაგასთან შედარებით ნახევარდაცვაში არაფრის გამკეთებლები არ არიან
გელა
ქომაგი ასპროცენტიანი მართალი ხარ, ბოდიში შემთხვევით დამეჭირა არმოწონებაზე
ფირუზა
სპალეტი არის სლუცკის დონის მწვრთნელი. საინტერესოა რას ფიქრობს რუსეთზე? და კიდევ: ყველა თანაშში და აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელს ასე საჯაროდ რომ აკრიტიკებს, ეს საერთოდ ნორმალურია? მუხლებს უნდა უკოცნიდეს ხვიჩას, რომ ყველგან პირველ ადგილზეა ნაპოლი,. ოსიმენმა 10 -დან ერთი მოარტყა ჩარჩოში და სიტყვაცც არ წამოცდენია აუგად. ხვიჩა არ ჩახვიდე დაცვაში, შენ ცენტრში ორი კაცი მაინც დაიჭერს და წინ ვერ წავლენ. ასე ძალებსაც დაზოგავ, ფეხებშიც ნაკლები მოგხვდება და შეტევაშიც უფრო ეფექტური იქნები. გისურვებ ბევრ წარმატებას. გაიხარე და გაგვახარე.
გია
ქართველებში დიდი აგრესიაა დაგროვილი.ვიღაცას უნდა აგინონ,ესროლონ რაიმე,ურტყან,მოკლან...ჩემში არაა.რა გჭირთ ხალხო
Москов
სფალეტის კარგი უნდა კვარასტვის ეჭვი არავის არ უნდა შეფაროს,სფალეტი კარგად ერკვევა ფეხბურტში და იცის რა ტკვას,რო აგინებენ ის ხალხი აზრზე არარიან საერტოდ ფეხბურტის და ბარე ორმა ვერ გაიგო რა ტკვა და რატომ ტკვა,რაც სფალეტიმ ტკვა იგივე ტკვა სანიოლმაც კვარაზე,სფალეტის უნდა კვარა ტოფ იგროკი გახტეს და კეც გახტება,ასე რომ არ არის საგანგაშო არაფერი ხველაფერი ხვტის ცხალობიტ კარგადა
ემიგრანტი
კვარა 17 წლიდან ზეწოლას გრძნოს ქარველი გულშემატკივრისგან უფრო დ აუფრო განვითარდა გაიზარდა გამოცდილება შეიძინა ახალი გამოწვევებისთვის მზად იყო და ნეაპოლში გადავიდა იქაც დაიმატა ის წნეხი რომელსაც სპალეტი ამბობდა ... კვარა ყველა წნეხს გაუძლო და გაუძლებს მას მხოლოდ ფეხბურთი აინტერესებს სიგიჟემდე უყვარს მაგიტომაც უძლებს უკვე წლებია იმ ზნეხს რასაც სპალეთი გუკისხმობდა ბოღმიანები კვარამ ჩარეცხა
ქომაგი
მგონი ხვიჩქს კრიტიკოსები, ბოლო დროს რომ იხრჩობოდნენ, ახლა სპალეტის ნავს შეეხიზნენ, ისეთ კომენტარებს ვხედავთ. სპალეტი აშკარად გაღიზიანებულია იმით, რომ ჟურნალიტებს ხვიჩა აწერიათ პირზე. ამაში საკუთარი შრომის დაუნახაობას ხედავს. ეს იმის ნიშანია, რომ ტოპი მაინც არ არის - ანჩელოტი და კლოპი ასეთ რამეს არ იკადრებდნენ. არ შეიძლება ფეხბურთელზე თქვა, ბურთს მხოლოდ 2-ჯერ შეეხებოდაო, როცა 3-ჯერ სწორედ მან ამოიტანა ბურთი საკუთარი საჯარიმოდან, შეწყვიტა რა მეტოქის შეტევა, კიდევ 3-ჯერ აართვა მეტოქეს ბურთი, 10 ორთაბრძოლა მოიგო, უამრავი პასი დაარიგა და თუ 8-ჯერ დაარტყა კარისკენ, ამ დარტყმებმა მოიტანა შედეგად ნაპოლის უპირატესობა და გამარჯვების მომტანი პენალტიც. თუ ასე გაგრძელდა, დარჩება პოლიტანოს იმედად და აქოს და ადიდოს სასწაულად შესრულებული პენალტის გამო. ხვიჩას კრიტიკას ჯობია თამაში გადაახვიოს, უყუროს და მანუელ რუის ჰკითხოს - როგორ მოახერხა განაპირა მცველმა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ერთი პასიც არ მისცა თავისივე ფლანგელ შემტევს? მესმის, რომ ხვიჩაზე მცველები გადადიან და ეს სხვა ფეხბურთელებწს ხელსაყრელ პოზიციაში ტოვებს, მაგრამ ხვიჩამ ვერც მაშინ მიიღო მისგან პასი, როცა თვითონ მოიპოვა უმჯობესი პოზიციზია და ტყუილად რომ არბენინებენ პოზიციის მოსაპოვებლად, ამაზე ცუდი გუნდში არაფერი არ მოხდება არასდროს. ამას უნდა ხედავდეს მწვრთნელი და არა პოლიტანოს სასწაულ პენალტს, რომელიც სულაც არ იყო სასწაული და რომელიც სწორედ ხვიჩამ მოიპოვა.
თენგაბი
ასეთი აღვირახსნილი კომენტარები, ლანძღვა, გინება არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება. ძალიან უინტელექტო და უტვინო ხალხად წარმოგვაჩენს. არ მინდა შეთქმულების თეორიის თანაავტორი გავხდე, მაგრამ იქნებ სპეციალურად აკეთებენ საქართველოს და ხვიჩას მტრები? ქრისტეს მიმდევარი ხალხი ვართ და არავის ეკადრება ასეთი საქციელი - უფალი ხომ ყველაფერს ხედავს?
Dyogene
სპალეტიმ რაც ილაპარაკა - არ ულაპარაკია მხოლოდ სათქმელის შინაარსის პირდაპირი მნიშვნელობით აღქმის გამო. ძაან დიდი ჰაიპია და აბალანსებს ამ ყველაფერს, მხოლოდ პოზიტიური საუბარი და ქება-დიდება ფეხბურთელისთვის არ არის მაინც და მაინც მარგებელი. არც ხვიჩას გასაგონად არ უთქვამს რაც თქვა - მაგას ვარჯიშებზეც ეტყოდა, თქვა ჩვენს გასაგონად, რომლებიც ძალიან აარაადეკვატურად ვიქცევით უკვე. ბუნებრივია ვართ ხამები, შეუძლებელია არ ვიყოთ - ამდენი ხანია გვწყუროდა ეს რასაც ეხლა ვხედავთ და სხვანაირად არ შეიძლებოდა. თუმცა ამხელა აგრესია, თან ხვიჩას თანაგუნდელებზე, რომლებთანაც კვარას ძალიან მეგობრული და ახლო დამოკიდებულება აქვს ძალიან სამარცხვინოა. პოლიტანოზე ენგრი რეაქთების ქვემოთ აღარ არის დონე. ჯერ ეს ერთი პოლიტანოს არ გამოურთმევია ბურთი. პროტოკოლის მიხედვით მოქმედებდა გუნდი და კაპიტანმა მიიღო გადაწყვეტილება, აირჩია მეორე ოფცია თავისი თავის შემდგომ. მერე ხვიჩასთან მივიდა, აუხსნა, ჩაეხუტნენ ერთმანეთს და ყველაფერი ლამაზად დასრულდა. თითქოს არ იყო ამის დანახვა რთული, მაგრამ სადაც ლივერპულს დინამოსთან თამაშის შეეშინდა 79-ში, პრინციპში გასაგეიბია ყველაფერი. გვახსოვდეს ვისი გორის ვართ.
100%
Skeleton გენაცვალე სიმართლეში და სწორად ჩამოყალიბებაში!
მამუკა
ყველა კომენტარზე ორი დისლაიქია, უეჭველი ერთი სანაიასია, მეორე მაქარაშვილის)))
PIRLO
ეს კი მიზანმიმართული მავნებლობაა აშკარად, წეღან ნაპოლის ფეისბუქ გვერდზე შევედი და მარაზმი ხდება იქ... რა პირით აგინებენ სპალეტის პოლიტანოს და სხვებს, ერთმა ისიც დაწერა პირადში მივასხი პოლიტანოსო, მარტო მიგათრევთ კვარა თქვენ სუნიანო ღორებოო !!! რას ვაკეთებთ ხალხო სულ გავგიჟდით? რისი მიღწევა გვინდა ბოლო ბოლო??? კრიტიკის და ჩვენი აზრის გამოთქმის უფლება ყველას გვაქვს მაგრამ ეს დედის გინება და შეურაცხყოფა რა უბედურებაა ამას ხო უამრავი ნაპოლის ქომაგი კითხულობს? უამრავი ლეგიონერი ყავს ნაპოლის და არცერთი შურაცხმყოფელი კომენტარი არ წამიკითხავს უცხო ქვეყნიდან, თუნდაც ელმასი ლოსანო სიმეონე სკამზე ზიან მაგრამ არ იგინებიან მაკედონიიდან მექსიკიდან და არგენტინიდან. თან სულ ერთი და იგივე ხალხია და ეს უკვე აშკარად მიზანმიმართული დაზიანებაა კვარასი და ქართველების!!! სანამ დროა რაღაც მოვიფიქროთ და გავაჩეროთ ეს ხალხი სანამ არ შეაძულეს ყველას ქართველების და თვითონ კვარას თავი!!! უკვე მართლა ყველა ზღვარს სცილდება ეს ყველაფერი
ზაქრო
კრიტიკა და თვითკრიტიკა განვითარებისთვის აუცილებელია, და არა მხოლოდ ფეხბურთში.
qomagi
სპალეტი მაგარი მწვრთნელია და კარგად იცის რა თქვას და რისთვის თქვას,კვარაცხელიას კარგად იცნობს,კვარამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რო ზედმეტი დაძაბულობა მოიხსნას,ყველა თამაშში ეტყობა რო დაძაბულია და ამას ფროფესიონალები ამჩნევენ, სპალეტის ყური დაუგდოს და კარგად მოუსმინოს.ჟურნალისტებს კი ვეტყოდი ცოტა ხანი შეეშვით ამ ბიჭს,კვარას ჯერ სამუშაო ბევრი აქვს, ადვილი არაა ასეთ დონეზე ითამაშო და თან ნაპოლში სადაც უამრავ ვარსკვლავს უთაამაშია, ბოლობოლო მარადონა თამაშობდა იქ და ნაპოლში ვერავის გააკვირვებ კარგი თამაშით.აცალეთ ამ ბიჭს ყველამ, აცალეთ.
Skeleton
ის პენალტის ეპიზოდი სრული სიცრუე აღმოჩნდა. კვარამ მოიპოვა პენალი, ბურთთან იმიტომ მივიდა, რომ ზელინსკისთვის მიეტანა, რადგან ორი გაფუჭებული პენლის მერე ფსიქოლოგიურად ცუდად იყო ზელინსკი. ეს კამერებმაც დააფიქსირეს, როგორ ამხნევებს ხვიჩა ზელინსკის. თავად ხვიჩა არ წასულა პენლის დასარტყმელად და არავის გამოუგლეჯია მითვის ბურთი. ის რეაქცია, რაც ქართველებმა ნაპოლის გვერდზე გამოავლინეს, არის სრულიად კომენტარების პასუხისმგებლობა. მივიდა "ბავშვი" ბურთთან მაგრამ არ დაარტყმევინესო, რომ წამოიძახა უაზროდ და არაპროფესიონალურად. უკაცრავად მაგრამ თამაში თუ მიგყავს, მინიმუმ "ბავშვად" არ უნდა მოიხსენიო მოთამაშე და არასწორი ინფორმაცია არ უნდა მიაწოდო მაყურებელს, რომლის ემოციებზეც თამაშობ და რომლებსაც შენი ნათქვამი ყველა სიტყვის სჯერათ! ეს კომპლექსები მოვიხსნათ და ხვიჩასაც ნუ ვახვევთ თავს. თითქოს ხვიჩას ვინმე ჩაგრავს, რა სისულელეა ეს. კრიტიკა რომელ ფეხბურთელს არ შეხვედრია, ერთსაც ვერ დაასახელებთ. ის, რომ მაყურებელს უყვარს ყველასთვის გასაგებია და ჩემთვისაც, როგორც მისი თავგადაკლული გულშემატკივრისთვის, მისი არცერთი კრიტიკა სასიამოვნო არაა. მაგრამ ფეხბურთი ამისგან შედგება და ამას ვერ გავექცევით. მწვრთნელმა უნდა მისცეს შენიშვნა და ხვიჩა უნდა გაიზარდოს, შეცდომებზე ისწავლოს. ეს დამატებითი მოტივაციაა. მესი და რონალდუსთვის რომ 21 წლის ასაკში შენიშვნები არ მიეცათ ამ დონემდე ავიდოდნენ? მოდით რა, ვიღაცას კვარას გოლზე 100 ლარი ედო, წააგო და სპალეტის აგინებს, ასე ნუ მოვიქცევით ოფიციალურ გვერდზე მაინც ძალიან გთხოვთ! ჩვენს ქართულ საიტებზე რამდენიც გინდათ წერეთ და მოიოხეთ გული! ამით ხვიჩას აზარალებთ იცოდეთ!
da
პასი უნდა ისწავლის და ისწავლის კიდეც დარწმუნებული ვარ,მაგარი კაცია კვარა და უფრო მოუმატებს
ენძო
ხვიჩა ალმასია და კარგი იუველირი სჭირდება.სპალეტი და სანიოლი არიან მისი იუველირები და ხვიჩაც ისეთი ბიჭია მათ ნათქვამს სწორად გაიგებს.ყველაფერი კარგად იქნება რადგან ღმერთმა ხვიჩა ფეხბურთისთვის შექმნა და ქართველებს გვაჩუქა. .
yw
ძლივს არ ვნახე სწორი,გააზრებული და ნაფიქრი კომენტარები და არა უაზრო ბაქიბუქი და "განაწყენებულების" ბრახაბრუხი.
mate
ვიცი რომ, ყველას კარგი გვინდა ამ ბიჭისთვის, მაგრამ ძაან გაღმერთებამ და ასეთმა აჟიოტაჟმა, შეიძლება ძალიან ცუდი საქმე გაუკეთოს
Charley
სპალეტიმ გულის სიღრმეში ყველაზე კარგად იცის ხვიჩას შესაძლებლობები და ნაპოლის თითოეულ გამარჯვებაში მისი როლი. ის კრიტიკანარევი ინტერვიუც დარწმუნებული ვარ ხვიჩას არა დრიბლინგებს და გამწვავებას არამედ ხვიჩას დამაგვირგვინებელ მომენტების ვერ გამოუყენლობა ირიბად გაუკრიტიკა რეინჯერსთან ხვიჩამ კარისკენ შვიდჯერ გაისროლა კარის ჩარჩოში კი ერთხელ გაუშვა და ამასაც გამოასწორებს თავიდან რონალდოსაც უჭირდა მიზნის გასწორება, და სპალეტიმ ამისთვის გააკრიტიკა კარისკენ ამდენჯერ თუ ურტყამ ერთი მაინც გაიტანეო ან ამდენ დარტყმას საჯარიმოსთან ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს დაუგორეაო ესაა და ეს სპალეტის შინაარსი ამ ინტერვიუსა. ხვიჩას აქვს დაუოკებელი სურვილი გოლის გატანისა ეს ყველაფერი თავისთავად მოვა "დაამუღამებს" ძლიერ დარტყმას "მოჭრის" გარეშეც გოლებსაც შეყრის თორემ რომ ვერ გააქვს ოდნავ ითრგუნება ამას არ უნდა მიაქციოს ყურადღება ის გუნდის ერთერთი უმთავრესიბლიდერი უკვე არის ამ დამამთავრებელ დარტყმასაც გამოასწორებს დროულ პასსაც გასცემს თანაგუნდელზეც და ვარსკვლავიც გაახდება ბევრი არ არის იგივე სერია აში ხვიჩას ტალანტის არაორდინალური უნარების შემტევი და ეს ყველაზე კარგად სწორედ ნაპოლიში იციან მისი თავის მტერი არავინაა და არც სპალეტი, ალუმინის ფასად ბაჯაღლო ოქრო ჩაუვარდათ ხელში და ეს ოქრო გაიბრწყინებს ყველაფერს დრო უნდა უბრალოდ თან არც ისე დიდი.
საქართველო
ხვიჩა, გახსოვდეს ქინქლაძე, რომელიც უდუდესი ტალანტი იყო, გჰახსოვდეს და გაითვალისწინე, შე საქართველოს სიხარული ხარ, წარმატებები, წარმატებები, ირო ორდა, მანგარო ორდა.
რობი
მე მგონია კი არ აკრიტიკებს საჯარად მიუთითებს კიდევ რაში და როგორ აქ მოსამატებელი! ხვიჩას გაუმართლა სპალეტის ხელში რომ მოხვდა! ის უფრო ძლიერი და აგრესიული გახდება დაცვაში!თავდასხმაში და რაციონალური და ზუსტი!
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა
კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
"მილანმა" სათადარიგო მეკარე შეცვალა - "როსონერიში" სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
როცა ოცნება რეალობად იქცევა — საქართველოში „A.C. Milan-ის“ საფეხბურთო ბანაკი იწყება
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
პსჟ კოლო მუანის გაასხვისებს - ფრანგს მსურველები არ აკლია
[PHOTOS] ურთიერთობა დადასტურდა - ვინ არის კვარაცხელიას თანაგუნდელ ჰაკიმის ულამაზესი ტოპ მოდელი ახალი მეგობარი გოგონა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ალმადა მიქაუტაძის "ლიონში" აღარ ითამაშებს - ფეხბურთელი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს
კონკურენცია ყველა პოზიციაზე უნდა იყოს - "ნაპოლი" მეკარესაც იმატებს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" ლუკას ტრანსფერიც შეათანხმა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
ოსიმენის ვენდეტა და დე ლაურენტისი სასამართლოში - ვიქტორის და ხვიჩას ტანდემი პსჟ-ს სჭირდება
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
"ერთადერთი გამოსავალი სპალეტის გადადგომაა" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუჩანო გააკრიტიკა
"რატომ ვეღარ თამაშობს "კვარა" ისე, როგორც "ნაპოლის" საჩემპიონო სეზონში? ხვიჩა მგრძნობიარე ბიჭია" - სპალეტიმ ქართველს რჩევა მისცა
კონკურენცია ყველა პოზიციაზე უნდა იყოს - "ნაპოლი" მეკარესაც იმატებს
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
სპალეტიმ პოლიტანოს უგანა - ლუჩანომ იტალიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ლუჩანო სპალეტი: კვარაცხელია ტოპია და დიადი საქმეების გაკეთება შეუძლია
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
არანაირი ყურსასმენები, "ფლეისთეიშენი" და ხუმრობა ვარჯიშზე - სპალეტიმ იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს აკრძალვები დაუწესა
კვარაცხელია და ოსიმენი კვლავ ერთად? - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პსჟ-მა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ნოა ლანგი ნეაპოლში ჩავიდა და დღეს "პარტენოპეის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება