ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

"მიეცით უფლება დაუშვას შეცდომები, წინააღმდეგ შემთხვევაში იანვარში "რეალში" აღმოჩნდება" - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე

"მიეცით უფლება დაუშვას შეცდომები, წინააღმდეგ შემთხვევაში იანვარში "რეალში" აღმოჩნდება" - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე

<p>"ნაპოლის" თავკაცის ლუჩანო სპალეტის სიტყვებმა ხვიჩას შესახებ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, სპალეტის თქმით, ქართველი ხანდახან მოედანზე ეგოისტურად მოქმედებს, ზოგიერთი ქომაგის აზრით იტალიელმა სპეციალისტმა "კვარა" მხოლოდ იმიტომ გააკრიტიკა, რომ ზეწოლისგან დაიცვას, ზოგიც კი თვლის, რომ ლუჩანოს მისი უბრალოდ "შურს".</p><p>Tutto Napoli-ის ჟურნალისტმა პაოლო დელ გენიუსმა "ინტერისა" და "რომას" ყოფილი თავკაცი გააკრიტიკა და მისი აზრი არ გაიზიარა.</p><p>"ხვიჩას ვეტყოდი, რომ ასე გააგრძელოს, სპალეტის თქმით, ხანდახან არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, თუმცა "ნაპოლის" მომენტების უმეტესობა სწორედ მისი არასტანდარტული თამაშის შემდეგ იქმნება, სხვებს კი ეს არ შეუძლიათ, თუ გვსურს მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები გვყვავდეს, რომლებიც "საშინაო დავალებას" სწორად ამზადებენ და შეცდომებს არ უშვებენენ, ასეთი მოთამაშეები ვერასდროს განვითარდებიან. თუ ხვიჩა ყოველთვის კარგად ითამაშებს და არასდროს შეცდება იანვარში მადრიდის "რეალში" აღმოჩნდება, მოდით უბრალოდ მივცეთ საშუალება, რომ რაღაც არასწორად გააკეთოს, უფრო ეგოისტია ვიდრე პოლიტანო? - აბსოლუტურად არა! შესაძლოა, სპალეტიმ ეს სიტყვები მის დასაცავად თქვა, თუმცა მწვრთნელის ადგილას საერთოდ არაფერს ვიტყოდი, ნუ შევაკავებთ მის ნიჭს, რადგან ბევრს მისნაირად თამაში არ შეუძლია" - განაცხადა დელ გენიუსმა.</p><p>შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლი" მორიგ შეხვედრას 18 სექტემბერს "მილანის" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.</p><p><p><p><p><br></p>

  • ლაშა

    ეგრე გადაჭრით ვერ იტყვი, რომ ბრაზილიელი უკეთესია. ამას ვარჯიშებზე დამტკიცება სჭირდება! იტალიაში ყველაზე საუკეთესოს ასე ერთი ხელის მოსმით განაჩენს ნუ გამოვუტანთ... მაგრამ ერთია, რომ რეალი მისთვის ნაადრევია. საეღოდ ნაკრები გაცილებით მაღალ დონეზე უნდა გავიდეს და შემდგომში ყველაფერი საათის მექანიზმივით მიყვება პროგრესისკენ!

  • ვა რა დონეა

    რეალში ხვიჩას პოზიციაზე უფრო მაგარი ბრაზილიელი ფეხბურთელი ყავთ.

  • დავითი

    ყენიას ჰკითხე თუ არ არსებობს. მაგათისთან მოკითხვას დაგაბარებს.

  • ჯაბა

    არ უყვართ აქ კრიტიკის მიღება და რა ქნან. უხარვეზოაო და არაგრის გსმოსწორება არ ჭირდებაო. სამუშაო ჯერ კიდევ აქვს ხვიჩას და დასახვეწი, მსგალითად სწორი გადაწყვეტილებები დამასრილებელ ფაზაში და ტაქტიკური ნიუანსები... თუ ,,მადიდებლები" ხელს არ შეუშლიან - დიდი ფეხბურთელი გამოვა

  • დათო

    სად იფრინა ერთი, რუბინში? 5 გატანილ გოლს ეძახით ფრენას? ფრენით ახლა დაფრინავს. რუბინში რა ხარისხიც აჩვენა, წამდაუწუმ ბურთის კარგვები, დაბალი შედეგიანობა - ასე სერია ა -ში არ გამოვიდოდა. კიდევ კარგი გამოსწორებული აქვს ბევრი რამ. თუმცა სამუშაო კიდევაა. სამწუხაროდ გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცევენ, თანამედროვე ფეხბურთი ასეთია. ეზო კი არაა, რაც მოგეხოშება ის აკეთო. და კიდევ - დაცვაშიც უფრო აქტიური უნდა იყოს, დოინჯი კი არ უნდა შემოირტყას წელზე... სხვა მხრივ მაგარია, ვინისიუსის დონეზე თამაში შეუძლია, გახსოვთ რამდენ შეცდომას უშვებდა ვინისიუსი და როგორ დაიხვეწა?

  • ზურა

    მართლაც რა, გააკრიტიკა და გააკრიტიკა. ხვიჩა კიდევ უნდა გააძლიეროს და ხარვეზებზე იმუშაოს. მტრად მოეკიდნენ უკვე სპალეტის აქ საქართველოში.ბამ დროს ტყუილი რა თქვა? ძალიან მაგარიაო, თუმცა მინუსებიც ახსენა, რა არ აქვს მინუსები? სრულფასოვანია? რატო იღებს ხალხი ასე მტკივნეულად კრიტიკას?

  • gori

    ნაპოლიში ე.წ. პირველკაცობა სჯობს, სხვაგან მეათეკაცობას.........

  • კახა ქ.

    აუ რა ამბავი ატეხეს,რა მოხდა.არ არსებობს მწვრთნელი რომ თავის მოთამაშისთვის ცუდი უნდოდეს.ეს ხომ მაგაზეც იმოქმედებს,ბოლო-ბოლო თუ ცუდი შედეგი ექნა,ადგებიან და მოხსნიან.

  • Gia

    Rac xvichas charchoebshi moqceva daiwyes goli ar gautania.tipi fenomeni daibada da miushvit tore martali tqva am kacma dakargaven.eg egetia,uyvars lamazi fexburtis tamashi da publikaze tamashobs.burts yvela kargavs,magram rezultati magaliaq samagierod.

  • Thomas

    მაგას ვიძახი სულ, ქება კი არ აწყენს პირიქით ფრთებს შეასხამს და უფრო მაგარი იქნებათქო და ამათმა ოღონ ვინმე გალანძღონ, თავიანთ არაადეკვატურ და უაზრო კრიტიკას იმით ამართლებენ, თითქოს კვარასთვის კარგი უნდათ და ქებით არ გაფუჭდესო:) იშიფრებიან ეგრევე.. აჟიოტაჟი და ქება არ ვნებს კვარას ,18 წლის ასაკიდან მაგ მდგომარეობაშია და აქამდე თავში არ ავარდნია და არ გაზარმაცებულა. გაიგინ იქნებ

  • ეეე

    ოო ზუსტათ მეც მაგას ვამბობ კვარა, რომ რეალში არ მოხდეს წელსვე მაგიტომ თქვა სპალეტიმ ის რაც თქვა, ანუ ხვიჩა არც ისე სრულყოფილია, როგორც თქვენ გგონიაო უთხრა გრანდებს, მარა მაგით მოატყუებს მაგი პერესს? მეტი არაა ჩემი მტერი, რასაც ეგ ბებერი მელა თვალს დაადგამს უეჭველი მისი იქნება,DDD

  • ჯონი

    მეც შენთან ერთად ვკისრულობ ))) ოღონთ ჯერ ადრეა ასე მგონია

  • 100%

    ტაში რომ იხატებოდეს აქ, დავხატავდი. 100%-ით მასე ვფიქრობ მეც.

  • დ.დ.

    კარგა ხანია მსგავსი გენიალური ნაწარმოები არ წამიკითხავს. ყოჩაღ ლაშა !

  • ისიდორე

    ზუსტად არასატანდარტულობა ტექნიკური ლამაზი ფინტები და ინდივიდუალობა მოენატრა გულშემატკივარს

  • კახა

    ბევრ რამეში გეთანხმები,მაგრამ ამ ბოლო ხანებში ინგლისურ გუნდებსაც აქვს პროგრესი.სიტი,ლივერპული ჩელსი.ჩემპიონთა ლიგაც მოიგეს

  • ჟორა გაბრიჭიძე

    რა თქმა უნდა, ფეხბურთელი თვითონ უნდა წყვეტდეს მინდორზე, როგორ იმოქმედოს და ამ შემთხვევაში აქვს მას აჩვენოს შედეგი, მაგრამ მწვრთნელსაც უნდა გავუგოთ. მაგრამ ყველა ხედავს, რომ ხვიჩა მინდორზე არც ისეთი ეგოისტია, რომ ეს აღსანიშნავი იყოს და მისი თამაშის მინუსად დაასახელო.

  • მამუკა

    ხვიჩა რეალის მაისურით დამანახვა და კარგი მაღარიჩი ჩემზე იყოს))

  • ...

    სპალეტის ვინ ეკითხება ტრანსფერების ამბავს! შენი აზრით კულებალი მას შეუთანხმეს გაეყიდათ თუ არა?

  • jordan beli

    კვარამ სლუცკის ხელში რატო იფრინა იცით? სლუცკიმ თქვა ფენომენიაო და მისცა სრული თავისუფლება, რაც უნდა ეკეთებინა მინდორზე, ყოველ ჯერზე იძახდა კვარა ფენომენიაო და ბიჭმაც სასწაულები აკეთა. და რატომ იცით? ბუნებით ლიდერებს არ უყვართ ჩარჩოებში მოქცევა და კრიტიკა.პირიქით უყვართ თავისუფლება და შექება.კვარას ყველანაირად ეტყობა რო ბუნებით ლიდერია!!!! ჩემი აზრით კვარას შექება მოუხდება ვიდრე კრიტიკა. ფაქტია ბევრია აქ სასწავლი,მაგრამ კვარასნაირ ლიდერს უნდა ასწავლო ვარჯიშებზე და არა პრესკომფერეციაზე!!!

  • დავით 67

    ეს ისედაც ყველამ იცის, ხვიჩამაც. სპალეტიმ პირველივე თამაშზე უთხრა ბურთი არ დაკარგოო თუ დარწმუნებული არ ხარ დრიბლინგი გამოგივა თუ არაო. ასეთი სისულელე უთხრა!!! ეს ჩემი ყურით მოვისმინე.

  • Papa

    მართლაც რომ გენიოსია დელ გენიუსი... ოქროს სიტყვებია.

  • gogi

    ისე იზავენ ამ ბიჭს სულ თავგზას აუბნევენ. სპალეტიმ თქვა მარტივი რამე - თუ ხედავ სხვას უკეთეს სიტუაციაში მიეცი პასი!!!! რა შუაშია სკოლა და მოსწავლეები. არავინ ეუბნება კაცი არ მოატყოო, ეუბნებიან რომ მოატყუებ არაა აუცილებელი შენ თვითონვე დაარტყვა მიუხედავად იმისა გიწყობს სიტუაცია ხელს თუ არა.

  • პაატა

    იმ შემთხვევაში თუ სპალეტი ხვიჩას მარცხენა კუბიკში (მოწინააღმდეგის საჯარიმოს მარცხენა ხაზსა და მოედნის კიდეს შორის) გამოკეტავს, რითაც თავისუფალი მოწმედების არეალს მნიშვნელოვნად შეუზღუდავს, მაშინ აუცილებლად მოუწევს გუნდის გამოცვლა და გამოიცვლის კიდევაც. ხვიჩა კარგი მეპასეც და მაგარი გოლის გამტანიც უნდა იყოს, არ დაბადებულა ეს ბიჭი მარტო საგოლე პასების დასარიგებლად! ჯანმრთელობას გისურვებ ჩემო ხვიჩა და ბევრი იშრომე!!!

  • Zaza

    Xvicha shvilo dges sheni dgea visac shegidzliat sheatkobinet chvens varskvlavbichynas rom pirvelive cytebidan sheyvardes mekares pirispir da atakos manam gons movlen milanelebi!!!!!

  • Another brick in the wall

    სპალეტი სკოლის მასწავლებელს მაგონებს საკუთარი აზრის ქონას რომ უშლიდნენ ბავშვებს და ფანტაზიაში და შემოქმედებიაში ზღუდავდნენ. უყვარდათ, ვინც მიცემულ დავალებას დაიზეპირებდა ერთი თავიდან მეორე თავამდე და დანარჩენი ბავშვები ეჯავრებოდათ :)) ახლა შეიძლება ასე აღარ არის მაგრამ მე 2000 იანების დასაწყისში ვიყავი პატარა და მაშინ ნამდვილად ეგრე იყო. გუნდზე მორგებულ ერთ-ერთ ჭანჭიკად არ უნდა გაქციოს სპეციალისტმა, როცა ამხელა უნარები, ფანტაზია და ინდივიდუალიზმი გაქვს. მითუმეტეს ხვიჩას არც გუნდური თამაში და არც პასების გაცემა არ აკლია მაგრამ დამოუკიდებლობად რომ შეუძლია თავის თავზე ბევრი რამის აღება, ეს რატომ უნდა დაუშალო

  • ზვიადი

    ზოგიერთი ქართველის მზგავსად იტალიელებიც სისულეს ამბობს რომ შურდეს არც აიყვანდა კარგად იცოდა სპალეტიმ ვინც არის ხვიჩა უბროლად მისი დახვეწა უნდა რომელიც მართლა საჭიროა რომ მიაქციოს იმ დონეს რაც შეუძლია უკვე შეატყო რაღაცეები ალბას ზედმეტი რომ მოდის და ხვიჩას დასაფიქრებლად თქვა სახალხოდ რომ ჯერ ბევრი აქ სასწავლი ყველაზე მეტად მის თითოეულ ბურთან შეხებას განიცდიის

  • გია პაპა

    აა კაცი გენიოსი!

  • G.LA

    იმედია ამდენ შეგონებას გაიგებს სპალეტი. ჩვენ ხმას თუ ვერ გაიგებს იქ იტალიაში არ დააკლეს გენიოსს თვით გენიუსმაც მოუწოდა. რას ტვინიკოსობს სპალეტი ვერ გავიგე? არ მოსწონს დასვას სკამზე და ვნახავ რამდენ კვირაში დაკარგავს ხვიჩას. ახლა ისევ ბათუმში ან ყაზანში არაა რომ ევოპამ ვერ დაინახოს. დაკომპლექსება ხომ არ უნდა ხვიჩასი? ხვიჩა იფრინე შენებურად, სპალეტიზე არ მთავრდება ეცროპა.

  • ლაშა

    100 %-ანი სწორი შეფასება თუმცა სპალეტის ბრძნული შენიშვნა ორაზროვანია!

  • ლაშა

    სრული სიმართლეა, კვარა თუ გადავიდა, გადავა ესპანეთში, კერძოდ რეალში და არა ინგლისში. არცერთი ოქროს ბურთის მფლობელი არ გამოვლენილა ინგლისიდან. ქინქლაძე ვან გაალს ჰყავდა სინჯებზე ბარსელონაში, მაგრამ არ მოეწონა. ინგლისში პრაგმატულ, სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ, განსხვავებით ესპანური ან იტალიური ჩემპიონატებისგან, სადაც, შესაბამისად ბრაზილიელებმა და არგენტინელებმა შეიტანეს სტილი. ეს უკანასკნელნი უფრო პირენეებსა და აპენინებზე თამაშობდნენ, ვიდრე ნისლიან ალბიონზე, სადაც ბოლოხანს გადავიდნენ, ისიც მცირე რაოდენობით, მაგრამ ინგლისური ფეხბურთის სტილი მაინც ვერ შეიცვალა, ვერ ასიმილირდა მასში საუკეთესო. მათი ნაკრები წარუმატებელია და ეს ფაქტია! იგივე ესპანეთსა და იტალიაში ბრაზილიურმა თუ არგენტინულმა სტილმა ასიმილაცია განიცადა და ამან მნიშვნელოვნად განავითარა ადგილობრივი ფეხბურთი, მაგრამ არა ინგლისში! ინგლისში ძნელია ფეხბურთის თამაში? მე კი პირიქით მგონია. რამდენი ფულიც არ უნდა ჩაიდოს პრემიერლიგაში, მე პირადად ვერავინ დამაჯერებს, რომ ლა ლიგას ან სერია ა-ს პრემიერლიგა ჯობია. მეტსაც გეტყვი, მირჩევნია ბუნდესლიგაში ითამაშოს ქართველმა და გერმანული სტილი აითვისოს, ვიდრე ინგლისში, რომლიც დღემდე გაუგებარია თუ რა სტილს მისდევს. მათი ნაკრები უსუსტესია გრანდებს შორის, მეტიც, არც ითვლება გრანდად. არცერთჯერ არაა ევროპის ჩემპიონი ინგლისი, მსოფლიოს ჩემპიონი 1-ჯერაა, ისიც გერმანიას უნდა მოეგო, რომ არა ბახრამოვი! დამისახელე ერთი რატომ არ წავიდა პრემიერლიგაში სათამაშოდ: მარადონა, რონალდო, რივალდო, ფიგუ, ზიდანი, პლატინი, კრუიფი... სხვათაშორის ერთხელ პლატინის ზიზუს და ანრის შედარებაზე ჰკითხეს. მან უპასუხა, რომ თუ იტალიაში ან ესპანეთში არ გაქვს ფეხბურთი ნათამაშები, დიდი ფეხბურთელი ვერ დადგებიო! იგივე საფრანგეთის ლიგა 1-ზე ვიტყვი, საფრანგეთის ნაკრები წარმატებულია, რატომ? იმიტომ რომ აფრიკული სწრაფძალისმიერი ფეხბურთის ასიმილაცია მოხდა, მათ ნაკრებში უამრავი ფერადკანიანი თამაობს. სხვა საკითხია მოსაწონია თუ არა ეს, მაგრამ ფაქტია, რომ წარმატებებს აღწევენ. საერთოდ ლეგიონერის ქვეყნის ჩემპინატში მიყვანის აზრი სწორედ მათი სტილის და საუკეთესო ასპექტების დამკვიდრებაში მდგომარეობს გარდა მარკეტინგული კუთხით გუნდის გაძლიერებისა. ინგლისში კი ვერ ხდება ასიმილაცია საუკეთესო უცხო კომპონენტების და ინგლისის ნაკრებიც შესაბამისად საკუთარი უსახური სტილის მატარებელია და ვერც აღწევს წარმატებებს და პრემიერლიგა კი დიდი ფულის კეთების მეტს არაფერს მისცემს ფეხბურთელს, რომ აღარაფერი ვთქვათ ინგლისურ ღამის ცხოვრებაზე, სადაც ფეხბურთელს უბრალოდ ვერ გააკონტროლებ, თორემ თუ აკონტროლებენ მანჩესტერ იუნაიტედს ხომ წყვეტს ვარსკვლავებს... იმაში გეთანხმები რომ პრემიერლიგაში დიდი ფული ტრიალებს და ჩემპიონთა ლიგაზე გამომუშავებულ თანხას გაცილებით აღემატება, რაც მათ გამართულ მარკეტინგზე მეტყველებს, ამას ვერ დავუკარგავთ, მაგრამ ეს როდი ნიშნავს მათ უძლეველობას? რატომაა ესპანური და იტალიური კლუბები ინგლისურზე ტიტულოვანი? როგორც ლათინური ენა მოკვდა ასიმილაციის გარეშე, ისე მოკვდება გაურკვეველი სტილის ფეხბურთი!

ლოჩოშვილი "ნიურნბერგის" ფეხბურთელია - ის კლოზეს სანიოლმა დადებითად დაუხასიათა

ფინანსური რესურსები აქვთ და მიქაუტაძის დამატება სურთ - ქართველი "რომას" შემდეგ იტალიაში კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს

პარიზი მორიგი დიდებისთვის ემზადება, ჩვენ - ხვიჩას გოლისთვის!

U16 გოგონთა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება

უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა

20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა

მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია

კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო

გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა

საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა

ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ

თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა

ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან

[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია

აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება

გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს

"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე

"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება

"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის

"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს

"თუ ეს მოხდება, დიდი ალბათობით, თოფურიასა და მახაჩევის სუპერ ჩხუბს ვიხილავთ" - დეინა უაითი

"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა

მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?

პარიზი მორიგი დიდებისთვის ემზადება, ჩვენ - ხვიჩას გოლისთვის!

3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს

"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო

ოსიმენი "განვადებით" - ნიგერიელის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება

დე ლაურენტისი კონტეს პირობას უსრულებს - "ნაპოლი" ამ ზაფხულს ბევრი ფეხბურთელით გაძლიერდება

"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე

[VIDEO] Le Parisien: ქორეოგრაფია და ცეკვა ქართული კვარაცხელიას შესრულებით

დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება

დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა - არავითარი "განვადება", 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ

[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა