საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-9 ტურში ზურიკო დავითაშვილის "ბორდმომ" "დიჟონს" საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია.

მოგეხსენებათ, ჩვენებურს ჟირონდელთა რიგებში შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა და 21 წლის შემტევმა თავის გუნდს 87-ე წუთზე ლამაზი გოლით მოაგებინა.

მატჩის დასრულების შემდეგ "ბორდოს" მწვრთნელმა დავიდ გიონმა ზურიკოს შესახებ ისაუბრა:

"ყველამ დაინახეთ, რომ მას გამოცდილება აქვს. ქართველმა რამდენიმე სეზონი მაღალ დონეზე უკვე იასპარეზა. დავითაშვილი ასევე ეროვნული ნაკრების წევრია და საერთაშორისო შეხვედრებში იღებს მონაწილეობას.

ვფიქრობ, მატჩის ბოლოსკენ ის ცოტა დაღლილი იყო, მაგრამ საგოლე დარტყმის მომენტში ფეხი არ აუკანკალდა... დავითაშვილმა იცოდა რასაც აკეთებდა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ზურიკოს მსგავსი მოთამაშე შეტევაში უფრო მეტ ეფექტურობასა და სიზუსტეს გვმატებს... მისი დამატება "ბორდოსთვის" შესანიშნავი შევსებაა.

იცით, რა მომეწონა განსაკუთრებით დავითაშვილში? - მისი ხასიათი... მას მატჩის დასაწყისშივე შეექმნა კარგი მომენტი და გოლის გატანა შეეძლო, თუმცა მეკარემ შესანიშნავი სეივი შასრულა, მაგრამ ის არ დანებდა...

ზურიკო ის ბიჭია, რომელიც შეტევაში მეტ შანსებს ქმნის და ეს ჩვენთვის ძალიან კარგია", - ამბობს გიონი.

დ
ზურას თამაშს სულ ვაკვირდებოდი, ჯერ რუბინში, მერე როტორში, ბათუმში, ნაკრებში, მისი გვერდიდან შესვლები როგორ იხვეწებოდა დროსთან ერთად, ეს მხოლოდ შრომის შედეგად მოდის, ეს გატანილი გოლიც უდიდესი შრომის შედეგია. ჯერ 21 წლისაა, მთელი კარიერა წინა აქვს, დიდი ძალაა ჩვენი ნაკრებისთვის, თქვენ ისტორია უნდა დაწეროთ ბიჭებო, ასე მგონია ახალმა თაობამ ეს კარგად იცის, გააგრძელე პროგრესი ზურა და დიდ ფეხბურთსაც ითამაშებ და ნაკრებსაც უპრობლემოდ გაიყვანთ დიდ ტურნირებზე.
აკო
როგორც ვიცი გმოსყიდვის უფლებით არის ხო ზურიკო ბორდოში? კარგი იქნება ბორდომ ეს გააკეთოს რადგან მომავალ წელს ლიგა ერთში იქნებიან აუცილებლად.
ლევანი
ყოჩაღ ზურიკო! კარგ გუნდში გადავიდა და ძალიან მეიმედება. ადრე ის იყო პრობლემა, არ გვიცნობენო, რომ გაგვიცნეს: ესენი მარტო ქურდობაში და სიზარმაცეში გამოდგებიანო. იქნებ სპორტსმენებმა მაინც გამოასწორონ ჩვენდამი დამოკიდებულება. დიდება საქართველოს!

რა ბედნიერი ვარ ამ ყველაფრის მომსწრე რომ გავხდი თქვენ გენაცვალეთ ქართველებო ერი როგორი დაძაბული იყო და ეხლა ყველა თქვენზე ლაპარაკობს ბიჭებო ვისაც ფეხბურთი არ ესმოდა ან არ უყვარდა მასაც კი უხარია ხან სასაცილო შეკითხვებსაც სვავენ :D :D მაგრამ მთავარია რომ ბედნიერებას ანიჭებთ და გვეამაყებით წარმატებები ყველას თქვენ და ჩაკვეს მიხედეთ შემოუძაღეთ თუ საჭიროა ცოტა სხვანაირადაც უთხარით სათქმელი არ დანებდეს მას კიდევ შეუძლია რეალში მოხვდეს და ოცნება აისრულოს!
qomagi
ბორდო რიგითი კლუბი არ არის არც საფრანგეთში და არც ევროპაში, საკმაოდ სახელიანი კლუბია და დავითაშვილისთვის და ასევე ნაკრებისთვის კარგია იქ რო მოხვდა. ბორდო გადავა აუცილებლად ლიგა-1.დავითაშვილს კი წარმატებები.
ლევანი
წარმატება ზურიკოს მგონია მანდ მაგრად ათამაშდება მშვენიერი ჩემპიონატია დასაწყისისთვის.
ლევანი
წარმატება ზურიკოს მგონია მანდ მაგრად ათამაშდება მშვენიერი ჩემპიონატია დასაწყისისთვის.
მინდია
უყურებ ზურიკოს, მიქაუტაძეს, კვარას, ლოჩოშვილს, მამარდას და გული სიამაყით გევსება. მართალია ლიგა 2 ტოპ 5 არაა მაგრამ ძალიან რთული და მაღალი დონის ტურნირია. ერთი სიამოვნებაა მათი მატჩების მერე ტვიტერზე შეფასებების კითხვა. ერთია რომ მათი წარმატება გვიხარია და მეორე ის რომ საქართველო მთელ ევროპას და არამარტო ევროპას დადებითად გააცნეს იმედია ჟორჟი და ზურიკოც გადმოვლენ გაისად უმაღლესში და ტოპ 5ში მინიმუმ 5 ქართველი იქნება.
ზაქრო
ბორდო 6-ჯერ იყო საფრამგეთის ჩემპიონი, ბოლოს 2008-2009 წლებში. ლიონი და მონაკო კი არა, ბორდოზე ბევრად უფრო სახელოვანი გუნდები უნდა ვუსურვოთ.
beqa
ეგრე რა სადღაც ურალში თამაშს არჯობია მსოფლიო გაგიცნობს იქნება და ლიონში ან მონაკოშიც ამოყო თავი!
ინტერესი დიდია, კონკრეტული ქმედება მხოლოდ ამ 2 გუნდს აქვს - გოგლიჩიძის კარიერის გაგრძელების ვარიანტები
ქოჩორაშვილი შეიძლება "სპორტინგის" ლიდერი გახდეს - იულმანს "იუვენტუსში" გადასვლა სურს
[VIDEO] დაიწყო - წიტაიშვილმა "მეცში" სადებიუტო გოლი გაიტანა
მამარდაშვილის "ლივერპულის" მორიგი ტრანსფერი - ეკიტიკე კარიერას "ენფილდზე" განაგრძობს
"აიაქსს" ახალი ფორვარდი ეყოლება - კლუბმა გლუხთან შეთანხმებას თითქმის მიაღწია
მადრიდის "რეალს" ახალი კაპიტანი ჰყავს
სამი წამსვლელი და ყველა ისევ იტალიაში - "ნაპოლიში" წმენდა დაიწყო
ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
ზელანდიელების მესამე გამარჯვება და ლომების ლომური მატჩი - ივლისის ცენტრალური ტესტ-მატჩები
ისაკი გამოირიცხა - "ლივერპულმა" ეკიტიკესთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა
დიდი ხნის განმავლობაში "დორტმუნდში" გადასვლის წინააღმდეგი ვიყავი" - ჯობ ბელინგემი
კლუბები შეთანხმდნენ - "იუნაიტედი" "ბრენტფორდის" შემტევს 70 მილიონ ევროდ იმატებს
"ის მათსავით კარგია" - მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
ტენ ჰაგის დაუვიწყარი დებიუტი - "ლევერკუზენი" "ფლამენგოს" 20-წლამდე გუნდთან 1:5 განადგურდა
"არავითარი რაშფორდი, "ნაპოლიმ" "კვარას" შემცვლელად ეს შემტევი უნდა დაიმატოს" - კასანოს რჩევა "პარტენოპეის"
დღეს ლაშა გურული კრივში მეორე პროფესიონალურ ბრძოლას გამართავს
[PHOTO] ოსიმენს ნეაპოლში უკადრებელი აკადრეს და "გალათასარაი" გამოისყიდის
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
პსჟ-ს ახალი იტალიელი მეკარე ჰყავს
"ნაპოლიმ" "ახალი კრაუჩი" დაიმატა
"სენტ ეტიენი" 2-3 წელიწადში მის სარფიანად გაყიდვას შეეცდება" - "ბორდოს" ყოფილმა მწვრთნელმა დავითაშვილზე ისაუბრა
"სენტ-ეტიენის" მწვრთნელი: დავითაშვილს მხოლოდ ამ შემთხვევაში გავყიდით
"ხვიჩა ჩემი ძმაა, საფრანგეთში გადმოსვლა მისთვის კარგი იქნება" - განაცხადა დავითაშვილმა Le Parisien-თან ინტერვიუში
"წარმოუდგენელი დარტყმითა და დრიბლინგის ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ საფეხბურთო IQ არ აქვს" - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე საუბრობს
Breaking: ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
სიის სათავეში დავითაშვილის ტრანსფერია - თურქული გუნდისთვის პრიორიტეტული ზურიკოს დამატებაა
[VIDEO] "შენ გენაცვალეეეეე" - დავითაშვილის ემოციები კვარას გოლზე
აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
ზურიკომ საბუთები მოაწესრიგა და "ბორდოში" თამაში შეუძლია
მე-4 დივიზიონში დაქვეითებულმა "ბორდომ" ენდი ქეროლი დაიმატა
"ბორდოში" სათამაშოდ ჩემი ფინანსების გაღებაც კი მიწევს" - ქეროლმა ახსნა, რატომ გადავიდა მე-4 დივიზიონში დაქვეითებულ დავითაშვილის ყოფილ კლუბში
"დაუჯერებელ გრძნობას განვიცდი! მესამე გოლის აღნიშვნისას..." - დავითაშვილის პირველი კომენტარი ჰეთ-თრიქის შემდეგ
"ბორდოს" ყიდვა მინდა" - ცნობილი მუსიკოსი დავითაშვილის ყოფილი გუნდის შეძენას აპირებს