ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვინ იყო საუკეთესო? საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასება

ვინ იყო საუკეთესო? საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასება

საქართველო - ჩრდ. მაკედონიის (2:0) შემდეგ, გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას.

გიორგი მამარდაშვილი (8.0) - "ვალენსიას" მეკარემ ეროვნული ნაკრების მაისურით საკუთარ მოედანზე პირველად ითამაშა. ყველაფერი ეს ფეხბურთელის მხრიდან შესაძლო მღელვარებასთან ასოცირდებოდა, გიორგი კი ძალიან დამაჯერებელი იყო და ეს თითოეულ ეპიზოდში იგრძნობოდა.

საწყის ნახევარ საათში, როცა სანიოლის გუნდს არაფერი გამოსდიოდა, მამარდაშვილმა არც თუ ისე მარტივი ბურთი მოიგერია და ეს როგორც პირადად მისთვის, ასევე გუნდისთვის ფსიქოლოგიურად ბევრს ნიშნავდა.

რაც შეეხება დაცვასთან კომუნიკაციას, ის ცუდი არ ყოფილა, თუმცა მომავალში უფრო დაიხვეწება და გამოსწორდება.

საბა კვირკველია (7.5) - გამოცდილმა მცველმა თავისი კლასი და შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაგვანახა. როცა საბა ფორმაშია, მის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია - იგებს ორთაბრძოლებს და თამაშს კარგად კითხულობს.

მშვენიერი გამოვა, თუ კვირკველია შეტევაში უფრო აქტიური და სასარგებლო იქნება, მას ამის მონაცემები ნამდვილად აქვს.

გურამ კაშია (7.5) - საქართველოს ნაკრების კაპიტანი დაცვას ენერგიულად ხელმძღვანელობდა. მეტოქე საჯარიმოში შეღწევას ძირითადად, ვერ ახერხებდა და გატანას შორიდან ცდილობდა, დაცვის კარგმა თამაშმა მიზნანს არც საკმაოდ აქტიურ ელიფ ელმასს მიაღწევინა.

კაშიამ პირველი გოლისას მეტოქე შეავიწროვა და ავტოგოლში თავისი წვლილი დაიდო.

დავით ხოჭოლავა (7.0) - ჩვენი უკანა ხაზის პრობლემა ბურთის არაზუსტი პასებით

ამოტანა იყო. მცველები ერთმანეთში პასებს მშვიდად აგორავებდნენ, თუმცა შეტევის საკუთარი ნახევრიდან წამოწყებაც ჭირდა და გრძელი პასებიც ადრესატამდე არ მიდიოდა.

ხოჭოლავამ გაფრთხილება ისეთ სიტუაციაში მიიღო, მისი თავიდან აცილება შეეძლო.

ოთარ კაკაბაძე (7.0) - "კრაკოვიას" მცველი ენერგიული იყო და თავი არ დაუზოგავს, მეტოქის გადაცემების ჩაჭრას აქტიურად ცდილობდა და რამდენჯერმე გამოუვიდა, კიდეც. ოთარი შეტევებს იწყებდა და მარცხნივ ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის მიუხედავად (ის ფლანგსაც იცვლიდა), ის, რომ მარჯვენა ფლანგიდან მწვავე და აქტიური შეტევები გვქონდა, ზურიკო დავითაშვილთან ერთად, კაკაბაძის დამსახურებაც იყო.

ნიკა კვეკვესკირი (6.5) - როცა მოწინააღმდეგე აქტიურ პრესინგს გვეთამაშება, ნიკას მისი დაძლევა უჭირს. ის, რომ ჩრდ. მაკედონიელებმა ჩვენი საყრდენი ზონიდან კარში ხშირად დაგვირტყეს, ამაში მთავარი ხელის შეშლა სწორედ კვეკვესკირს ევალებოდა.

"ლეხის" შუახაზელზე ჩვენს ნაკრებში ბევრია დამოკიდებული, თუკი ის შეხვედრიდან გავა, მაშინვე ძალიან იოლად შევამჩვენთ, რომ ბევრს მუშაობს და ჩვენი გუნდის თამაშის წარმართვაში დიდი როლი აქვს, რამდენჯერმე ბურთი კარგადაც წაიღო.

გიორგი აბურჯანია (7.5) - სანიოლმაც თქვა, რომ მეტოქემ განსხვავებული ტაქტიკა შესთავაზა თა და თავდაპირველად, მასთან შესაბამისი თამაში გაგვიჭირდა, ჩვენს ნახევარდაცვას ბურთი საერთოდ არ ჰქონდა. ამის შემდეგ, თამაში გამოვასწორეთ, უფრო მეტი ბურთის ჩაჭრა მოვახერხეთ და მეორე ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით

აბურჯანიას როგორც პრესინგზე თამაშის, ასევე ართმევის კომპონენტში ბევრად მომატებული აქვს. პირველი გოლი გიორგის აქტიურობამ მოიტანა, ის მოპოვებული ბურთით სწრაფად დაიძრა, ფლანგიდან სათანადო დახმარების ვერმიღების შემდეგ კი გადაწყვიტა, კარში დაერტყა, რასაც კუთხური მოჰყვა.

გიორგი წიტაიშვილი (6.5)  - შესაძლოა, საქმე ტაქტიკურ დავალებასთან გვქონდა, ანაც თამაშის სცენარმა ასე მოითხოვა, თუმცა ფაქტია, რომ წიტაიშვილი შეტევაში უფრო აქტიური გვახსოვს, კვარაცხელიას ირგვლივ შექმნილ თავისუფალ სივრცეებს კარგად რომ იყენებდა და გამოზომილი პასებით თამაშს ამწვავებდა. გიორგი დაცვით ფუნქციებში კარგი იყო, მისი ფლანგიდან ხიფათი არ შეგვქმნია, თუკი რამდენიმე საჰაერო ორთაბრძოლაში ვერგამარჯვებას არ ჩავთვლით.

ზურიკო დავითაშვილი (7.5) - "ბორდოს" ახალწვეული ტრადიციულად, ნახევარდაცვაში ბევრს მუშაობდა და პირველ ტაიმში თამაში რამდენჯერმე გაამწვავა, ზივზივაძის პასის შემდეგ, გატანაც შეეძლო. ერთხელ კი მოსრიალდა და მინდორზე დაეცა, თუმცა მანამდე, კვარაცხელიასთვის პასის გაკეთება შეეძლო.

მეორე ნახევარში ჩვეულად აქტიური არ იყო. ის ჩვენს გუნდში ძალიან საჭირო მოთამაშეა.

ხვიჩა კვარაცხელია (8.5) - იგივეს თქმა შეგვიძლია, რასაც "ნაპოლის" მატჩების შემდეგ ვამბობთ - ხვიჩა არცერთ თამაშში არ "იკარგება" და ყოველთვის ახერხებს, რაიმე ღირებული შექმნას. ახლაც, "კვარას" დრიბლინგები არ გამოუვიდა, საკუთარ ნახევარზე ბურთის ამოსატანად ჩასულს დაკარგვებიც ჰქონდა, თუმცა როცა არაფერი გამოგვდიოდა, თავისი მაღალი კლასი გამოიყენა და მეტოქეს საკუთარ კარში გაატანინა. ეს გარდამტეხი მომენტი იყო, ამის შემდეგ სანიოლის ნაკრებს ფსიქოლოგიური ბარიერები მოეხსნა და უკეთ ათამაშდა.

ბუდუ ზივზივაძე (8.5) - საქართველოს ნაკრების ფორვარდმა შთამბეჭდავად ითამაშა. ის მართლაც უფრო მეტს იმსახურებს, ვიდრე უნგრეთის ჩემპიონატია.

ბუდუ თავიდანვე აქტიური იყო, მოედნის ცენტრთან იწევდა, რათა ბურთს არ დალოდებოდა და შეტევის გაგრძელების გზები ეპოვნა. ორჯერ მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა, ერთხელ კვარაცხელიას გაატანინა, მეორედ კი, ბრწყინვალე რეიდის შემდეგ, უკეთ დარტყმის ძალა აღარ შერჩა.

ლუკა ლოჩოშვილი (6.5) - "კრემონეზეს" მცველი ძალიან ენერგიულად შემოვიდა, ერთხელ მეტოქეს ძალიან სახიფათო იერიში დაუბლოკა. ის საკმაოდ ხისტია და გარკვეულწილად, რისკავს, კიდეც.

ირაკლი აზაროვი (5.5) - სანამ კლუბში სტაბილურად არ ითამაშებს, ეს მასზე მაინც ისახება. შევედრაში მისთვის უჩვეულოდ, პასიურად ჩაერთო და ფიზიკურად იდეალურად ნამდვიალად არ გამოიყურებოდა, თუმცა, მთავარ მიზანს, კარის "მშრალად" შენახვას, მივაღწიეთ.

გიორგი მიქაუტაძე (5.5) - მისი შემოსვლის შემდეგ, კვარაცხელიამ ცენტრფორვარდის პოზიციაზე გადაინაცვლა, "მეცის" ფეხბურთელი კი უფრო მეორე ფორვარდად მოქმედებდა, ანაც მარჯვენა ფლანგზე გადადიოდა, რადგან დავითაშვილის გასვლის შემდეგ, მინდვრის ცენტრში საკმაოდ ბევრი მოთამაშე გვყავდა. ჟორჟმა სულ 12 წუთი ითამაშა და უფრო ვრცელი შეფასება რთულია.

ანზორ მექვაბიშვილი (5.5) - მისი შემოსვლის შემდეგ, მთავარი მიზანი შუა ხაზის გაძლიერება და მეტოქისთვის იერიშების განხორციელებაში ხელის შეშლა იყო, რაც მაქსიმალური წარმატებით შესრულდა.

ვლადიმერ მამუჩაშვილი - შესაფასებლად მცირე დრო მიეცა.

ვილი სანიოლი (7.5) - ფაქტია, რომ მატჩის საწყისი 30 წუთი მან და მისმა გუნდმა ჩააგდეს, ეს შეხვედრის შემდეგ, თავად ფრანგმა სპეციალისტმა აღიარა - მეტოქემ განსხვავებული ტაქტიკა შემოგვთავაზა და ალღოს აღება გაგვიჭირდაო. პირველი გოლის შემდეგ, თამამად ავთამაშდით და სანიოლიც თამაშის სცენარის შეცვლაში უფრო აქტიურად ჩაერთო. მან თავისი ფეხბურთელები შეხევდრაში დაბრუნდა და შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლენინა.

მთავარი მიზანი მიღწეულია - B დივიზიონში დავწინაურდით და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის თბილისში გამართვასთან ახლოს ვართ.

• ლმ

ცენტრში რა 7,5 გადაგვიარეს ... მეკარე რომ 8 ს აიღებს იქ ან დაცვას ან ნახევარდაცვას ძალიან უჭირს ესეიგი. განსაკუთრებით საწყისი 20 წუთი.

• Givi

Xocholavam chemda gasakvirad sustad itamasha,2-3 ise advilad gadaugdes zurgs ukan burti tavze rom lamis golebi gavida im momentebshi,kvekve neli motamashea tumca teqnikuri,asakshi rom sheva tandatan ufro gauchirdeba,abus praqtikis nakleboba etkoboda,simartle gitxrat kakabadzis raime gansakutrebuli shecdoma ar shemimchnevia,chemi azrit normalurad idga dacvashi,shetevashi saniolis periodshi faqtiurad ar modis...

• გიუშა

ბუდუს 8.5 კი არა ათიანი პლუსით

• მადრიდისტი

ტრიბუნიდან რაც ჩანდა მამარდა იყო საუკეთესო და საიმედო!

• qomagi

უნდა ითქვას კვეკვესკირი ყველაზე სუსტი იყო მაკედონიასთან თამაშში,ასევე მთლიანად ნახევარდაცვის ცენტრი გამიყურებოდა ძალიან სუსტად, არ შეიძლება მეტოქეს უბრძოლველად დაუთმო ნახევარდაცვის ცენტრი,ეს ის რგოლია რომელიც თამაშს განსაზღვრავს,მაკედონიაზე ოდნავ უფრო მაღალი კლასის გუნდი რო ყოფილიყო ვერაფერს ვერ გავხდებოდით იმათათან და აუცილებლად დაგვსჯიდნენ ამის გულისთვის.ამ რგოლში ფვიქრობ სხვა ფეხბურთელებია საჭირო, ასევე აბურჯანია უნდა რაც შეიძლება ბევრს თამაშობდეს თავის კლუბში რადგან, მას ბევრად უკეთ შეუძლია თამაში ვიდრე აჩვენა.ასევე კიტეიშვილი,ჩაკვეტაძე უნდა დაუბრუნდნენ ნაკრებს,ასევე მარადიშვილს უნდა დაელაპარაკონ და მისცენ მოქალაქეობა,რადგან ის ამ ნახევარდაცვის რგოლში მაგარი საყრდენია,ნკრებს სწორედ მისნაირი ფეხბურთელი ჭირდება დღეს.

• tngh

კარგი თაობაა მოსული!!! იმედია, წინ ბევრი სიხარული გველის!!!

• ჯელა

მსაჯი 9 ქულა

• ქ. გ.

გულიტი ნაპოლის შესახებ https://twitter.com/footitalia1/status/1573986783678894082

• გაბო

კანკავას წასვლის შემდეგ ნაკრებს არ წაუგია, აბუ და კვეკვე გაცილებით პროდუქტიულები არიან, კიტე ხო საერთოდ!ფაქტი ჯიუტია!

• მეტრო

საუკეთესოები იყვნენ მამარდა და ბუდუ .

• მემგონი

მე მგონი ზოგიერთის შეფასება გადამეტებულია. ალბათ კეთილი მიზნით, თუმცა მე სხვაგვარად ვფიქრობ: ან უნდა თქვა სიმართლე, ან უნდა გაჩუმდე. ამიტომ ფეხბურთელებზე გავჩუმდები, სანიოლიზე ვიტყვი: მაქსიმალური შეფასება 4. თვითონ თქვა, ასე არ ვაპირებდით თამაშსო და მოწინააღმდეგის ტაქტიკამ დაგვაბნიაო. შეიიძლება პირველ შემთხვევაში ცოტათი გაამართლო, იმ მიზეზით რომ ფეხბურთელებს დააბრალო ფორმაში არ არიან, შეკრებისთვის ცოოტა დრო გვქონდა და დაუწერო 5.5. მაგრამ მოწინააღმდეგის ასეთ თამაშს არ ველოდიო???? აბა რას ელოდი ან ვის ელოდი, აბა რისთვის ხარ? ან რატო ვერ შეცვალე პირველი 15 წუთის შემდეგ? ჩვენ რიკოშეტით გავიტანეთ, გაიხსენეთ ხალხო რამდენი ურტყეს ჩვენ კარებში-ერთი რიკოშეტი რომ ყოფილიყო, მერე რას ვაპირებდით? ისინი უკვან დაცვაში ჩადგებოდნენ. ბულგარეთთან ფრეს შეგახსენებთ, ძლივს შევქმენით ორი-სამი მომენტი აშკარა უპიტესობის მიუხედავად. თვითონ თქვა, საკუთარ შვილს ყოველდღე არ შევაქებო, ჰოდა მიიღის ეს კრიტიკა. იქნებ გადაუთარგმნოს ვინმემ. რედაქციას ვთხოვ დაბეჭდოს, არც აგრესიაა ჩენ წერილში და არც გინება.

• მწრთვნელი

კაკაბაძე,ხოჭოლავა, კვეკვესკირი, აბურჯანია,წიტაიშველი,აზაროვი,მიქაუტაძე,სანიოლი, ჩამოაკელით 0,5 ქულა შეფასებებში! მამარდაშვილს და ლოჩოშვილს კი პირიქით მოუმატეთ 0,5 ქულა! ეს იქნება ზუსტი შეფასება! ნუ იცით ძალიან გაბერვა ხოლმე ქულებით! კაკაბაძის შემცვლელი საერთოდ თუ გვყავს ნაკრებში, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს (ისე არც კაკაბაძე ხსნის ციდან ვარსკვლავებს)! მარჯვენა ფლანგიც მისახედია და არა მარტო ცენტრი! კვარაცხელიას ფლანგები,რომ არ ეცვალა და დარჩენილიყო მარცხენა გარემარბად დიდ ვერაფერს შევქმნიდით, მაგრამ იცის ამ კაცმა რა როდის გააკეთოს და ასეც აკეთებს! მილანთან თამაშის დროს რასაც აკეთებდა ზუსტად ის გაიმეორა ნაკრებშიც!

• las

მგონი პლეიოფის თამაშები 2024 წელს არის. იმედი მაქვს ამ დორისთვის მნიშვნელოვნად მოძლიერდება ჩვენი ნაკრები, გამოჩნდება ახალი სახეები. ჩვენი სურვილია რომ ნაკრები გახდეს ყველასთვის ანგარიშგასაწევი გუნდი, ამისთვის კი საჭიროა ნაკრებში გამოჩნდენ ნიჭიერი მოთამაშეები. ასე ვთქვათ მეტ-ნაკლებად ხვიჩას რომ აუბამენ მხარს.

• emigrant

ანგი(ს)ა,ს ამოვიღოთ

• რრრ

დავითაშვილი პირველ ტაიმში კარგი იყო მეორეში აღარ, ეს მოსალოდნელიც იყო იმდენი დრო გაუცდა.

• masters

კი ზუსტად ეგრე იყო,დავითაშვილს ყარაულის თოფივით გაუარდა და გოლი გაიტანა საფრანგეთის მესამე ლიგაში,კაკაბაძე სავარაუდოდ თამაშის ხალისზე არ იყო..მარდა ბუდუ და კვარაცხელია იყვნენ საუკეთესოები..

• master

კაკაბაძე,წიტაიშვილი და დავითაშვილი ყველაზე სუსტები იყვნენ ამ მატჩში.ვფიქრობ ჯობდა დავითაშვილის მაგიერ ლობჟანიძე და წიტაიშვილის ნაცვლად გიორბელიძის დაყენება.კაკაბაძეს კი ალტერნატივა არ აქვს დღესდღეობით(არის გაფრინდაშვილის ვარიანტი მის ნაცვლად).დავითაშვილს ეტყობოდა პრაქტიკის ნაკლებობა,თორემ ნაკრების ერთერთი მთავარი დამრტყმელი ძალაა,წიტაიშვილის თითქმის არ ათამაშებენ პოლონეთის ჩემპიონატში,გიორბელიძე კი იგივე პოლონეთში სულ ძირითადშია,თან ყოველთვის აქტიურია ნაკრებში.გასაკვირია რატომ არ მისცა შანსი ვილიმ.კაკაბაძე ზოგადად არასტაბილური ფეხბურთელია.საყრდენ ზონაში აშკარა პრობლემებია კანკავას წასვლის მერე.კიტეიშვილი მოაგვარებს გარკვეულწილად პრობლემებს,მაგრამ ვფიქრობ ამ ზონაში ჩაკვეტაძის გამოყენებაც შეიძლება,ანანიძესავით.

• დინამო

ანგისა და ლობოტკა მოგვეცით და გამოუშვით გერმანია

• სიმართლე

ანგისა გვინდა რაა ნაკრებში!

მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა

ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა

"ბოტაფოგო" შევაშინეთ - "სიეტლ საუნდერსის" მწვრთნელი "ატლეტიკოს" ბრძოლას ჰპირდება

[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

შეთანხმებასთან ახლოს - დონარუმა პსჟ-ისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

"იტალიამ თავისი მენტალიტეტი უნდა დაიბრუნოს" - გატუზოს პირველი კომენტარი "სკუადრა აძურას" მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ

თუშიშვილი VS ტასოევის ფინალის მოლოდინში - მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს ორი ქართველის მოლოდინში

სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა

"ლივერპულმა" მეკარე იჯარით "აიაქსში" გაუშვა

"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

მექვაბიშვილი უპირველესი სამიზნეა - ბელგიური კლუბი ძველი დიდების დაბრუნებას გეგმავს

კიდევ ერთი ქართველი ფრანგულ გუნდში? - ტრანსფერით კლუბის პრეზიდენტია დაინტერესებული

სამაგალითო სპორტსმენი - როგორია საზონოვის მდგომარეობა

კონფერენს ლიგაზე საქართველოს თასის მფლობელის მეტოქე გაირკვა

"სენტ-ეტიენმა" "ბეშიქთაშს" დავითაშვილში სატრანსფერო ფასზე ორჯერ მეტი თანხა მოსთხოვა

სულამანიძე შერაზადიშვილთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა

"არსენალი" როდრიგოს არ ეშვება - "რეალი" ბრაზილიელის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვს

სერხიო რამოსი: "ოქროს ბურთს" მას მივცემდი...

ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...

იამალი სკანდალში გაეხვია - ვინ არის ესპანელის 30 წლის შეყვარებული, რომელსაც მოკვლით ემუქრებიან?

ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...

ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა

"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა

[VIDEO] ასე გააცილეს მამარდა "მესტალიადან"

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი

კელეჰერი წავიდა, მაგრამ პრემიერ ლიგაში დარჩა - "ლივერპულის" კარს შემდეგ სეზონში მამარდაშვილი და ალისონი დაიცავენ

ალისონი "ლივერპულში" რჩება და კონტრაქტის გახანგლძრივების იმედი აქვს

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

კოკე: პსჟ გამარჯვებას არ იმსახურებდა!

მამარდაშვილმა ბექაურს აჯობა - პრიზი ვალენსიაში

"როდესაც ენრიკეს პრობლემები შეექმნა და დახმარება დასჭირდა..." - რა თქვა სიმეონემ კვარაცხელიაზე?

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

"იცით, ხვიჩა რომ "ლოკომოტივიდან" გაუშვეს, რა დამემართა?" - იური სიომინი

საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..

პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი

"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა

პსჟს მატჩის დღე! გუნდისა და "კვარას" ფორმაში ყოფნა გრძელდება

სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია