ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმა, ნოდარ ნიშნიანიძის ლაპარაკი ისმის. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, ნიშნიანიძე თვლის, რომ ვაკო ჩრდილოეთ მაკედონიასთან მისი ოჯახის წევრობის გამო არ ათამაშეს.

ამ საკითხს ყაზაიშვილი ფეისბუქში გამოეხმაურა და სპეციალური განცხადება გააკეთა:

"პირველ რიგში, ქართველი ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს ბოდიშს ვუხდი ფაქტისთვის, რომელიც ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელია.

ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე. ყველამ, ვინც დღეს ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს წარმოადგენს, იცის რამდენი შრომა ჩავდე ჩემი კარიერის შენებაში.

პირველად ნაკრებში 9 წლის წინ გამომიძახეს და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს კარიერაში.

ეროვნული ნაკრების გარეშე ფეხბურთელის კარიერული ცხოვრება სრულფასოვანი არასოდესაა. ყველა ფეხბურთელისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული სწორედ ნაკრებია და მეც არ ვარ გამონაკლისი.

ცხოვრებაში არავინ დამჭირვებია მინდორზე მოსახვედრად. ყველამ, ვისაც ფეხბურთი უყვარს, იცის რომ ჩემს მიერ გატანილი გოლების და დაშვებული შეცდომების უკან მხოლოდ მე ვდგავარ. არავინ და არაფერი ჩემი შრომისა და ფეხბურთის სიყვარულის გარდა.

ყველამ, ვინც წარმოადგენს ნაკრებს და ფედერაციას იცის, რომ ეს ჩანაწერი ყველაზე ბოლომ მოვისმინე. თქვენთვის ამ ჩანაწერში ნაკრების წევრებზე საუბრობენ და ჩემთვის მეგობრებზე. ამიტომ განსაკუთრებით მძიმე და მიუღებელია საუბრის შინაარსი ჩემთვის.

ნაკრებს აქვს ისტორიული შანსი და ამ შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს გავიღებ. ყველანაირ პირადულ წინააღმდეგობას გადავლახავ. ჩემთვის მთავარია არ დაზარალდეს ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახი და ამიტომ მზად ვარ მივიღო ფედერაციის ნებისმიერი გადაწყვეტილება," - დაწერა ვაკომ.

ნიკო
კორეის კ ლიგა ბევრ რიგ ევრიპული ქვეყნების ჩემპიონატს ჯობია და იქ ერთერთი საუკეთესოა ვაკო,მისი გუნდი ულსანი აზიის უძლიერეს გუნდად ითვლება.
ირაკლი
კარგით რა, რა ძირითადზე აქ პრეტენზია??. მადლობა რაც გააკეთა ნაკრებისთვის მაგრამ კარგა ხანია მაგის ფეხბურთი დაღმავალია. კორეაში რომ წახვალ სათამაშოდ ამის მერე ცოტა ამბიციებიც უნდა მოთოკო. არარი ეგ ძირითადის კაცი და ეგ ჩვენზე კარგად იციან ვინც მაგ საქმეშია კომპეტენტური და მაგიტომაც ზის დამსახურებულად სკამზე.
tngh
წარმატებები ვაკოს ფეხბურთში!!! ჭორიკნებს კი, ყურადღება არც უდა მიაქციოს!!!

ცოლის ძმა არის მისი
დავით
რამ დაუზიანა ამ ფეხბურთელებს მენტალიტეტი მაგრად მაინტერესებს. ყველა ასეთ ტიპებთან რატო იჭერს კავშირს და მეგობრობს?!!!
beridze
თუ დვალუშვილი არ დატოვებს ბათუმის დინამოს შენც მაგ მაფიაში ხარ გამოდის ბერიძე
რა მაფიაა?
კაშიას რო ჩრდილი მიადგა მე მაგაზე მწყდება გული... დარწმუნებული ვარ კაშო არაფერ შუაშია და რო ელაპარაკა ეს ვიღაც სირთაყვა, არ ნიშნავს რო კაშომ იცოდა და არაფერი ქნა... ესე ადგე და პირდაპირ უჩივლო მეგობრის ოჯახის სახიფათო წევრს, ეგრე მარტივად არაა... კაშიასაც ყავს ოჯახი და იმიტო რო აქ ვიღაცამ არიქა კლავიატურა არ გააცხელოს კომენტარების პარტყა-პურტყითო და სასწრაფოდ ალიაქოთი აეტეხა, ეგრე არაა... გულისამრევია საერთოდ ეს თემა ცხადია, მარა წამების და წუთების თემა არ იყო რო ვინმეს სიცოცხლე გადაერჩინა... დარწმუნებული ვარ რომ ბიჭების უსაფრთხოებაზე ზრუნვაში კაშო პირველი იდგებოდა... და ვიღაც სირების გამო ამ კაი კაცს ჩირქს ნუ მოცხებთ... ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც სანამ კარგად გაირკვევა რაღაცები
ვვვ
ბოლობოლო, მიუღებელია თუ დამსახურებული, ჩამოყალიბდი აბა, ნიშნო :)
odala
ტიპიური ნაცური ბაზარი. რატომ გენგრევა თავზე ქვეყანა? უკანონოდ დაგიჭირეს, გაწამეს, ოჯახის წევრი დააპატიმრეს, სამსახურიდან უსამართლოდ გამოგიშვეს, პოზიციას აფიქსირებდი საზოგადოებრივ სივრცეში და გცემეს/დაგარბიეს თუ გაგაუპატიურეს?? აა, უბრალოდ ისეთი 'აღქმა' გაქვს რომ ქვეყანა ინგრევა? გამორთე მთავარი სანაგვე და იაზროვნე.
ნოდო
მუქარა მიუღებელია მაგრამ ბევრი იყო ისეთი ვინც იმსახურებდა და არ გამოუძახიათ ხარაიშვილი როცა კარგ ფორმაში იყო და არ იმსახურებდა და გამოუძახიათ ავსტრალიაში რო თამაშობს მიქელთაძე მისი კლუბი წინასაზეზონოდ ჩასულ ბარსას ხვდებოდა და ნაკრებში წამოსვლა არჩია ზრდილობის გამო მაინც დაეფასებინა ვილის რა მოხდებოდა?
სიმართლე
სად ხართ რამიშვილის და ყანდიაშვილის ტროლებო?შეშენებული ზიხართ ალბათ ოთახში..მთელი ფედერაციაა ააწრიალა,ჯიგარია ვინც არის..
ვაცლავ ჰაველი
რა მაინტერესებს. სადაა ის ხალხი სანაიას და მაგდას რო აგინებდა? გასაგებია, შალვას კანტორის ბიჭებს და გოგოებს არ აწყობთ ეს თემა. მაგრამ იმ კომენტარების ავტორების ათი პროცენტი ხო მაინც რეალური პიროვნებები იყვნენ და თავიანთი ჭკუით ხვიჩას ეხმარებოდნენ იმით, რასაც წერდნენ. აი ეგ ხალხი რას ფიქრობს და რას წერს ახლა ნეტა?
Gio
ახლა აქ ზონდერი ბლუ ვანო რა მოსატანი იყო?
₾ადო
გაიგეთ, როგორ ხვდებიან ნაკრებში? ცოლისძმები, სიძე/სიმამრების და ა.შ მოთხოვნა/მუქარების შედეგ. იმიტომაც ვართ, სადაც ვართ... არ თქვათ ახლა, ეს რაღაც ახალიაო!...
დათო
შეიძლება დარტყმით ამერიკაში გადაგდებაც ეხსენებია, არ ნიშნავს რომ გაკეთების თავი ჰქონდა, ან უნარი, ან შნო... თქმა ყველაფრის შეიძლება, მართლა ვის ესაუბრა და არა - სხვა საკითხია
ჩორნი ლებედი არა კაკო
ხო კიდევ ვისაც ის ურეკავდა ემუქრებოდა და არ მიმართეს შესაბამის ორგანორბს ისინიც მოსაკვეთია ნაკრებიდან კაშო დვალიშვილი ყველა აბსოლიტურად...
მიმინო
დავიჯერო ნაკრების სხვა წევრებს არავინ გამოესარჩლება და პასუხს არ მოსთხოვს-ამ ავტორიტეტს? ვგულისხმობ იგივე კანონიერები და ავტორიტეტები-სხვა წევრებსაც ეყოლებათ საახლობლოში
ეს ნაბო
აქამდეც იქნებოდა რაღაც მსგავსი საუბრები... როგორც მინიმუმ ნაკრებიდან მოკვეთონ უნდა...
Dra
პირდაპირ ეთქვა, რომ ეზარება ჩამოსვლა ნაკრებში სათამაშოდ. არ იყო საჭირო ნომრების დადგმა. ეხლა გამოვა რომ თვითონ კი არ თქვა უარი ნაკრებში თამაშზე, არამედ ნაკრებმა თქვა მასზე უარი.
დავით 2101
სად არის ჩანაწერი?
გადადექი
ადრეც ვწერდი,არ უნდა გამოეძახათ,არის მომენტი როდესაც უნდა მიხვდე,რომ უნდა წახვიდე,სამარცხვინო ფაქტი,მაგრამ ანერვიულებული კაცი რაღაცას იტყვის შეიძლება ნასვამიც იყო,ვაკოს კარგი თამაშები აქვს ჩატარებული ნაკრებში,ნაწყენი შეიძლება იყოს,მაგრამ თუ ვინმე უნდა იყოს ნაწყენი ეს ბერიძე არის ნუ არ ჯდები მწვრთნელის ხედვებში ხდება ასეც,მე კი ვფიქრობ ასე მაგრამ თქვე ოჯახ აშენებულებო რაული არ გამოიძახეს ნაკრებში თავის დროზე როცა რეალში გლიჯავდა ყველაფერს,მე რომ ვიყო ნაკრების მწვრთნელი არ გამოვიძახებდი ყაზაიშვილს და გაგიკვრდებათ და არც კაშიას.
ქომაგი
ვერ ვხსნიდი რა უნდოდა სასტარტოში ვაკოს ბულგარეთთან თბილისში ჩატარებულ მატში? ახლა გასაგენია ყველაფერი. კაშია რა ხდება, რატომ დუმხარ? რა მაგალითს აძლევ ახალ თაობას? თქვი სიმართლე.
ქომაგი
მოდით რა ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი და შევაფასოთ ობიექტურად: 1. მადლობა იმას ვინც გამოაქვეყნა ჩანაწერი და გამოაშკარავა ჯერ კიდევ შემორჩენილი სენი. ანუ ვიცით რაც გვჭირს და იმედია ვუმკურნალებთ. 2. ვაკოს მიუხედავად იმისა რა დამსახურებაც არ უნდა ქონდეს ქართულ ფეხბურთში მორალური უფლება არაა აქვს ითამშოს ნაკრებში, რატომ იცით? იმიტომაც რომ არავინ არავის დაემუქრებოდა ვატოსგან, რომ არ ქონოდა უკმაყოფილების სიგნალები. 3. ხალხო ნუ ცდილობთ ვატოს დაცვას. მისი დაცვით თქვენ იმედს უკარგავთ ახალ თაობას და საერთოდ მათში კლავთ მომავლის რწმენას. 4. ესაა ქართული ფეხბურთის ლუსტრაცია და პაასუხი იმაზე, თუ რა გვჭირს და რატომ არაა ეს სპორტი ჩვენთან განვითარებული. წამით გავიაზროთ ნაკრების დონეზე ამას, რომ აკეთებენ ახლა კლუბების დონეზე რა იქნებოდა. ყველამ ჩვენს გულებში ჩავიხედოთ და ბევრ არალოგიკურ გადაწყვეტილებებზე და გაუცემელ შეკითხვებზე პასუხებსაც მივიღებთ.
ქ. გ.
ყაზაიშვილის ცოლის ძმა ევროპაში რომ ჩავა, ბარსელონასაც დაემუქროს და მოითხოვოს განმარტებები იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდათ ვაკოს შეძენა. UEFA-საც დაემუქროს, რომ თუ აღიარებენ ვაკოს საუკეთესო ფეხბურთელად, ის იძულებული იქნება UEFA გაანახევროს.
Thomas
გაოგნებული ვარ, ფეისბუქზე ხალხი ტელევიზიას ლანძღავს, რატომ გაასაჯაროვეთ ეგ ჩანაწერიო. მაგ ტელევიზიამ შეიძლება რომელიმე ფეხბურთელის სიცოცხლე გადაარჩინა ჩანაწერის გამოქვეყნებით, წარმოდგენა აქვს საერთოდ ამ ხალხს? რომელიმე თქვენგანს მსგავსი ინფორმაცია რომ ჩაგივარდეთ ხელში, ვინმეს მოკვლით ემუქრებოდნენ, თქვენთვის შეინახავთ და დაელოდებით რამე როდის მოხდება? სისხლის სამართლის დანაშაულის დაგეგმვა დაგვიდო ტელევიზიამ, რომელიც შეიძლება ხვალ და ზეგ მართლა მომხდარიყო და ჩვენ იმაზე ვეჩხუბებით, რატომ გვითხარითთქო, რომ მომხდარიყო მერე ხო ატეხავდნენ ერთ ამბავს, სად იყვნენ ტელევიზიებიო, რატომ არ გამოიძიესო. მართლა გაოგნებული ვარ, კრიმინალური მენტალიტეტის უმრავლესობის გვერდით გვიწევს ცხოვრება, რომლისთვისაც ის უფრო მიუღებელია, რომ ტელევიზიამ დანაშაული გაასაჯაროვა, ვიდრე ის, რომ ადამიანებს, მითუმეტეს შენი ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელებს საფრთხე ემუქრებოდათ პირდაპირ მოკვლის ან მძიმე დაზიანების. პ.ს ყველაზე ცუდად მაინც კაშოს ხსენება მომხვდა. კაშოსაც ვუთხარიო რანდენჯერ გაიმეორა, ანუ ასეთ საქმეებზე კაშოს ესაუბრებიან, ეგეთ ხალხთან ურთიერთობა აქვს?!

ალბათ ვაკოს ნათქვამი აქვს შინაურობაში საყვედურები, რომ ამხელა გზიდან მოდის და არ აფასებენ, არ ათამაშებენ. ცოლისძმამაც მისი დაცვა გადაწყვიტა ამ ფორმით. წესიერ ქვეყანაში ყველა ფეხზე დადგებოდა და ნაკრების ბიჭებზე დამუქრების უფლებას არავის მისცემდა, ჩვენ კიდე, იქნებ არ იცოდაო და რა ჰუმანურები აღმოვჩნდით. როცა არაა საჭირო მაშინ გამოვავლენთ ხოლმე არაადეკვატურ რეაქციებს და ახლა? სხვა ფეხბურთელებზე არავინ ფიქრობს? 20-21 წლის ბიჭები მაგ ჩანაწერს რომ მოისმენენ მათ ფსიქოლოგიაზე როგორ იმოქმედებს? რა უფლებით ემუქრება ვინმე კრიმინალი ნაკრების რომელიმე წევრს, თან ასე დედის გინებით და ბინძური სიტყვებით. რა დააშავა სიტყვაზე კვარაცხელიამ, რომელიც კაზაიშვილზე უკეთესად თამაშობს და ძირითადში ათამაშებენ, ერთი წამითაც რატომ უნდა გაიფიქროს, რომ ამის გამო შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს? ჩემთვის აუტანელი იყო ის რაც მოვისმინე, ერთადერთი იმედი მქონდა დარჩენილი, რომ ვაკო გამოვა და იტყვის, რომ ფეიკი გაუვრცელეს ჩემს ოჯახს და ასე შემდეგ, მაგრამ თავისი პოსტით და ბოდიშით დაადასტურა მისი ავთენტურობა. თვითონ კი გაემიჯნა.. არვიცი, მე არც დაველოდებოდი ფედერაციის გადაწყვეტილებას, ისე დავტოვებდი ნაკრებს. მაგ ბიჭების გვერდით როგორ უნდა ითამაშოს აღარვიცი. რომელიმეს ერთი თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს რა ქვეყანა ვიქნებით.
joxi.
ზონდერებმა წესივრად ვერ იმუშავეს . ჯერ მარტო შაქარაშვილის მკვლელობა ადასტურებს მაგას
ილიკო
ვაკო უნდა წავიდეს ნაკრებიდან. ეს მტკივნეულია თუმცა ერთად ერთია და მისაღებიც
დათო
რასქვია რაუნდა ვაკოსთან შენ რომ სადაც ხარ სადაც მუშაობ იქ რომ გიგვარებს ვითომ შენი ცოლის ძმა შენ რა გამოდიხარ ეგ შენ იფიქრე ეხლა
Soso
ამ არარაობამ თავის თავს მიხედოს ისეთი კაცი ყავს მოკლული ტვალეტშიც ვერ გადის მარტო იმისიანი არავინ დახვდეს და არ გააგოროს ამის ვინმეს რომ შეშინებიდა იქნებოდა სასტავში ყაზაიშვილი მაგრამ ამას რომ გაგიბედავს შენი ოჯახის წევრი გადახტება თავზე სადაც ამდენი წელია ხარ იმ ბიჭებზე რამეს იტყვის წადი რა ნაკრებიდან ასჯერ კვარაცხელია რომ იყო შენი ადგილი არ არი მაგ ბიჭების გვერდით
ნიკო
სოლიდარობა ვაკო ყაზაიშვილს.
გელა
ეს ჩანაწერი შემთხვევით არ გამოსულა საჯარო სივრცეში ასეთი ფაქტი უმარავი მომხდარა სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირების მიერ 90 იანებიდან მოყოლებული ეს ჩანაწერი რახან გამოვიდა ეგ იმიტო გამოვდა რომ დღეს აღარ ჭირდებათ ნაკრებში ყაზაიშვილი რომელიც არის 30 წლის და თამაშობს კორეაში მე მესმის ვაკოს სიტუაცია ამხელა გზაზე რომ მოფრინავ და გიბრალტართანაც კი რომ შეცვლაზე გათამაშებენ ამდენი წელი ლიდერი რომ იყავი და ძირითადის ფეხბურთელი და ახლა რომ საერთოდ აღარ გაკარებენ მოედანს რათქმაუნდა საწყენია თუმცა რეალობა ეს არის მაგრამ ეს ჩანაწერი თავად ვაკოსთვის არის ცუდი ამით ვაკოს საქმე არ კეთდება პირიქით ეს უფუჭებს საქმეს მწვრთNელბთანაც ფედერაციასთან თანაგუდელებთანც ვაკომ უნდა დამტკიცოს თავისი თამაშით რომ ძირითადს იმსახურებს ბუდუ ზვივზვივაძე არ გააკარეს ნაკრებს 5 წელი და არც მოიაზრებოდა ძირითადის ფეხბურთელად მაგრამ თავისი თამაშით და მონდომებით დაიმსახურა და აგერ დგას ძირითადში.
ლევან
ეგრე ხდებოდა 90 იანებიდან მოყოლებული ნაკრებშიც კლუბებშიც და ნაკრებებშიც ზოგან ნათესაობით ლაგდებოდა ზოგან ფულით და ზოგან კიდე ერეოდნენ ავტორიტეტები ტრანსფერი იყო თუ გუნდში ფეხბურთელის მოწყობა ყველგან წილში იჯდნენ ძველი ბიჭები ქურდები ისინი ალაგებდნენ ამ თემებს ვისაც პატრიონი ჰყავდა ის თამაშობდა ახლა ამ ნაკრებში ყაზაიშვილი ნამდვილად იყო ლიდერი მაგრამ მაგის დრო უკვე წავიდა მაგან თავად აირჩია ყველაზე არაასაფეხბურთო ქვეყნებში კარიერის გაგრძელება და დღეს ვაკოს პოზიციაზე გყავს ჩვენ კვარა ჩაკვეტაძე კიტეიშვილი და ფიზიკურად აღარ არის მისთვის ძირითადში ადგილი თორემ 4-5 წლის წინ ძირითადის ფეხბურთელი კიარა ლიდერი იყო.
გელა
ვაკოს პოზიციაზე კვარა თამაშობს და რა გამოდის ახლა კვარა დასვან სკამზე და ყაზაიშვილი ათამაშონ?

ქართველი სპორტსმენი და მათი ნათესავები, ყველა მუშტებზე და საქმის გარჩევაზე რატომ ხართ გადასულები?!

ევროპაში ჩავალ და ფეხებს დავალეწავო, ვის გულისხმობს მართლა მაინტერესებს. ბევრი ფეხბურთელი გვყავს ევროპაში? ვის, ხვიჩას, ზურიკოს, ბუდუს, მიქაუტაძეს თუ ვის ემუქრება? ჩვენს საზოგადოებას ხო ჯანსაღი რეაქცია არასდროს არაფერზე აქვს. ვიღაცამ ხვიჩაზე რაღაცა თქვაო და იმაზე ალესეს კლავიატურები და ათასობით მაგინებელი კომენტარი იწერებოდა და პირდაპირ მუქარას ჩვეულებრივად ატარებენ, პლიუს ვაკოს იცავენ, არ ეცოდინებოდა მაგასო. დაცვა მაინც დაუყენონ ნაკრების წევრებს. ტიპი პირდაპირ იძახის, 18 კაციანს 10 კაცზე ჩამოვიყვანო, ფეხებს დავალეწავ, რომელია ვაკოზე უკეთესიო, მერე შეეხვეწებიან ვაკოსო. ანუ რა დონის სიჩლუნგე და ამავდროულად ბოროტებაა ხვდებით? რომელიმეს თუ დალეწავს ან მოკლავს ვაკოსთვის ადგილი განთავისუფლდება და მერე ვაკო ჩვეულებრივად ,ნერვის ატოკების გარეშე იქნება ძირითადში? სად ვართ ხალხო, ბანანის რესპუბლიკაში ვცხოვრობთ, ჩაცმულ ველურებში! 90 იანებშიც იგივე იყო ყველაფერი,უბრალოდ ასე ჩანაწერების სახით არ გამოდიოდა და ჩვენამდე არ მოდიოდა. ისევ იქ ვართ რეალურად.
რა მაფიაა?
და რატო გადაწყვიტე რო კაშიამ არაფერი მოიმოქმედა?
ბაჩი
ჩვენ არაფერი გვეშველება

თურმე ერთის წარმატებაზე სხვა როგორ იბოღმება. რაიმე რომ მოსვლოდა ნაკრების რომელიმე წევრს, ამასაც მშვიდად მიიღებდა ჩვენი საზოგადოება. ვაკოს იცავენ და იმას კი არავინ ფიქრობს რა საფრთხის წინაშე იდგნენ უდანაშაულო ბიჭები
Spain
არანაირი ფეიკი ეს არ არის. თავად ვაკოც ადასტურებს და ბოდიშს იხდის. კიდევ კარგი რომ ეგ ინფორმაცია გასაჯაროვდა. აწი აღარაფერი ემუქრებათ ფეხბურთელებს. შეიძლება არასწორი გზით მოიპოვეს ტელევიზიებმა ეგ ინფორმაცია მაგრამ საჭირო იყო ეს, უნდა გასაჯაროვებულიყო. აწი ყველამ გაიგო და აღარაფერია საშიში. ამას ასე მშვიდად როგორ ვიღებთ მე არ მესმის.ანუ ვაკოს უთამაშებლობის გამო ვის უპირებდა მოკვლას ან ფეხების დალეწვას, კვარაცხელიას? ბუდუს? თუ ვის? გაგიჟება შეიძლება უბრალოდ. კაშოს ველაპარკეო ამბობს ესე იგი კაშიამ იცოდა, რომ ამ სიბინძურეს აპირებდა ვიღაც და ბიჭებს არ უთხრა, არ გააფრთხილა? ხალხო ამას როგორ ვიტანთ!!!
რრრ
ხალხო ყაზაიშვილის ნაკრებში ყოფნა არ ყოფნის პრობლემის გარდა ვერაფერში ხედავთ, პრობლემას ხო? ქვეყანა გვექცევა თავზე გაიღვიძეთ, ერთი კრიმინალი ისე აშინებს ამხელა ფედერაციას და სახელმწიფოს, რომ ასეთ საშინელებასზე საქმესავ ვერ ღძრავენ. ვანოს დროს ამას გაბედავდა ვინმე?
ისე მაინც
რაზეა ლაპარაკი, იქნებ ლინკი მაინც დადოთ
jiji
შენს ადგილას ნაკრებიდან წასვლის განცხადებას გავაეთებდი. რით ვერ გამოხვედით ამ ჩამპალ ქურსულ აზროვნებიდან
giorgi
რატო დატოვოოს? სასტარტოში ითამაშოს ? ანუ რასაც ის აკაჩავებს ისე მოვიქცეეთ? მაშინ რატო ლანძღავთ ვათამაშოთ სულ სასტარტოში და იყოს ნაკრებში! თუ იმის ჭკუაზე არ წავალთ რააზრიაქ გამოძახებაას? 10 წუთის გამო გარემო გააFუჭოს ? იყოს კორეაში ფული იშოვოს
აბუბეკრ ისმაილ იბნ ალ აშარი
გაგებით ვეკიდებით, როგორც ერთმა ბრძენმა კაცმა გვირჩია. პ.ს. ვაკოს არაფერს ვერჩი, არ მგონია მაგას დაერეკა ეთხოვა რამე მიშველეო. მაგრამ მახსოვს მაგის მორიგი დაჭერის მერე, ჰიმნს არ ვიმღერებ სანამ ციხეშიაო რო თქვა.
beqa
არცერთი მკვლელი არ აღიარებს დანაშაულს სანამ ფაქტს არ დაუდებენ თავმოყვარეობის და გარემოს გამო უნდა დატოვოს ნაკრები დროებით მაინც წამოვიდეს! მისი სიძემ მოიხადოს საჯაროდ ბოდიში და დაბრუნდეს ვაკო, ეს ყველას ნაკრებია! სასტარტოში რო ითამაშებს კითხვები არ გაგიჩნდებაათ და თუ წააგეს რა ამბავი ატყდება სულ გააფუჭებს გარემოს ისედაც ძაან დააზიანა! ვიღაცა ბნელმა გაუნათლებელმა!! ამიტომ უნდა დატოვოს ნაკრები
Las
და ჩვენ გვინდა ევროპაში? აღარ დამთავრდა ამ ქვეყანაში ეს ქუჩური მენტალიტეტი. ქვეყანა ვიყოთ გამოძიება უნდა დაიწყოს. მაგრამ ეგაა რომ არ ვართ სახელმწიფო
იმედა
მოკვეთეთ ნაკრებიდან !!!
დათო
ვითომ მოძველბიჭო,რა უფლება გაქვს რო ჩვენ საყვარელ ფეხბურთელებზე ასე ლაპარაკობ?იცი რამდენი მართლა კაი ძმა ყავთ ამ ბიჭებს?გამოეთრიე და ბოდიში მოუხადე ყველას,თუ გინდა რო რაღაც სახელი დაგრჩეს კაცის და არა ქათმის.
ჟორა გაბრიჭიძე
რას იზამ, ასე ხდება, ყველას თავისი ჰგონია შეუდარებელი და ამ კაცსაც ჰგონია, რომ მისი სიძე ყველას სჯობია. წავიკითხე ბევრი უგნური გამოხმაურება, ვერ გავიგე რაში ადანაშაულებთ ვაკოს და სად და რად უნდა წავიდეს?
ამი
მეგობრებო, ვაკოს რას ვერჩით. მე არ ვიცნობ მისი ცოლის ძმის ნაბჟუტურალს, მაგრამ რაც ვაკოს განცხადებიდან და ამ კომენტარებიდან გავიგე, რეალობა ის არის, რომ ვაკო ემიჯნება ცოლის ძმის ლაყბობას და ყველაზე მეტად არის გამწყრალი იმ "არამკითხეს" გამო, ფსიქოლოგიურდაც ყველაზე მეტად არის დაზარალებული. მას ახლა ჩვენი თანადგომა და დახმარება სჭირდება და არა ასეთი გარიყვა.
რობერტ კემბელი
გვახსოვს, კარიმ ბენზემას ნაცნობი რომ აშანტაჟებდა ვალბუენას და ამის გამო კარიმ ბენზემა გააგდეს ნაკრებიდან. პრინციპში, აქაც შანტაჟთან გვაქვს საქმე, თან სამწვრთნელო შტაბის წევრს ესაუბრება, ვინმე გამვლელს კი არა. თუ ნაკრებიდან საბოლოოდ არ გააგდებენ, რაც ნამდვილად ზედმეტი იქნება, თან ვაკომ კარგი და სწორი წერილი დაწერა, რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაცია მაინც უნდა მისცენ, როგორც საჩვენებელი სასჯელი, სხვებმა მომავალში ეგეთი "ბლატავი" რომ არ დაიწყონ.
რიკი
ეხლა რა აზრი აქვს განცხადების გაკეთებას იუთუბზე ვიდეო რომ დევს რაღაც იარაღის ჩადებაზე რომ ბაზრობენ და იძახის ვაკო ჩემი ოჯახის წევრია ეგ ტიპიო აი მანდ დასრულდა ყველფერი... ხო იცი რა კრიმინალიც არის რატომ არ ემიჯნები თავიდანვე
juve
ყველაფრიდან გამომდინარე ალბათ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება რომ დროებით ჩამოშორდეს ნაკრებს.
ტატო
ყაზაიშვილს უნდა შერცხვეს პირველ რიგში იმ ბიჭების თვალებში ჩახედვა ვისაც მისი ცოლისძმა შეთხელებით და კარიერის დანგრევით ემუქრება, ფედერაციის გადაწყვეტილებას კი არ უნდა დაელოდოს, ბოდიში უნდაოიხადოს და წავიდეს. ფედერაციას, სამწვრთნელო შტაბს და ნაკრების ყველა წევრს კი სრული მხარდაჭერა, ყველა გულშემატკივარი უნდა დაუდგეს გვერდში და დაუდგება კიდეც, ფედერაციის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ მოახერხა ფეხბურთი დისტანცირებული ყოფილიყო რაიმე ტიპის ჩარევებისგან, ამიტო ვერ ინელებენ და იმუქრებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველა გულშემატკივარი, მთელი საფეხბურთო სამყარო და მთელი საქართველო დაუდგება ფედერაციას გვერდით და ამ ხორცმეტებს კიდე ერთხელ დაანახებს რო მათი დრო წავიდა და არც არასოდეს დაბრუნდება სპორტში
ყოჩაღ
ღირსეული განცხადებაა! ამ კრიმინალ ცოლისძმას კიდე რა უნდა, რატომ ეჩხირება იქ, სადაც მისი საქმე არაა. იკაცა მისი ჭკუით.
ლაშა
ვაკოსთან რა გინდა??? ყველაზე თავმდაბალი ბიჭია ვისაც ნაკრებში უტამაშია. არასდროს გაპიარებულა და რაც მიაღწია თავისი შრომით.

სად ვნახო აუდიოჩანაწერი?
ლია
ესე იგი ჩემმა მულმა რომ რამე იბჟუტუროს, ჩემი აზრისაგან განსხვავებული, თუნდაც მე მეხებოდეს, მე რა შუაში ვიქნები??? ცოლისძმა რას იტყვის რა ამ კაცის ბრალია
ზურა
ყაზაიშვილს იმედია აღარასოდეს ვიხილავ ნაკრებში.
Semi
ვიღაც ქუჩის ბიჭი ტელეფონში რაღაც ბლატებს წევს. ვაკო რა შუაშია
beqa
ჯერ შენ ბოროტ სიძეს მიხედე და ნაკრები დატოვე ოთხმოცდაათიანებს არ დავაბრუნებთ ამ ქვეყანაში მკვლელების ქურდების ყაჩაღების ადგილი სპორტში მითუმეტეს ამ ქვეყანაში არაა .. უნდა დატოვო ნაკრები!! მაინც გძინავს თამაშის დროს
თურქეთის სუპერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი ქართველი თავდამსხმელის სასწრაფოდ შეძენას გეგმავს
გიორგი კვერნაძე სერია A-ს უახლოვდება - ქართველის დამატებას ორი გუნდი ცდილობს
პსჟს მატჩის დღე! გუნდისა და "კვარას" ფორმაში ყოფნა გრძელდება
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
"რეალის" ფეხბურთელი შეიძლება "ფენერბაჰჩეში" გადავიდეს
"ნაპოლი" "ტორინოს" მეკარის შეძენას აპირებს
"ბოტაფოგო" შევაშინეთ - "სიეტლ საუნდერსის" მწვრთნელი "ატლეტიკოს" ბრძოლას ჰპირდება
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
შეთანხმებასთან ახლოს - დონარუმა პსჟ-ისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
"იტალიამ თავისი მენტალიტეტი უნდა დაიბრუნოს" - გატუზოს პირველი კომენტარი "სკუადრა აძურას" მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ
ვლაჰოვიჩი სერია A-ს სხვა გრანდში - სერბ ფეხბურთელს "მილანში" გადაბარგება სურს
თუშიშვილი VS ტასოევის ფინალის მოლოდინში - მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს ორი ქართველის მოლოდინში
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
"ლივერპულმა" მეკარე იჯარით "აიაქსში" გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კონფერენს ლიგაზე საქართველოს თასის მფლობელის მეტოქე გაირკვა
"სენტ-ეტიენმა" "ბეშიქთაშს" დავითაშვილში სატრანსფერო ფასზე ორჯერ მეტი თანხა მოსთხოვა
სულამანიძე შერაზადიშვილთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა
"არსენალი" როდრიგოს არ ეშვება - "რეალი" ბრაზილიელის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვს
სერხიო რამოსი: "ოქროს ბურთს" მას მივცემდი...
ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...
იამალი სკანდალში გაეხვია - ვინ არის ესპანელის 30 წლის შეყვარებული, რომელსაც მოკვლით ემუქრებიან?
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ყაზაიშვილის 2 საგოლე პასი - მისი გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში