11 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე საკუთარმა კლუბმა "ფეჰერვარმა" დასაჯა და იანვრის სატრანსფერო ფანჯარამდე ის მეორე გუნდში ივარჯიშებს.

ამის მიზეზის შესახებ უკვე ვწერდით... საქმე ჩვენებურის ყოფილ კლუბთან, "უიპეშტთან" მატჩის შემდეგ გაცვლილ მაისურსაც შეეხება... ასევე "ფეჰევარის" ფანებს არ მოეწონათ, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ბუდუ ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად იცინოდა. პლუს, ბუდუ ყოფილი გუნდის ფანებს მიესალმა, ეს ყველაფერი კი ამჟამინდელ კლუბში აბსურდული სიმკაცრით აღიქვეს.

მიგვაჩნია, რომ ზივზვივაძის მიმართ ასეთი საქციელი არასამართლიანია და Sportall.ge საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. რეალურ მიზეზად კი ის ფაქტი მიგვაჩნია, რომ "ფეჰერვარი" ზედიზედ სამი მატჩია ვერ იგებს, ახლა სახლში დამარცხდა და კლუბმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა, განტევების ვაცად ბუდუ აქციეს.

ბუდუმ არაერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის პროფესიონალია, ის მოედანზე კლუბისთვისაც და ნაკრებისთვისაც ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში გაურკვევლობას აქვს ადგილი, რის გამოც ჩვენებური დაისჯება.

მსგავსი საქციელი მატჩის შემდეგ თავის ფეხბურთელს ისეთმა გუნდმაც კი "გაუტარა" როგორიც მადრიდის "რეალია". გეხსომებათ, ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისთან" მარცხის შემდეგ ედენ აზარი ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად როგორ ხალისობდა.

სპორტი და ფეხბურთი ერთი დიდი სიყვარულია, რომელიც ყველას გვაერთიანებს, მაგრამ მეორეა ადამიანური ურთიერთობები, რომელიც შენ ჩამოგიყალიბდა... მთავარია, მოედანზე თავი დადო, შენი გუნდისთვის თუ ნაკრებისთვის ბოლომდე იბრძოლო, თამაშის შემდეგ კი ყოფილ მეგობრებთან სახალისო ისტორიების გახსენებაც არ იქნებოდა ურიგო...

მიგვაჩნია, რომ ბუდუ ზივზივაძე თავის სიტყვას მომავალში კიდევ არაერთხელ იტყვის. ის თავის კლუბს იპოვნის და საქართველოს ნაკრებსაც დიდ დახმარებას გაუწევს.

Sportall.ge ამ რთულ პერიოდში მას სრულ მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს!

Დავითი
სრულად ვიზიარებ სტატიის ავტორის პოზიციას,ბუდუზე გადატეხეს ჯოხი. არ უნდათ და ნუ უნდათ, ბუდუ არ დაიკარგება ისეთი ადამიანი და ისეთი მაღალი დონის პროფესიონალია. უკეთეს გუნდში გადავა... მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ! ძალიან სიმონა გულშემატკივრები და ხელმძღვანელობა ყოლია ფერენცვაროში და რაც ქვია ამ გუნდს.
Ddd
უნდა დატოვოს ეს გუნდი პატარა რუსეთია.შეიძლება ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობენ რაც არ უნდა მოხდეს ხეირს ვერ ნახავს
თენგაბი
ბუდუ ჩვენი იმედია, ნაკრების წევრიცაა, ამიტომ ფედერაცია უნდა ჩაერიოს და კონტრაქტი გამოვისყიდოთ. ახალ გუნდში გადასლამდე ბათუმის ან თბილისის დინამოში იყოს. ბუდუს თავდამსხმელის შესანიშნავი თვისებები აქვს, ინტელექტი, განსწავლულობა, დროული გახსნა. ერთი მისი პრობლემა ფიზმომზადებაა და ამ კუთხით კი არ უნდა დაკარგოს, პირიქით, თუ გვინდა ევროპის შესარჩევიდან გავიდეთ და მაღალი დონის ცენტრფორვარდი გვყავდეს, ფიზმომზადების მაღალი დონის სპეციალისტი მივამაგროთ და ევროპაზე დარჩენილი დრო ფიზიკურ გაძლიერებას დავუთმოთ.
1964 ავთო
პრობლემა სხვაგან არის,6 თვეში თავისუფალი აგენტი ხდება,ხოლო გუნდი კონტრაქტის გახანგრძლივებას ითხოვს,რომ სარფიანად გაყიდოს.

უშვებენ ტრანსფერები რომ გაიხსნება.
ზურაბ
მაგათ ისეთი წესები ქონიათ, კიდევ კარგია ფეხბურთედები გულშემატკივრებს ფეხებს რომ არ ბანენ, ან უკანალს რომ არ წმენდენ

გუნდმა გადაამლაშა და მეტიც, ჩანს ბუდუს გაშვება ისედაც უნდოდათ. ბუდუც არ გრძნობდა ალბათ ამ გუნდის ნაწილად თავს თორემ ... რომ მიესალმა მოწინააღმდეგის ფანებს და მაისური გაუცვალა ეგ კონტექსტიდან ამოვლეჯილია, როცა მისი გუნდელები ბოდიშს უხდიდნენ გამწარებულ ფანებს - ეს არის მნიშვნელოვანი. ჯერ ბუდუც იქ უნდა ყოფილიყო ( თუ გუნდი მისთვის რამეს ეარმოადგენს) და მერე მისალმებოდა ძველი გუნდის ფანებს და მაისურსაც გაცვლიდა თუნდაც გასახდელში. იგივე ჩვენი რომელიმე გუნდის ლეგიონერმა რომ ქნას გამწარებულებს ჩვენი ფეხბურთელები რომ გვესალმებიან, მაშინ მოგვეწონება?
ლაშა
ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. მართალი ხარ sportall.ge, მაგრამ ხმას ვინ მისწვდება ან სამართალს როგორ აღადგენ, გარდა იმისა, რომ ქართველ გულშემატკივარს სათქმელს ეუბნები? ეს ისედაც ვიცით და თუ მხოლოდ ბუდუ იქნა განტევების ვაცი, ჯობია სამართლებრივი ბერკეტი აამუშაოს და კონტრაქტი შეწყვიტოს...
დავითი
შეიძლება ლამაზად არ გამოუვიდა, მით უმეტეს გუნდი კრიზისშია. მაგრამ მისი ყოფილი გუნდია, მისი მეგობრები არიან და ასეთი მკაცრი მიდგომა თვითონ კლუბისთბისვეა დამაზიანებელი
ნუკრი
ბუდუ ყველაფერში მართალია.თუ არ გინდივარ,გამიშვი,კარიერას რატომ მინგრევ,საქმეს რატომ მიფუჭებ.ვიღაც უვიცმა გერმანელმა ბორისმა უაზრო პოხონდრიების გულისთვის,ბუდუს კარიერა რატომ უნდა გაუფუჭოს.ხოდა დაიკიდა და სწორიც ქნა.ყველა შენსკენ ვართ ბუდუ,მაგათი ჩაჩანი.....
Gogi
ორი აზრი არაა ყველა ბუდუს ვგულშემატვკივრობთ მაგრამ ცოტა უფრო დაფიქრებულად მოქცეულიყო ჯობდა. გუნდმაც გადაამლაშა ცხადია, მაგრამ კაჭარავას შემთხვევა გახსოვთ? ფეხბურთს თავისი ეთიკა აქვს და მისი დაცვა აუცილებელია
ზაზა
ბუდუ არის წესიერი და მაგარი ფეხბურთელი თუ არ ათამაშებენ ისევ გუნდი დაზარალდება ჰუნებმა ერთ ადგილას იკოცონ თუ ბუდუსნაირ ტექნიკურ და ძლიერ ფეხბურთელს სადმე იპოვიან!
muro
ყოფილ თანაგუნდელებს და შენს ყოფილ ფანებს მიესალმო ტინგიცობა თუ ყოფილა არ ვიცოდი.
ავაზა
უგუნდოთ არ დაიკარგება, მაგრამ სხვა დროისთვის გაითვალისწინოს, რომ გუნდი ერთი ცოცხალი მექანიზმია და ცალკე ტინგიცი, არ არის მისაღები, თან როცა შენი გუნდელები და ფანები, ცხელგულზეა.
კაპიტან გარდენბურგი
კარგია. ვისურვებდი ფედერაციისგანაც მხარდაჭერას
muro
რა დააშავა ისეთი რომ ბოდიში მოიხადოს? მგონი ეხლა უკვე ფეჰერვარელებს აქვს ბოდიში მოსახდელი
გოგა
ევროპაში ვარ და ბევრი უნგრელი ვნახე. ცოტა შებერტყილი ხალხია. ორბანის არ იყოს. ბუდუ ცოტაც და გადახვალ სადმე
დათო
არასწორ აქცენტებს აკეთებთ, თორემ მხარდაჭერაზე უკეთესი არაფერია. ისე ერთი ბოდიში, რომ გადმოეგდო ფანებისთის - ცუდი არ იქნებოდა
კობა
სავსებით გეთანხმებით!!!... ასეთი მხარდაჭერა დღეს მისთვის მნიშვნელოვანია!!!...
თურქეთის სუპერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი ქართველი თავდამსხმელის სასწრაფოდ შეძენას გეგმავს
გიორგი კვერნაძე სერია A-ს უახლოვდება - ქართველის დამატებას ორი გუნდი ცდილობს
პსჟს მატჩის დღე! გუნდისა და "კვარას" ფორმაში ყოფნა გრძელდება
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
"რეალის" ფეხბურთელი შეიძლება "ფენერბაჰჩეში" გადავიდეს
"ნაპოლი" "ტორინოს" მეკარის შეძენას აპირებს
"ბოტაფოგო" შევაშინეთ - "სიეტლ საუნდერსის" მწვრთნელი "ატლეტიკოს" ბრძოლას ჰპირდება
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
შეთანხმებასთან ახლოს - დონარუმა პსჟ-ისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
ვლაჰოვიჩი სერია A-ს სხვა გრანდში - სერბ ფეხბურთელს "მილანში" გადაბარგება სურს
თუშიშვილი VS ტასოევის ფინალის მოლოდინში - მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს ორი ქართველის მოლოდინში
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
"ლივერპულმა" მეკარე იჯარით "აიაქსში" გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კონფერენს ლიგაზე საქართველოს თასის მფლობელის მეტოქე გაირკვა
"სენტ-ეტიენმა" "ბეშიქთაშს" დავითაშვილში სატრანსფერო ფასზე ორჯერ მეტი თანხა მოსთხოვა
სულამანიძე შერაზადიშვილთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა
"არსენალი" როდრიგოს არ ეშვება - "რეალი" ბრაზილიელის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვს
სერხიო რამოსი: "ოქროს ბურთს" მას მივცემდი...
ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...
იამალი სკანდალში გაეხვია - ვინ არის ესპანელის 30 წლის შეყვარებული, რომელსაც მოკვლით ემუქრებიან?
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...
კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე
"ჰაიდენჰაიმი" "აინტრახტთან" განადგურდა და "ბაიერნთან" შეხვედრა ელის
Geo Team: ზივზივაძეს ორი კვირა მოუწევს უქმობა
რას ვნახავთ აღდგომის დღეებში? ქართული დუელი საფრანგეთში და ბუდუს "ბაიერნთან" დაბრუნება
2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...