სუპერლიგის გასულ ტურებზე ანტიდოპინგური სამსახურის წარმომადგენლებმა ტესტირებები ჩაატარეს. სპორტში ჯანსაღი გარემოს საგუშაგოზე ექიმები გააქტიურდნენ, რისი ლოგიკური გამოვლინებაც დღეს ოლიმპიურ სასახლეში გამართული ინფორმაციული სახის შეხვედრა გახლდათ. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს წარმომადგენლები სუპერლიგის, "ა" ლიგისა და ბავშვთა საკალათბურთო სკოლების სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ, რომლებსაც ანტიდოპინგური საქმიანობის თანამედროვე მიდგომები და სიახლეები გააცნეს.

შეხვედრა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და მისი სამედიცინო სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა. საკალათბურთო კლუბების ექიმებთან ერთად შეხვედრას სუპერლიგის საშეჯიბრო დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვანო ლაცაბიძე და კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ექიმი – თეიმურაზ ხვედელიძე და მისი ასისტენტი თორნიკე გოგიჩაიშვილიც დაესწრნენ. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს თანადამფუძნებელმა და ვიცე-პრეზიდენტი თეიმურაზ უკლება დამსწრეებს იმ დეტალებზე ესაუბრა, რაც თანამედროვე სპორტში, მით უმეტეს, მედპერსონალის საქმიანობაში აუცილებლად გასათვალისწინებელია.

ანტიდოპინგური სააგენტოს წარმომადგენლებმა გუნდების ექიმებს აკრძალული პრეპარატებისა და სხვადასხვა ნივთიერების გრძელი სია წარმოუდგინეს. ასევე გააცნეს ის პროცედურა და მეთოდი, რისი გავლა და დაცვაც აკრძალული პრეპარატების გამოყენების მისაღებადაა საჭირო. თეიმურაზ უკლებას ინფორმაციული სემინარის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ექიმებმა საკმაოდ დიდი ინფორმაცია მიიღეს თანამედროვე ანტიდოპინგურ სიახლეებსა და თანამედროვე მიდგომებზე, რაც სპორტში და კონკრეტულად კალათბურთში ჯანსაღი სპორტული გარემოს გასაუმჯობესებლად და სპორტსმენების ჯანმრთელობის დასაცავად არის მიმართული. დაინტერესებულ ექიმებს, სპორტსმენებს, ანაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დოპინგთან დაკავშირებულ რეგულაციებსა და სიახლეებს საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ვებგვერდზე – www.gada.ge – გაეცნოს.

ანტიდოპინგური სააგენტოს წარმომადგენლები მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ სუპერლიგასა და სხვა საკალათბურთო ლიგებში მოთამაშეთა ტესტირებებს. შესაბამისად, ყველა გუნდის სამედიცინო სამსახური სრულად ინფორმირებული უნდა იყოს ტესტირებებთან დაკავშირებულ როგორც ფუნდამენტურ საკითხებზე, ისე თითოეულ დეტალზე.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის სამედიცინო სამსახური ანტიდოპინგურ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს, რაც შესაბამის ტრენინგებსა და მუდმივად განახლებადი ინფორმაციის კლუბების მედპერსონალისთვის პერმანენტულ მიწოდებას გულისხმობს.

GBF

სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
“ა” ლიგის საკვალიფიკაციოში ნახევარფინალისტები ბოლო ტურში დაწყვილდებიან
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
"ერთიანობა წარმატების საფუძველია" - ჩაბი ალონსოს კომენტარი "ალავესთან" გამარჯვების შემდეგ
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
კვერნაძე შეცვალეს, "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა
კიტეიშვილის "შტურმი" კვლავ დამარცხდა
მიქაუტაძის გუნდის მატჩი გადაიდო
მადრიდის "რეალს" უპამეკანოს დამატება სურს
"რა პრობლემა უნდა აღმოფხვრილიყო?" - არნე სლოტმა მოჰამედ სალაჰზე ისაუბრა
[VIDEO] ბითაძის უქულო მატჩი და ბრანსონის ბენეფისი - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA Cup-ის ფინალში გავიდა
[VIDEO] გიგა ჭიკაძე კევინ ვალეხოსთან ნოკაუტით დამარცხდა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის საგოლე პასი - "სპორტინგმა" მეტოქე გაანადგურა
[VIDEO] დავითაშვილის დუბლი "სენტ-ეტიენისთვის" გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა
"მეცი" - პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" დაგეგმილი 3 ქულა "ოსასუნასთან", გამეორებული რეკორდი და უნიკალური შემთხვევა ევროპის ტოპ 5-ში!
[VIDEO] წიტაიშვილის შესანიშნავი გოლი - "მეცი" პსჟ-სთან ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] წიტაიშვილმა "პარი სენ ჟერმენს" ეფექტური გოლი გაუტანა
[VIDEO] ზურიკო დავითაშვილმა "ბასტიას" გაუტანა
"მეცი" - პსჟ. სასტარტოში მხოლოდ ერთი ქართველია
[VIDEO] "ენფილდზე" სალაჰი განსაკუთრებულად უყვართ - ასე შეეგებნენ მოედანზე დაბრუნებულ ეგვიპტელს "ლივერპულის" ფანები
ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდმა" და "ვრექსჰემმა" ქულები გაიყვეს