სუპერლიგის ერთ მატჩს დღეს ქუთაისმა უმასპინძლა. იმერეთის მთავარ ქალაქში სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი “კაკტუსი” ჩავიდა და მასპინძლები დაძაბულ ბრძოლაში – 83:81 (სტატისტიკა) დაამარცხა. ქუთაისელებს საკადრო პრობლემები აქვთ, თუმცა პროგრესის გზას ადგანან – თუკი წინა შეხვედრაში 6 კალათბურთელით ითამაშეს, კაკტუსთან ქუთაისელები 7 კალათბურთელით წარდგნენ და გამარჯვებამდეც მცირედი დააკლდათ.

გამარჯვება თუ არა, ოვერტაიმი ქუთაისელებს ხელში ეჭირათ, თუმცა გუნდის კაპიტანმა და ყველაზე გამოცდილმა კალათბურთელმა ძირითადი დროის ბოლო წამზე ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ ჩააგდო. გიორგი ბარბაქაძე 81:83 ანგარიშზე კაკტუსელთა საჯარიმოში შევიდა და ისე, რომ ხელს არავინ უშლიდა, ფარქვეშიდან შეუტია. ბურთი რკალზე გაგორდა, თუმცა კალათში არ ჩაეშვა და საფინალო სირენაც გაისმა.

ამ ეპიზოდამდე კაკტუსი დამაჯერებლად ლიდერობდა. შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა, სტუმრები 83:76 რომ იგებდნენ, თუმცა ბარბაქაძისა და ლუკა მაზიაშვილის ქულებით მასპინძლებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს. კაკტუსელთა ახალმა ლეგიონერმა, სედრიკ ალეიმ შეტევა გააცუდა და ქუთაისელებს გათანაბრების შანსი მიეცათ, რომელიც ბარბაქაძემ ვერ გამოიყენა და შეხვედრაც დასრულდა.

კაკტუსში ტრადიციულად ფარზე დომინირებდა ჯეისონ კოპმანი, რომელმაც ამჯერად 17 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა და მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. 21 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა რაიან ალენმა, 17 ქულა კი რევაზ ჩაჩანიძის ანგარიშზე დაგროვდა. ქუთაისელთაგან 18 ქულით, 11 პასითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ჯარვის რეი. 27 ქულით ბომბარდირი ლუკა მაზიაშვილი გახდა.

სუპერლიგის ტურის დარჩენილი 3 მატჩი ხვალ, 24 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. კაკტუსმა ამ მოგებით სუპერლიგაში ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვა – ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი გუნდის ანგარიშზე 8 მოგება და 1 მარცხია.

წყარო: gbf.ge

ბატონი ბიძინი
დაფნის ფოთოლმა რა ქნა ხომ არ იცით? ბადრიჯანს ეთამაშებოდა სტუმრად
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
“ა” ლიგის საკვალიფიკაციოში ნახევარფინალისტები ბოლო ტურში დაწყვილდებიან
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბორნმუთი" რვაგოლიან მატჩში დაზავდნენ
"რეალის" ყოფილი მცველი მესისთან ერთად "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
სირილ ედუძიმ გორის "დილა" დატოვა
41 წლის ტიაგო სილვა ევროპაში აპირებს დაბრუნებას
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
"ერთიანობა წარმატების საფუძველია" - ჩაბი ალონსოს კომენტარი "ალავესთან" გამარჯვების შემდეგ
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
კვერნაძე შეცვალეს, "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა
კიტეიშვილის "შტურმი" კვლავ დამარცხდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
"ჩინებული და საკვანძო ფეხბურთელია" - მწვრთნელმა წიტაიშვილი შეაქო, რომლის მეურვეობა ზაირ-ემერიმ ვერ შეძლო
[VIDEO] გოგლიჩიძე შეცვლაზე შევიდა - "უდინეზემ" "ნაპოლის" მოუგო
მიქაუტაძის გუნდის მატჩი გადაიდო
"ტერის და ლამპარდს საკუთარი იახტა დაუთმო, მე კი ..." - ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა
მადრიდის "რეალს" უპამეკანოს დამატება სურს
"რა პრობლემა უნდა აღმოფხვრილიყო?" - არნე სლოტმა მოჰამედ სალაჰზე ისაუბრა
[VIDEO] ბითაძის უქულო მატჩი და ბრანსონის ბენეფისი - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA Cup-ის ფინალში გავიდა
[VIDEO] გიგა ჭიკაძე კევინ ვალეხოსთან ნოკაუტით დამარცხდა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის საგოლე პასი - "სპორტინგმა" მეტოქე გაანადგურა