2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ერთ-ერთი ქალბატონი მოედანზე შევარდა და ლიონელ მესის თბილად ჩაეხუტა.

თავდაპირველად გაჩნდა მოსაზრება, რომ ის ფეხბურთელის დედა გახლდათ, მაგრამ სინამდვილეში ეს ქალბატონი ანტონია ფარიასი არგენტინის ნაკრების მზარეულია.

ანტონია ნაკრებში 10 წელია მუშაობს და ყველა მოგზაურობაში თან ახლავს. ის "ალბისელესტეს" ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ითვლება და მას თილისმასაც კი უწოდებენ.

მესისთან დაახლოებული წყაროები ამტკიცებენ, რომ ფარიასს მთელი გუნდი აღმერთებს, ფეხბურთელები კი მას დედად აღიქვამენ.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ანტონია მუშაობდა დიეგო იაკოვონესთან ერთად, რომელიც კურირებდა მთელ სამზარეულოს. ფარიასი ყოველთვის უსმენდა მოთამაშეების თხოვნებს და ცდილობდა გაეთვალისწინებინა მათი გემოვნება.

არგენტინელები 2022 წლის მუნდიალზე კერძების ორგანიზებაში სერიოზულად იყვნენ განწყობილნი. გუნდმა კატარში თან წაიღო 2600კგ საქონლის ხორცი და საკუთარი გრილი.

ეს იყო სკალონის იდეა - ისინი ვახშამზე ერთად იცინოდნენ და ხუმრობდნენ, რაც გუნდურობას და ერთიანობას კიდევ უფრო განამტკიცებდა...

ავთო
არგენტინის მოგებით ფეხბურთმა მოიგო. გერმანია იმნაირებმა გადაიყოლა, ბრაზილია - მაიმუნობამ, იტალია საერთოდ ვერ გავიდა, ესპანეთმა რაც იაპონიასთან იკადრა, ფორტუნა მაგას არ პატიობს. კიდე ვინ - ინგლისი კი გახდა ჩემპიონი თამაშის წინ მუხლების გადატყავებაში და მაგათ მეტი არაფერი შეუძლიათ. ვინღა დარჩა - საფრანგეთისთვის ეს იყო ბოლო ფინალი ამ საუკუნეში, აბა მაროკომ კი გაქაჩა რაც შეეძლო. წესით არგენტინა უკონკურენტო იყო და მოიგო კიდეც.

როცა ტელევიზიით გამოდიხარ და აზრს გეკითხებიან, უნდა გამიჯნო ერთმანეთსაგან პირადი სიმპატიები ან ვის გულშემატკივრობ, ობიექტური შეფასებისაგან, მით უმეტეს, როცა ამას ვლადიმერ გუცაევი ამბობს!!!
!!!-s
ვინც არ იყო არგენტინის ნაკრების გულშემატკივარი, მათ შორის გუცაევიც, არც უნდა გაგვიკვირდეს მისი ასეთი ნათქვამი.
givis
გივი რატო გეწყინა? შენ როგორც "ჩაგვძახე ისეც ამოგძახეთ".

ვლადიმერ გუცაევი კი საპირისპიროს ამბობდა, რომ არგენტინის ნაკრები არ იყო გუნდი!!!
გივი
ამ უზრდელს კი არა საიტს მოგმართავთ. რატომ უშვებთ ამისთანა ერთუჯრედიანების არაეთიკურ კომენტარებს? საიტია, თუ უბნის ბირჟა? შენ კი, შეიძლება ჯერ დაბადებულიც არ იყავი, მე რომ არგენტინას ვგულშემატკივრობ 1978 წლიდან. უზრდელი, არგენტინელი კი არა, არც ჩემი არ მჭირდება. რა, ხვიჩამ, ან ჩაკვეტაძემ რომ გააკეთოს იგივე სახალხოდ, მოუწონებ? თუ მოუწონებ, ექიმს გაესინჯე მეგობარო.
გივი, ნუ აფერისტობ! რომ ხარ არგენტინის ნაკრების გულშემატკივარი.
გივი, მაგაზე გაწყენინებთ? შენს საპატივსაცემოდ მივიდებთ!
გიუშა
აღარ დაიღალეთ?
გივი
მე არგენტინის გულშემატკივარი ვარ ყოველ ჩემპიონატზე, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ მარტინესის უღირსი ქცევა უნდა მომეწონოს. პირადად თქვენ არ ვიცი და ვისაც მოგეწონათ, არავინ გიშლით, რაიმე პრიზს რომ გადმოგცემენ, იგივე ადგილზე მიიდოთ.
ყოჩაღთ, არგენტინის წარმატებაში, ვისაც მიგიძღვით წვლილი!
ამ, მს. ჩემპიონატზე, ფსიქოლოგიურად ყველაზე კარგად სწორედაც არგენტინის ნაკრები იყო მომზადებული. ძაან მეგობრული გუნდი შეკრა სკალონემ!
მიშა
კი დავწერე მაშინ, რომ მესის პირველი რეაქციის მიხედვით ნათელი იყო, რომ არაა ეს ქალი დედამისი. დედის მოულოდნელად დანახვა სხვანაირად უხარია ადამიანს.
ჯონდო
აბა ზოგიერთ გუნდში ერთმანეთს არ ელაპარაკევოდნენ,მეორეში კი ლიდერი სხვებზე იბოღმებოდა გოლებს რატომ იტანენო. მერე ორივეს გულშემატკივარი არგენტინელებს პაპუსებს ეძახდა და ქცევას უწუნებდა :-)
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა - ჯგუფები დაკომპლექტდა
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის წილისყრის შედეგები ცნობილია
"ერთიანობა წარმატების საფუძველია" - ჩაბი ალონსოს კომენტარი "ალავესთან" გამარჯვების შემდეგ
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
კვერნაძე შეცვალეს, "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა
კიტეიშვილის "შტურმი" კვლავ დამარცხდა
მიქაუტაძის გუნდის მატჩი გადაიდო
მადრიდის "რეალს" უპამეკანოს დამატება სურს
"რა პრობლემა უნდა აღმოფხვრილიყო?" - არნე სლოტმა მოჰამედ სალაჰზე ისაუბრა
[VIDEO] ბითაძის უქულო მატჩი და ბრანსონის ბენეფისი - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA Cup-ის ფინალში გავიდა
[VIDEO] გიგა ჭიკაძე კევინ ვალეხოსთან ნოკაუტით დამარცხდა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის საგოლე პასი - "სპორტინგმა" მეტოქე გაანადგურა
[VIDEO] დავითაშვილის დუბლი "სენტ-ეტიენისთვის" გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა
"მეცი" - პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" დაგეგმილი 3 ქულა "ოსასუნასთან", გამეორებული რეკორდი და უნიკალური შემთხვევა ევროპის ტოპ 5-ში!
[VIDEO] წიტაიშვილის შესანიშნავი გოლი - "მეცი" პსჟ-სთან ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] წიტაიშვილმა "პარი სენ ჟერმენს" ეფექტური გოლი გაუტანა
[VIDEO] ზურიკო დავითაშვილმა "ბასტიას" გაუტანა
"მეცი" - პსჟ. სასტარტოში მხოლოდ ერთი ქართველია
[VIDEO] "ენფილდზე" სალაჰი განსაკუთრებულად უყვართ - ასე შეეგებნენ მოედანზე დაბრუნებულ ეგვიპტელს "ლივერპულის" ფანები
ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდმა" და "ვრექსჰემმა" ქულები გაიყვეს
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
"როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, არავინ მელაპარაკებოდა. იცით, მესიმ რა გააკეთა?" - გონსალო იგუაინი
იამალმა თავისი აზრით, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
მესის მორიგი ტიტული - მაიამის "ინტერი" ისტორიაში პირველად MLS-ის ჩემპიონია
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
"სტატისტიკას ყურადღებას არ ვაქცევ, ფეხბურთით ვცხოვრობ და ვტკბები" - ლიონელ მესი