საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებულები ცნობილია. ტურნირში, რომელშიც 25 გუნდი მონაწილეობდა, მთავარი მიზანი 8 საუკეთესოს გარკვევა იყო, რომლებიც 18-წლამდელთა ჩემპიონატის A დივიზიონის საგზურებს მოიპოვებდნენ. შესაბამისად, საგზურის მფლობელი 8 გუნდი გამოვლინდა, რომლებსაც კვოტირებით რეგიონების გუნდები დაემატებიან და აღნიშნული ასაკის A დივიზიონში 14 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ 16-მა გუნდმა 8 საგზურისთვის ბრძოლა პლეი-ოფში განაგრძო. ჩატარდა ერთი, 2-მატჩიანი რაუნდი, რომლის გამარჯვებულებმაც A დივიზიონის საგზურები მოიპოვეს. ყველა წყვილში ერთ-ერთი გუნდის უპირატესობა აშკარა იყო და ამ გუნდებმა სერიის ორივე მატჩი მოიგეს. მხოლოდ ერთ წყვილში შედგა დიდი ბრძოლა და სერია ერთობ მოულოდნელი შედეგით დასრულდა. საუბარია "ჰიუნდაი 2"-ისა და "ბრუკლინის" დაპირისპირებაზე. ჰიუნდაელებმა პირველი მატჩი 12 ქულით – 72:60 მოიგეს, თუმცა მეორეში 13 ქულით – 59:72, წააგეს და A დივიზიონის მიღმა დარჩნენ. აღსანიშნავია, რომ "ჰიუნდაი 1"-მა თავისი სერია "თბილისი ბასკეტთან" დათმო.

წარმოგიდგენთ იმ 8 გუნდს, რომლებმაც საკვალიფიკაციოს შედეგად A დივიზიონის საგზურები მოიპოვეს:

ოვერტაიმი 1, მაკაბი, ორბი, დინამო, ვინგსი 1, ზაზა 1, თბილისი ბასკეტი 1, ბრუკლინი

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონიდან ყველა ასაკობრივი ჩემპიონატი (20-წლამდელების გარდა) სრულიად ახალი ფორმატით ჩატარდება და მას ერთი ორგანიზატორი – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეყოლება.

14, 16 და 18-წლამდელთა გათამაშება დაყოფილი იქნება A, B და C დივიზიონებად. A დივიზიონი იქნება უმაღლესი ლიგა, სადაც 14 საუკეთესო გუნდი მოიყრის თავს და თითოეულ სკოლას მასში ერთ გუნდზე მეტის გამოყვანა არ შეეძლება. სადებიუტო სეზონში, ანუ მიმდინარე სეზონში, A ლიგაში კვოტირებით მოხვდებიან რეგიონის გუნდები, დანარჩენი ადგილები კი საკვალიფიკაციო ტურნირში გათამაშდება. ის გუნდები, რომლებიც A ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებენ, B ლიგაში იასპარეზებენ. ხოლო თუკი გუნდების რაოდენობა დიდი იქნება, B ლიგის საგზურებიც საკვალიფიკაციო ტურნირში გათამაშდება და B-ში ვერ მოხვედრილი გუნდები C დივიზიონში ითამაშებენ.

მომავალი წლიდან A დივიზიონში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირი აღარ ჩატარდება. მასში ასპარეზობის უფლებას გუნდები B დივიზიონში წარმატებული თამაშით მოიპოვებენ.

GBF

მოქალაქე
ჩემი 18 წლის ბავშვი ზის სახლში 207სმ სიმაღლის.....6. წელი მესმოდა სუსტია სუსტიაო...თურმე არ ავარჯიშებდნენ იმიტომ რომ ფულს არ ვაძლევთ მწვრთნელებს...207 ბავშვის მამას ფულს რომ მოთხოვ მიტო გვაქ საქმე კარგად...ან რატო უნდა მიმეცა
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
რატიშვილი პიტეშტში – რუმინეთისა და მონტენეგროს მატჩზე
კალათბურთის მაგიდის მსაჯთა კოლეგიას კახეთის რეგიონიდან 6 წევრი შეემატა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩზე
პირველად პრემიერ ლიგის ისტორიაში - "ბორნმუთმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ რეკორდი დაამყარა
"სოსიედადმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს
სეზონში უკვე მეორე მწვრთნელის შესაძლო გაშვება - "ფიორენტინა" კვლავ დიდ პრობლემებშია
"რეალის" ყოფილი მცველი მესისთან ერთად "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
სირილ ედუძიმ გორის "დილა" დატოვა
41 წლის ტიაგო სილვა ევროპაში აპირებს დაბრუნებას
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
"ერთიანობა წარმატების საფუძველია" - ჩაბი ალონსოს კომენტარი "ალავესთან" გამარჯვების შემდეგ
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
ამორიმი: ჩემს საქმეს საკმარისად კარგად ვერ ვაკეთებ
"მინდა ჩემი ჰონორარის ნაწილი გიგას ორგანიზაციას გადავურიცხო" - ვალეხოსის მოულოდნელი განცხადება ჭიკაძესთან გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] კარის 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა
[VIDEO] ოგბაიძემ "კარლ ცაისს" "ცხრიანში" გაუტანა!
[VIDEO] ლუკა ხორხელის პირველი გოლი სლოვაკეთის მთავარ ლიგაში!
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
ხვიჩა პსჟ-სთან ერთად კატარში გაემგზავრა
[VIDEO] წუთები დიდ სენსაციამდე - "ბაიერნი" "ალიანც არენაზე" მარცხს გადაურჩა!
კვერნაძე შეცვალეს, "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა