დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა "ივერიონმა" "ა" ლიგა გამარჯვებით გახსნა. გორის გუნდმა ჩინებული დებიუტი მოიწყო. შიდაქართლურმა გუნდმა გასულ სეზონში სუპერლიგიდან დაქვეითებული ისტორიულად ყველაზე ტიტულიანი ქართული გუნდი, დინამო დაამარცხა. მართალია, ეს დინამო თუნდაც დამოუკიდებელი პერიოდის დინამოს აჩრდილია, თუმცა გორელებისთვის ამ გამარჯვებას სოლიდური მნიშვნელობა ჰქონდა. პირველი მატჩი "ა" ლიგაში და პირველი დამაჯერებელი გამარჯვება.

გორის მერის, ლადო ხინჩეგაშვილის პირადი ინიციატივით წლეულს "ივერიონს" მუნიციპალური დაფინანსება გაეზარდა. საქმეში ჩაერთო გორის კერძო სექტორიც და "ივერიონის" სახით "ა" ლიგის კალიბრის საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი ჩამოყალიბდა. გორის გუნდი წლებია, ცდილობდა "ა" ლიგაში მოხვედრას, მაგრამ ნაკლები სახსრებით მიზანს ვერ მიაღწია და სწორედ ამის შემდეგ ჩაერთო საქმეში გორის მერია და გუბერნია, რამაც შედეგი გამოიღო და სულ მალე შიდა ქართლის მთავარი ქალაქი ახალ სპორტის სასახლეში "ა" ლიგის მატჩებს უმასპინძლებს.

საბოლოოდ "ივერიონმა" 33 ქულით – 95:62 (სტატისტიკა) კი იმარჯვა, თუმცა მეორე პერიოდის ჩათვლით თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. დინამოელები ახალგაზრდული შემართებით ტოლ-სწორად ებრძოდნენ 3 ლეგიონერით გაძლიერებულ "ივერიონს, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ ვითარება კარდინალურად შეიცვალა. გორელებმა თამაშის სადავეები ბოლომდე ხელთ იგდეს და მესამე პერიოდის შემდეგ 14 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში დინამომ თეთრი დროშა გამოფინა და საბოლოოდ ივერიონმა დიდსხვაობიანი გამარჯვება გაიფორმა.

გორელებს 24 ქულითა და 13 მოხსნით მამუკა ბაზუაშვილმა ულიდერა. 21-21 ქულა ლიგის მიღმა დარჩენილი ზესტაფონის მარგვეთისგან შემატებულმა ვიქტორ ლუისმა და ახალგაზრდა ნიკოლოზ კიშკომ მიითვალეს. 10 ქულა აიზია ლუისის ანგარიშზეა. დინამოში 16 ქულით სტივ კუმინდა გამოირჩა. 11 ქულა და 15 მოხსნა სუპერლიგის ვერადან დინამოში გადასულმა ვალერიან წულეისკირმა მოაგროვა.

"ა" ლიგის მორიგი მატჩები 11 დეკემბერს გაიმართება. ივერიონი გთუნის უმასპინძლებს, ხოლო ასტრალი – ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის გუნდს.

GBF

რატიშვილი პიტეშტში – რუმინეთისა და მონტენეგროს მატჩზე
კალათბურთის მაგიდის მსაჯთა კოლეგიას კახეთის რეგიონიდან 6 წევრი შეემატა
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
რასპადორი სერია A-ში ბრუნდება - ჯაკომომ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა
არაბული კლუბი სალაჰისგან პასუხს ელოდება - რას გადაწყვეტს ეგვიპტელი?
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
[წინათქმა. ეროვნული ლიგა] შესაძლოა, "იბერიამ" ტიტული ცარიელი ტრიბუნების წინ იზეიმოს, "დილას" კი გამარჯვებაც არ ეყოს...
გრან პრიზე ბერულავა და მეტელკინა პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
გვარდიოლას სურვილით - "სიტი" პსჟ-ს გარემარბში 100 მილიონ გირვანქას იხდის
[VIDEO] ნეიმარის ჰეთ-თრიქი 17 წუთში - "სანტოსმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქი" "სან ანტონიო სპურსთან" 2 ქულით დამარცხდა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა