გიორგი შერმადინმა MVP-ის ტიტულის გემო გაიხსენა. მისმა "ტენერიფემ" მისივე ყოფილი გუნდი "უნიკახა" ისტუმრა და ქართველი ცენტრის წინამძღოლობით, დაძაბულ ბრძოლაში – 91:84 დაამარცხა. გიორგი შერმადინმა მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო სტატისტიკა დააფიქსირა და ის დამსახურებულად გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე.

შერმადინმა, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე გატარებულ არასრულ 30 წუთში 25 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა 10-დან 8 ორქულიანი და 9-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 8-ჯერ დაირღვა.

მთლიანობაში, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 36 შეადგინა და აღნიშნული მატჩის საუკეთესო შედეგი ხომ დააფიქსირა, მას ასევე კარგი შანსი აქვს, ტურის საუკეთესო კალათბურთელის ტიტულიც მოიპოვოს.

"ლენოვომ" 11 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება, ამასთან, "რეალს", "ბარსელონასა" და "ბასკონიას" მხოლოდ თითო გამარჯვებით ჩამორჩება. ამ გამარჯვებით "ლენოვომ" ესპანეთის სამეფო თასზე ასპარეზობა გაინაღდა. ეს ნიშნავს, რომ თასამდე დარჩენილ დროში (თებერვლის შუა რიცხვები) "ტენერიფე" არასგზით არ ჩამოსცდება მე-8 ადგილს.

ტენერიფელებმა ესპანეთის სამეფო თასის საგზური გაინაღდეს, მომდევნო მატჩს კი 14 იანვარს სტუმრად, შერმადინის კიდევ ერთ ყოფილ კლუბ "სარაგოსასთან" ჩაატარებენ.

GBF

გიორგი
ყოჩაღ შერმადინს!თავიდან ცოტა სუსტად დაიწყო ჩემპიონატი, მერე გამოასწორა,წინა თამაშში მატჩის MVP გახდა,ახლა ტურის MVP,იმედი მაქვს სხვა ქართველი სპორტსმენებიც მიბაძავენ,თორემ ყველამ ცუდათ დაიწყო ეს წელი!!!
გიორგი
ყოჩაღ შერმადინს!თავიდან ცოტა სუსტად დაიწყო ჩემპიონატი, მერე გამოასწორა,წინა თამაშში მატჩის MVP გახდა,ახლა ტურის MVP,იმედი მაქვს სხვა ქართველი სპორტსმენებიც მიბაძავენ,თორემ ყველამ ცუდათ დაიწყო ეს წელი!!!
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული
შენგელიას 14 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან
წიტაიშვილის 68 წუთი და "მეცის" ზედიზედ მესამე წაგება
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგმა" "ვერდერს" მოუგო
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"ეს წარმოუდგენელია!" - "ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვის თამაში იყო?" - ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა
[VIDEO] "ყველაფერი წინ არის, უფრო ძლიერს მელოდეთ... საქართველოს გაუმარჯოს!" - დვალიშვილმა იანთან ბრძოლის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში ცრემლები ვერ შეიკავა
"ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს" - იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
მესის მორიგი ტიტული - მაიამის "ინტერი" ისტორიაში პირველად MLS-ის ჩემპიონია
[VIDEO] მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
[VIDEO] ღვინიაშვილის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ტაისონამ" მეტოქე 30 წამში დაანოკაუტა
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "ლივერპული" "ლიდსთან" ფრეს დასჯერდა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
როგორია ჩაკვეტაძის მდგომარეობა? - "უოტფორდის" მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
[VIDEO] შოთა ნონიკაშვილმა უკრაინის პრემიერლიგაში გაიტანა!
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO] ..."დილას" იტალიელმა მწვრთნელმა ქურთუკი გაიძრო და საჩხუბრად მოემზადა... დიდი გაწევ-გამოწევა გორში!
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
შერმადინმა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მე-2000 ბურთი მოხსნა
[VIDEO] შერმადინის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ბასკონიასთან" დამარცხდა
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს