საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ ზინედინ ზიდანის შესახებ მოულოდნელი და კრიტიკული კომენტარი გააკეთა.

ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ "მამლების" თავკაცი მომავალი 3 წლის განმავლობაშიც დიდიე დეშამი იქნებოდა.

ჟურნალისტებმა ლე გრეს ჰკითხეს, მართლაც იყო თუ არა საფრანგეთის ნაკრებში ზინედინ ზიდანის დანიშვნის ვარიანტი და რას იტყოდა იმის შესახებ, რომ "ზიზუმ" შესაძლოა, ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროს.

"ზიდანს არასდროს შევხვედრივარ. მედიამ მუდამ რაღაც უნდა წეროს, ეს მათი საქმეა. ზოგიერთი ჟურნალისტი კი რაღაცას იგონებს, დეშამის გაშვება არასდროს მიფიქრია.

ზიდანს თავისი ცხოვრება აქვს. ის იმას აკეთებს, რაც თავად სურს. ცდილობდა ის, რომ დამკავშირებოდა? - რა თქმა უნდა, არა! სიმართლე გითხრათ, რომ დაერეკა, არც ვუპასუხებდი. რა გსურთ? მისთვის კონკურსი ჩავატაროთ, რომ დასაქმდეს?" - თქვა ლე გრემ.

ამ კომენტარს სოციალურ ქსელში საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ის ვარსკვლავი კილიან მბაპე გამოეხმაურა, რომელმაც შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:

"ზიდანი საფრანგეთია. ლეგენდის მიმართ ასეთი უპატივცემულობის გამოჩენა არ ღირს", - დაწერა მბაპემ.

მოგვიანებით განცხადება გამოაქვეყნა საფრანგეთის სპორტის მინისტრმაც, რომელმაც ლე გრეს ნათქვამს სამარცხვინო უწოდა:

"ეს სამარცხვინო განცხადებაა, რომელიც ყველას შეურაცხყოფას გვაყენებს. ეს ყველაფერი კი მიმართულია ფეხბურთისა და სპორტის ლეგენდის წინააღმდეგ.

სპორტული ფედერაციის პრეზიდენტი ასე არ უნდა ლაპარაკობდეს. მე ვითხოვ პატიებას იმ სიტყვებისთვის, რაც ლე გრემ თქვა", - აღნიშნავს ამელი ოდეა-კასტერა.

დემოკრატია ის არის, როცა ფედერაციის პრეზიდენტსაც, ნაკრების ფეხბურთელსაც და ქვეყნის მინისტრსაც აქვთ საკუთარი აზრის გამოთქმის თავისუფლება. წარმოიდგინეთ, საქართველოში ნაკრების მოქმედმა ფეხბურთელმა რამე რომ თქვას კობიაშვილის ან წულუკიანის"ბრძნულ" გამონათქვამებზე...
Levani
ამასაც პოპულარობა უნდა?ვინმემ იცოდით ლე გრე ვინ ან რა იყო? ბავშვობაში დეკ პიეროს მაიკა და ლე გრეს კოსტიუმი მქონდა
ეეე
პირი უნდა ამოუკერო ასეთებს, ისე მე დეშამის აზრიც მაინტერესებს ამ ყველაფერზე.
gogi
ყოჩათ მბაპე! ეტყობა რომ თავისუფალი ადამიანია - როცა სათქმელია უნდა თქვა და იმაზე არ იფიქრო ვის მოეწონება და ვის არა. ზიდანი მართლა არ იმსახურებდა ასე ლაპარაკს
სოსო
ფრანგული სპორტის ლეგენდის შეურაცხყოფა,თურმე საფრანგეთში სამარცხვინო საქმე ყოფილა.საქართველოში კი,არათუ სპორტის ლეგენდის,არამედ მთლიანად საქართველოს შეურაცხყოფაც,სიტყვის თავისუფლებაა.კინაღამ დამავიწყდა,შარლ ებდომ რომ ისლამი შეურაცხჰყო,ეგეც დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება იყო,საფრანგეთის ხელისუფლების აზრით.რა გამოდის?ისევ "ცხოველების ფერმაში" ვართ,სადაც ზოგიერთნი,სხვებზე უფრო თანასწორნი არიან.მართლა მაგარი ვინმე ყოფილა ეს ჯორჯ ორუელი!
ამორიმი: ჩემს საქმეს საკმარისად კარგად ვერ ვაკეთებ
OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბორნმუთი" რვაგოლიან მატჩში დაზავდნენ
"რეალის" ყოფილი მცველი მესისთან ერთად "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
სირილ ედუძიმ გორის "დილა" დატოვა
41 წლის ტიაგო სილვა ევროპაში აპირებს დაბრუნებას
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
"ერთიანობა წარმატების საფუძველია" - ჩაბი ალონსოს კომენტარი "ალავესთან" გამარჯვების შემდეგ
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
კვერნაძე შეცვალეს, "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა
კიტეიშვილის "შტურმი" კვლავ დამარცხდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
"ჩინებული და საკვანძო ფეხბურთელია" - მწვრთნელმა წიტაიშვილი შეაქო, რომლის მეურვეობა ზაირ-ემერიმ ვერ შეძლო
[VIDEO] გოგლიჩიძე შეცვლაზე შევიდა - "უდინეზემ" "ნაპოლის" მოუგო
მიქაუტაძის გუნდის მატჩი გადაიდო
"ტერის და ლამპარდს საკუთარი იახტა დაუთმო, მე კი ..." - ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა
მადრიდის "რეალს" უპამეკანოს დამატება სურს
"რა პრობლემა უნდა აღმოფხვრილიყო?" - არნე სლოტმა მოჰამედ სალაჰზე ისაუბრა
[VIDEO] ბითაძის უქულო მატჩი და ბრანსონის ბენეფისი - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA Cup-ის ფინალში გავიდა
[VIDEO] გიგა ჭიკაძე კევინ ვალეხოსთან ნოკაუტით დამარცხდა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის საგოლე პასი - "სპორტინგმა" მეტოქე გაანადგურა
ზინედინ ზიდანმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო კლუბი დაასახელა
"ინტიმურ ადგილზე ხელი წამავლო" - ფრანგული ფეხბურთის 80 წლის "მამა" გამოუსწორებელი მექალთანეა
ზიდანის ერთ-ერთი ვაჟი ალჟირის ნაკრებში ითამაშებს
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ზიდანმა განმარტა, რატომ დაასრულა საფეხბურთო კარიერა 34 წლის ასაკში
ᕖᓘᓜ
"სამწვრთნელო საქმიანობას მალე დავუბრუნდები" - ზინედინ ზიდანი
ყველაფერი გადაწყდა - ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი გახდება
ბენზემა შეიძლება საფრანგეთის ნაკრებში დააბრუნონ