საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე მონაწილეობის მისაღებად ლატვიის ქალაქ ვალმიერაში იმყოფება. როგორც წესი, ჩვენი გუნდი ერთ წრეს ითამაშებს, რომლის განმავლობაშიც 5 მატჩს გამართავს და თბილისში დაბრუნდება. ეს გახლავთ ევროპის 16-წლამდელთა ახალგაზრდული ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მეორე წრე, ხოლო პირველი ჩვენმა გუნდმა გასული წლის 27-30 ოქტომბერს, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართა, სადაც 5-დან 3 მატჩი მოიგო.

მეორე წრე ქართველებმა დასანანი მარცხით გახსნეს. ჩვენი ნაკრების მეტოქე ტურნირის მასპინძელი “ვალმიერას” გუნდი იყო, რომელმაც ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილი გუნდი დაძაბულ ბრძლაში, 2 ქულის სხვაობით – 62:64 დაამარცხა. ეს გახლდათ დევის ბერტრანსის აკადემიის გუნდი, რომელიც ქალაქ ვალნმიერაში მდებარეობს. რერტრანსიც ვალმიერაშია დაბადებული და თავის ქალაქში საკალათბურთო აკადემია გახსნა. ჩვენიანთაგან 12 ქულით ბომბარდირი გერა ჭეიშვილი გახდა, 9-9 ქულა გიორგი ნიკოლაევმა და სანდრო კვერნაძემ მიითვალეს. საერთო სარგებლიანობით კი საუკეთესო მამუკა ასათიანი იყო, რომელმაც 8 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

მეორე მატჩს საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები დღეს, მეორე ლატვიურ გუნდ DNS-თან გამართავს.

ჩვენი გუნდი ვალმეირაში კიდევ 3 მატჩს გამართავს:

საქართველო 2007 – ცესისი (ლატვია) 14 იანვარი, 12:30

რიზდენე (ლატვია) – საქართველო 2007 14 იანვარი, 18:30

საქართველო 2007 – ვილნიუსი (ლიეტუვა) 15 იანვარი, 13:00

საქართველო 2007 ლიეტუვაში ამ შემადგენლობით იმყოფება:

გიორგი ნიკოლაევი, ლუკა ტაბაღუა, გიორგი ცაგარეიშვილი, დავით შელია, სანდრო კვერნაძე, ნიკოლოზ კუპატაძე, გიორგი გოგოლაძე, თენგო ენუქაშვილი, გიორგი ჭირაქაძე, გერა ჭეიშვილი, ნიკოლოზ კობაიძე, მამუკა ასათიანი

მთავარი მწვრთნელი: ნიკა ცინცაძე, ასისტენტი: ლევან ტყეშელაშვილი

GBF.GE

ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
საქართველომ ეს შეძლო | 16-წლამდელთა ნაკრებმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა
რუსთავში რეგიონთა ნაკრებების ტურნირის ფინალური ეტაპი გაიმართა
პირველად პრემიერ ლიგის ისტორიაში - "ბორნმუთმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ რეკორდი დაამყარა
კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს
სეზონში უკვე მეორე მწვრთნელის შესაძლო გაშვება - "ფიორენტინა" კვლავ დიდ პრობლემებშია
"რეალის" ყოფილი მცველი მესისთან ერთად "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
სირილ ედუძიმ გორის "დილა" დატოვა
41 წლის ტიაგო სილვა ევროპაში აპირებს დაბრუნებას
ყველას დონკიხოტობას ვერ მოსთხოვ!
საბო: "ჯანდაბაზე" ტატუებს იხატავენ - მუდრიკს რძე არ შეშრობია პირზე და მილიონერი გახდა
"ბოლო თვეებში მე გავხდი მძიმე და სრულიად მიუღებელი ზეწოლის ობიექტი" - ილია თოფურიამ განცხადება გააკეთა
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
სალაჰს სემენიო შეცვლის? "ლივერპული" "ბორნმუთის" შემტევთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
"ერთიანობა წარმატების საფუძველია" - ჩაბი ალონსოს კომენტარი "ალავესთან" გამარჯვების შემდეგ
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
ამორიმი: ჩემს საქმეს საკმარისად კარგად ვერ ვაკეთებ
"მინდა ჩემი ჰონორარის ნაწილი გიგას ორგანიზაციას გადავურიცხო" - ვალეხოსის მოულოდნელი განცხადება ჭიკაძესთან გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] კარის 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა
[VIDEO] ოგბაიძემ "კარლ ცაისს" "ცხრიანში" გაუტანა!
[VIDEO] ლუკა ხორხელის პირველი გოლი სლოვაკეთის მთავარ ლიგაში!
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
საქართველოს U16 ნაკრებმა პოლონეთს მეორედაც მოუგო ელიტარულ – A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები თურქეთის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სტამბოლში თურქეთთან დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სერბეთთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველომ ხორვატია დაამარცხა და A დივიზიონში დასარჩენად პოლონეთს დაუპირისპირდება
საქართველოს U16 ნაკრები რუმინეთთან ბოლო წუთებზე დამარცხდა და თურქული ტურნირი დაასრულა