სერია A-ს მე-19 ტურში „ნაპოლიმ“, რომელსაც ავადმყოფობის გამო ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, გასვლაზე „სალერნიტანას“ 2:0 სძლია.

მწვრთნელმა სპალეტიმ ქართველის პოზიციაზე ელმასი დააყენა და როგორც მოსალოდნელი იყო ნეაპოლელები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, თუმცა უხიფათოდ, ყოველგვარი ფანტაზიის გარეშე უტევდნენ. 35-ე წუთზე ოსიმენმა მახვილი კუთხიდან გაუტანა ოჩოას, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა. მასპინძლები იშვიათი კონტრიერიშებით პასუხობდნენ, რომელთაგან ყველაზე მეტად პოლონელი პენტეკი აქტიურობდა. თითქოს პირველი ტაიმი ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ზედ შესვენებაზე გასვლის წინ დი ლორენცომ „ნაპოლი“ დააწინაურა.

მეორე ტაიმის დასაწყისში წვიმა გაძლიერდა, ელმასის შორიდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ოსიმენმა ყველას დაასწრო და გაიტანა (მიმდინარე ტურნირზე მე-13 გოლი), ამჯერად თამაშგარეს გარეშე და მატჩის ბედიც გადაწყდა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და "ნაპოლიმ" 2:0 მოიგო.

ერთი სიტყვით, „აძურის“ საუკეთესო თამაში არ უჩვენებია, მაგრამ კლასის ხარჯზე გაიმარჯვა და სკუდეტოსკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

„ნაპოლი“ 50 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „მილანს“ 12 ქულით უსწრებს და 29 იანვარს „რომას“ უმასპინძლებს. „როსონერი“ 24 იანვარს რომში „ლაციოს“ დაუპირისპირდება და ჩამორჩენის შემცირებას შეეცდება.

„ნაპოლიმ“ პირველი წრე 50 ქულით დაასრულა და თავისი საკლუბო რეკორდი დაამყარა.

სალერნო. „არეკი“

სალერნიტანა - ნაპოლი 0:2

გოლები: 0:1 დი ლორენცო (45+3), 0:2 ოსიმენი (48)

111111
კვარას ეტყობა თვალი ეცა,რა დაემართაააა?სულ ავად როგორ არის.
ჟორა
ხვიჩა ძალიან აკლდა გუნდს, შეამჩნიეთ ალბათ, მიუახლოვდებოდნენ საჯარიმოს და სადაც საჭირო იყო მცველის მოტყუება და კარში დარტყმა, ვერ ბედავდნენ და უკან იძლეოდნენ პასს.
მახო
ვინც არ იცით, იმათ გასაგონად, 20 -30 წლამდე ყველა ბავშვია... 10 -20 წლამდე აღუა ბავშვი...10 წლამდე ჩვილი ბავშვი
ბაჩო
ეხლა 20 გუნდია სერია A_ ში, მაშინ ამდენი გუნდი არიყო და მაგიტომ გამოვიდა რეკორდი.
Nodarichi
ის ფიორენტინა იყო და დოდო ქვია იმ მცველს
killer
ძაან საინტერესო იქნება რომასთან თამაში ეხლა, იმიტომ მაშინ პირველად რომ ეთამაშნენ ხვიჩას და ნაპოლის წესივრად დაწყებული არ ქონდა ჯერ, სეზონის დასაწყისი იყო პირველ ნაბიჯებს დგამდნენ და მაგათმა რომამ ძალიან ნაგლად "ჭკუა ასწავლეს " თავიანთ ჭკუაში ხვიჩას და ნაპოლის ვითომ. ვიღაც ბრაზილიელ მცველზე იძახდნენ ხვიჩა გააჩერაო დიდის ამბით, გვარი არც მახსოვს ბებო თუ რა ქვია იმ ჩემისას ხვიჩამ ბავშვივით გააბითურა ერთ მომენტში ისე აახია ბურთი და ეგრევე უკნიდან წააქცია იმან პენალი არ დადეს ხვიჩაზე თან მაგ მომენტში. გასაპობები არიან შუაზე ეხლა
Charley
შეიძლება ითქვას კაპიტანმა სპალეტიმ ამძვინვარებული შტორმი უკვე გაიარა ხომალდ "ნაპოლით" და ჰორიზონტზე უკვე ძალიან ახლოს მოსჩანს დანიშნულების ადგილი "სკუდეტო" უბრალოდ მთავარია ეკიპაჟის წევრები პორტში შესვლამდე ავად არ გახდნენ. ნაპოლის ჩემპიონობას ვფიქრობ წინ ვეღარაფერი დააბრკოლებს, გუნდი ჩაკეტილ "ბეტონ" გუნდებს ანგრევს, გრანდებს ქვა ქვაზე არ ტოვებს ამიტომ ჩემი აზრით ამ გუნდმა გამორიცხულია აწინ ფორმა დაკარგოს. გემის კაპიტანი ტოსკანელი ლუჩიანო სპალეტი. ხოლო მის ეკიპაჟში იერარქია ასეა გადანაწილებული. 1. კვარა, ოსი 2. ლობოტკა, მინჯეი 3. ზელე, დილორენცო 4. მერე დანარჩენი.
bidzia
კარგი ფეხბურთელია ელმასი მაგარია მამენტ მაგრამ ხვიჩა მხეცია მაგასთან შედარებით შედარებაც არ შეიძლება ხვიჩასთან მაგის
გიორგი
კონკურენციაში კი არა ხვიჩასთან ერთად უნდა იყოს ძირითადში რასაც ვაკვირდები ეს ყველაზე მეტჯერ აძლევს პასს ხვიჩას და პირიქით ხვიჩაც ესენი მაგრა გაუგებენ ერთმანეთს
ivan
ძაან დაბალი დონის გუნდებს ეთამაშება სპალეტის ნაპოლი. ან ოსიმენი ან კვარა თუ თამაშობს გუნდში, მოწინააღმდეგეს შანსი არ აქვს. კარგია ჩვენმა ბიჭმა რომ არ ითამაშა. ამ თავსხმაში ყველა ფეხბირთელი ცოდო იყო და მითუმეტეს კვარაც არ მემეტებოდა, თუმცა სამომავლოდ მეტი იმუნიტეტის და მეტი სიჯანსაღის გამომუშავებაა საჭირო. კვარა უნდა მოემზადოს თამაშების თავის თავზე ასაღებად. ჯერ პატარაა და ამ ფუნქციას ახლა ოსიმენი ატარებს. სამომავლოდ კი ჩვენი ვაჟკაცი ყოველთვის მზად უნდა იყოს და მისმა გუნდმა უნდა იცოდეს, რომ თუ ყველა წაიქცევა, კვარა მაინც გაიტანს გოლს!
G.q
რა ბავშვი რის ბავშვი, ზრდასრული ადამიანია
Gaga
არა მაგარია რა ეს ელმასი ვერაფერს იტყვი მამენტ კარგიც არის ხვიჩასთვის კონკურენციაში ყოფნა
დდდ
ბოლო ჭიქა აღარ უნდა დაგელია.... ან ბოლო შვიდი ჭიქა...
მინდია
+3 ქულა და კარია, ამ თავსხმაში გაგვიცივდებოდა ბავშვი, აი რომას გული მიგრძნობს შავ დღეს დააყრის ხვიჩა და თუ მოიგეს, კიდევ უფრო მიეახლოვდებიან ოქროს და ვინ იცის, იქნებ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობას გაარტყას. წარმატებები ნაპოლის და ხვიჩა კვარაცხელიას!!!
ქომაგი
ხვიჩას გარეშე არაქვს ყურებას მუხაი გაჭირვებით მოგეს დხეს ოსიენირო არ ყოფილიყო ვნახავდით რას გაკეთებდა
გულშემატკივარი
გილოცავთ!!! ფორცა ნაპოლი!!! წარმატებები ჩვენს ვარსკვლავს რომასთან!!! უფალი ფარავდეს და ჯანმრთელობა ხვიჩას!!!
[VIDEO] ალისონის კარგი მატჩი და "ლივერპულის" გამარჯვება - "ბაიერნმაც" მოიგო და "ბარსელონამაც"
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" ისევ დაკარგა ქულები
ქართველი ფეხბურთელი იტალიაში გუნდს გამოიცვლის
ლეონარდუ სანტუში თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა
ქართველი ფეხბურთელი იტალიაში გუნდს გამოიცვლის
ოფიციალურად: ტერ შტეგენი კარიერას "ჟირონაში" განაგრძობს
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
[VIDEO] 4-დან 4 სამქულიანი და ორმაგი დუბლი - მამუკელაშვილის 26 წუთი "გოლდენ სტეიტთან"
"ეს დაწყევლილი ფეხბურთი!" - გაბრაზებულმა ენრიკემ "სპორტინგთან" მარცხის შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "აიაქსთან"?
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
[VIDEO] "ბოდო გლიმტმა" "მანჩესტერ სიტისთან" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა
ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
წიტაიშვილს და აბუაშვილს "მეცში" ახალი მწვრთნელი ჰყავთ
შეუსაბამო ფასი და ხელფასი - "აიაქსს" ზინჩენკოს დამატება უნდა
"არსენალი" "ინტერის" მცველის შეძენას შეეცდება
იური ტაბატაძის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა
ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა
რაფინია დაბრუნდა, ტორესმა ლაზარეთში გადაინაცვლა - "ბარსელონამ" ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება
გადაწყდა - ლოჩოშვილი იტალიაში გუნდს გამოიცვლის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
კვერნაძემ "ფროზინონეში" სადებიუტო გოლი გაიტანა და თანაც როგორი! [VIDEO]
"თავი ვინ ჰგონიათ?!" - კონტემ ამორიმი გააკრიტიკა
[VIDEO] კვარაცხელიას ბრწყინვალე გოლმა პსჟ "სპორტინგთან" მარცხისგან ვერ იხსნა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სპორტინგთან" მატჩში?
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
უკან იტალიაში - ჯაკომო რასპადორი კვლავ სერია A-ში ითამაშებს
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
ლოჩოშვილის დამატება იტალიის სერია B-ში აღზევებულ გუნდს სურს
ლოჩოშვილის დებიუტი და "სალერნიტანას" მარცხი ლიდერთან
ლოჩოშვილი "სალერნიტანას" ფეხბურთელი გახდა
"ფროზინონემ" მოიგო - კვერნაძე ისევ არ ათამაშეს
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე