რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე და აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი "ბორჯღალოსნებს" შეხვდნენ, რომლებიც წლის პირველი ვარჯიშისთვის "შევარდენის"“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბნენ.

პრეზიდენტმა მორაგბეებს კიდევ ერთხელ მიულოცა ისტორიული გამარჯვებებით გამორჩეული გასული წელი, რაც დაუღალავი შრომის შედეგი იყო და აღნიშნა, რომ ქართული რაგბი წელს კიდევ უფრო დიდი მიღწევებისთვის ემზადება:

„წინ მსოფლიო ჩემპიონატია და ყოველი დღე, ყოველი მატჩი სექტემბრამდე, ამ საპასუხისმგებლო მისიისთვის სამზადისი უნდა იყოს. ასობით ათასი გულშემატკივარი, სრულიად საქართველო, დიდი წარმატების მოლოდინშია და გამარჯვების ის ჟინი, რაც ექვსი ერის ქვეყნების დამარცხებამ მოიტანა, არათუ არ უნდა განელდეს, არამედ ახალი გამარჯვებებით კიდევ უფრო უნდა გაღვივდეს“ – თქვა მან შეხვედრაზე.

მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში იოსებ ტყემალაძემ განსაკუთრებული როლი გულშემატკივარს და მის აქტიურობას მიანიჭა. ის ყველას მოუწოდებს, რომ არ გამოტოვონ ნაკრების არცერთი მატჩი, რადგან გულშემატკივრის თანადგომა ყოველთვის განსაკუთრებულად აისახება "ბორჯღალოსნების" განწყობასა და თამაშის ხარისხზე.

საქართველო 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და პირველ შეხვედრას 5 თებერვალს, „ავჭალაზე“ გერმანიასთან გამართავს.

„წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი საქართველოსთვის მსოფლიო თასისთვის მზადების ეტაპია“ – აღნიშნა აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა – „მოდით სტადიონზე, ვიგრძნოთ ერთობა და ეროვნული სიამაყე იმით, თუ როგორი ძალისხმევით ვემზადებით ამ საპასუხისმგებლო მისიისთვის” – მიმართა მან ქომაგებს.

რაგბის კავშირის ხელმძღვანელებმა ნაკრების ადმინისტრაციასთან დეტალურად განიხილეს ის გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც მსოფლიო თასის დაწყებამდეა აღმოსაფხვრელი და გუნდს ამ დიდ სამზადისში სრულ მხარდაჭერას დაჰპირდნენ.

Rugby.ge

მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
ლეონარდუ სანტუში თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა
ქართველი ფეხბურთელი იტალიაში გუნდს გამოიცვლის
ოფიციალურად: ტერ შტეგენი კარიერას "ჟირონაში" განაგრძობს
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
[VIDEO] 4-დან 4 სამქულიანი და ორმაგი დუბლი - მამუკელაშვილის 26 წუთი "გოლდენ სტეიტთან"
"ეს დაწყევლილი ფეხბურთი!" - გაბრაზებულმა ენრიკემ "სპორტინგთან" მარცხის შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "აიაქსთან"?
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
[VIDEO] "ბოდო გლიმტმა" "მანჩესტერ სიტისთან" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა
ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
წიტაიშვილს და აბუაშვილს "მეცში" ახალი მწვრთნელი ჰყავთ
შეუსაბამო ფასი და ხელფასი - "აიაქსს" ზინჩენკოს დამატება უნდა
"არსენალი" "ინტერის" მცველის შეძენას შეეცდება
იური ტაბატაძის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა
ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა
რაფინია დაბრუნდა, ტორესმა ლაზარეთში გადაინაცვლა - "ბარსელონამ" ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?