საქმეს ისეთი პირი უჩანს, “ა” ლიგის 2 აუტსაიდერს – "დინამოს" და აწსუ-ს (აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი), მოგების შანსი მხოლოდ ერთმანეთთან მატჩებში ექნება. ამ ორ გუნდსა და დანარჩენებს შორის იმხელა ზღვარია, ლამის სენსაციის ტოლფასი იქნება, რომელიმე მათგანმა ზედა ოთხეულის წარმომადგენლები – "ორბი", "ივერიონი", "ასტრალი" ანაც გთუნი დაამარცხოს. შესაბამისად, არც პლეი-ოფში გასვლისთვის ბრძოლას აქვს სპორტული ინტერესი. ეს მოწინავე 4 გუნდი 10 ტურის თავზე ნახევარფინალში გავა და ერთმანეთში სუპერლიგის საგზურისთვის ფიცხელ ბრძოლას გააჩაღებს.

ამ ყველაფრის თქმის უფლებას ის ანგარიშები გვაძლევს, რაც “ა” ლიგის იმ მატჩებში ფიქსირდება, რომლებშიც აუტსაიდერი აწსუ და "დინამო" მონაწილეობენ. დღეს გამართულ მორიგი ტურის შეხვედრებში "დინამომ" გთუნი-სთან 64:89 (სტატისტიკა) წააგო, ქუთაისელებმა კი გორის "ივერიონთან" შეხვედრა კალათბურთისთვის შეუფერებელი სხვაობით – 47:135 (სტატისტიკა) დათმეს.

კალენდარიც ისეა შედგენილი, რომ "დინამო" და აწსუ ერთმანეთს ჯერ არ შეხვედრიან და შესაბამისად, პირველს 3 წაგება აქვს, მეორეს კი – 4. შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანი “ა” ლიგის დებიუტანტია. "დინამო" წარუმატებელი გასული სეზონის შემდეგ სუპერლიგიდან დაქვეითდა, ხოლო აწსუ-მ სტუდენტური ლიგის მოგებით მოიპოვა “ა” ლიგის საგზური.

"დინამო" და აწსუ ერთმანეთს 11 თებერვალს შეხვდებიან და რომელიმე მათგანი მიმდინარე სეზონში პირველ გამარჯვებას იზეიმებს.

GBF

ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ვსა-მ "ქუთაისი" დაამარცხა და თსუ ერთპიროვნულად გალიდერდა | "მარგვეთმა" რუსთავში იმარჯვა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცი" თასზე მეორელიგელთან განადგურდა
[VIDEO] რომ არა ნკუნკუ... - "მილანი" ფლორენციაში წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
"ანთალიასპორს" ჯიქიას მოშორება უნდა
"ბენფიკამ" დავითაშვილის შესახებ "სენტ-ეტიენს" ოფიციალურად მიმართა
ლუის ენრიკე: ჩვენს დესტაბილიზაციას ცდილობენ - არაფერი გამოუვათ
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
მატჩის შემდეგ დონჩიჩს გასახდელთან ელოდებოდა და ლუკაზე თავდასხმა სცადა - NBA-მ შროდერი დასაჯა
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
[VIDEO] შერმადინის ბრწყინვალე მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ფორსა ლეიდასთან" დამარცხდა
რა ხდება პსჟ-ში - ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
სიომინი: ხვიჩა "ნაპოლიში" მარადონაზე ნაკლებად არ თამაშობდა - "ოქროს ბურთი" შეიძლებოდა მიეცათ
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "ფრაიბურგთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ალავესთან" მატჩში?
[VIDEO] ლამაზად შეუსრულა. მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - "ვილიარეალმა" ისევ გაიმარჯვა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ალავესს" გაუტანა
ტელს წასვლა უნდა - "ტოტენჰემი" მხოლოდ იჯარას განიხილავს