"ბორჯღალოსანთა" კაპიტანი მერაბ შარიქაძე 18 თებერვალს, ესპანეთთან ბრუნდება. მან სუპერთასის ფინალური შეხვედრის შემდეგ მიღებული დისკვალიფიკაცია მოიხადა და „ლომებთან“ მატჩში გუნდს 43-ედ წარუძღვება.

საქართველო 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ესპანეთს ტორელავეგაში, ჩვენი დროით 22 საათზე ერკინება. თასის ნახევარფინალის საგზური ორივე გუნდს განაღდებული აქვს, მომავალი შეხვედრა კი ჯგუფის გამარჯვებულს გაარკვევს და ის მარტის პირველ უქმეებზე „ბ“ ჯგუფის მეორეადგილოსანს უმასპინძლებს. შესაბამისად, ეს არის შანსი, რომ "ბორჯღალოსნები" ორი კვირის შემდეგ კიდევ ერთხელ წარდგნენ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე.

ნიდერლანდებთან 40:8 მოგების შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა. შარიქაძე ცენტრში გიორგი კვესელაძეს შეუწყვილდება. ფრთებზე კვლავ აკა ტაბუცაძეს და სანდრო თოდუას ვიხილავთ, ფულბეკი კი დავით ნინიაშვილია. 9 ნომრის პოზიციაზე სასტარტოში ბრუნდება ვასილ ლობჟანიძე, მგეზავი კი თედო აბჟანდაძეა.

შერკინების პირველ ხაზში, კვაჭის პოზიციაზე, შალვა მამუკაშვილს ვიხილავთ, ბურჯები კი კვლავ ნიკა აბულაძე და ბექა გიგაშვილი იქნებიან. მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა კოტე მიქაუტაძემ და მას ნოდარ ჭეიშვილი შეუწყვილდება, რომელსაც ნიდერლანდებთან არ უთამაშია. მესამე ხაზში ბრუნდება შერკინების შემკვრელი თორნიკე ჯალაღონია, გიორგი ცუცქირიძე და ბექა საღინაძე კი წლევანდელი რაგბი ევროპის მესამე თამაშსაც სასტარტოში იწყებენ.

მარქაფაში გადაინაცვლეს კვაჭმა გიორგი ჭყოიძემ, მეორეხაზელმა ლადო ჩაჩანიძემ, 9 ნომერმა გელა აფრასიძემ და ცენტრმა დემე თაფლაძემ. კვლავ მარქაფაში არიან ბურჯი სერგო აბრამიშვილი, მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე და მგეზავი ლუკა მატკავა. თადარიგშია ბურჯი გურამ პაპიძე, რომელიც გერმანიასთან სასტარტოში იყო, ნიდერლანდებთან კი არ უთამაშია.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2023

„ა“ ჯგუფი. მესამე ტური

18 თებერვალი. ტორელავეგა. 22:00 (საქ. დრო)

ესპანეთი – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 18 კეპი, 38 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 25 კეპი, 110 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 44 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 90 კეპი, 70 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 104 კეპი, 80 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 39 კეპი, 313 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 72 კეპი, 73 ქულა):

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 7 კეპი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 94 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 31 კეპი, 10 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 43 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 79 კეპი, 15 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 26 კეპი, 30 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 33 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 19 კეპი, 25 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 27 კეპი, 30 ქულა), 17. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, 2 კეპი), 18. გურამ პაპიძე (პო, 6 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 7 კეპი, 5 ქულა), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი, 18 კეპი, 20 ქულა); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 42 კეპი, 27 ქულა), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 4 კეპი, 32 ქულა), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 22 კეპი, 5 ქულა).

Rugby.ge

სოსო
კარგი თამაში და გამარჯვება,ბიჭებო!
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
[VIDEO] 61:12 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც უპრობლემოდ მოუგო
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეათე გოლი გაიტანა
ლუნინმა ბოლოს და ბოლოს "რეალის" დატოვება გადაწყვიტა
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები - ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ
ალონსომ "მარსელი" იუარა - ესპანელისთვის ფრანგულ გუნდში არასტაბილური სიტუაციაა
BBC: ვოლტემადე "ნიუკასლის" დატოვების ვარიანტს განიხილავს
რუსთავის აკადემიამ გოგონათა გუნდებისთვის საკალათბურთო ინვენტარი მიიღო
დანიასთან საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით დაიწყო
[VIDEO] ხვიჩას მოპოვებული პენალტი, დუეს დუბლი - პსჟ-მ "მონაკოს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] 7 გოლი, გაძევება და ქამბექი - "გალათასარაიმ" სპალეტის "იუვენტუსი" გაანადგურა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
20 წ. | თასი უკვე თბილისშია!
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
კიტეიშვილის ტრავმა მძიმე არ გამოდგა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
პულისიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდება? - "მილანის" ვარსკვლავი სამ გუნდს სურს
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
ყოჩაღი ო'ნილი - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელმა კლუბიც ჩაიბარა
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
10 გატანილი ლელო - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ესპანეთს 62:32 სძლია [VIDEO]
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
რაგბი ევროპა | ხუთი დანაკლისით ესპანეთში
[VIDEO] 61:12 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც უპრობლემოდ მოუგო
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
რაგბი ევროპა | ესპანეთს ახალი კაპიტნით შევუტევთ