სერია A-ს 23-ე ტურში "ნაპოლი" "სასუოლოს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

63 წლის იტალიელის თქმით, მისი გუნდის გამარჯვება სწორედ ქართველი გარემარბის დამსახურებაა.

"ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის, რომელმაც ცენტრიდან დრიბლინგი პეპლის სიმსუბუქით დაიწყო, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ოსიმენის გოლიც, მიუხედავად ორი გაცუდებული მომენტისა. აუცილებელია, რომ მეტი ბალანასი ვიპოვოთ, რადგან მუდამ მუდამ ამ 2 ფეხბურთელზე დამოკიდებულები არ ვიყოთ. რაც შეეხება ნიგერიელის ტრავმას, ხვალ ყველაფერი გვეცოდინება.

"აინტრახტი" ძლიერი გუნდია, მათთან მარტივი დაპირისპირება არ გველოდება, ისინი ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები და კომპაქტურად თამაშობენ, ცხადია, გერმანელებს ევროსარბიელზე გამოცდილებაც უმაგრებთ ზურგს, მათ ხომ გასულ წელს ევროპის ლიგა მოიგეს. ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მატჩი გადამწყვეტია, ჩემმა მოთამაშეებმა იციან, რაც უნდა გააკეთონ" - განაცხადა სპალეტიმ.

"ნაპოლი" 62 ქულით ლიდერია და უახლოესი მდევარი "ინტერი" 18 ქულით ჩამოიტოვა, რომელიც ხვალ "უდინეზეს" უმასპინძლებს. სპალეტის გუნდი 22 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში ფრანკფურტში "აინტრახტს" დაუპირისპირდება, 25 თებერვალს კი გასვლაზე "ემპოლის" შეხვდება.

გიორგი
წესით ყველა ბროუზერს პარამეტრებში აქვს ენის შეცვლის ფუნქცია და წესით არაბულიც უნდა თარგმნოს
გიორგი
არაბულენოვანი უფასო საიტია თამაშების სანახავად. იმედია რედაქცია არ დაბლოკავს https://www.as-goal.com
55555
ნამდვილად არსებობს ნაპოლის თამაშების, (პირდაპირ რეპორტაჟს ვგულისხმობ) ხილვის პრობლემა.გთხოვთ ვინმემ გულთან მიიტანეთ ეგ საკითხი და მიეცით უბრალო გულშემატკივარს ხვიჩას თამაშებით დატკბობის საშუალება.ნამდვილად კარგ საქმეს გააკეთებთ.
Zaal
oqro bichi gvyavs, ufalo daloce cheni varskvlavbichuna
ზაზა
მეგობარო მე დარწმუნებულიც კი ვიყავი რომ ნაპოლი სკუდეტოს მოიგებდა და ხვიჩა იქნებოდა ამაში გადამწყვეტი,მეტიც ლიგაზეც ფინალში გავა ნაპოლი და აქაც ხვიჩა იქნება მთავარი ძალა,შეგიძლიათ ჩემი შარშანდელი კომენტარები ნახოთ,ასე რომ ჩვენ შეგვიძლია დატკბეთ ხვიჩას თამაშებით, მაგრამ ვინ გვაყურებინებს?ერთი კეთილი ადამიანიც ვერ გამოიძებნა საქართველოში,ვინც რეპორტაჟებს მოაგვარებს,არადა ვიღაც იწარმოებოდა გავაკეთებო!
ზაზა
ღმერთო ცოტა ხნის წინ ასეთ რამეებს ვინ წარმოიდგენდა და სკუდეტოს¡წინასწარ არ შსიძლება მარა სულ უფრო დიდი ხდება სხვაობა!!ესეც რაებს შვება !თითქოს ლამაზი სიზმარია ცხადში ახდენილი!!!არ ვიცი სიტყვებს ვეღარ ვუყრი თავს სიხარულისგან,გააცოცხლა ყველაფერი და ყველა ამ პატარა ჯადოქარმა!!თან ძალიან კარგმა ადამიანმა!!უფალს მადლობას ვწირავთ ,გაიხარე ოქროს კაცო!!!
სოსო
მეცის თამაში არაბულ ენაზე მიდის ხოლმე,სადაც მე ვუყურებ.ჰოდა კომენტატორმა იწვალა,იწვალა,ხან მიქაძეპ,ხან მიკუძეო და ბოლოს,მიკუტაძემდე მიაღწია.
ჯონდო
ვუსმენდი იტალიელ გულშემატკივართა ყიჟინას; მათ აშკარად დახვეწეს ხვიჩას გვარის ზუსტი გამოთქმა,რაც ფრიად აღსანიშნავი და დასაფასებელია ამ ქვეყნის შესაბამისი (არ ვიცი) უწყების მიერ. სადაა დასაკარგი ჯილდო (ან რაიმე მაგნაირი)?
ზაზა
და კიდევ დავამატებ: ნაპოლის ევროპაში ყველაზე მაგარი თავდასხმა ჰყავს,ხვიჩა- ვიქტორი- ლუჩანო!!!
რობი
გეთანხმეით უმაგრესი მწვრთვნელი და პედაგოგია
ზაზა
ლუჩანო თავმდაბლობა ადამიანს ღირსებას მატებს,მაგრამ სადმე გსმენია სიმფონიური ორკესტრი უდირიჟოროდ? ნაპოლის წარმატების მთავარი შემომქმედი შენა ხარ,შენი სქემებით ანგრევენ ეს ბიჭები ერთიმეორის მიყოლებით ყველას და ყველაფერს,მოკითხვა საქართველოდან!!!
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
Le Parisien-მა პსჟ-ს ფეხბურთელების გასამრჯელო გაასაჯაროვა - რამდენს გამოიმუშავებს კვარაცხელია?
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად
სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
[VIDEO] ირაკლი ეგოიანის "მაკრატელა" და გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
"ნაპოლი" მაკტომინეის გასამრჯელოს ერთ შემთხვევაში მოუმატებს
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
ფიგურული ციგურაობა | რიტმულ ცეკვაში დევისისა და სმოლკინის წყვილი წარსდგა
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
Le Parisien-მა პსჟ-ს ფეხბურთელების გასამრჯელო გაასაჯაროვა - რამდენს გამოიმუშავებს კვარაცხელია?
კვარაცხელია ფრანგული გუნდის წინააღმდეგ - ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წყვილები ცნობილია
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
"ნაპოლიმ" ქოჩორაშვილის თანაგუნდელი შეიძინა
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
"ნაპოლი" მაკტომინეის გასამრჯელოს ერთ შემთხვევაში მოუმატებს
[VIDEO] ხვიჩას გარეშე - საფონოვის მოგერიებული პენალტი, ჰაკიმის გაძევება და მძიმე მატჩში პსჟ-ს გამარჯვება
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
მიქაუტაძე 4-მატჩიანი წაგების შემდეგ და პსჟ კვარაცხელიას გარეშე
შანსი საზონოვისთვის - საბა შემადგენლობაში დააბრუნეს
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
საზონოვი პირველად იყო განაცხადში - "ტორინომ" "სასუოლოს" მოუგო
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
აღფრთოვანება "კვარას" ფიზიკური მონაცემებით და ქართული დუელი გერმანიაში
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს