იმ საღამოს, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში შეიკრიბა, მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შერმადინმა ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალში ითამაშა და თავის ლენოვო ტენერიფეს გრან კანარიას დამარცხებაში დაეხმარა. ევროკალენდარი ასეა შედგენილი – უმეტეს ქვეყანაში თასის გათამაშების მატჩები იმართება და ის ქართველი კალათბურთელები, რომელთა გუნდებიც აღნიშნულ ტურნირებში მონაწილეობენ, ეროვნულ გუნდს შეკრების პირველივე დღეებში ვერ უერთდებიან. შერმადინთან ერთად ასეა თორნიკე შენგელია და გიორგი კორსანტია, ვისი გუნდებიც შესაბამისად იტალიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის თასის გათამაშებაში მონაწილეობენ.

ესპანეთის თასის გათამაშების უიკენდი ქალაქ ბადალონაში მიმდინარეობს, სადაც მიმდინარე ჩემპიონატის 8 საუკეთესო გუნდი შეიკრიბა. შერმადინის გუნდს ფინალამდე კარგი ბადე აქვს, რაც იმაში გამოიხატება, რომ სატიტულო მატჩამდე 2 ესპანურ ტიტანთაგან არც ერთი – არც ბარსელონა და არც რეალი არ ხვდება. შერმადინის გუნდმა მეოთხედფინალში გრან კანარიას 89:73 სძლია და ნახევარფინალში ტურნირის მასპინძელი, ბადალონას “ხუვენტუდს” შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ “ბასკონიას” 94:81 სძლია.

გრან კანარიასთან მატჩში „ტენერიფემ“ თავიდანვე მოიპოვა დიდი უპირატესობა, საწყის 20 წუთში 55:38 დაწინაურდა და შეხვედრის ბედიც ნაადრევად გადაწყვიტა. შერმადინმა 19 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მან 6 ორქულიანი სტყორცნა და ექვსივე კალათაში მოათავსა. 26 ქულამდე ავიდა მისი თანაგუნდელი ხაიმე ფერნანდესი.

კატალონიური გუნდი თასის გათამაშებას სულაც გამოეთიშა. ბარსას უნიკახამ 89:97 მოუგო. კიდევ ერთ მეოთხედფინალში კი რეალმა უდაძაბულეს ბრძოლაში ვალენსიას 86:85 მოუგო. შესაბამისად, დღეს, 18 თებერვალს, ესპანეთის თასის ნახევარფინალში ტენერიფე ხუვენტუდს, ხოლო რეალი უნიკახას შეხვდება.

GBF

"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
მათე ხატიაშვილის 29 ქულა მადრიდის "რეალთან" ფინალურ მატჩში
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეათე გოლი გაიტანა
ლუნინმა ბოლოს და ბოლოს "რეალის" დატოვება გადაწყვიტა
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები - ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ
ალონსომ "მარსელი" იუარა - ესპანელისთვის ფრანგულ გუნდში არასტაბილური სიტუაციაა
BBC: ვოლტემადე "ნიუკასლის" დატოვების ვარიანტს განიხილავს
რუსთავის აკადემიამ გოგონათა გუნდებისთვის საკალათბურთო ინვენტარი მიიღო
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
"რთულ სიტუაციაში ვიყავით, თუმცა წნეხს გავუმკლავდით" - ლუის ენრიკეს კომენტარი "მონაკოსთან" გამარჯვების შემდეგ
დანიასთან საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით დაიწყო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
[VIDEO] ხვიჩას მოპოვებული პენალტი, დუეს დუბლი - პსჟ-მ "მონაკოს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] 7 გოლი, გაძევება და ქამბექი - "გალათასარაიმ" სპალეტის "იუვენტუსი" გაანადგურა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
20 წ. | თასი უკვე თბილისშია!
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
კიტეიშვილის ტრავმა მძიმე არ გამოდგა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
შერმადინის შედეგიანობა ვალენსიასთან გამარჯვებით ვერ დაფასდა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი MVP გახდა - "ტენერიფემ" "ბარსელონას" დაუქამბექა
შერმადინი "სარაგოსასთან" მატჩის MVP გახდა - ქართველის მორიგი კარგი მატჩი ლიგა ენდესაში [VIDEO]
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "გრანადა" "ტენერიფესთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
შერმადინის 10 ქულა "რეალთან" | "ტენერიფემ" ლიდერთან ლიდერობის შანსი ვერ გამოიყენა