დღეს საღამოს, საქართველოს დროით 22 საათზე "ბორჯღალოსნები" 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს ტორელავეგაში, მასპინელ ესპანეთთან გამართავენ.

ნახევარფინალის საგზური ორივე გუნდს განაღდებული აქვს, თუმცა ამ თამაშმა უნდა გადაწყვიტოს ვინ დაიკავებს პირველ ადგილს და ვინ ისარგებლებს 4, ან 5 მარტს მასპინძლის უფლებით. ხვალ, პორტუგალიისა და რუმინეთის მატჩში გადაწყდება როგორ განაწილდება პირველ-მეორე ადგილი „ბ“ ჯგუფში და შესაბამისად, როგორ დაწყვილდებიან გუნდები ნახევარფინალში.

2000 წელს ერთა თასის (ამჟამად რაგბი ევროპის ჩემპიონატი) დაარსებიდან დღემდე, საქართველო ესპანეთს თითქმის ყოველ წელს ერკინებოდა. გამონაკლისი მხოლოდ 2005 წელი იყო, რის საპირწონედაც იბერიელებს 2014 წელს ორჯერ ვეთამაშეთ. ჯამში 23 შეხვედრიდან 12 შინ გავმართეთ და 11 სტუმრად, მოვიგეთ 19, ერთი შეხვედრა ფრედ დავასრულეთ, 3-ჯერ კი მეტოქემ იმარჯვა – ბოლოს 2012 წელს.

ესპანელებმა სამივე გამარჯვება საკუთარ მოედანზე ჩაიწერეს – 2000 წელს, პირველ შეხვედრაში 36:32, 2007 წელს 31:17 და 2012 წელს 25:18. ფრე 6:6 ასევე სტუმრად, ტარაგონაში დაფიქსირდა. საქართველოს ტორელავეგაში აქამდე არასდროს უთამაშია.

"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთს სარეკორდო სხვაობით 2011 წელს მოუგეს – 60:0 „მიხეილ მესხზე“. ბოლო 11 თამაშია გამარჯვება საქართველოს რჩება, თუმცა მეტოქე საკუთარი გულშემატკივრის წინაშე მუდამ თავგამოდებით იბრძვის და 2021 წელს მადრიდში მხოლოდ 6 ქულის სხვაობით (25:19) ვიმარჯვეთ. ისე მოხდა, რომ შარშანდელი ჯახი ბოლო ტურს დაემთხვა, ერთგვარ არაოფიციალურ ფინალს წარმოადგენდა, ლევან მაისაშვილის შეგირდებმა კარგი, სანახაობრივი რაგბი აჩვენეს, დამაჯერებლად, 49:15 გაიმარჯვეს და თასი მე-14-ედ შემართეს.

მომავალი შეხვედრის წინ "ბორჯღალოსნებმა" შეკრება პორტუგალიაში გაიარეს. გუნდს უბრუნდება კაპიტანი მერაბ შარიქაძე. ლევან მაისაშვილის შეგირდებმა ტორელავეგაში, „ელ მალეკონის“ 6-ათასიან სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც მორაგბეებმა მომავალი მატჩის მოლოდინებზე ისაუბრეს.

გურამ პაპიძე: „ნაყოფიერი კვირა გვქონდა და მაქსიმალურად ვეცდებით, ვარჯიშზე გავლილი დეტალები კარგად გადავიტანოთ თამაშში. ესპანეთი ჩვენთვის პრინციპული მეტოქეა. აქვს როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მხარეები, რაზეც კვირის განმავლობაში ვმუშაობდით. უყვართ არეული და პროვოკაციული თამაში. მნიშვნელოვანია, რომ სისტემაში დავრჩეთ და დავალებებს მივყვეთ“.

ლუკა მატკავა: „ესპანეთი ჩვენს შემდეგ ჯგუფის ფავორიტია. ის უფრო ლაღი და გამოცდილი გუნდია, ვიდრე გერმანია და ნიდერლანდები. რომ არა დაუდევრობა, ესპანეთი 2023 წლის მსოფლიო თასის მონაწილე იქნებოდა. ვფიქრობ, კარგი მოსამზადებელი კვირა გვქონდა და მაქსიმალურად ვეცდებით სანახაობრივი თამაში ვაჩვენოთ“.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2023

„ა“ ჯგუფი. მესამე ტური

18 თებერვალი. ტორელავეგა. 22:00 (საქ. დრო)

ესპანეთი – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 18 კეპი, 38 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 25 კეპი, 110 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 44 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 90 კეპი, 70 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 104 კეპი, 80 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 39 კეპი, 313 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 72 კეპი, 73 ქულა):

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 7 კეპი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 94 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 31 კეპი, 10 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 43 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 79 კეპი, 15 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 26 კეპი, 30 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 33 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 19 კეპი, 25 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 27 კეპი, 30 ქულა), 17. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, 2 კეპი), 18. გურამ პაპიძე (პო, 6 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 7 კეპი, 5 ქულა), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი, 18 კეპი, 20 ქულა); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 42 კეპი, 27 ქულა), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 4 კეპი, 32 ქულა), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 22 კეპი, 5 ქულა).

Rugby.ge

ქომაგი
სად ვუყუროოოოოოოოოო?
კახა
რა გჭირთ დაწერეთ სად რომელ არხზე რომელ საიტზე შევციცინებთ ამდენი მილიონი ემიგრანტი თითქმის ყველა სპორტული ღონისძიების ონლაინ ტრანსლიაციებია მიუთითეთ ხშირად ან კიდევ დაწერეთ იმ ქართველი ფრენბურთელის მხარდასაჭერი ბმული ხშირად ცოტა ხალხზე იფიქრეთ მაგათ ხარჯზე ხართ.
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
[VIDEO] 61:12 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც უპრობლემოდ მოუგო
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეათე გოლი გაიტანა
ლუნინმა ბოლოს და ბოლოს "რეალის" დატოვება გადაწყვიტა
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები - ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ
ალონსომ "მარსელი" იუარა - ესპანელისთვის ფრანგულ გუნდში არასტაბილური სიტუაციაა
BBC: ვოლტემადე "ნიუკასლის" დატოვების ვარიანტს განიხილავს
რუსთავის აკადემიამ გოგონათა გუნდებისთვის საკალათბურთო ინვენტარი მიიღო
დანიასთან საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით დაიწყო
[VIDEO] ხვიჩას მოპოვებული პენალტი, დუეს დუბლი - პსჟ-მ "მონაკოს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] 7 გოლი, გაძევება და ქამბექი - "გალათასარაიმ" სპალეტის "იუვენტუსი" გაანადგურა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
20 წ. | თასი უკვე თბილისშია!
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
კიტეიშვილის ტრავმა მძიმე არ გამოდგა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
პულისიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდება? - "მილანის" ვარსკვლავი სამ გუნდს სურს
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
ყოჩაღი ო'ნილი - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელმა კლუბიც ჩაიბარა
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
[VIDEO] 61:12 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც უპრობლემოდ მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის