ეროვნულ ნაკრებში ჩამოსვლამდე გიორგი შერმადინი და მისი გუნდი საოცრებებს სჩადიან. ქართველ ცენტრს, რომელსაც ესპანეთის ლიგაში უამრავი უმაღლესი პირადი პრიზი აქვს, გუნდური ტიტული – ჩემპიონობა და თასი – არასდროს მოუგია. შერმადინი ამჯერად ძალიან ახლოსაა ესპანეთის სამეფო თასის მოგებასთან.

ნახევარფინალურ მატჩში, რომლის MVP ქართველი ცენტრი გახდა, "ლენოვო ტენერიფემ" დრამატულ ბრძოლაში, 1 ქულის სხვაობით, 73:72 დაამარცხა ტურნირის მასპინძელი "ხუვენტუდი" და სატიტულო მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე არც "რეალი" და არც "ბარსელონა" არ იქნებიან. "ტენერიფეს" სამეფო თასის ფინალში შერმადინის ყოფილი გუნდი, მალაგის "უნიკახა" დაუპირისპირდება, რომელმაც გზად ჯერ ბარსელონა, შემდეგ კი მადრიდის "რეალი" ჩამოიშორა.

სამეფო თასის გათამაშებას ბადალონა მასპინძლობს და ამ ქალაქის ჯილა "ხუვენტუდი", რომელსაც 10 000-ამდე ქომაგი უმაგრებდა ზურგს (სულ დარბაზში 12 000 მაყურებელი იყო), გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო. შეხვედრის დასრულებამდე 20 წამით ადრე, როცა ანგარიში 71:71 იყო, ტენერიფელმა დორნკამპმა არასპორტული ჯარიმა მიიღო და დომინიკელმა ანდრეს ფელიზმა ორიდან 1 საჯარიმოთი ბადალონელები ქულით დააწინაურა. შეტევა მასპინძლებს დარჩათ, თუმცა საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე იავ ფელიზმა სამქულიანი ააცილა და სწრაფი შეტევა ტენერიფელებმა წარმატებით დააგვირგვინეს. თავისი პირველი ბურთი ამ მატჩში ელჯინ კუკმა ჩააგდო და ტენერიფე 73:72 დააწინაურა.

მასპინძლებს 3,2 წამი დარჩათ და მთავარი ამბავიც აქ მოხდა. ბადალონელებმა მოახერხეს ბურთის ისე სწრაფად და გამჭოლად თამაშში შემოტანა, რომ ჯოელ პარა ტენერიფელთა ფართან ფაქტობრივად მარტო დარჩა და როცა გამარჯვების ბურთი უნდა ჩაეგდო, მას ტიმ აბრომაიტისმა დააფარა. დრო ამოიწურა და სავსე დარბაზის გულგასახეთქად მოედანზე ტენერიფელთა ზარ-ზეიმმა დაისადგურა.

საინტერესოა, რომ "ტენერიფე" სამეფო თასის ბოლო 6 გათამაშებაში მეხუთედ გავიდა ნახევარფინალში და პირველად შეძლო მისი მოგება, რაშიც შერმადინის როლი უდიდესია. ქართველი ცენტრი ამ დრამატული მატჩის სტატისტიკური ლიდერი და შესაბამისად, საუკეთესო მოთამაშე – MVP გახდა. გიორგიმ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 33:04 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. მან 6-დან 3 ორქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. სარგებლიანობის კოეფიციენტით (19) ის გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო. შერმადინთან ერთად "ტენერიფეში" 15 ქულით მარსელინიო გამოირჩა, საშუ სალინს კი 13 ქულა დაუგროვდა.

სამეფო თასის ფინალი ბადალონაში კვირას, 19 თებერვალს ჩატარდება, რომელიც თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

GBF.GE

საქართველო უპირველესად
წარმატებები გიო!!!
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
მათე ხატიაშვილის 29 ქულა მადრიდის "რეალთან" ფინალურ მატჩში
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეათე გოლი გაიტანა
ლუნინმა ბოლოს და ბოლოს "რეალის" დატოვება გადაწყვიტა
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები - ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ
ალონსომ "მარსელი" იუარა - ესპანელისთვის ფრანგულ გუნდში არასტაბილური სიტუაციაა
BBC: ვოლტემადე "ნიუკასლის" დატოვების ვარიანტს განიხილავს
რუსთავის აკადემიამ გოგონათა გუნდებისთვის საკალათბურთო ინვენტარი მიიღო
დანიასთან საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით დაიწყო
[VIDEO] ხვიჩას მოპოვებული პენალტი, დუეს დუბლი - პსჟ-მ "მონაკოს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] 7 გოლი, გაძევება და ქამბექი - "გალათასარაიმ" სპალეტის "იუვენტუსი" გაანადგურა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
20 წ. | თასი უკვე თბილისშია!
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
კიტეიშვილის ტრავმა მძიმე არ გამოდგა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
პულისიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდება? - "მილანის" ვარსკვლავი სამ გუნდს სურს
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
ყოჩაღი ო'ნილი - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელმა კლუბიც ჩაიბარა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი MVP გახდა - "ტენერიფემ" "ბარსელონას" დაუქამბექა
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა