მატჩის შემდეგ, Radio CRC-ის ეთერში ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მარკო კონტერიომ "ნაპოლისა" და "კვარას" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თავდაპირველად ეჭვი ეპარებოდა, რომ "პარტენოპეის" ამ სეზონში წარმატების მიღწევის შანსი ექნებოდა.
"ჩემი აზრით, ნიჭიერი, ახალგაზრდა ფეხბურთელები "იუვენტუსშიც" თამაშობენ. ვაღიარებ, თავდაპირველად "ნაპოლის" ახალი პროექტის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, არ მჯეროდა, რომ წარმატებას მიაღწევდნენ. კრისტიანო ჯუნტოლიმ და ლუჩანო სპალეტიმ დიდი სამუშაო გასწიეს.
კარგი ფეხბურთელების შეძენა საკმარისი არ არის, ისინი გუნდის სისტემას იდეალურად უნდა ერგებოდნენ, მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელია სპალეტის ტაქტიკურ მონახაზში იდეალურად ჯდება, "იუვენტუსში" კი ანხელ დი მარიასა და ლეანდრო პარედესზე იმავეს ვერ ვიტყვით, რადგან მასიმილიანო ალეგრის სისტემა განსხვავებულია" - განაცხადა კონტერიომ.
შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "აინტრახტის" განმეორებითი შეხვედრა 16 მარტს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.
ემიგრანტს
ხვიჩა არის ნამდვილი ქართველი, და მამდვილი ადამიანი. დჟიკია არის ნამდვილი უჯიშო და ნამდვილი ღამურა.
საბა
გვარს მნიშვნელობა არა აქვს როდესაც თავს იმ ერს არ მიაკუთვნებ....ჯიქია არის რუსი და მორჩა
რუსთავი
ყველა მეგრელი ქართველია! ვინც ასე არ თვლის, არც მეგრელია და არც ქართველი.
აუ როგორ მახსოვს აქ რომ წერდნენ, თავიდან ალბათ 10-15 წუთი ათამაშებენ და იმედია ადგილს მოიპოვებს ძირითადშიო :დ მაშინ მჯეროდა იმათი და ფეხბურთში გარკვეული ხალხი მეგონა, ვკითხულობდი კომენტარებს და ვნერვიულობდი:დ ამიტომ არუნდა დაუჯერო სხვას
დავით 67
ემიგრანტს! სადაც ხარ იქ ექიმის დაზღვევა ხომ გაქვს? თუ არ გაქვს გააკეთე. ისე ძვირი დაგიჯდება ვიზიტი. რომელ ექიმთან ეს შენც კარგად იცი
irakli81
ნეტა არ ბოდიალობდე რაღაცას. ჯიQიას რაც შეეხება ის ნამდვილი რუსია, მან აირჩია თავისი სამშობლო.
ჰაჰა
სუხუმჩანინს ვეთანხმები, პირიქით გამოთქმა იყო 70-ან წლებში - მეგრელი ეს უმაღლესი ხარისხის ქართველიაო. პ.ს. სულო ცოდვილო, მე "ჯვარცმული კუნძულიდან" მომწონდა ფრაზა: იმერელი ეს არის შუაში ღმერთსა და არიელს შორისო.
Suxumchanin
შე მართლა ემიგრანტო, არცერთ მეგრელს არ უთქვია ქართველი არ ვარო, პირიქით ამბობენ ნაღდი ქართველები ჩვენ ვართო, ჯიქია კი გამყიდველი აფსუაა და დაემართა ღამურასავით
სოსო
"ჩიტი სადაც დაიბადება,იმის ბაღდადი იქ არისო",არ გაგიგიათ?გიორგი ჯიქია,რუსეთში დაიბადა და მისი სამშობლო რუსეთია.მშობლებს და სამშობლოს,არ ირჩევენო,ეგ ჩვენი ბედის ნაწილია.ასე რომ შევეშვათ,გიორგი ჯიქიასათვის მოღალატის იარლიყის დაკიდებას.მშობლებს უნდა გაეზარდათ,საქართველოს შვილად,მაგრამ არ გაზარდეს.რუსეთი კი მისი სამშობლოა და ვისაც სამშობლო არ უყვარს,მათზე რას იტყვით?არა მგონია კარგი იფიქროთ.სამწუხარო ისაა,რომ მისი მშობლების ჩათვლით,უამრავ ქართველს,სამშობლოს შეგრძნება დაკარგული აქვთ და კარგი ცხოვრების სურვილით სხვაგან წასვლას,ათასი მიზეზით ამართლებენ.დაბერებულ მშობელს რომ მიაგდებ და სადღაც გადაიკარგები,კარგი ცხოვრების ძებნაში,მერე აღარ უნდა დაგცდეს,კარგი შვილი ვარო და თვალცრემლიანმა არ შესვა,გარდაცვლილი მშობლების შესანდობარი.საქართველოც,დედა სამშობლოა და გადაშენების გზაზე რომაა დამდგარი,შორიდან გულში მჯიღის ცემა კი არა,დაბრუნება და ქართველის საქართველოში გამრავლებაა,მისი გადარჩენის ერთადერთი გზა.ქართველმა უნდა ააშენოს ქვეყანა და მოიყვანოს წესიერი მთავრობა.სხვა,ისეთ მთავრობას მოიყვანს,მათვის რომ იქნება სასურველი და უკვე დიდი ხანია,30 წელია,სწორედ ეს ხდება საქართველოში.
გიორგი
შენ საიდან ხარ, პლანეტა ხო არ შეგეშალა?
დათა თუთახშია
ხვიჩას ყველა ვიცნობთ და ვაფასებთ, მაგრამ ეს გიორგი ჯიქია ვინ არის, რომ მის ვერდით დააყენეთ?! ისე ყველას ერთ მცირე რჩევას მოგცემთ და თქვენთვისვე აჯობებს თუ გაითვალისწინებთ - უფალი ღმერთი ადამიანს გონებას, ღირსებას და საერთოდ კაიკაცობას ეროვნების მიხედვით არ უნაწილებს! თუ ეს ელემენტარული ჭეშმარიტება ამ XXI საუკუნეშიც კი ვინმესთვის ძნელად გასაგებია, მაშინ შემიძლია მას (და აგრეთვე სხვებსაც) დარწმუნებით ვუთხრა, რომ მის გონებას უკვე მაგარი სასწრაფო მკურნალობა ჭირდება და ამ შემთხვევაში მას არც მეგრელობა, არც სვანობა და არც რუსობა თუ ამერიკელობა ვეღარ უშველის...
Otto
ჯერ ერთი ვინ მოგცათ უფლება უმრავლესობის სახელით რომ აზრებს აფრქვევთ. მერე მეორე- ასეთი კომენტარის დაწერა რატომ უნდა მოგინდეს ადამიანს თუ პროვოკაცია არ გაქვს ჩაფიქრებული. მესამე- ყველა ადამიანი თავის საქმით ამტკიცებს თავისივე რაობას. ჯიქიამ აირჩია რუსეთი და ის ჩემთვის რუსია. ხვიჩა ქართველია, სამეგრელოდან. ისეთივე ქართველი, როგორც სხვები, ვინც ქართულ საქმეს აკეთებენ.
G.LA
ხვიჩა ნამდვილი მეგრელია და ნამდვილი ქართველია. გოირგი ჯიქია არ არის ნამდვილი მეგრელი და ვერც ნამდვილი ქართველი იქნება. შენ ვინ ხარ ეგაა საკითხავი ასეთ სისულელეებს რომ აფრქვევ.
გოგია
მე არ ვარ მეგრელი, მაგრამ მეგრელებს და სამეგრელოს შემოვევლე. ერთნი ვართ ყველა. აი, შენ კი, მართლა ჯიქიას აზროვნების ხარ.
Lado T
არაკორექტულია ჯიქიას ნამდვილ მეგრელად მოხსენიება. რა შუაშია მეგრელობასთან ჯიქიამ სამშობლო თუ გაცვალა სხვა ქვეყანაში?!
დათო
ძლიანაც არასწორად ფიქრობს ის,ვინც ეგრე ფიქრობს,კარგი მეგრელი ქართველია და მოღალატე მეგრელი მეგრელი??ორივე ქართველია,ოღონდ ერთს თავისი ქვეყანა უყვარს და მეორე გამყიდველი და მოღალატეა..ასე რომ მოღალატე და გამყიდველი შეიძლება იყოს მეგრელიც,კახელიც,ქართლელიც და ასე შემდეგ ნებისმიერი,ისევე როგორც პატრიოტი..ასე რომ ქაეთველების დაყოფა კითხური კუთვნილების მიხედვით ქართველად და არაქართველად არასწორია,უფრო მეტიც ქვეყნის ღალატია..
G.LA
სიმართლე რომ ვთქვათ ჩვენც არ გვეჯერა და ოთხეულშიც ვერ ვხედავდით ნაპოლის. ხვიჩას კი ძირითადში დამკვიდრებაზე ვნატრობდით, თუმცა გვეჯერა. ამიტომ დაუჯერებელი რამ აგვიხდა, ხვიჩა ნაპოლის ლიდერია, რომელიც უკვე მალე ჩემპიონი გახდება და ახლა ლიგაზე ვოცნებობთ უკვე. ხვიჩა კი ევროპის საუკეთესო ვარსკვლავების გვერდით მოიაზრება. ბრავო სპალეტი.
emigrant
ხვიჩა კვარაცხელია არის ნამდვილი ქართველი! გიორგი ჯიქია არის ნამდვილი მეგრელი! რეალურად ასე ფიქრობს საქართველოს არამეგრული ნაწილის უმრავლესობა...
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეათე გოლი გაიტანა
ლუნინმა ბოლოს და ბოლოს "რეალის" დატოვება გადაწყვიტა
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები - ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ
ალონსომ "მარსელი" იუარა - ესპანელისთვის ფრანგულ გუნდში არასტაბილური სიტუაციაა
BBC: ვოლტემადე "ნიუკასლის" დატოვების ვარიანტს განიხილავს
რუსთავის აკადემიამ გოგონათა გუნდებისთვის საკალათბურთო ინვენტარი მიიღო
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
"რთულ სიტუაციაში ვიყავით, თუმცა წნეხს გავუმკლავდით" - ლუის ენრიკეს კომენტარი "მონაკოსთან" გამარჯვების შემდეგ
დანიასთან საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით დაიწყო
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
[VIDEO] ხვიჩას მოპოვებული პენალტი, დუეს დუბლი - პსჟ-მ "მონაკოს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] 7 გოლი, გაძევება და ქამბექი - "გალათასარაიმ" სპალეტის "იუვენტუსი" გაანადგურა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
20 წ. | თასი უკვე თბილისშია!
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
კიტეიშვილის ტრავმა მძიმე არ გამოდგა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
[VIDEO] ხვიჩას მოპოვებული პენალტი, დუეს დუბლი - პსჟ-მ "მონაკოს" თამაში შემოუტრიალა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება და მთავარი ინტერესი კვარაცხელიას მიმართ
Opta: კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე ტიერი ანრის ანტი-რეკორდი გაიმეორა
"ნაპოლი" მაკტომინეის გასამრჯელოს ერთ შემთხვევაში მოუმატებს
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა