"ატალანტასთნ" მოგებულ საშინაო მატჩში (2:0) "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა, გოლი გაიტანა და ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა - Whoscored-მა 8.61 დაუწერა, Sofascore-მ კი - 8.

მატჩის მიმოხილვაში ნეაპოლური კლუბის საიტმა ქართველის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

"კვარაშოუ - ზეციური სინათლის ანარეკლი "მარადონას" მე-60 წუთზე ანათებს. კვარაცხელია ვარსკვლავურ ორბიტაზე შედის, მეურვეებს იცილებს, ბურთი ხავერდოვანი მოძრაობით მარჯვენა ფეხზე გადააქვს და მთელი დინამიკითა და სიძლიერით ულამაზეს გოლს იტანს, რომელიც როგორც თანამედროვე, ასევე რომანტიკულ ფეხბურთს მოგაგონებთ და ხელოვნების ჭეშმარიტი ნიმუშია.

ასე იხსნება შეხვედრაში ანგარიში, კლასიკური პორტრეტითა და სულისშემძვრელი სანახაობით. "ატალანტამ" ქართველს ორჯერ არ გატანინა, ვიდრე მან მათ კარს გასაღები არ მოუძებნა. საფინალო სასტვენამდე 15 წუთით ადრე რაჰმანიმ უპირატესობა გაზარდა. "ნაპოლიმ" გამარჯვება დაიბრუნა და სტადიონის ძახილი სულ უფრო და უფრო ხმამაღალი ხდება, როდესაც ვუნდერკინდი იბადება. ეს "კვარას" ნათებაა - ყველაზე ნათელი ვარსკვლავი ცისფერ ცაში".

ტიტე
ასეთ მგზნებარე ლაიქებს, ყველგან მარტი თითო დისლაიქი დაყვება. საინტერესოა, ნეტავ ვინ იქნება, ვახუშტი სანაიას გარდა.

საინტერესოა, აქ, ამ უარყოფითს ვინ აწვება. უკვე ორნი არიან.
ჭიჭე.
უადგილოა, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, ერთია წინააღმდეგი, ნეტავ ვინ არის, ალბათ სანაია.
სიმართლე
აქციებზე მისულს, ჰკიდია ხვიჩას ფეხბურთი. მთავარია პოლიტიკა და ფული.
ლევანი76
მარტო ნომერი კი არა სპალეტის ადგილას ხვიჩას კლასიკურ 10 ნომერზე ვათამაშებდი.
ზაზა
ჯერ კიდევ შარშან შემოდგომაზე დავწერე პოსტი,"დიეგო მარადონას რომ ენახა ხვიჩას თამაში,თავისი ხელით ჩააცმევდა 10 ნომრიან მაისურს მეთქი"და არც შევმცდარვარ, ამ საკითხზე უკვე ნეაპოლშიც ფიქრობენ!რა ბედნიერებაა!არც კი ვიცი როგორი სიტყვებით გითხრა ხვიჩა,მე მგონია შენ ყველაზე უკეთ მიხვდები რისი თქმაც მსურს,ახლა შენი დროა,დაუმტკიცე ყოველ თამაშში ნეაპოლს რომ მარადონას 10 ნომრიან მაისურს თუ ვინმე იმსახურებს ეს შენა ხარ!!!
ქართველი ევროპელი
რუსეთუმეეეეეე!!!
არტ
ეს იყო გოლი დიდოსტატურის რიგიდან. კვარას ყველა გოლი იტალიაში აქამდე იყო კარგი დონის გოლი, ეს კი არის გოლაცო - დიდოსტატური გოლი. ეს ერთი და სხვა მრავალი ხვიჩა!
თბილისელი
მახსოვს, მახსოვს, სპორტის სასახლეში დიქტორი იყო რა ეროვნების არ ვიცი, რომელმაც მაღალი პათოსით გამოაცხადა, ციტატა:„მატჩის ბედი გადაწყვიტა ერთადერთმა გოლმა რ ო მ ე ლ მ ა ც გაიტანა კახა ასათიანი“.
სოსო
შენმა პოსტმა გაგცა.ძალიან ახალგაზრდა ხარ.ძველი დინამოს დროს,გოლის დროს,ვინ ვის ეხუტებოდა და ჰკოცნიდა,ვინ იყო გამკითხავი?!მართლაც ყველას, ყველა უყვარდა.ფილმია ასეთი,"ბურთი და მოედანი",იპოლიტე ხვიჩია,რაიონიდან რომ გაიპარა,დინამოს თამაშის სანახავად.დინამო რომ გოლს გაიტანდა,რაც ტრიბუნებზე ხდებოდა,იქ ჩანს კარგად. თითქმის დარწმუნებული ვარ,რომ ნანახი გექნება,მაგრამ თუ არ გინახია,აუცილებლად ნახე.ძალიან მაგარია და იქიდან აღებული ფრთიანი ფრაზები,დღესაც ტრიალებს ხალხში.
ქართველი
ორმა ქართველმა დიდებული საღამო გვაჩუქა, ხომ ჯობია აქციებს!
სოსო
გახსოვთ ძველი,"გუშინ თამაშობდნენ თურქეთის ნაკრები და კახი ასათიანი!"?მე კი,ჩემი მხრიდან,მაინც ამას ვიკითხავ:"დედა,რა იყო ეს,ჰა?!"
კოლხიდელი
სიტყვები ზედმეტია.ენითაუწერელია.მადლობა,ხვიჩა!ღმერთი გაგახარებს,ქართველთა გამხარებელო!!!
levan
იმედია მალე 11 კაცსაც მოაგროვებს ვაჟა მასწ
არჩი
საოცარი კომენტარია კლუბის საიტის, ფანტასტიკურია! ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ცისფერ ცაში! ნათარგმნიც მშვენიერია
roma bejanidze
ხვიჩას გოლზე ისე დავიყვირე მგონი მთელმა ბათუმმა გაიგო ხმა. მამაჩემი დალეული იყო ეძინა და წამოვარდა რა ხდებაო? აივანზე გავარდა მშვიდობა ხომ არისო? სანამ გენაცვალე ხვიჩა გულში არ ვთქვი აზრზე ვერ მოვიდა. აქ ვიღაცას ეწერა "კვარა რომ გაიტანს ისე მიხარია უცნობ ადამიანთან ავღნიშნავო". ხვიჩას რომ გოლი გააქვს მგონია მე გავიტანე ისე მიხარია. 25 ში უნდა დავტკბე და 28 ში უნდა ვიზეიმო ხვიჩას თამაშის ყურებით. ღმერთი შენსკენ ხვიჩა კვარაცხელია.
გია პაპა
რა ქენი ხვიჩუნა ეს?
Status quo
იტალიელები არ დაწერდნენ ბურთს იტანსო.ეს აქაური უწიგნურების შედევრია.
cheroeli
ჩემი გულის კვარახჭინა.
ვაჟა მასწავლებელი
მინახავს ბარქაიამ რომ 6(ექვსი) კაცი "დააწვინა" მოედანზე. მინახავს კახი ასათიანმა მოსკოვში ტორპედოს საჯარიმოში წრიული რეიდი რო გააკეთა და ყველა მცველი ორ-ორჯერ რომ მოატყუა, მაგრამ ეს რა ქნა ხალხო ხვიჩა-კვარამ!!! - 8 (რვა) კაცი შეაგროვა და მერე გაიტანა გოლი. ასეთი რამე პირველად ვნახე და იმედი მაქვს ხვიჩა-კვარას ხელწერად იქცევა!

სხვისი არვიცი და მე ყველა მიყვარს ეს რომ გოლს გაიტანს, მგონია ირგვლივ ყველა მიყვარს :დდ სიგიჟეა. არარეალურობაში გადავყავარ. ამის გოლების დროს იმხელა სიხარულს ვგრძნობ, ალბათ უცნობ ადამიანებსაც გადავეხვეოდი და იმათთან ერთად ავღნიშნავდი :D
მალხაზ ჯობავა
კვარა, შენ გამოაღვიძე ძილბურანისკენ მიმავალი საქართვეოლო. აღსდექ საქართველო როგორც ფენიქსი და გააბრწყინე ჩვენი, ქართველების მომავალი. არა რუსეთს.
ზაზა
ჩვენი სიამაყე!ჩვენი გენი!ჩვენი აღიარება!!!
გულშემატკივარი
ჩვენი სიამაყე!!!❤️
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
"არსენალი" რაისს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ ანაზღაურების გაზრდას სთავაზობს
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
ბრანდტი ლა ლიგისკენ მიიწევს - გერმანელი სავარაუდოდ, "დორტმუნდს" უფასოდ დატოვებს
გაშვების ვარიანტს განიხილავენ - "რეალი" კამავინგას ტრანსფერზე დააყენებს
ფეხბურთს დაუბრუნდა - დავიდ ვილია "ატლეტიკოში" დასაქმდა
თუ მსოფლიო ჩემპიონატზე უარს იტყვიან - ირანს სერიოზული სანქციები ელის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ჩვენებურების გარეშე - კონფერენს ლიგაზე "შახტარმა" გაიმარჯვა, "რიეკა" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
ვალვერდე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ნომინაციაში კვარაცხელია იყო წარდგენილი
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სუპერმატჩი ჩაატარა
შმეიხელი: ვისიამოვნე - კვარაცხელიამ 28 წუთში პსჟ გარდასახა და მასთან ერთად განსხვავებული გუნდია
მიქაუტაძემ შეიძლება "ალავესთან" ვერ ითამაშოს
რიოლო კვარაცხელიას არ ეშვება - ის ქართველის სათადარიგოობას ლოგიკურად მიიჩნევს
ტუდორის აღარავის სჯერა - "ტოტენჰემში" მძიმე სიტუაციაა
"მოედანზე გაბრაზებული შემოვიდა" - ანრიმ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
დამატებით სანქციებს დაუწესებენ? - კიმიხსა და ოლვიეს ყვითელი ბარათები შესაძლოა, ძვირად დაუჯდეთ
მბაპეს შედეგი გაიმეორა - კვარაცხელიას ბრწყინვალე მაჩვენებლები რიცხვებში
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
რიოლო კვარაცხელიას არ ეშვება - ის ქართველის სათადარიგოობას ლოგიკურად მიიჩნევს
შმეიხელი: ვისიამოვნე - კვარაცხელიამ 28 წუთში პსჟ გარდასახა და მასთან ერთად განსხვავებული გუნდია
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
ვალვერდე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ნომინაციაში კვარაცხელია იყო წარდგენილი
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
კაპელო: "ატალანტას" გაუმართლა, რომ მხოლოდ ექვსი გოლი გაუშვა
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
მალდინი "ატალანტადან" "ლაციოში" გადავა
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა