საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 10-დან 6 წონით კატეგორიაში მედალი მოიპოვა, მათ შორის, ოქროს მედალიც.

ჩვენი გუნდიდან ყველაზე შორს წავიდა ანდრო მარგიშვილი (92 კგ). 20-წლამდელთა შორის ევროპისა (2022) და მსოფლიოს (2022) ვერცხლისპრიზიორმა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად გადამწყვეტ შეხვედრაში 7-1 მოუგო თურქ მუჰამედ გიმრის.

ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა ვლადიმერ გამყრელიძეს (79 კგ). 23-წლამდელებში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ფინალში ბერძენ გეორგიოს კუგიუმციდისთან 4-6 დამარცხდა.

მესამე ადგილი დაიკავა 20-წლამდელთა შორის შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანმა ლუკა ღვინჯილიამ (57 კგ). ასევე ბრინჯაოს მედლები ერგოთ 17-წლამდელთა შორის შარშანდელი ევროპის პირველობის ვერცხლის და მსოფლიო ჩემპიონატის მესამეადგილოსან გოგა ოთინაშვილს (65 კგ) და დავით ფაცინაშვილს (70 კგ), რომელსაც აქამდე საუკეთესო შედეგები ჰქონდა 17-წლამდელებში ევროპის ჩემპიონატზე და ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, სადაც ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. მესამე ადგილი დაიკავა 15-წლამდელებში ევროპის პირველობის ბრინჯაოსმედალოსანმა გიორგი გოგრიჭიანმაც (74 კგ).

საქართველოს ნაკრებმა თითო ოქროს-ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.

საგულისხმოა, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე 7 მედალი მოიპოვა, მათ შორის - 2 ოქროს, ამდენივე ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ლაშა
საშუალო შედეგი მიუღებელია. უკეთესი შეიძლებოდა...
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
"რეალი" მბაპეს გარემოცვას არ ენდობა - რა ხდება მადრიდში?
[VIDEO] თრილერი "სენტ ჯეიმს პარკზე" - 10-კაციანმა "ნიუკასლმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო წამებზე ულამაზესი გოლით დაამარცხა
"ვამაყობ ჩემი გუნდით, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ" - საქართველოს ნაკრების მწვთნელის კომენტარი საბერძნეთთან წაგების შემდეგ
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
შემცვლელი მალევე იპოვნეს - "ფლამენგოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
"არ იყიდება" - "ატლეტიკო" ალვარესის გაშვებას არ აპირებს
[VIDEO] ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა - გოგას კარგი მატჩი "ვაშინგტონის" წინააღმდეგ
ქოჩორაშვილი ისევ ტრავმირებულია - "სპორტინგმა" "პორტუს" მოუგო
[VIDEO] აუტსაიდერმა ალისონს ორი გაუტანა - "ლივერპული" დამარცხდა
[VIDEO] ფინალში გასასვლელად "ბარსელონას" "ატლეტიკოს" 3:0 ძლევა არ ეყო
დონარუმას გამო ტრაფორდმა "მანჩესტერ სიტის" დატოვება გადაწყვიტა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
WU17 | ჩრდ. ირლანდია 3:1 საქართველო
ზურაბ მუსელიანი "დილას" ფეხბურთელია
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
პაზი "რეალში" დაბრუნებას შიშობს - არგენტინელი "კომოში" ყოფნით ბედნიერია
პირველად 1994 წლის შემდეგ - "ტოტენჰემს" პრემიერ ლიგაში ძალიან ცუდი სერია აქვს
იამალი რეკორდების დამყარებას განაგრძობს - "ბარსელონას" ვარსკვლავმა მორიგი მიღწევა დააფიქსირა
[VIDEO] "სად არის შენი "ოქროს ბურთი"?! - ვინისიუსი მორიგ სკანდალშია... ბრაზილიელს "ხეტაფეს" ფეხბურთელმა სამაგიერო გადაუხადა