მცირე პაუზის შემდეგ განახლდა საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, რომლის მიზანიც A ლიგის წევრთა შერჩევა და ასევე B ლიგაში გუნდების გადანაწილებაა. ის გუნდები, რომლებიც ვერ მოხვდებიან უმაღლეს (A) ლიგაში, B ლიგაში იასპარეზებენ, თუმცა აქაც ადგილები შეზღუდულია და თუკი გუნდები საბოლოოდ საჭირო ადგილს ვერ დაიკავებენ, C ლიგაში მოუწევთ ასპარეზობა.

16-წლამდელთა უმაღლეს, A ლიგაში 14 ადგილია, საიდანაც 4 რეგიონების გუნდებს კვოტირებით აქვთ მიღებული. საკვალიფიკაციო ეტაპში მონაწილე 47 გუნდი დარჩენილი 10 ადგილისთვის იბრძვის, რომლებსაც წარმატებული გუნდები შემდეგნაირად მიიღებენ: არსებული 12 ჯგუფის საუკეთესო 8 პირველადგილოსანი A ლიგის საგზურს პირდაპირ მიიღებს, ხოლო დარჩენილი 2 საგზურისთვის 8 გუნდი პლეი-ოფში იბრძოლებს. ეს 8 გუნდი იქნება 4 უარესი შედეგის მქონე პირველადგილოსანი და 4-იც საუკეთესო მეორეადგილოსანი.

პლეი-ოფს პირველ წრეში (მეოთხედფინალში) გუნდები ითამაშებენ 2-მატჩიან სერიებს და შემდეგ რაუნდში გადავლენ. ნახევარფინალიც 2-მატჩიანი იქნება და გამარჯვებულ 2 გუნდს A ლიგის საგზურები ერგებათ. B ლიგაში 24 ადგილია. ანუ ამ ადგილებს შეავსებენ საკვალიფიკაციო ჯგუფებიდან პლეი-ოფში გასული, მაგრამ A ლიგაში ვერმოხვედრილი 6 გუნდი, რომლებსაც დაემატებათ ჯგუფებში ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით მომდევნო ადგილებზე გასული გუნდები. მეტად გასაგებად რომ ვთქვათ, B ლიგის საგზურები ერგება საკვალიფიკაციოში მე-11-დან 34-ე ადგილის ჩათვლით გასულ 24 გუნდს.

მეორე წრის დასრულების შემდეგ, როგორც აღვნიშნეთ, A ლიგის 8 საგზურის მფლობელი გაირკვევა, ხოლო მომდევნო ადგილებზე გასული 8 გუნდი დარჩენილი 2 საგზურისთვის პლეი-ოფში გააგრძელებს ბრძოლას.

GBF

ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
"არსენალი" რაისს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ ანაზღაურების გაზრდას სთავაზობს
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
ბრანდტი ლა ლიგისკენ მიიწევს - გერმანელი სავარაუდოდ, "დორტმუნდს" უფასოდ დატოვებს
გაშვების ვარიანტს განიხილავენ - "რეალი" კამავინგას ტრანსფერზე დააყენებს
ფეხბურთს დაუბრუნდა - დავიდ ვილია "ატლეტიკოში" დასაქმდა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
თუ მსოფლიო ჩემპიონატზე უარს იტყვიან - ირანს სერიოზული სანქციები ელის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ჩვენებურების გარეშე - კონფერენს ლიგაზე "შახტარმა" გაიმარჯვა, "რიეკა" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
ვალვერდე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ნომინაციაში კვარაცხელია იყო წარდგენილი
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სუპერმატჩი ჩაატარა
შმეიხელი: ვისიამოვნე - კვარაცხელიამ 28 წუთში პსჟ გარდასახა და მასთან ერთად განსხვავებული გუნდია
მიქაუტაძემ შეიძლება "ალავესთან" ვერ ითამაშოს
ტუდორის აღარავის სჯერა - "ტოტენჰემში" მძიმე სიტუაციაა