გოგა ბითაძის ყველაზე შედეგიანი მატჩი "ორლანდო მეჯიქში". მას შემდეგ, რაც 3 თებერვალს ორლანდოში პირველად ითამაშა, ქართველ ცენტრს ყველაზე მეტი - 12 ქულა ჰქონდა ჩაგდებული, დღეს კი, "მემფისთან" მატჩში, ბითაძემ 13 წუთში 13 ქულა მიითვალა.

შეხვედრა მემფისში ჩატარდა და "ორლანდომ" "გრიზლისთან" 108:130 წააგო. ქართველი ცენტრი მესამე პერიოდში გამოჩნდა მოედანზე და აღნიშნულ პერიოდში მოედანზე გატარებულ 4:57 წუთში 11 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. მოედანზე გატარებული ზეშედეგიანი 5 წუთის შემდეგ, ბოლო პერიოდში გოგამ დაფარებების ოსტატობა გამოიჩინა და მოედანზე გატარებულ 8:19 წუთში 3 დაფარება მიითვალა.

ჯამში ბითაძის სტატისტიკა ასეთი იყო: 13:16 წუთი, 13 ქულა, 6 მოხსნა, 3 დაფარება, 1 პასი და 1 ჩაჭრა. ის ერთხელ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს. "ორლანდოს" ქართველმა ცენტრმა 5-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ერთი სიტყვით, ბითაძე ძალიან შედეგიანი იყო და სარგებლიანობის კოეფიციენტით ორლანდოელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

საუკეთესო შედეგი პაოლო ბონკერომ დააფიქსირა – 24 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი 29 წუთში. ფრენც ვაგნერმა 32 წუთში 25 ქულა მოაგროვა. "მემფისში" არ უთამაშია გუნდის ლიდერ ჯა მორანტს, ხოლო საუკეთესო 31 ქულით დესმონდ ბეინი გახდა.

"ორლანდოს" 32 მოგება და 44 მარცხი აქვს, პლეი-ინის ზონის ბოლო გუნდს, მე-10-ზე მყოფ "ჩიკაგოს" კი - 36 მოგება და 39 მარცხი. დარჩენილ 6 მატჩში ამ სხვაობის აღმოფხვრა, ფაქტობრივად, შეუძლებელია და სავარაუდოდ, "ორლანდო" რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ ნბა-ში სეზონს დაასრულებს.

GBF

ქ. გ.
გოგას მომენტების ვიდეო. ოცდამეორე წამიდან უყურეთ. პირველი 21 წამი რეკლამაა. https://www.youtube.com/watch?v=moX0fGQR4NE
შერმადინის ორმაგი დუბლი, MVP-ის ტიტული და ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი
ქართული ლეგიონის ამბები | დუდა სანაძე მოედანს დაუბრუნდა
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
რუსთავმა ბათუმთან წააგო და სუპელრიგაში დასარჩენად კასპის გრიფინს შეხვდება
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
"გუნდსა და გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი" - ედუარდო კამავინგა
ევროპა ლიგის ნახევარფინალში ორი ინგლისური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე ნახევარფინალური წყვილები გაირკვა
U17 | უელსი 2:2 საქართველო - პირველი ადგილი B ლიგის ჯგუფში
[VIDEO] ძიუდო. სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს
რაშმა თსუ დაამარცხა და სუპერლიგაში დარჩა | ორბმა და მარგვეთმა საჭირო გამარჯვებები მოიპოვეს
"კარგი ფეხბურთელები უნდა გავყიდოთ და სხვა მოთამაშეებით შევცვალოთ" - სლოტი
[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
[VIDEO] სეზონის საუკეთესო მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" ისევ მოუგო და 1/2-ფინალში პსჟ-ს შეხვდება
[VIDEO] ფრე ლონდონში - "არსენალმა" "სპორტინგის" ბარიერი გადალახა
ცნობილი გახდა, ითამაშებენ თუ არა დუე და მენდეში ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში
"ლივერპულის" სავარაუდო მომავალი მწვრთნელი ცნობილია - ის ალონსო არ არის
"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი: პსჟ დაუნდობელია, საუკეთესო შემტევები ჰყავს
ხელფასით უკმაყოფილო ბარკოლამ შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
კონატე: პენალტი იყო - პსჟ-სთვის რომ გაგვეტანა, ყველაფერი სრულიად სხვაგვარად წარიმართებოდა
მთავარი სამიზნეა - "ბაიერნი" ენტონი გორდონის შეძენას შეეცდება
დიაგნოზი მძიმეა - ეკიტიკე 9 თვე ვერ ითამაშებს და მუნდიალს გამოტოვებს
"რთულია, როდესაც შენი ძმაკაცის წინააღმდეგ თამაშობ" - კვარაცხელიამ მატჩის შემდეგ მამარდაშვილზე ისაუბრა
[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა