სერია A-ს 28-ე ტურში "ნაპოლიმ" "მილანს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 0:4 დამარცხდა.

DAZN-ის ჟურნალისტმა დილეტა ლეოტამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაოს დუელის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დღევანდელ დაპირისპირებაში პორტუგალიელმა ქართველი დაჩაგრა.

"გაშვებული გოლების შემდეგ სპალეტის გუნდისგან რეაქციას ველოდებოდით. დღეს რაფაელ ლეაომ ხვიჩა კვარაცხელიას დუელში აჯობა. პორტუგალიელმა დიდებული გოლები გაიტანა".

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 71 ქულით ჩემპიონატს ლიდერობს. "პარტენოპეი" მორიგ შეხვედრას 7 აპრილს, "ლეჩეს" წინააღმდეგ გამართავს.

ხვიჩა, ფრტამოტეხილივით იყო. რაც კი ჩაწოდებები გააკეთა, ვერავინ აუბა მხარი, თითქოს ოსიმენი დახვდებოდა. კორეელმა საერთოდ ვერ ითამაშა. მაინტერესებს, ეს უკან გაუთავებელი პასები, ჩვენგან ისწავლეს თუ, ჩვენ მათგან ვისწავლეთ. თვალნათლივ შეიმჩნეოდა, თითქოს კვარას ფლანგზეარც აპირებდნენ თამაშს. ნუ ვიჩქარებთ, დაველოდოთ შემდეგ თამაშებს.
ზაზა
რასპადორი უნდა დააყენოს აწი, სიმეონეს ნაცვლად.
რეზზ
პირველ თამაშში ლეაო საერთოდ არ იყო
Lobotka
კვარამ ყველაზე კარგად ითამაშა ნაპოლიდან. უბრალოდ მილანი გუშინ დაფრინავდა ლეაოსთან ერთად.
Lobotka
ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება კაცს რომ აქ კომენტარებს 10-11 წლის ბავშვები წერენ... რა თამაში გაყიდა რეებს ბოდავთ. თუ ეგრე ფიქრობთ ფეხბურთს რატომ უყურებთ რა აზრი აქვს.
დ
ტაქტიკური სვლის რა გითხრა, მაგრამ ამ ეტაპზე მე წაგება მერჩივნა მოგებას. რატომ? მაგას 12 ში გეტყვით. ეს წაგება არაფერია ლიგასთან შედარებით, აი იქაც თუ გავიდა მილანი, მაშინ...
გიორგი
რაის ლეაომ აჯობა ხო არ უბერავ. მილანის ნახევარდაცვამ და დაცვამ აჯობა ნაპოლისას. ნაპოლის ნახევარდაცვა და დაცვა უბრალოდ ბუჩქები იყვნენ, ფეხბურთელებსაც კი არ გავდნენ. სპალეტიც უაზრო აქცენტებს აკეთებს ამ ბოლოს. ვინც შესაცვლელია იმას არ ცვლის და ვინც ნორმალურად თამაშობს სხვების ფონზე ის გაყავს მოედნიდან. ანგისას დატოვება და ჟელინსკის გაყვანა ლობოტკას გაყვანა სისულელე იყო. რასპადორის თუ თამაში შეეძლო სიმეონეს რაღას ტენიდან თავიდანვე. მოკლედ რა, ძალიან ცუდი მატჩი იყო, მაგრამ არაუშავს, წაგებაც უნდა იცოდნენ როგორია, სულ მოგება არ გამოვა თან მილანია ბოლობოლო სპეცია ხო არა.
ამაშია საქმე
გამოდის ფრეა პირველ თამშში ხვიჩამ აჯობა ხოლო მეორე ნაკლებმნიშვნელოვან თამაშში ლეაომ.დაველოდოთ ყველაზე მნიშვნელოვან თამაშებს.ვე
სვანსკი
,, გოგო მილანელი ხაარ შენა? 12 ში-კარქა დაითვალე აბა ,,
Nika
ლეაუ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც კვარა ინსტაგრამზე გამოიწერა.
Status quo
ნაპოლის წაგება ტაქტიკური სვლაა სპალეტისგან, 12-ში მოგებისათვის.
Რაგბის ფანი
ამ ჟურნალისტს ვურჩევ sofascore გახსნას და ამ მატჩის სტატისტიკაში ხვიჩა vs ლეაო შეადაროს. 2 გოლის გარდა ყველაფერში ხვიჩას აქვს უპირატესობა. განსხვავება ის არის, რომ თანაგუნდელებმა ლეაოს საგოლე პასი მისცეს, კვარას არა.
100%
ამას ჰქვია, ეიფორია. ტიპები ფიქრებში უკვე ჩემპიონები არიან და კიარ დარბიან, დადიან. ლიგის წინ, ვფიქრობ კარგიც იყო წაგება. მოტივაციას გააღვიძებს.
Dzia
ჯერ წაიკითხე კარგად რა თქვა და რა არ თქვა, მომწონს კვარას თამაშიო სულ მოტყუებაზე არიო ზუსტად ეგ თქვა და ისიც თქვა რო. პირველ სეზონს თამაშობს სერია ა შიო და ფანტასტიკურიაო , ეს რაც ბევრს დაავიწყდა იქით გაახსენა და სამართლიანად აღნიშნა
ბაბაია
ადრე თუ გვიან ეს მოსალოდნელი იყო, არ შეიძლება ყველასთან ტაქტიკურად ერთი მონახაზით თამაში , მით უმეტეს როდესაც გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრი ტრავმირებულია , მილანი ყველგან ასწრებდა დაცვაშიც და თავდასხმაშიც .სპალეტი უნდა დაფიქრდეს თუ როგორ გადააწყოს გუნდი როცა აგებს ,

ანუუ მართლა გჯერათ, რომ კვარას გულშემატკივრობს? რომ ეთქვა ვაფასებ და კარგად თამაშობსო სხვა არის და ეგ გულშემატკივრობა საიდან მოიტანა. ხვიჩას რომ არაფერი შეეშლება და ნატამალიც რომ არ არის მასში სიყალბის ამას ვხვდები.
ილუზიების გარეშე.
მილანი არის გრანდი და ძლიერები ყავს ყველა მოთამაშე, კლასით და ხარისხით. ნაპოლი კი არის საშუალო დონის გუნდი რომელსაც მიათრევს 2-3 გრანდების დონის მოთამაშე. თორე ძირითადად დაკომპლექტებულია საშუალო ხარისხის მოთამაშეებით, რომლებმაც შეიქმნეს ილუზია რომ დონეები არიან და დღესს ჩაახედეს სარკში საკუთარი თავი დაანახეს
nika
ნორვეგიასთან პირველი ტაიმი ვნახეთ ორთავე ტაიმში... ან მოგება არ იყო დაგეგმილი იმისათვის რომ ლიგაზე მოადუნონ მილანი და დააჯერონ რომ მაგრები არიან ან ნაპოილი მყარი გუნდი არაა, ასეთი სრულად უაზრო თამაში თუ ფეხბურთელების მხრიდან და ასევე სპალეტის უკიდურესად დილეტანტური მატჩი ჯერ არ გვინახავს. ხვიჩა ყველაზე უკეთესი იყო ნაპოლიში თუმცა მარიო რუი კატასტროფულად თამაშობს ხვიჩასთან მიმართებაში კი გეგონება რომ დავალებული აქვს არ დაინახოს, ასევე ჟელინსკი, პოლიტანო ხომ საერთოდ გარტყმაში არაა, ანგისა ან სიმეონე ქართული ლიგის საშუალო გუნდის ფეხბურთელებივით თამაშობდნენ. საფეხბურთო აზროვნება ძალიან დაბალ დონეზე იყო. კიმიც კი გუნდს ამძიმებდა... ხვიჩას წარმატებები, ყველასგან გამოარჩევდი დღესაც კი
bidzi
კი სპალეტიმ დაიკიდა არ გაიგიჟა თავი ამ თამაშში, თორე პოლიტანო როგორ უნდა ათამაშო, ვერ ხედავდა ვითომ რომ 0 იყო საერთოდ ამ თამაშში. სიმეონეც ვერაფერი, ყველამ ვიცით რომ ეგ არის მე3 ე სასტავის კაცი.
Dzia
ეგ სიტყვები მალამოდ ნამდვილად არ მომდებია მაგრამ ლეაოში ეჭვი არ მეპარება, ლეაო რომ ჯანმრთელი და ღირსეული პიროვნებაა ვიცოდი და პატივს ვცემდი ისედაც. ფეხბურთელიც მაგარია მაგის თამაშებს ვუყურებ მილანში და ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას. ხვიჩას და მაგას ერთმანეთში არაფერი არ შეეშლებათ, ჯანმრთელები არიან ორივე პიროვნულად. დანარჩენები კი ნუ ცდილობთ რაღაც დაპირისპირების შექმნას, რაღაცეები ნუ გელანდებათ. ეგ სიტყვები იყო უბრალოდ ღირსების ჟესტი, უბრალოდ ნაპოლის ყავს *** დაცვა და მეცოდებიო მაგათ ხელში
Charley
დამალული არაფერი არ იყო უბრალოდ მელოტა ეტყოდათ არ შეაკლათ თავიო და ასე ეკონომ რეჟიმში მყოფ ნაპოლის სუპერ მოტივირებულმა მილანმა უცებ მიართვა ოთხი გოლი, უბრალოდ არ ელოდნენ ასე მალე თუ მიიღებდენ ამდენ გოლს და რომ გამოფხიზლდნენ უკვე დაგვიანებული იყო მინიმუმ ამ ანგარიშით რომ არ წაეგოთ. ყველაფერს შვება ტემპი. ტემპში ყველაფერი დათმეს თავდასხმაშიც და დაცვაშიც. გამოსწორდება ტემპი, გამოსწორდება ყველაფერი. როგორც თავიდან ვამბობდი და მოვუწოდებდი, შეიძლება მელოტმა თავიდანვე უთხრა რომ ითამაშეთ თავის დაუბრედავად. ამათმაც ითამაშეს თავის დაუბრედავად. შესაბამისად ტემპი მილანს მაღალი ჰქონდა ვიდრე ამათ. და თამაშს იგებს ის ვისაც მოგება უფრო მეტად უნდა, ანუ ვინც უფრო სწრაფად და მეტად დარბის რომ მოიგოს.
Diego
აჯობაო ვერ ვიტყვი ხვიჩას თავი არ შეურცხვენია დღეს. უბრალოდ ნაპოლის არა ყავს დაცვა გრანდების დონის

ლეაოს უთქვამს კვარას ვგულშემატკივრობო :)) ხო აბაა, ამ თამაშზეც კვარას გულშემატკივრობდა და ლიგის თამაშებზეც უგულშემატკივრებს თურმე. არ სჭირდება კვარას ეს ყალბი გამხნევებები და თანაგრძნობები. ყველა გუნდი აგებს თამაშებს და ყველა ფეხბურთელს აქვს ჩავარდნა. თუმცა ამ თამაშს პირადად კვარას ჩავარდნას ნამდვილად ვერ დავარქმევდი. ასე რომ ვისაც ლეაოს სიტყვები გულზე მალამოდ მოგედოთ, თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს. ის, რომ კონკურენტი ფეხბურთელი კონკურენტს გულშემატკივრობს, რომელსაც 20 ზე მეტ ქულით ჩამორჩება და თან სამჯერ ზედიზედ სერია ა საუკეთესო ხდება, არის ტყუილი. თავისი ჭკუით, ახლა რომ მოუგო თავი ცოტათი უპირატესად იგრძნო და ვითომ თანაგრძნობა გამოიჩინა. ცოტა ბანძი და ბანალური ხერხია. პიროვნებაზე ბევრს ამბობს.
გიორგი
ნაპოლის დაცვამ საქართველოს ნაკრები გამახსენა. ართმევას არც კი ცდილობდნენ. ასეთი შიშით თამაშს წააგებ, ცხადია.
ზაზა
დღეს ნაპოლი თავის თავს არ ჰგავდა,მილანმა კი პირიქით იფრინა,მაგრამ არა უშავს,ბურთი მრგვალია,ვის არ წაუგია,ხვიჩას მივმართავ:გული არ გაიტეხო,შენი თამაში კარგი იყო,მხარი ვერ აგიბეს,ესეც ხდება,დაუმტკიცე მილანში,ოსიმენი ყველაზე უკეთ გიგებს,ისე კი სპალეტისა მიკვირს,პოლიტანო ლოსანოსთან შედარებით ბულკია,ზელინსკიც ვეღარ ქაჩავს,ელმასი უკეთ გამოიყურება,რატო თავიდანვე არ გამოჰყავს ეს ორი კაცი?
ეეე
ლეაომ აჯობა ნაპოლის დაცვას და ნახევარდაცვას რა შუაშია კვარა, რა ხვიჩა იყვანდა?D თუ ვინმემ ჩააგდო ეს თამაში ლობოდკამ, მართლაც შეუძლელია ეგ კაცი ნაპოლისთვის.
Rao
ვინ აჯობა ყველაზე მაგრათ კვარამ ითამაშა მიუხედავათ იმისა ოთხით ნოლი წაგო აქ კვარას დადანაშაულება არ შეიძლება შურნალისტია თუ შირნოვსკი ))))))
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
"ნაპოლიში" ასეთი არ ყოფილა" - კაპელომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ჰგონია რომ ფენომენია, მაგრამ ფეხბურთი საერთოდ არ ესმის" - კასანომ ლეაო კვლავ გააკრიტიკა
ახალი კონტრაქტი ლეაოს - "მილანში" პორტუგალიელის შენარჩუნება დიდი ხნით სურს
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
"მამასავითაა" - ლეაომ ალეგრის შესახებ ისაუბრა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში