"ნაპოლის" დღევანდელ შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ძველი კადრი მარიო რუია. პორტუგალიელი მარცხენა მცველი ამ გუნდის ღირსებას 2017 წლიდან იცავს. ხსენებული ფეხბურთელის მიმართ გულშემატკივრებში განსხვავებული მოსაზრებებია. ერთი მხრივ, 31 წლის მოთამაშეს "დაუღალავ მოპედს" უწოდებენ, რომელიც დაცვაშიც საიმედოა და

საგოლე პასების გაკეთებაც ეხერხება; ამავდროულად კი, მარიოს არასტაბილურობა ახასიათებს და მისგან შეცდომებიც ხშირია.

ხვიჩა კვარაცხელიას თამაშისთვის მის ფლანგზე მოასპარეზე მცველს დიდი მნიშვნელობა აქვს - როგორ გაუთავისუფლებს ზონებს, თავად როგორ გამოიყენებს "კვარასადმი" გაზრდილ ყურადღებას, რამდენად საიმედო იქნება დაცვაში და ქართველი გარემარბის დახმარება რა დოზით დასჭირდება. ურუგვაელი მატიას ოლივერა უფრო დაცვით ფაზაშია გამორჩეული. ის შეტევის გაგრძელებას უფრო მეტად ხვიჩას მეშვეობით ხედავს, რუი კი ალტერნატივებისა და თავისუფალ პოზიციაში მყოფი პარტნიორის ძიებაშია...

კარიერის დასაწყისში ჩვენი წერილის გმირმა სამშობლოდან ესპანური "ვალენსიას" აკადემიას მიაშურა, თუმცა ისევ პორტუგალიაში დაბრუნება მოუწია. მარიო რუი სილვა დუარტეს იტალიური კარიერა 2011 წელს, სერია "ბ"-ს "გუბიოში" დაიწყო. მალევე ამავე ლიგასა და სტატუსით "სპეციას" შემადგენლობაში გამოჩნდა. რუიმ "ემპოლიში" თავი კარგად წარმოაჩინა და "რომაში" გადავიდა. ამ დროს მისი უიღბლობა დაიწყო, ჯერ ტრავმები, შემდეგ კი ემერსონ პალმიერის კარგ ფორმაში ყოფნა, რის გამოც მარიოს, ფაქტობრივად, თამაში არ მოუწია.

176 სმ სიმაღლის რუი "ნაპოლის" 3.75 მილიონ ევროდ შეუერთდა. მალე მან "ლაციოს" კარში სადებიუტო გოლი გაიტანა. პორტუგალიელის კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი (ამ დროს 34 წლის იქნება), სეზონში კი 2.1 მლნ-ს იღებს. "გუგლის" ძიების თანახმად, გასული ერთი წლის განმავლობაში მარიო ყველაზე პოპულარული 2022 წლის სექტემბერში იყო. ეს ის დროა, როცა ნეაპოლელებმა სეზონი ჩინებულად დაიწყეს, რუი კი საყოველთაო მოწონებას იმსახურებდა.

მარიო რუის საკმაო ტიტულები დაუგროვდა. მალე ის იტალიის ჩემპიონი გახდება, ნეაპოლელებთან ერთად კი ქვეყნის თასი უკვე მოგებული აქვს. მარიო იმ პორტუგალიის ნაკრების წევრი იყო, რომელმაც "ერთა ლიგაზე" გაიმარჯვა. რუსეთში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე რუი სანაკრებო განაცხადში იმყოფებოდა, კატარში კი სიაში ვერ მოხვდა.

რუის მეუღლე პოპულარული ფიტნეს-მწვრთნელი რენატა გონკალვეზეა. წყვილს 3 შვილი ჰყავს. ისინი სოციალურ ქსელებში საოჯახო ფოტოებით ნაკლებად გვხვდებიან, ორივე მათგანი საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული ჩანს.

papai
მილანთან თამაშზე ვიყავი და ცოცხლად ვუყურე მარიო რუის უტიფრობას... ტიპი საერთოდ არ იყურებოდა ხვიჩასკენ, კუთხურის მომენტში კი როცა კვარა ჩაწოდებას ჩქარობდა ხელით ანიშნა დამელოდეო.. იმედია ჩემპიონობის მერე ხვიჩას ავტორიტეტი უფრო წონადი გახდება
მიშა
ვფიქრობ, აქ საქმე გვაქვს რუის ამბიციასთან, რომ რამე განსაკუთრებული მოიფიქროს, ვიდრე უბრალოდ საკუთარ ფლანგზე ბურთის ბანალური წინ გადაცემაა. უკვე ექვსი წელია ნაპოლიში თამაშობს და თვლის, რომ მეტი კრეატიულობა მოეთხოვება, ვიდრე თუნდაც მათიას ოლივერას, რომელიც შარშან შეუერთდა გუნდს.
დავით 67
ვეთანხმები უმრავლესობის აზრს. რუი პასს აძლევს ხვიჩას, როცა ბურთის დაკარგვის ზღვარზეა. ამას პასიც არ ჰქვია. გამოუვალი მდგომარეობიდან აძლევს პასს მარტო.
Levani
მაგარი ქალი ყოლია(შეძლებისდაგვარად) სხვა ეპითეტის მოფიქრება მომიწევს
Charley
ლუზერი მარიო რუი რომელიც ყველაზე მეტად აფერხებს ხვიჩას შეტევებს. და რომლის ერთერთი უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს ხვიჩას იერეშებისთვის პლაცდარმის შექმნა მაგრამ რა გინდა რო ქნა როცა საქმე გაქვს "კოპერატივ" მარიო რუისთან.
Daviti
ვცდოლობ რომ ვიყო ობიექტური მაგრამ მხოლოდ მე მეჩვენება რომ კვარაცხელიას პასს თითქმის არასდროს არ აძლევს?!
მირზა
მარო რუი არის მუხრუჭი. ცოცხალი თავით არ აძლევს პასს ხვიჩას.მისგან ხვიჩა ბურთს მხოლოდ მაშინ იღებს, როცა სხვას უბრალოდ ვერ სწვდებს.ეს დღესავით ნათელია და სპალეტი, წესით უნდა ხვდებოდეს.
ზაზა
არანაირად არ გამსაზღვრავს მარიო რუი ხვიჩას თამაშს,უფრო პირიქით,ხვიჩას ბევრჯერ გაჰყავს გოლის გასატანად,მაგრამ ვერ ვარგობს,ბოლო ხანს ხვიჩა გუნდზე გაცილებით მეტს თამაშობს,სხვა შემთხვევაში უფრო მეტს გაიტანდა,აი ესაა სიმართლე!!!
G.A.L.
რუი კარგი ფეხბურთელია. უფრო კარგი იქნება თუ ხვიჩას დროულ პასს მისცემს. ბევრჯერ აგვიანებს, უკარგავს თავისუფალ სივრცეებს და შემდეგ აძლევს პასს, რაც პრაქტიკულად "შეტენილი" პასია. სამ მცველთან გამკლავება ძალიან რთულია ყველადთვის, მითუფრო ფეხში ოასით. კარგი იქნება თუ მარიო "ხოდზე" პასს ისწავლის! წარმატებები საქართველოს ნაკრებს და ჩვენს "ოქროს ბიჭს"!!!
Jjj
Chveulebrivi dabali donis fexburtelia, arc dacvashia saimedo da arc shetevashi. Marto imito ara xvichas pasebs rom ar adzlevs, ubralod anelebs shetevas, dacvashi dirkaa
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
როგორც იქნა - მარიო რუიმ და "ნაპოლიმ" გამოსავალი იპოვეს
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
"ნაპოლიში" ასეთი არ ყოფილა" - კაპელომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
"უმადურია და მოკლე მეხსიერება აქვს" - მარიო რუი მისმა ყოფილმა აგენტმა მიწასთან გაასწორა
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
მარიო რუის ამერიკული კლუბი ეპატიჟება
დე ლაურენტისმა მარიო რუი ურჩობისთვის მკაცრად დასაჯა
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"ასეთ მაგარ წინადადებაზე თქვა უარი" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი მარიო რუიზე
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
მარიო რუიმ "ნაპოლი" დატოვა