ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მან თქვა, რატომ სჯობს 22 წლის ასაკში ქართველი ვარსკვლავი დიეგო მარადონას:

"მარადონა ამ ასაკში ასე არ თამაშობდა. ის იყო ახალგაზრდა ვარსკვლავი "ბოკაში" და გადავიდა პირველ ევროპულ კლუბ "ბარსელონაში", იმავე ასაკში კი ხვიჩა "ნაპოლის" შეუერთდა. დიეგოს ორი სეზონი კატალონიაში წარუმატებელი აღმოჩნდა.

მხოლოდ მას შემდეგ გახდა არგენტინელი ისეთი, როგორც ჩვენ ვიცით, რაც "ბლაუგრანადან" ნეაპოლში გადავიდა სათამაშოდ. მან იტალიის ჩემპიონობა საერთოდ 26 წლის ასაკში მოიპოვა.

კვარაცხელია კი ბრწყინავს და ჩემპიონის ტიტულს პირველსავე სეზონში ირგუნებს. 22 წელი მას მხოლოდ თებერვალში შეუსრულდა.

ასე რომ, ამ ასაკისა და მდგომარეობისთვის მან მარადონას აჯობა და ეს გადაჭარბებულ ნათქვამად არ მიმაჩნია.

ნეაპოლში პოპულარობის მხრივ, ქართველი არგენტინელს მიუახლოვდა. რა თქმა უნდა, ჯერ არ დასწევია, მაგრამ ძალიანაც არ ჩამორჩება.

ახლა, დიდი ალბათობით, ისინი სერია A-ს მოიგებენ და როგორც ისინი ასპარეზობენ, ჩემპიონთა ლიგის დაუფლებაც შეუძლიათ. ვფიქრობ, დარჩენილ გუნდებში საუკეთესო სწორედ "ნაპოლია", - თქვა სიომინმა.

აკაკი
რუსები შანსს არ უშვებენ რომ ეგრევე არ განოხტნენ საერთოდ ხვიჩა ჩვენ გავწვრთვენითო ასე .ფიქრობენ. საოცრებაა პირდაპირ.
მოყვარული
არც ის და არც შემდგომი ჩემპიონატები მარტო მარადონას არ მოუგია!!!ვაცადოთ ჩვენს ბიჭს თავის საქმის კეთება და მოდი სასწაულებსაც ნუ მოვთხოვთ...
simartle
სიომინი ცოტა უკაკუნებს სიბერეში. ჩვენზე მეტად უყვარს კვარა? კარგი იქნებოდა დიეგოს შედეგების დადება, და რატომ ადარებენ საერთოდ როდესაც სრულიად სხვადასხვა ამპლუის ფეხბურთელები არიან. თან დიეოგმ 20 წლისამ მოიგო ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში...
დავით 67
როცა მოგემატება წლები,შენც დაიწყებ შედარებას.
როგოორ? )
ურუგვაი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია. ჰოლანდია სამგზის ფინალისტი. ნეტავი დასკვნით ტურნირზე გავიდეთ ან ევროპაზე ან მაოფლიოზე და იქ კიდევ ჯგუფიდან თუ გავალთ და მერვედფინალს ვითამაშებთ, უკვე უდოდესი მიღწევა იქნება
Iu
Maradona Sheudarebelia. Ratunda amas argumentebi da mtkicebebi. Mesi zizu kruifi da tundac chveni kvara ertad axebulic KI ver Miva Diego Stan. Mas yvelaferi ertad qonda
იმედიანი
ურუგვაის ნაკრების ან ჰოლანდიის შედეგები მიგვაღწევინოს ამ ბიჭმა მეტი არაფერი ნატვრა არ გვაქვს
george
ნამეტანს ნუ გავიქაჩებით ახლა, ჯერ ერთი წელიც არ უთამაშია ტოპ ლიგაში. მინდა რომ დიეგოს აჯობოს, მაგრამ სტაბილურად კარგად უნდა იბრწყინოს თუნდაც რამდენიმე წელი. ჩვენ ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონობაზე აბა რა გითხრათ?! დიეგო ნაკრებში ბრწყინავდა, ორჯერ ითამაშა ფინალში, მეორეჯერ, იტალიაში ფაქტიურად ფინალამდე "მიათრია-გაიყვანა" ნაკრები

ვისაც საერთოდ არ გვახსოვს მარადონა და არც 70-80 იან წლებში ვიყავით დაბადებული, იმათ არ გვაქვს ეს მარადონას კომპლექსი და რასაც ახლა ვუყურებთ იმით ვართ აღფრთოვანებული. ხალხი სულ იმაზე აკეთებს შედარებას, რაც აქამდე უნახავთ. იქნებ ისეთი ფეხბურთელი გამოჩნდეს, ვინც არ უნახავთ აქამდე და მაინც უკან, წარსულში რატომ უნდა იყურო, იმას ჰგავს თუ ამას ჰგავს. დატკბი რა მისი თამაშით, მოლოდინით. ძალიან ბედნიერი ვარ ამ მოლოდინის რეჟიმში და ყოფნით და თამაშიდან თამაშამდე ცხოვრებით. რაღა დროს 80 იანებში ყურებაა ხალხო, 21 ე საუკუნეში დაიბადა ეგ ბიჭი და ახლა წერს ისტორიას. რატომ ავალდებულებენ წარსულის ლანდებს უყუროს და ვინმეს მსგავსი იყოს.
სოსო
თუ სწორედ მახსოვს,გატი იყო გვარად.
სიმართლე
რის გამო კამათობთ ხალხო. ინტერნეტშია ყველაფერი. შედით და მოიძიეთ. 1978 წლის განაცხადში მარადონა არ იყო. ზოგადად ნაკრების წევრი იყო უკბე მაგრამ, მსოფლიოზე არ წაიყვანეს. ხო, კიდევ, ხვიჩა დიეგომდე ვერასოდეს მივა მაგრამ ძალიან მაგარია რა თქმა უნდა. ტოპ-კლასია.
ვასილი ალიბაბაევიჩი
მარადონა 1978 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაუყვანიათ.
Lasha s
ბლოხინია ბლოხინი , ბეი ბიგი .......
მიშა
ეს ხალხი ძალაზეა. :) გინდა თუ არა, მარადონა არგენტინის 1978 წლის ფორმაციის ნაკრებში იყოო. არ იყო ბატონო. მენოტიმ არ შეიყვანა. მარადონა კი არა, არგენტინის მაშინდელი საუკეთესო ფეხბურთელი (გვარი არ მახსოვს), პრეზიდენტის ფავორიტიც კი არ აიყვანა ნაკრებში. მარადონა მერე გახდა არგენტინის ეროვნული გმირი და ფაქტიურად, მარტო მიათრევდა ეროვნულ ნაკრებს. ხვიჩა ჩვენია და გვინდა, რომ ყველაზე დიდ ფეხბურთელებს ადარებდნენ. არფერია ამაში დასაძრახი. ვფიქრობ, მარადონა უფრო დიდი მოვლენა იყო არგენტინისთვის და მსოფლიოსთვის, ვიდრე, თუნდაც მესია. ზოგადად კი, შედარება უმადური საქმეა. ჩვენ ხვიჩა გვყავს და დავტკბეთ მინიმუმ, მომდევნო საფეხბურთო ათწლეულით.
ზაზა
1978 ში მარადონა წაიყვანეს ჩემპიონატზე მაგრამ არ ათამაშეს,პატარაა და დაითრგუნებაო,არადა არგენტინა ისედაც მაგარი გუნდი იყო!!!
სოსო
1978 წელს,მარადონა,არგენტინის საუკეთესო ბომბარდირი გახდა,ნაკრებშიც ხვდებოდა,მაგრამ მენოტიმ უარი თქვა,ჯერ ძალიან პატარაა და მსოფლიოს ჩემპიონატის ისე არც სიომინი ამბობს სრულ სიმართლეს:მარადონა 1დაძაბულობას ვერ გაუძლებსო.არც ტყუოდა.1982 წელს,ესპანეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე,მარადონა უკვე მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავი იყო,თუმცა მის წინააღმდეგ ძალიან უხეშობდნენ,ბოლოს ბრაზილიელ ფეხბურთელზე გაშლილი ფეხით წავიდა და წითელი ბარათით,უსახელოდ დაამთავრა მსოფლიოს ჩემპიონატი.გამოდის,მაშინაც კი,ჯერ კიდევ არ იყო მზად,ფსიქოლოგიურად.ისე არც სიომინიამბობს სრულ სიმართლეს.მარადონა 1978-79 და 80 წლებში,სამჯერ გახდა არგენტინის საუკეთესო ბომბარდირი და ორჯერ,სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელი,20 წლამდე ასაკის ფწხბურთელებში,მსოფლიოს ჩემპიონი.მარადონა და დიასი,ამ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ.ხვიჩას,ჭაბუკობაში, ამაზე უკეთესი შედეგები,ნამდვილად არ ჰქონდა.
ვასილი ალიბაბაევიჩი
მარადონა 1978 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაუყვანიათ.
ქართველი
დიახ, ეგრე იყო! და არ ათამაშეს!
rrr
არა მეგობარო მარადონა არ იყო 78-ის განაცხადში, რის გამო ბევრი კრიტიკა შეხვდა მენოტის, რომ ყოფილიყო არაფერს გააფუჭებდა.
ვ100კო
1978-წელს ნაკრების განაცხადში იყო, მაგრამ არცერთი თამაში არ უთამაშია. მაშინ ყველას არ აძლევდნენ ტიტულს და არც მარადონაა მსოფლიოს ჩემპიონი... 1979-ში გახდა მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, ფინალში მოუგეს სსრკ-ნაკრებს.
ვ100კო
იყო
ირაკლი ქუთაისელი
ტრიბუნებზე იყო 1978 წელს მარადონა. 1982 წელს უნგრეთთან ითამაშა კარგად ,დანარჩენი ბევრი ვერაფერი. ბრაზილიასთან იკარატისტა და საერთოდ გააგდეს. მიუხედავათ ამისა დიეგოს დონემდე ჯერ შორია
ზვიადს
ცოდოა მარადონა ისე მოკვდა რომ 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონობა არ იცოდა :))))
გიორგი მთაწმინდა
მარადონა. 1978 ში. ნაკრებში. საერთოდ. არ. იყო
ზვიადი
1978 წელს არგენაში გაჩემპიონებული მარიო კემპესის გუნდში ირიცხებოდა 17 წლის მარადონა და ამის შესახებ სანდო წყაროებიც მეტყველებენ. საერთოდ 1978 წლის მსოფლუიო ჩემპიონატის შესახებ ქართული გამოცემაც არსებობს, რომლის სახელსაც ამ წუთას ვერ ვიხსენებ. თუ გაინტერესებთ შემიძლია მონახვა.
mamuka
1978 არ გამხდარა, მენოტიმ არ აიყვანა ნაკრებში, ახალგაზრდული მსოფლიო მოიგო 1979 წელს
ზვიადი
1978 წელს არგენტინაში გაემპიონებული მარიო კემპესის გუნდში ირიცხებოდა 17 წლის მარდონა და ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოიკვლიოთ შესაბამისი წყაროები. სახელი ახლა არ მახსენდება, მაგრამ 1978 წლის არგენაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ სპეციალური წიგნიც არის გამოცემული.
ზვიადი
78-ში მარიო კემპესის გუნდში ირიცხებოდა 17 წლის მარადონა. და ამაზე გირჩევთ მოიკვლიოთ წყაროები
ზვიადი-ს
78-ში ნაკრებშიც არ იყო გამოძახებული 79-ში მოიგო ახალგაზრდული მსოფლიო
ზვიადი
ამ წერილმა გამაკვირვა. დავიჯერო სიომინმა არ იცის ფეხბურთის ისტორია? არ იცის, რომ მარადონა, მართალია ბევრი არ უთამაშია, მაგრამ უკვე 1978 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი?
irakli
კვარა არის უნიჭიერესი, საამაყო, სამშობლოს მოყვარული, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ბიჭი, რომელმაც ქართველებს არა მარტო ქართული ფეხბურთის, არამედ მომავალი თაობის რწმენა დაგვიბრუნა და ამისთვის მადლობა მის ოჯახს. რაც შეეხება მარადონას, მარადონა მარტო ფეხბურთელი არ იყო, ის არგენტინის ეროვნული გმირია. ვერც მესი და ვერც ვერავინ ვერ შეძლებს იმას, რაც დიეგომ საკუთარი ქვეყნისთვის გააკეთა. მარადონასთან ვინმეს შედარება ულამაზოა.
ასეა
ფაქტებით ასეა და ვისავ არ მოგწონთ რაც გინდათ ის ილაპარაკეთ
1964 ავთო
ათლეტიზმში და სისწრაფეში აქვს მოსამატებელი. სპრინტის სპეციალისტი ჰყავს დასაქირავებელი და ორ სამ წელიწადში მიზანი მიღწეული იქნება.
Lasha
Maradona ara pelea
dato
იციტ რა ყველაფერს ზხვარი აქვს დიეგოს რო მიუახლოვდეს დიდი სრომა უნდა ეგრე არარი კარგია მარა დიეგო სულ სხვა რამარი
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"დიეგო ღმერთი იყო, ის კი იესოა" - მარადონას შვილმა მამამისის შემდეგ "ნაპოლის" ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაასახელა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
სიომინი: ხვიჩა "ნაპოლიში" მარადონაზე ნაკლებად არ თამაშობდა - "ოქროს ბურთი" შეიძლებოდა მიეცათ
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
"იმსახურებდა თუ არა "ოქროს ბურთის" სიაში მე-12 ადგილზე გასვლას?" - სიომინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
სიომინი: ხვიჩა თავის უმაღლეს დონეს ინარჩუნებს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"ნაპოლიში" ასეთი არ ყოფილა" - კაპელომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
"მისი გადაწყვეტილება არც მომწონს და არც ვეთანხმები, მაგრამ..." - მარადონას შვილმა "კვარაზე" ისაუბრა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
მარადონამ ამ გოგონას შიშველი ფოტოების სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადა - Playboy-ს მოდელმა უცნობი ისტორია მოჰყვა
სიომინი: პსჟ-სთვის ხვიჩას ტრავმის მიღება დიდი პრობლემაა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?