თსუ საქართველოს თასის მფლობელია. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა თასის გათამაშების ფინალში "ბათუმი" დაძაბულ ბრძოლაში – 78:76 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში აღნიშნული ტიტული მეორედ მოიგო. პირველად სტუდენტებმა ეს 2006 წელს მოახერხეს, როცა "თსუ-ნიკორას" სახელით ასპარეზობდნენ. მას შემდეგ თსუ კიდევ ორჯერ – 2008 და 2010 წლებში იყო თასის გათამაშების ფინალში, თუმცა ტიტულს ვერ შესწვდა. დღეს უნივერსიტეტის გუნდმა სუპერლიგის ჩემპიონობის შემდეგ რანგით მეორე ტიტული მოიგო.

ნახევარფინალის მსგავსად, თსუ-ს არც ამჯერად აკლდა ქომაგები. მაღლივი კორპუსიდან დაძრულმა სტუდენტების ლაშქარმა ოლიმპიური სასახლე სანახევროდ შეავსო. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ გუნდს ქომაგობა არ აკლდა, თუმცა თამაშის მოგება ერთობ გაუჭირდა. ბათუმელები მეტოქეს არ რჩებოდნენ. მართალია, ძირითადად თსუ იყო წინ, თუმცა ზღვისპირელები მეტოქეს წინ არ უშვებდნენ და ჩამორჩენას აბათილებდნენ.

ქულა-ქულაში მიმდინარე თამაშის კვანძი ბოლო წამებზე გაიხსნა. თსუ-ს ამერიკელმა ლეგიონერმა ჯიმონ ჰენსონმა შეხვედრის ბოლო წუთზე ჰაერივით საჭირო სამქულიანი მიითვალა და სტუდენტების გუნდი 4 ქულით დააწინაურა. ტაქტიკური ჯარიმით ბათუმელებმა მოიპოვეს თამაშის გადარჩენის შანსი, მაგრამ საბა ლობჯანიძის სამქულიანი, რომელიც ბათუმელთათვის პოტენციურად დამაწინაურებელი იყო, კალათში არ ჩაეშვა. ზღვისპირელებს ბოლო წამებზე კიდევ ერთი შანსი მიეცათ, როცა კაილი რიდლის განზრახ აცილებული საჯარიმო ლობჯანიძემ მოხსნა და რატომღაც პერიმეტრზე აიტანა ბურთი, რათა სამქულიანი ჩაეგდო, არადა, სხვაობა 2 ქულა იყო და წარმატებული შეტევის შემთხვევაში, თამაში ოვერტაიმში გადავიდოდა.

თსუ-ში მორიგი მძლავრი მატჩი ჩაატარა კორი ბოუენმა, რომელიც ოთხთა ფინალის MVP გახდა. მას საუკეთესო მოთამაშის პრიზი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა გადასცა, რომელმაც გამარჯვებულები ასევე შესაბამისი, თასის ფორმის მედლებით დააჯილდოვა.

საქართველოს თასი თსუ-ს კაპიტან ნიკოლოზ დარბაიძეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილემ, ლაშა გამყრელიძემ გადასცა, რის შემდეგაც უნივერსიტეტელებმა გამარჯვება აელვარებული ფოერვერკის თანხლებით აღნიშნეს.

GBF

ნიკა
ამდენი გულშემატკივარი თუ დადიოდა არ მეგონა საქართველოს ლიგაზე. ვულოცავ უნივერსიტეტს
Dato
ა ძმაო, ეს იყო კალათბურთი. ყოჩაღ თსუს ამდენი გულშემატკივარი რომ მიიყვანა თამაშზე
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
"გუნდსა და გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი" - ედუარდო კამავინგა
ევროპა ლიგის ნახევარფინალში ორი ინგლისური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე ნახევარფინალური წყვილები გაირკვა
[VIDEO] ძიუდო. სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს
რაშმა თსუ დაამარცხა და სუპერლიგაში დარჩა | ორბმა და მარგვეთმა საჭირო გამარჯვებები მოიპოვეს
"კარგი ფეხბურთელები უნდა გავყიდოთ და სხვა მოთამაშეებით შევცვალოთ" - სლოტი
[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
[VIDEO] სეზონის საუკეთესო მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" ისევ მოუგო და 1/2-ფინალში პსჟ-ს შეხვდება
[VIDEO] ფრე ლონდონში - "არსენალმა" "სპორტინგის" ბარიერი გადალახა
ცნობილი გახდა, ითამაშებენ თუ არა დუე და მენდეში ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში
"ლივერპულის" სავარაუდო მომავალი მწვრთნელი ცნობილია - ის ალონსო არ არის
"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი: პსჟ დაუნდობელია, საუკეთესო შემტევები ჰყავს
ხელფასით უკმაყოფილო ბარკოლამ შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
კონატე: პენალტი იყო - პსჟ-სთვის რომ გაგვეტანა, ყველაფერი სრულიად სხვაგვარად წარიმართებოდა
მთავარი სამიზნეა - "ბაიერნი" ენტონი გორდონის შეძენას შეეცდება
დიაგნოზი მძიმეა - ეკიტიკე 9 თვე ვერ ითამაშებს და მუნდიალს გამოტოვებს
"რთულია, როდესაც შენი ძმაკაცის წინააღმდეგ თამაშობ" - კვარაცხელიამ მატჩის შემდეგ მამარდაშვილზე ისაუბრა
რეკორდული დანახარჯების მიუხედავად, უტიტულოდ - სლოტს მაინც დატოვებენ?
გადავა თუ არა პრემიერ ლიგაში - კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ოსიმენი ესპანურ გრანდში? - ნიგერიელის მიმართ ინტერესი სერიოზულია