რუსთავის საკალათბურთო გუნდი სუპერლიგის ნახევარფინალშია. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა გუნდმა მეოთხედფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა ბოლომდე სავსე დარბაზში 83:76 მოუგო "დელტას" და ნახევარფინალში გავიდა. სერიაში ანგარიში 2:2 იყო. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გურჯაანის გუნდმა წინა მატჩში 15-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა და საკვანძო გამარჯვებით საქმე გადამწყვეტ მატჩამდე მიიყვანა. რუსთავში გადამწყვეტი მატჩისთვის განსაკუთრებული მობილიზება – ორგანიზატორები დაცვის სამსახურით, ხოლო მასპინძლები აქტიური გულშემატკივრებით.

პირველი ნახევარი სტუმრებმა უკეთ ჩაატარეს. დაცვაში სტაბილური გარჯითა და ორგანიზებული შეტევებით "დელტა" მეტოქეს ჯობნიდა და პირველი პერიოდიც მოიგო (20:17) და მეორეც (23:17). დიდი შესვენებისთვის გურჯაანელები 7 ქულით იგებდნენ, რაც მათი გუნდური გარჯის შედეგი იყო. გამოსარჩევია ეივი ტუმერის სამქულიანები, რომელმაც მეორე პერიოდში პერიმეტრსმიღმიდან 2-ჯერ იხეირა, ხოლო მესამე პერიოდის პირველსავე შეტევაში კიდევ ერთი სამიანი ჩააგდო და "დელტა" 10 ქულით გაალიდერა.

ამის შემდეგ რუსთაველთა დროც დადგა. მოედანზე ვითარება კარდინალურად შეიცვალა – გურჯაანელები ისე იოლად ვეღარ იხვეჭდნენ ქულებს, როგორც პირველ ნახევარში, ხოლო მასპინძლებმა სწრაფი შეტევების განხორციელებაც დაიწყეს და შორიდანაც მიზანი გაისწორეს. გამოსარჩევია ტროი კროფტის შედეგიანობა, რომლის შედეგიანობამ და სწრაფმა შეტევებმა თანაგუნდელები აიყოლია. რევაზ როგავა, გუგა პატაშური და ეივერი დიგსი – მესამე პერიოდში რუსთაველებმა 24:11 იმარჯვეს და 7-ქულიანი ჩამორჩენა 6-ქულიან ლიდერობად აქციეს.

ბოლო პერიოდში ვითარება არ შეცვლილა. რუსთაველებმა მოპოვებული ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარეს. გუგა პატაშურისა და ტრეი კროფტის შედეგიანობამ მასპინძელთა ლიდერობა 15 ქულამდე გაზარდა და მატჩი ისე ჩამთავრდა, ვითარება არ დაძაბულა. რუსთაველთაგან საუკეთესო იყო კროფტი, რომელმაც 30 ქულა მოიპოვა. 17 ქულა და 10 მოხსნა გუგა პატაშურმა მიითვალა, რევაზ როგავას ანგარიშზე 16 ქულა და 6 პასი დაგროვდა. "დელტაში" 21 ქულით ბომბარდირი გახდა ეივი ტუმერი. 15 ქულა და 9 პასი ოთარ ფხაკაძემ მიითვალა. 11 ქულით დაასრულა შეხვედრა ვახტანგ ქადარიამ.

"რუსთავი" ბოლო ნახევარფინალისტია "კავკასიის", თსუ-სა და "მარგვეთის" შემდეგ. ნახევარფინალში "რუსთავი" "კავკასიას" დაუპირისპირდება, თსუ – "მარგვეთს". სერიები სტარტს 6 მაისს აიღებს.

GBF

თსუ-ს იოლი გასეირნება ტყიბულში: სტუდენტები ფინალს მიუახლოვდნენ
„ორბმა“ თსუ-ს საოცარი წამოწევა გაუცუდა და სერიაში წონასწორობა აღადგინა
თანაბარი ტაიმის შემდეგ თსუ-მ ორბი დაამარცხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო
თსუ-ს იოლი გასეირნება ტყიბულში: სტუდენტები ფინალს მიუახლოვდნენ
[VIDEO] მესი შეუჩერებელია - არგენტინელის დუბლი და საგოლე პასი MLS-ში
[VIDEO] კვარაცხელიამ პსჟ "ლანსთან" დააწინაურა
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა - "ვილიარეალმა" "სევილიასთან" წაგება მოახერხა
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
Rush The Kop: უკეთესი იქნება, თუ ალისონი "ლივერპულში" აღარ ითამაშებს - მამარდაშვილი კვლავ ძირითადში იქნება?
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა "სევილიასთან" 20 წუთში
პსჟ "რეალის" და "ატლეტიკოს" ვარსკვლავების შეძენას გეგმავს
"დილას" მწვრთნელად ლევან კორღალიძე დანიშნეს
ერაყის ნაკრების 5 ფეხბურთელს აშშ-ში მუნდიალზე საასპარეზოდ ვიზა არ მისცეს
ორი რეკორდი დამყარდება - ადვოკაატი დაბრუნდა და მუნდიალზე ისტორია გადაიწერება
2 დასახული მიზნიდან ვერცერთი შეასრულა - "მარსელს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
სამართალდამცავები სიფრთხილის მაქსიმალურ ზომებს იღებენ - პსჟ ჩემპიონობას თანალაქელებთან მატჩის შემდეგ ვერ იზეიმებს?
გარიგება შედგა - სერხიო რამოსმა ლა ლიგის კლუბი იყიდა
15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერევნის განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
"თუ საჭირო იქნება, მზად ვარ" - სუარესი შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე ვიხილოთ
ქვიზი: შეამოწმე, რამდენად კარგად იცნობ პსჟ-ს ისტორიას?