ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილი ვინგსი საქართველოს ჩემპიონია. 18-წლამდელთა შორის ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტული ვინგსმა თბილისი ბასკეტთან ბრძოლაში მოიპოვა. ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი მატჩი თბილისი არენაზე გაიმართა, რომელსაც უჩვეულოდ ბევრი – დაახლოებით 2000 მაყურებელი დაესწრო.

მხოლოდ დასწრება ხომ არაა – გულშემატკივრები ძალიან აქტიურობდნენ და მხურვალედ ქომაგობდნენ საკუთარ გუნდს. მოედნის სამხრეთ სექტორები ვინგსის ქომაგებს ჰქონდათ შევსებული, მოპირდაპირე მხარეს კი თბილისი ბასკეტის გულშემატკივრები გამაგრებულიყვნენ. თითოეული ბურთის ჩაგდებაზე შესაბამისი მხარე იხუვლებდა და საბოლოოდ სამხრეთელებს უფრო მეტჯერ მოუხდათ ოვაციების გამოხატვა, რაც პირდაპირპროპორციულია ვინგსის ჩაგდებულ ბურთებთან. ლოგიკურ ჯაჭვს იქითკენ მივყავართ, რომ ბურჯანაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეზე მეტი ბურთი ჩააგდო და ცხადია, გაიმარჯვა კიდეც – 89:63 (სტატისტიკა), რითაც ვინგსმა კითხვები არ დატოვა.

მატჩის პირველ პერიოდს თუ არ ჩავთვლით, ვინგსის უპირატესობა აშკარა იყო. ,ხოლოდ პირველ პერიოდში მიმდინარეობდა თანაბარი თამაში, რის შემდეგაც ვინგსმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, ნელ-ნელა ლიდერობა მოიპოვა და უპირატესობას პერმანენტულად ზრდიდა. დიდი შესვენებისთვის 9 ქულას იგებდა, მესამე ათწუთეულში კი უპირატესობა 18-ამდე გაზარდა და ჩემპიონობამდე ბოლო პერიოდის გადაგორება აკლდა.

წინა მატჩში თბილისი ბასკეტი ბოლო პერიოდის წინ 17 ქულით აგებდა, თუმცა დიდოსტატურად ითამაშა, სამაგალითო დაცვითა და იდეალური შეტევით საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა. ბოლო პერიოდი თბილისი ბასკეტმა წინანდელი შემართებით დაიწყო და დეფიციტი 11 ქულამდე მყისიერად შეამცირა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილი გუნდი მორიგი სენსაციისთვის ემზადებოდა და ვინძლო, კიდევ მოეხდინა, ვინგსის მოთამაშეები რომ არ გამოფხიზლებულიყვნენ. წუთშესვენებაზე მწვრთნელმა ვინგსელებს დავალებები მისცა, რომელიც შესრულდა და თბილისი ბასკეტის ემოციური ტალღა და ინერცია შენელდა.

ვინგსმა თამაში სასურველ კალაპოტში ჩააყენა და გამარჯვებამდე იოლად მივიდა. სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა ნიკოლოზ გურგენიძემ, რომელმაც 37 ქულა მაგროვა, რომ არაფერი ვთქვათ 4-4 მოხსნა-პასზე. მის შემდეგ ყველაზე მეტი ქულა ვინგსში ირაკლი ახალაიამ ჩააგდო, რომელმაც 12 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. 11 ქულით დაასრულა შეხვედრა ანდრია მდინარაძემ. თბილისი ბასკეტში 17 ქულით საუკეთესო იყო ოთარ ხუჭუა.

ფინალის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. თბილისი ბასკეტი ვერცხლი, ხოლო ჩემპიონი ვინგსი ოქროს მედლებით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა და ფედერაციის გამგეობის წევრმა, გაგა გაჩეჩილაძემ დააჯილდოვეს. საჩემპიონო თასი ვინგსის კაპიტანმა, ლუკა ბახტაძემ ჩაიბარა. ვინგსის მოთამაშეთა მშობლები, მეგობრები და უბრალოდ, მხარდამჭერები მოედანზე შევიდნენ და საქართველოს ჩემპიონობა ერთად იზეიმეს.

GBF

თანამედროვე საკალათბურთო ტაბლო და ახალი შესაძლებლობები ახმეტელი მოზარდებისთვის
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
კომისარი რატიშვილი – ქართველი ფიბა ევროპის თასის ფინალზე
ვლაჰოვიჩის შემცვლელი - "იუვენტუსი" ახალ ფორვარდს იმატებს
7-კაცამ ალგარვეში მხოლოდ ფინალი დათმო
7-ქალა მაკარსკაში მეექვსე ადგილს დასჯერდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იაპონია
ქვიზი: როგორ გახსოვს მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონები?
შენგელიას 12 ქულა და "ბარსა" ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის "ტენერიფეს" შეხვდება
"ბარსელონას" ოსიმენი შესთავაზეს, მაგრამ..." - "ბლაუგრანამ" ნიგერიელს სხვა თავდამსხმელი ამჯობინა
"მგონია, რომ ამნეზიით იტანჯებიან" - მბაპე გაკვირვებულია
7-ქალამ ალაფა ორი მოგებით გახსნა
ლევან კორღალიძემ "დილა" დატოვა
ნიკა ამაშუკელი - სამი კვირით არგენტინაში
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
ფლიკი იაკობიშვილს პერსპექტიულ მეკარედ თვლის - დარჩება "ბარსელონაში"?
მერკვილაძის 15 ქულა ფინალური სერიის პირველ მატჩში
ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
"ჯანდაბას ფული" - სლუცკი თმახუჭუჭა ვერ გახდა
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს