სუპერლიგის ფინალურ სერიაში თსუ დაწინაურდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს საქართველოს ჩემპიონობამდე 1 მოგება აკლია. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა უნივერსიტეტის გუნდმა დღეს "თბილისი არენაზე" "რუსთავი" 85:80 დაამარცხა და სერიაში 2:1 გალიდერდა. მოგეხსენებათ, ფინალური სერია 3 მოგებამდეა და თსუ-ს არსებობის ისტორიაში პირველ საჩემპიონო ტიტულამდე მოგება აშორებს.

"რუსთავი" რთულ სიტუაციაშია. ანატოლი ბოისას გაწვრთნილ გუნდს წაგების უფლება აღარ აქვს, ხოლო ჩემპიონის ტიტულამდე ზედიზედ 2 მოგება სჭირდება. თსუ-ს ზედიზედ ორჯერ დამარცხება რთულია, მაგრამ თუ "რუსთავმა" ისე ითამაშა, როგორც დღევანდელი მატჩის ბოლო 4 წუთში, რთული იქნება მისი შეჩერება. ფინალური სერიის მე-3 მატჩი გახლდათ კლასიკური შემთხვევა იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა თამაშს მოგებულად ჩათვლი.

თსუ-მ ყველა კომპონენტში აჯობა "რუსთავს", ოღონდ მატჩის საწყის 36 წუთში. იმ უპირატესობას, რომელმაც ბოლო პერიოდში 20 ქულას მიაღწია, უნივერსიტეტელები მთელი შეხვედრა აგროვებდნენ და დამსახურებულ გამარჯვებამდეც მიდიოდნენ. შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთზე ოდნავ მეტი იყო, როცა კორი ბოუენის ორქულიანის შემდეგ ანგარიში 81:61 გახდა თსუ-ს სასარგებლოდ. ეს, ფაქტობრივად, გამარჯვებას ნიშნავდა და საბოლოოდ ასეც მოხდა, თუმცა "რუსთავმა" კინაღამ სასწაული მოახდინა.

მოგების გარანტიით დაარხეინებული უნივერსიტეტელები მოეშვნენ, საქმე მოთავებულად ჩათვალეს და კინაღამ დაისაჯნენ. ლევან ბაბილოძის, ანზორ ნადირაძის, სამარქაფო ზურაბ ვაშაკიძის და თითქმის ყველა, მოედანზე მყოფი რუსთაველი კალათბურთელის ჩაგდებული ბურთების, თსუ-ს დაცვის მოშლისა და მოულოდნელობის ეფექტის მიზეზით ბოლო წუთ-ნახევარში სხვაობა ელვისებურად შემცირდა და ბოლოსწინა წუთზე 4 ქულა შეადგინა. თსუ-ს მწვრთნელმა წუთშესვენებებით და ტაქტიკური გადაადგილებებით სცადა ვითარების შეცვლა, მაგრამ "რუსთავი" აგრძელებდა ზეწოლას და აკაკი დვალიშვილის 2-ში 1 ზუსტი საჯარიმოს შემდეგ, საფინალო სირენამდე 30 წამით ადრე ანგარიში 78:81 გახდა.

დვალიშვილმა მეორე, აცილებული საჯარიმოს შემდეგ ბურთი თავად მოხსნა და ქაოსურად გათამაშების შემდეგ ის თავადვე მეტოქეს ჩააბარა. რუსთაველებს რომ არ დაეკარგათ და სამქულიანი ჩაეგდოთ, ანგარიშს გაათანაბრებდნენ, მაგრამ ქვემოქართლელებმა მთლად სასწაული ვეღარ მოახდინეს. ჩაჭრილი ბურთი ბექა ბექაურმა საჯარიმოებით 2 ქულად აქცია, თსუ 5 ქულით დაწინაურდა და გამარჯვება გაინაღდა.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი ბექა ბექაურს ჰქონდა – 16 ქულა, 7 მოხსნა 3 დაფარება. 16 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი ჯიმონ ჰენსონმა მიითვალა, ხოლო მალკოლმ დრამრაითის ანგარიშზე 14 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა. მიხეილ ბერიშვილმა თსუ-ს 12 ქულა, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა შესძინა. "რუსთავში" 20 ქულით ბომბარდირი გახდა რევაზ როგავა. მატჩის ერთადერთი დუბლის ავტორი კი ანზორ ნადირაძეა – 14 ქულა, 10 მოხსნა.

"რუსთავმა" მატჩი სოლიდური დანაკლისით ითამაშა. წინა მატჩში ფეხდაშავებულმა გუგა პატაშურმა მოედანზე გასვლა ვერ მოახერხა. ის, სავარაუდოდ, ვერც შემდეგ მატჩში დაეხმარება "რუსთავს", რომელიც "თბილისი არენაზე" 25 მაისს, 19:30 საათზე გაიმართება.

GBF

ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
20 წ. | ბოლოსწინა გასახურებელი-სასელექციო თამაში
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მწვრთნელი პირველი ტურის შემდეგ გადააყენეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - უელსი
"ჩემი მეომარი ძმით ვამაყობ" - დვალიშვილი თოფურიას მარცხს გამოეხმაურა
საიბარის კარგი პერიოდი აქვს - ბრაზილიას გაუტანა და ახლა "ბაიერნში" გადავიდა
მზადება დიდი ტრანსფერისთვის? - პსჟ-მა შესაძლოა, საკას გადაბირება სცადოს
თოფურია საავადმყოფოში გადაიყვანეს - დანა უაითმა ილიას მომავალ შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა
[VIDEO] უდიდესი სენსაცია - ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა
[VIDEO] წარმოშობით ტუნისელის ბენეფისი ტუნისთან - შვედეთმა მუნდიალის პირველ ტურში გაილაღა
[VIDEO] გოლი 90-ე წუთზე - კოტ-დ'ივუარმა ეკვადორი დაამარცხა
[VIDEO] იაპონიამ ნიდერლანდებთან ანგარიში ორჯერ გაათანაბრა და ფრეს მიაღწია
საქართველოს 3×3 ნაკრებებმა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულეს
[VIDEO] კურასაოს ისტორიული გოლი ნოიერის კარში - გერმანიამ შვიდით უპასუხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-1 დინამო (თბ). ძალთა გათანაბრება ძლიერთა დასუსტების ხარჯზე...
ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა
პსჟ-ს მეკარემ ქორწილი გადაიხადა - ყოფილი მეუღლე ისევ უჩივის
ჰაკიმი: ბრაზილიასთან ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვართ
პორტუგალიელთა მკერდსავსე ფანებმა გულშემატკივრები გააოცეს - ვიტინია იმედიანადაა
ბასილაშვილმა სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
მოდრიჩის ბოლო ტურნირი - ლუკა მუნდიალის შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს, მაგრამ ფეხბურთში დარჩება