<p>საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წიგნი "ხვიჩა, ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი" დაწერა, სოციალური ქსელით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ წიგნის თარგმნის თხოვნით არაერთი რუსული გამოცემა შეეხმიანა, მაგრამ ყველას უარი შეუთვალა.</p><p>ის ასევე აღნიშნავს, წიგნის რუსულად თარგმნა მაინც მოხდება, მაგრამ ამას ქართული გამოცემა გააკეთებს და ყდაზე ეწერება, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.</p><p>"წიგნის ,,ხვიჩა, ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი" გამოცემის თხოვნით არაერთი რუსული გამომცემლობა შეგვეხმიანა და ყველას უარი ვუთხარი.</p><p>თუმცა წიგნი რუსულად მაინც გამოვა, გამოსცემს ქართულივე გამომცემლობა. გარეკანის დიზაინი მცირედით შეცვლილი იქნება და ეწერება - ,,საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ", საავტორო ჰონორარს კი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილებისთვის დაწესებული სტიპენდიის დანამატად ვაქცევთ", - წერს კეკელიძე.<br></p>
!!
ვისაც უნდა ძალიან კარგად იყიდის, ინტერნეტით გამოიწერს, ან სხვა ქვეყანაში შეიძენს. ვერ ვხვდები რატომ არის პოპულიზმი იმის ხმამაღლა გაჟღერება, რომ რუსეთის მიერ ეს ქვეყანა ოკუპირებულია? ასე როგორ უნდა გვეშინოდეს რუსეთის, რომ საკუთარ თანამემამულებს ვლანძღავდეთ, რუსეთს ოკუპანტი რატომ დაუძახაო. კარგით რა მართლა... 200 წელია ვერ მივხვდით რუსეთი მტერი რომ არის და სადმე ხმამაღლა გაჟღერებაც გვიტყდება. ჩვენ თუ არ გავაღჟერებთ სხვას ვის დააინტერესებს? რატომ იყო ჩუმად დასავლეთი ყოველთვის ჩვენს მიმართ იცით? ისევ ჩვენივე უნიათობის მშიშრობის და მტრის არ მცნობობის გამო. ვერასოდეს მივიტანეთ ჩვენი ტკივილი მსოფლიოს ყურამდე და მონსტრის წინაშე სულ მარტო ვიყავით! სახეში უნდა შემოარტყა ყველას რუსეთი რაც არის. არავინ ჩაიგდებს თავს დისკომფორტში ჩვენს გამო, თუ ისევ ჩვენ არ შემოვულაწუნეთ და ისევ ჩვენ არ ვიბრძოლეთ, სიტყვით მაინც...
.
პოლიტკაში გადასვლა და ამ რუსეთის მოტრფიალეების სიძულვილია ენა რატომ ქვეყნდება საინტერესოა. აზრის გამოთქმა რომ აუკრძალო და კომენტარები დაუბლოკო ეგრევე სიტყვის თავისუფლებაზე და ლიბერალიზმზე ალაპარაკდებიან , იმაზე რასაც ასე გამუდმებით ებრძვიან. ხო ვინც არ იცით , ნებისმიერი აზრის გამოთქმის არსებობა არის ლიბერალიზმი, ის კი არაა რასაც თქვენ გეუბნებიან. კომენტარს რომ დაწერ და დაწერიდან ერთ საათში ვინმე თავზე არ დაგადგება და სადმე არ გადაგასახლებს, ეგ არის ლიბერალიზმი და ლიბერალიზმის პერიოდში წერთ ყველანაირ სისულელეს თამამად. ასე რომ ამ მონაპოვარს გაუფრთხილდით. რუსეთთან 37 იანი წლები მოგელით ისევ. და ნუ გგონიათ თქვენი ნათქვამი ყველაფერი მოსაწონი იქნება და ნუ გგონიათ არ შეგეხებათ ძალადობა!
სოსო
!!-ს.სად იყიდიან,რუსეთში თუ არ შეატანინეს?თუ გაყიდვა და ამით გმირების ოჯახების დახმარება სურდა,უწარწეროდ შეეტანა და არავითარი პრობლემა არ იქნებოდა.რა,რუსებმა არ იციან,რომ საქართველოს ტერიტორია დაიპყრეს?!კი,უკრაინაში გაიყიდება,მაგრამ ომში და გაჭირვებაში ჩავარდნილ უკრაინელს,ძალიან დააინტერესებს,ხვიჩას ისტორია,რომ მისთვის,ოჯახისათვის საკვების საყიდლად გადადებული ფული დახარჯოს?!ეგ წარწერა,სწორედაც იმის ნიშანია,რომ გიორგი ანწუხელიძის ოჯახის დახმარება კი არა,ქულების დაწერაა,გიორგი კეკელიძის მთავარი მიზანი.
დავით
რა არის ოკუპირებული? რუსულ ენაზე ზუსტადაც უნდა ეწეროს ეგ მწარე ფაქტი. სხვა ენებზე როცა ითარგმნება იქ არ ეწერება. ასე რომ არაფერი საპოლიტიკო მანდ არაა. რუსეთი არის მტერი
!!
კიი გამოჩდნენ და რუსეთს იცავენ მაგ არგუმენტით. რა სამარცხვინოები არიან გავგიჟდი. ტიპებს ღიად უნდათ რუსეთში ცხოვრება. უფრო სწორად კადიროვის ჩეჩნეთში. მეტს არც იმსახურებენ პრინციპში
ანესთეზეოლოგი
ბრიყვული გადაწყვეტილებაა. ამ ნაბიჯით ხვიჩას პერსონას თავისთავად ტვირთავენ პოლიტიკით. ან საერთოდ ნუ თარგმნით, ან შეეშვით ამ ბიჭის სტატუსის გამოყენებას და თარგმნეთ ჩვეულებრივად
!!
რუსეთი მიხედავს თავის თავს რას ნიშნავს? მიხედავს კი და გადაყლალავს ყველას, მათ შორის ჩვენნაირ პატარა ერებს და ხმა არავინ ამოიღოს? შენ თუ არ გექნა პროტესტი, დარანჩენი მსოფლიო მართლა დაგიკიდევს ფეხებზე. რა არის ცუდი იმაში, რომ რუსულ გამოცემებს უარი უთხრა, ქართულ გამოცემას დათანხმდა რუსულად დაბეჭვდაში და რუსულენოვან ხალხზე რაც გაიყიდება თანხა გმირის ოჯახს მოხმარდება?? თუ რუსეთი რომ არ გავაღიზიანოთ იმის გვეშინია ? რატომ არის ეს პოპულისტობა? ესე იგი დამოუკიდებლობა რომ მოვიპოვეთ ეგეც პოპულისტობა ყოფილა და მაგით რუსეთი გავაღიზიანეთ თურმე :))
!!
რუსულად რომ გამოიცემა უამრავი რუსულ ენოვანი ადამიანი წაიკითხავს. მათ შორის უკრაინელები, ყაზახები და ასე შემდეგ. ძალიან დიდ მასშტაბზე გავა წიგნი და გმირის ოჯახს მოხმარდება რა თანხაც შემოვა. ეს ძალიან კარგია . სავარაუდოდ ამას ხვიჩას თანხმობის გარეშე ვერ გააკეთებდნენ. თუ დაბლოკავს იქაც ხომ არის მოსახლეობა, ვინც არ ეთანხმება პუტინს? ვისაც მოუნდება, ვინც სხვაგან იყიდის ან გამოიწერს? მაინც იყიდიან, აკრძალული და დავლოკილი უფრო მოუნდებათ. იყოს მსოფლიო დონის სკანდალი და გაიგოს მსოფლიომ რუსეთის ამაზრზენი ქმედებები საქართველოში. უკრაინის ომის დროს რომ გამოიფხიკა ზოგიერთმა თვალები და ჩვენ რომ ზედ გადაგვიარეს, მაშინ რომ მშვიდად ეძინათ. რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს მით უკეთესი.
??
წიგნი გამოსვლილსთანავე ვიყიდე და ძალიან მომეწონა. რუსეთთან საერთო სიხარულები არ გვჭირდება. ძალიან კარგი თუ უარი უთხრა რუსულ გამოცემებს. ყველაზე ჩასაფრებული რუსები არიან ხვიჩაზე (ზოგ ვარ ქართველს არც დავასახელებ არც არიან მნისვნელოვნები). შურით სკდებიან და ახლა ვითომ წიგნი მოუნდათ. რადგან ხვიჩა მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდა დაესიენ ეგრევე. რადგან რუსულ ენაზე მაინც გამოვა და გმირის ოჯახს მოხმარდება, ამაში ცუდი არაფერია. აქ ვინც ამ იდეას ეწინააღმდეგებით, ჯერ გაიგეთ სიმართლე. გმირის ოჯახზე დახმარება ტეხავს? რუსების მოყვარულები არ გამომეხმაუროთ. თქვენთვის ანწუხელიძე არის მოღალატე და ორჯონიკიძე გმირი.
ჯუჯი
მიუხედავად ჩემი დიდი თაყვანისცემისა და გულშემატკივრობისა,ვფიქრობ ჯერ არ დამდგარა დრო,რომ ხვიჩაზე წიგნი დაიწეროს.არ გვინდა ეს ზედმეტები.
კაპიტან გარდენბურგი
გიორგის მინდა ვუთხრა კეკელიძეს. გიორგი, ხალხი იდიოტი რატომ გგონია მეგობარო? გაიგე ერთხელ და სამუდამოდ, ადამიანები იმაზე უფრო დახვეწილები არიან, ვიდრე ეს ჩანს. ხალხი სრულიად პატარა ნიუანსებსაც კი ამჩნევს. დაიჯერე, რომ ნებისმიერი შენი სწორი, კეთილშობილი ნაბიჯი უხმოდ ჩანს. უბრალოდ ეს ვაი პატრიოტულ და ანტირუსულ კამნპანიაზე ნიშNების და ქულების დაწერა აღარ ჭრის. ყალბია მეგობარო ეს. ნიჭიწერი ბიჭია ხარ, მართლა. მომწონს მისი ჩანაწერები გურულებზე. წერე ბიძიკო, წერე რაც გამოგდის და ხვიჩას დაანებე თავი. დაანებე თავი პაპულისტურ ამბებს, დაჯექი იკითხე შენთვის, წერე, რაც შენი კალამიდან გამოვა და გეყოლება უამრავი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი. უშნოა ეს, კვარა რა შუაშია გიორგი :) ნიჭიერი ბიჭ ხარ, მარა არ გიხდება ეს პოპულისტობა და ხმაური და ასე.შ. რუსებიც მიხედავენ თავის თავს და ქართველებიც და შენ დარჩები ამ პატრიოტულ ტალღაზე უაზროდ აყოლილი. პირადად ჩემი რჩევა: დაწერე რამე კარგი მოთხრობა, წიგნი, ღრმა და ნამდვილი, რადგან წერის ნიჭიც გაქვს და არ ხარ ცუდი ადამიანი. რაღაც მნიშნელოვანს შეძლებ, ყველას არ აქვს ასეთი ნიჭი! ჩემი პატაივისცემა ყველაფერ ნამდვილშიმ, მაგრამ ამ ყალბს კი ყველაფერს მოეჭვი და მოიშორე. წარმატებები
დათა თუთაშხია
,,აბა ჩემო მანასეო ხან ისე და ხან ასეო,, ასეა ეს////
სოსო
სავარაუდოდ,რუსეთი იმ წარწერის გამო, წიგნის შეტანას დაბლოკავს და ისევ,მხოლოდ პროპაგანდისტული სკანდალი გამოვა.მიზანი გასაგებია,მაგრამ სარგებელი რა იქნება?რუსებს სკანდალებით შეაშინებ,არ შეარცხვენ?-არა მგონია!
Ddd
ეხლა სიმღერაც ხო არ დავწეროთ ხვიჩაზე, მერე ლექსები ,ამ გადაჭარბებულმა ყურადღებამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს ჯობია ვაცადოთ და აკეთოს თავის საქმე
ნოდო
2022 წლის გამო? და 2008 უფრო მტკივნეული არ იყო? რუბინში რატო თამაშობდიო გაუბედავ რო კითხო? როგორც იქ თამაში არ იყო სირცხვილი ქართველისთვის არც წუგნის გამოცემაა ქვეყნის ღალატი იმ ფულით წაი და უკრაინის ფონდში გადარიცხე
lelo
ეს ძალიან სერიოზული მწერალია :))))))))))))))))
საქართველო
მე მიკვირს უკრაინელები ან სხვა ქვეყნები რომლებიც რუსულად საუბრობენ რატომ არ ინდომებენ რომ თარგმნონ? ან რუსულად რომ გადათარგმნონ ხვიჩასთვის,საქართველოსთვის და მსოფლიო ფეხბურთისთვის უკეთესი არ იქნება?რამდენი მილიონი ადამიანით მეტი წაიკითხავდა?! მარტო რუსები ხომ არ საუბრობენ რუსულად?! მოკლედ ამ ურა პატრიოტებმა უკვე გაბურღეს ტვინი, მე იარაღით ვიბრძოდი და ეს "პატრიოტები" ანტისაოკუპაციო მაისურებით და წინდებით ებრძვიან პუტინს და ჩვენ რუსეთუმეებს დაგვიძახებენ.დარწმუნებული ვარ 2008 წელს ეს მწერალიც კონცერტზე გვილოცავდა ომის "მოგებას"
zura222-ს
ამ საიტზე ყველამ იცის რომ ქოცი ხარ!!!!და ყოველთვის პოლიტიკური შინაარსის კომენტარებს წერ,ყველას ნაცს ეძახი,სიძულვილის ენას იყენებ ყველას მისამართით!!!!!!!
ჯენზი
რა პრაბლემები შაექმნება კახურ ღვინოსაო? გვარსაც ხო არ გადაიკეტებთ ოვ ან ევ-ზე და რასიას სპორტულების ხო არ ჩაიცმევთ? მესამე მსოფლიოს უთავმოყვარეო ნახირი
zura222
ეს ისეთივე მწერალია როგორც სხვა უნიტაზის "მწერლები" და "პოეტები" ვის რად უნდა ამის ნაჯღაბნი ? თურმე რუსები რიგში ჩამდგარან და ამან უარი უთხრა D ამ "მწერალს" სხვებიც თავისნაირი დებილები გონია და ფიქრობს რომ დაუჯერებენ ამ "ურაპაწრიოწობას" ? ეს რა ჩაიდინა უარი რომ უთხრა რუსებს ! ეხლა ისინი პუტინთან მივლენ საჩივრით და პუტინი ღილაკს დააჭერს თითს!!!
zura222
და არაა ოკუპანტი ? ვენეციის კომისია რას ამბობს მაგაზე ? თურქეთი საქართველოს ისტორიული მეგობარიაო ??
რეზო
ეს ყველა კონკურში მეორე
aburjga
მავნებელი კაცია ეს ბიბლიოთეკარი, ძალიან მავნებელი. სხვა ბევრისაგან განსხვავებით რასაც ეს მიქარავს სისულელით არ მოსდის, მოსდის ჩვენი ქართული ტრადიციების სიძულვილით!
გიორგი - 11
ყოჩაღ! ძლივს რაღაც ჩემთვის მოსაწონი გააკეთა კეკელიძემ!
ვენეციის კომისია
,,იიი თურქეთიც ხომ ოკუპანტია" ეგ სასტავი ჯერ არ გამოჩენილა?
ევროპის ტოპ 5 ლიგის კლუბების რადარზეა - ლოჩოშვილი "ნიურბერგიდან" წავა
საზონოვი შეიძლება რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნდეს
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
20 წ. | ბოლოსწინა გასახურებელი-სასელექციო თამაში
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მწვრთნელი პირველი ტურის შემდეგ გადააყენეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - უელსი
"ჩემი მეომარი ძმით ვამაყობ" - დვალიშვილი თოფურიას მარცხს გამოეხმაურა
საიბარის კარგი პერიოდი აქვს - ბრაზილიას გაუტანა და ახლა "ბაიერნში" გადავიდა
მზადება დიდი ტრანსფერისთვის? - პსჟ-მა შესაძლოა, საკას გადაბირება სცადოს
თოფურია საავადმყოფოში გადაიყვანეს - დანა უაითმა ილიას მომავალ შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა
[VIDEO] უდიდესი სენსაცია - ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა
[VIDEO] წარმოშობით ტუნისელის ბენეფისი ტუნისთან - შვედეთმა მუნდიალის პირველ ტურში გაილაღა
[VIDEO] გოლი 90-ე წუთზე - კოტ-დ'ივუარმა ეკვადორი დაამარცხა
[VIDEO] იაპონიამ ნიდერლანდებთან ანგარიში ორჯერ გაათანაბრა და ფრეს მიაღწია
საქართველოს 3×3 ნაკრებებმა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულეს
[VIDEO] კურასაოს ისტორიული გოლი ნოიერის კარში - გერმანიამ შვიდით უპასუხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-1 დინამო (თბ). ძალთა გათანაბრება ძლიერთა დასუსტების ხარჯზე...
ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა
პსჟ-ს მეკარემ ქორწილი გადაიხადა - ყოფილი მეუღლე ისევ უჩივის
ჰაკიმი: ბრაზილიასთან ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვართ
პორტუგალიელთა მკერდსავსე ფანებმა გულშემატკივრები გააოცეს - ვიტინია იმედიანადაა
მოდრიჩის ბოლო ტურნირი - ლუკა მუნდიალის შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს, მაგრამ ფეხბურთში დარჩება
foot01: მოურინიომ ზეეფექტური კვარაცხელიას ტრანსფერის აუცილებლობა "რეალის" ხელმძღვანელობას დაუდასტურა
რომელ ადგილზეა ხვიჩა - Transfermarkt-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
TEAMtalk The Telegraph-ის საპირისპიროდ - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო!
"კვარაცხელიას ფენომენმა იოლად შეგვახსენა, რომ საფეხბურთო ქვეყანა ვართ" - გიორგი კეკელიძე
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია