შაბათს, 17 ივნისს (22:45 სთ), ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის A ჯგუფში მესამე ტურის მატჩები ჩატარდება. კვიპროსისა და საქართველოს ნაკრებებს აქ ჯერ მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვთ გამართული და ახლა ისინი ერთმანეთს ლარნაკაში, "აეკ არენაზე" შეხვდებიან.

თუკი ნორვეგიასთან საშინაო (1:1) ფრე ჩვენთვის მაინც დამაკმაყოფილებელ შედეგად ჩაითვალა, კვიპროსელები შოტლანდიასთან სტუმრად დიდი ანგარიშით (0:3) დამარცხდნენ, თუმცა შემდეგ სქოთებმა ესპანელებს აჯობეს და შესაბამისად, კვიპროსში ტრაგედია არავის შეუქმნია. ქეცბაია საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ უკვე ძალიან საინტერესოა (მისი მოადგილე სოსო ჭედიაა). ვიცით თემურის მუშაობის სტილი, განსაკუთრებით, "ჯვაროსნებში" ყოფნისას და მისი დღევანდელი კონტინგენტიდან გამომდინარე, კვიპროსელები, პირველ რიგში, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე იზრუნებენ, მით უმეტეს, მათ ხომ ხვიჩა კვარაცხელიას განეიტრალებაზე ფიქრი უწევთ, რომელიც რამდენიმე მეურვეს იტალიის ჩემპიონატშიც კი უმკლავდება. თავის მხრივ, გასვლით მატჩებს ვილი სანიოლი კონტრშეტევებზე უკეთ აგებს და მწვრთნელთა დუელი მართლაც დაძაბული იქნება.

დებიუტანტი კორეია - მარჯვნიდან პირველი

ქეცბაია დაცვის გაძლიერებაზე თავიდანვე ზრუნავს. მან ჯერ 36 წლის ფრანგი ცენტრალური მცველის, ვალენტინ რობერჯის ნატურალიზება მოახერხა ("აპოლონში" თამაშობს), ახლა კი "ანორთოსისში" მოთამაშე ბრაზილიელი მარცხენაფლანგელი, 32 წლის ანდერსონ კორეია "გააკვიპროსელა". დასაფიქრებელია, ქართველი სპეციალისტი მას ფლანგს ხომ არ შეუცვლის და კვარაცხელიას წინააღმდეგ პერსონალურად გამოიყენებს.

თემური ბოლო მატჩებში 3-მცველიან ტაქტიკას ამუშავებს. შოტლანდიაში ამან ნაკლებად გაამართლა, თუმცა კიდევ ერთი ცდა სომხეთთან ამხანაგური მატჩი (2:2) იყო. დიდი ალბათობით, უნდა ვიფიქროთ, რომ 5 ფეხბურთელი უმეტესად კარის დაცვით იქნება დაკავებული. აღსანიშნავია, რომ კონსტანტინ ლაიფისს, რომელიც ლიეჟის "სტანდარტში" ცენტრალური მცველია, ნაკრებში ქეცბაია საყრდენ ნახევარმცველად იყენებს. ანალოგიური გვახსოვს საქართველოს ნაკრებშიც, ზურაბ ხიზანიშვილისა და გურამ კაშიას შემთხვევაში.

მარჯვნიდან პირველი - სოსო ჭედია

შეტევის წარმართვაში კვიპროსის ნაკრების მთავარი კაცი გრიგორის კასტანოსი იქნება, "სალერნიტანას" ფეხბურთელი, რომელსაც ახლახან დასრულებულ სერია "ა"-ში 2 გოლი და 1 "ასისტი" ჰქონდა. მათ მთავარ ფორვარდ იონაის პიტასს კი კვიპროსის ჩემპიონატის განვლილ სეზონში 18 შედეგიანი დარტყმა ჰქონდა. მოგეხსენებათ, ამ ლიგაში ნაკრების წევრი გიორგი ქვილითაია გამოდის, რომელმაც სეზონი 8 გოლით დაასრულა. აქვე გამოდიოდნენ მეკარე გიორგი ლორია და მცველი ლაშა დვალი. სამივე ეს მოთამაშე სასტარტოს წევრად არ მოიაზრება.

შეხვედრას პორტუგალიელი არბიტრი ვერისიმო განსჯის, რომელიც მკაცრ არბიტრად მიიჩნევა და ზედმეტი სიხისტე მოედანზე არ უნდა დაუშვას!..

დილერი
ვყიდი თამაშებს,ინტერნეტით დამიკავდირდით,3თამაში მაქვს კიდე დარჩენილი
kaka
წარმატებები ქეც ჯიგარო დიდება უფალს
დავით 67
ფასი გვითხარი, თორემ ვერ ვისვენებ. შენ ეტყობა სახელმწიფო საიუდომლოებებსაც ფლობ და გვითხარი. რა გეშველება!
nac12
თამაში გაყიდულია და ამას ყველა იგრძნობთ!!! აი ეგ არის კობის და მაფიის ხელწერა.მაკედონიასთან რაც ქნეს კი ვნახეთ და ისევ არ ეშვებიან ქართულ ფეხბურთს.
nac12
ეს თამაში გაყიდულია!!!
tngh
წარმატებები საქართველოს ნაკრებს...
kicha
კიტე-გაგნიძე-ჩაკვე------- უნდა შეძლოს სანიოლმა და ამ სამ კაცზე ააწყოს თამაში ცენტრში. დარწმუნებული ვარ კარგად ორგანიზებული ნახევრდაცვა ხვიჩას და ჟორჟს ბევრ სივრცეს შეუქმნის. მარჯვნივ ალბათ ლობჟანიძე სჯობია ზურიკოს. დაცვაში ცენტრში ალბათ მაინც კაშია-კვირკველიას დააყენებს მაგრამ მგონია რომ ლოჩოშვილი უკეთესი იქნება ამ ეტაპზე საბას მაგივრად. ფლანგებზე გოჩო და კაკაბა ალბათ საუკეთესო ვარიანტია დღეს(აზაროვი შეცვლაზე).
zaza
მეც თქვენსავით მინდა , რომ ეგრე იყოს , მაგრამ ჯერ გადავხტეთ -წინასწარ ნურაფერს ვიტყვით.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
საქართველოს ნაკრები რო იყოს საფრანგეთივით აფრიკის ნაკრები მე არ მესმის როგორ შეიძლება იმ ნაკრებს უქომაგოს მერე ნებისმიერმა ქართველმა. ნაკრები იმიტომაა რო ყველა თავის ქვეყნის სახელით უნდა გამოდიოდის იმიტომ ქვია იმას ეროვნული ნაკრები .
5-0
მთელი კორეაც რომ დაუყენონ ხვიჩას და ჟორჟს, მაინც დიდი ანნგარიშით წააგებენ. შოტლანდიასაც მოვუგებთ!!!
მწვრთნელი
32-ი და 36-ი წლის მთამაშეებს, რომ გაანატურალიზებ და ათამაშებ ნაკრებში, წასულია ამათი საქმე! ბარეღამ ქეცბაიას და ჭედიას ეთამაშა რაღა! ეტყობა ახალგაზრდა თაობა ასე უიმედოა კვიპროსში ან ქეცბაია ვერ ხედავს მომავალ თაობას!
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"დიდი შეცდომა დავუშვით, ნაკრებში რაღაცები აურ-დაურიეს... მჯერა, მუნდიალზე უნდა გავსულიყავით... ახლა ვინ იღებს პასუხისმგებლობას?! - გველესიანმა სანიოლზე და წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
"ოქროს ბურთი 2026" - ცნობილი გახდა რომელ პოზიციაზეა კვარაცხელია
"ოქროს ბურთი 2026" - კეინი პირველზე დატოვეს, მესი მეორეზე გადაიყვანეს, კვარაცხელია მცირედით დააწინაურეს
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
ჩინებული ამბავი: საზონოვმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთ ჩემპიონატში ითამაშონ
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...