საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ევროპულ თამაშებზე სამი შეხვედრა მოიგო და მე-7 ადგილი დაიკავა.

ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებმა პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის ორივე თამაში მოიგეს. პირველი თამაში ჩეხეთთან გვქონდა და ანგარიში ლაშა ლომიძემ გახსნა, ტაიმის გაწითლებულ დროზე კი ლელო გიორგი ჯობავამ მიითვალა და 10:7 დაგვაწინაურა. მეორე ტაიმში მეტოქე კვლავ წინ გავიდა, რაზეც ლელოთი გიორგი ფრუიძემ უპასუხა, ხოლო სერგი ჩხაიძემ გარდასახა – 17:14.

ბელგიასთან, მატჩის დებიუტში ანზორ სიჭინავამ ბოლომდე იბრძოლა და 100%-იანი ლელოსგან გვიხსნა, რასაც ჩვენი ლელოდან დაწყებული კონტრშეტევა და ნიკოლოზ რეხვიაშვილის ლელო მოჰყვა. მეორე ტაიმის დასაწყისში მსაჯმა ჯობავა და გიორგი ჭუაძე გაგვისინბინა, თუმცა 5 კაცით თავის დაცვა მოვახერხეთ. თამაშის დამთავრებამდე ერთი წუთით ადრე მეტოქემ მაინც შეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა გაწითლებულ დროზე ჯობავამ შეძლო გამარჯვების ლელოს გატანა – 14:7 და საქართველომ ნაადრევად დაიბევა მეოთხედფინალის საგზური.

მეორე დღეს, ესპანეთთან მატჩში წყდებოდა, ვინ დაიკავებდა ჯგუფში პირველ ადგილს. სამწუხაროდ, თამაში ისე არ წავიდა, როგორც გვსურდა, სერგი ჩხაიძემ მატჩის მიწურულს შეძლო ერთადერთი ლელოს გატანა და მეტოქემ 35:7 იმარჯვა.

იმავე საღამოს, პორტუგალიამ მეოთხედფინალში 31:5 გაიმარჯვა და საქართველო ოლიმპიადის საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

დასკვნით დღეს ჩვენი 7-კაცა მე-5 ადგილის ნახევარფინალში ბელგიას შეხვდა. თამაში არც ამ ჯერზე წაგვივიდა, მეტოქის 3 გარდასახულ ლელოს მხოლოდ ერთით ვუპასუხეთ და მეტოქემ 21:5 გაიმარჯვა.

მე-7 ადგილისთვის იტალიას შევხვდით. ანგარიში ლაშა ლომიძემ გახსნა, რომელიც ორ მბოჭავს დაუსხლტა და ლელო გაიტანა. მალე ლელოს გატანა ბექა გელხვიძეს შეეძლო, მაგრამ ზედ ალამთან აუტში გადაიყვანეს. ტაიმის გაწითლებულ დროზე მსაჯმა მეტოქის წინ თამაში ვერ შენიშნა და იტალია 7:5 დაწინაურდა. მეორე ტაიმში სერგი ჩხაიძემ გაჭრა ხაზი და ლელო თავადვე გარდასახა, ბოლოს კი ლელო ანზორ სიჭინავამ მიითვალა და ლუკა სახელაშვილმა გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 19:7.

ფინალში ირლანდიამ დიდი ბრიტანეთი 26:12 დაამარცხა და პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა. დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი, რომელმაც მესამე ადგილისთვის პორტუგალიას 42:0 სძლია, საკონტინენტთაშორისო ტურნირში ითამაშებენ.

საქართველოს 7-კაცას 7-9 ივლისს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე, ჰამბურგის ეტაპი ელის. პირველი ეტაპის შემდეგ საქართველო მეორე ადგილზეა და მხოლოდ ირლანდიას ჩამორჩება.

7-კაცას შემადგენლობა ევროპულ თამაშებზე:

ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), ბექა გელხვიძე (ლელო), ირაკლი სიმსივე (აია), სოსო მათიაშვილი (შავი ლომი), სერგი ჩხაიძე (ყოჩები), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), გიორგი ფრუიძე (ბათუმი), რომან მახათაძე (ყოჩები), გიორგი ჯობავა (ხვამლი), გაგა ქევხიშვილი (ლელო), ანზორ სიჭინავა (ბათუმი), ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი).

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

ფიზმომზადება: გიორგი მაისურაძე

ექიმი: გიორგი გვაზავა

ფიზიო: დავით კობახიძე

ვიდეო: ლადო კუპრეიშვილი

მენეჯერი: ალექსანდრე ნიჟარაძე

Rugby.ge

სოსო
მეორე და მესამე დღეს,ძალიან კონცენტრაცია დაკარგულები ჩანდნენ ჩვენი ბიჭები.საერთოდ არაფერი გამოსდიოდათ.ბოლო თამაშში კი გავიმარჯვეთ,მეშვიდე ადგილისათვის ბრძოლაში,მაგრამ ეს უკვე ნუგეშად აღარ გამოდგებოდა.არ ვიცი,რამდენად გამოგვივა მომდევნო ტურნირში გამარჯვება,ირლანდიელები,ნამეტანი ძლიერებად ჩანან და არც ჩვენები ჩანდნენ,მაინც და მაინც კარგ ფორმაში.ეგ კი არა,ამ თამაშით,ოთხეულში მოხვედრაც გაგვიჭირდება,თუმცა კაცი იმედით ცხოვრობს და წარმატებებს ვუსურვებ!
Bs
სულ რამდენი გუნდი მიდის ოლიმპიადაზე? ვინმემ თუ იცით დაწერეთ რაა!
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში
"შავი ლომი" 12 მოთამაშით გაძლიერდა - მათგან ორი ლეგიონერია
20 წ. | მსოფლიო მე-12 ადგილზე დავასრულეთ
კეინმა მიმდინარე მუნდიალზე ტუხელის მუშაობა შეაფასა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
"ჩვენ ვიზეიმებთ, შენ კი უნიჭო და ბოღმიან ადამიანად დარჩები" - მორგანს არგენტინელმა მინისტრმა უპასუხა
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს